17 აგვისტო 2022, 11:17 / სანდო წყარო

ზაზა შათირიშვილი: როდესაც შვეიცარიის აწყობილ სასამართლო სისტემას ბანანის რესპუბლიკის სასამართლოს ამსგავსებ, ამერიკელების ხელში ქართულ სასამართლოს რა ბედი ელის, იოლი გამოსაცნობია

ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი

როდესაც შვეიცარიის აწყობილ სასამართლო სისტემას ბანანის რესპუბლიკის სასამართლოს ამსგავსებ, ამერიკელების ხელში ქართულ სასამართლოს რა ბედი ელის, იოლი გამოსაცნობია, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ სუვერენიტეტის აღდგენასა და დაცვაზე აქტიურად ზრუნვა დაიწყო, რისთვისაც სასამართლო სისტემის მოფრთხილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„ცხადია, გარედან მართული სასამართლოს პირობებში, ყოველგვარ სახელმწიფო სუვერენიტეტზე ლაპარაკი ზედმეტია. შესაბამისად, სასამართლო სისტემის ამერიკელებისთვის დათმობა ყველაზე დიდი ღალატი იქნება, რაც ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის წინაშე შეიძლება ჩაიდინოს. საკითხს განსაკუთრებით ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ამერიკელები არათუ ჩვენნაირ ქვეყანას არ დაეხმარებიან სასამართლო სისტემის უკეთ აწყობაში, არამედ ისინი სხვა ქვეყნებში უკვე აწყობილ სისტემებსაც კი ანგრევენ.

შვეიცარია ისტორიულად გამოირჩეოდა გამართული, სტაბილური და საიმედო საბანკო სისტემით, რომლის ერთ-ერთი საყრდენი ასევე გამართული, სტაბილური და საიმედო სასამართლო სისტემაც იყო. ახლა კი, როგორც საბანკო, ისე სასამართლო სისტემა იქცევა ისე, როგორც ველურების ქვეყანაშიც კი არ მოიქცეოდნენ. ამ ფაქტს აქვს მარტივი ახსნა - ორივე სისტემა ერთი, ამერიკული ხელიდან იმართება, რომელიც არათუ ამ სისტემების რეპუტაციაზე არ დარდობს, არამედ სწორედ მათ განადგურებას ცდილობს.

საერთაშორისო მედიაში ივანიშვილის ადვოკატების ძალისხმევით დაიბეჭდა უამრავი სტატია როგორც ბანკის, ისე შვეიცარიული სასამართლოს შესახებ, რასაც არავითარი დაბრკოლება არ შექმნია. ეს სტატიებიც, საბოლოოდ, ამერიკელების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან შვეიცარიულ ბანკსა და სასამართლოს აზიანებს.

გავიხსენებ ფულის მითვისების საქმის რამდენიმე საინტერესო დეტალს. ბანკმა, პროკურატურამ და სასამართლომ თითქმის მილიარდი დოლარის მითვისებაზე მთელი პასუხისმგებლობა ბანკის ერთ თანამშრომელს, პატრის ლესკუდრონს დააკისრეს, რაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია. როდესაც ბანკი აცხადებს, რომ მის ნებისმიერ ერთ თანამშრომელს კლიენტის ანგარიშიდან მილიარდის გაქრობა შეუძლია, გამოდის, რომ ბანკის ფუნქციაზე სრულად ამბობს უარს. სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება კორპორატიული პასუხისმგებლობის მინიმალურ სტანდარტს რომ არ შეესაბამება, ამაზე აღარაფერს ვიტყვი.

გარდა ამისა, სასამართლომ გაიზიარა ბანკის შუამდგომლობა, რომლის თანახმად თანხებს ივანიშვილს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნებდა, რაც ფულს ლესკუდრონისგან ამოიღებდა. ვისაც ოდნავ მაინც ესმის იურისპრუდენციის ან, ზოგადად, ლოგიკის ანაბანა, დამეთანხმება, რომ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება ყოვლად აბსურდული და გაუგონარია.
პატრის ლესკუდრონს ბიძინა ივანიშვილის თანხის მითვისებისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ ბევრად ადრე განთავისუფლდა, ვიდრე საქმე საბოლოოდ გაიხსნებოდა. მოგვიანებით, როდესაც გაჩნდა მოლოდინი, რომ ლესკუდრონი ალაპარაკდებოდა, რაც საქმეში ბიძინა ივანიშვილის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებდა, ველოსიპედით ქალაქში სასეირნოდ გამოსული ლესკუდრონი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ლესკუდრონის გარდაცვალება, რომელიც, საყოველთაო შეფასებით, უამრავ კითხვის ნიშანს აჩენდა, თვითმკვლელობად ძალიან სწრაფად გააფორმეს და თანხის მითვისების საქმე ოქროს მოწმის გარეშე დატოვეს.

მას შემდეგ უკვე სამი წელი გავიდა და ბიძინა ივანიშვილი ბანკის მიერ გარდაცვლილი კაცისგან ამოღებული თანხის დაბრუნებას ამაოდ ელოდება. რაც მთავარია, ბანკი თავს სწორედ შვეიცარიული სასამართლოს გადაწყვეტილებას აფარებს, რომელმაც გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო და ბანკის მიერ მითვისებული ფულის დაბრუნება კონკრეტული თანამშრომლისგან ფულის ამოღებას მიაბა.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ საქმეებს არა შვეიცარიის, არამედ ბერმუდის და სინგაპურის სასამართლოებში იგებს. ივანიშვილმა ისარგებლა იმ გარემოებით, რომ მისი თანხები ოფშორულ ზონებში იყო გადარიცხული და ბანკს ბერმუდასა და სინგაპურში უჩივლა, რომელთა სასამართლოებში ამერიკულმა გავლენამ, როგორც ჩანს, ჯერ ვერ შეაღწია. ბანკის მენეჯმენტი ყველანაირად ცდილობდა, საქმე როგორმე შვეიცარიის სასამართლოში გადმოეტანა, სადაც ივანიშვილს მოგების არავითარი შანსი არ ექნებოდა. როგორც უკვე ვთქვი, შვეიცარიის ყველა მსხვილ საჯარო თუ კერძო ინსტიტუტს, მათ შორის სასამართლოს, ამერიკა აკონტროლებს და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ სამართლის აღსრულებას შვეიცარიაში არავინ დაუშვებდა. ამერიკელები აკონტროლებენ შვეიცარიულ მედიასაც, რის გამოც პრესაში ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი ვერცერთი სტატია ვერ იბეჭდება.

შვეიცარიული ბანკი, რომელიც შანტაჟის სქემაშია ჩართული და ბიძინა ივანიშვილს მოპარვას გადარჩენილ ფულსაც კი არ უბრუნებს, როგორ იქცევა, ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ორი თვის განმავლობაში, ბანკი აბსურდულ ტექნიკურ მიზეზებს იგონებდა, რომ ივანიშვილისთვის კუთვნილი ფული არ გადაერიცხა, ხოლო მესამე თვის თავზე ბანკმა ევროპარლამენტის ასევე აბსურდული რეზოლუცია მოიშველია, რომელიც არც ევროპულმა კომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ გაიზიარა. ახლა კი, როდესაც ხელმოსაჭიდი არც ევროპარლამენტის რეზოლუცია და არც რაიმე სხვა საბაბი დარჩა, ბანკი უბრალოდ არაფერს აკეთებს და უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, პოლიტიკურ შანტაჟს უმოქმედობით აგრძელებს. ამას ემატება შვეიცარიული სასამართლოს ანალოგიური ქცევაც. როდესაც შვეიცარიის აწყობილ სასამართლო სისტემას ბანანის რესპუბლიკის სასამართლოს ამსგავსებ, ამერიკელების ხელში ქართულ სასამართლოს რა ბედი ელის, იოლი გამოსაცნობია. კაცმა რომ თქვას, ზუსტად ის ბედი ელის, რაც 2004 წლიდან 2012 წლამდე გამოიარა, როდესაც ამერიკელებმა სასამართლო სისტემა „ნაციონალური მოძრაობის“ უსამართლობითა და ველურობით გამორჩეული რეჟიმის სამსახურში ჩააყენეს“, - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2026, 12:05

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში მომხდარი ორი მასობრივი სროლის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ აფრიკაში მომხდარი ორი მასობრივი სროლის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა, - იუწყება ადგილობრივი პოლიცია.

27 სექტემბერი 2026, 12:04

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები.

შალვა პაპუაშვილი

27 სექტემბერი 2026, 12:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როდესაც აგვისტოს ომის ანტიგმირის - კეზერაშვილის ტელევიზია ავრცელებს სიცრუეებს ომთან და მოწოდებებთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ მორალურ პოზიციას, სადაც იმყოფება პარტიული მედია

თქვენ რასაც ავრცელებთ, ეს არის სიცრუე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ რუსეთთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი”.

სერგეი ლავროვი

27 სექტემბერი 2026, 11:54

მსოფლიო

Euronews: ლავროვმა უარყო გერმანელი კოლეგის მოწოდებები „საშიში“ ესკალაციური ნაბიჯების შეჩერების შესახებ და ბერლინი უკრაინის „მთავარ სპონსორად“ მოიხსენია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უარყო გერმანელი კოლეგის მოწოდებები „საშიში“ ესკალაციური ნაბიჯების შეჩერების შესახებ და ბერლინი უკრაინის „მთავარ სპონსორად“ მოიხსენია.

შალვა პაპუაშვილი

27 სექტემბერი 2026, 11:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თავს არავის ვესხმით, ვიტოვებთ უფლებას ვიყოთ კრიტიკულები ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხება - ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზაზე

თავს არავის ვესხმით, კრიტიკა ყოველთვის არის პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ხოლმე. ვიტოვებთ უფლებას ვიყოთ კრიტიკულები ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხება. ასე რომ, ვინმეს თუ უნდა საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის გაჩუმება, ამისთვის ერთადერთი გზაა, არ დაესხან თავს ქართველ ხალხს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელმაც თქვა, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთს მუდამ ესხმის თავს.

შალვა პაპუაშვილი

27 სექტემბერი 2026, 11:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ ჩვენი სარჩელის საფუძველზე და ჩვენი მონდომებით დადგინდა, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი. უფრო მეტიც, ოკუპირებულია არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ სწორედ ამ ომებიდან, 1990-იანი წლებიდან

რაც შეეხება რუსეთის, როგორც საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს სახელდებას, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მისი ეს სტატუსი გააფორმა სასამართლოს აქტით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

ირაკლი კობახიძე

27 სექტემბერი 2026, 11:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თავადაც ხედავენ, რომ საერთოდ განულებულია რადიკალების აგენტურის ე.წ. პროტესტი, როდესაც ხედავ, რომ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას ახდენ ყოველდღე და მაინც აგრძელებ ე.წ. უწყვეტ პროტესტს, ეს ნიშნავს ზუსტად სექტანტობას

არ არსებობს რადიკალური ოპოზიციის არავითარი პროტესტი და მართლა სექტანტებივით გამოდიან ყოველდღე ხან 50, ხან 60, ხან 70 კაცით და ყოველდღიურად ახდენენ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე

27 სექტემბერი 2026, 11:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან, სადაც აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ეს არსებითად დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს - ძალიან დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ

მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, სადაც აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე.

ირაკლი კობახიძე

27 სექტემბერი 2026, 11:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება

ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

27 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ალდეს“ ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს, ეს არის მათი პრინციპები და ღირებულებები, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს

თქვენ იცით, „ალდე“ რა პოლიტიკური ძალაც არის და რა ღირებულებებიც აქვს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

27 სექტემბერი 2026, 11:24

მსოფლიო

The Wall Street Journal: ვარშავაც და კიევიც თავის საერთო მტრად რუსეთს ასახელებენ, თუმცა ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ მტკივნეულ წარსულს

ვარშავაც და კიევიც თავის საერთო მტრად რუსეთს ასახელებენ, თუმცა ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ მტკივნეულ წარსულს. The Wall Street Journal-ის ცნობით, კონფლიქტი უკრაინის აჯანყებულთა არმიის (УПА) გარშემო - რომლის წევრებსაც უკრაინაში გმირებად მიიჩნევენ, ხოლო პოლონეთში მასობრივი სიკვდილით დასჯის ორგანიზატორებად - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აუარესებს და რუსეთს მათ შორის ბზარის გასაჩენად ხელსაყრელ საბაბს აძლევს.

ირაკლი კობახიძე

27 სექტემბერი 2026, 11:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას - ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად

ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ირაკლი კობახიძე

27 სექტემბერი 2026, 11:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ

მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

შალვა პაპუაშვილი

27 სექტემბერი 2026, 11:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ განადგურების კალაპოტიდან, მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ ქვეყანა

სოხუმის დაცემის დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ, ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც შეეწირა ამ ომს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შიო მესამე

27 სექტემბერი 2026, 11:07

საზოგადოება

კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის

კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. მანამდე შიო მესამე ლიტურგია აღავლენს.

27 სექტემბერი 2026, 11:03

პოლიტიკა

აშშ საელჩო: დღეს სოხუმის ტრაგიკული დაცემიდან 33 წელი გავიდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს და მათ, ვინც ომის შედეგად იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინათ

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ამერიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა. კორტნი ოსტრიანი, გმირთა მემორიალზე საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. თარიღს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელშიც ეხმაურება.

27 სექტემბერი 2026, 11:01

საზოგადოება

ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

ტრაგიკული თარიღი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ხელისუფლების წევრებმა.

დონალდ ტრამპი

27 სექტემბერი 2026, 10:54

მსოფლიო

ტრამპი: მინდა, რომ ზელენსკიმ შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარების შესახებ შეთანხმება მალე დაიდება.

27 სექტემბერი 2026, 10:22

მსოფლიო

შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის, სანქციებისა და სურსათის უსაფრთხოების შესახებ რეფერენდუმი იმართება

შვეიცარიაში საყოველთაო რეფერენდუმი იმართება, სადაც მოქალაქეები ორ ინიციატივასთან დაკავშირებით იღებენ გადაწყვეტილებას - ქვეყნის ნეიტრალიტეტსა და სურსათის უსაფრთხოებაზე.

27 სექტემბერი 2026, 10:15

საზოგადოება

დღეს მსოფლიო ტურიზმის დღეა

მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ულოცავს ყველას, ვინც ქართული სტუმართმოყვარეობის ამ განსაკუთრებულ ტრადიციას ქმნის და მსოფლიოს უზიარებს, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.