imedi /  19 აგვისტო 2022, 14:42 / სანდო წყარო

გოგა ხაინდრავა: დღეს შვეიცარიის საბანკო სისტემას აღარ ენდობიან, ეს არის კატასტროფა შვეიცარიისთვის

გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა

სრული დეგრადაცია კოლაფსი დადგა იმ ფსევდოდემოკრატიის, რომლის მოწმენი ვიყავით ამ წლების მანძილზე. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი შვეიცარიაა, ქვეყანა, რომელიც იყო ერთ-ერთი ოაზისი მშვიდობის, კანონიერების, კეთილდღეობის, სამართლიანობის, კერძო საკუთრების დაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვის და ა.შ. ამ ქვეყანამ ფაქტობრივად თვითგანადგურების რეჟიმი ჩართო 4 მარტიდან. ეს ძალიან ნათლად ჩანს იმ საქმეზე, რომელიც იქ მიმდინარეობს და ეს საქმე გასცდა უკვე კონკრეტული პიროვნების დამოკიდებულებას კონკრეტულ ბანკთან. credit Suisse ყაჩაღების ბუნაგად გადაიქცა და ბანკის არანაირი სახე აღარ გააჩნია - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოებმა არაერთგზის გამოიტანეს განაჩენი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეწყვიტონ ყაჩაღობა, ამ ყაჩაღობაში ჩაერთო შვეიცარიის მართლმსაჯულება და მისი გადაწყვეტილება ზუსტად ისეთივე უკანონო და ყაჩაღურია, როგორიც credit suisse-ის ყველა მოქმედება.

მისივე თქმით, რაც მთავარია, ამაში ჩაერთო შვეიცარიის ე.წ. თავისუფალი მედია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია.

„სრული დეგრადაცია კოლაფსი დადგა იმ ფსევდოდემოკრატიის, რომლის მოწმენი ვიყავით ამ წლების მანძილზე და ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი შვეიცარიაა, ქვეყანა, რომელიც იყო განთქმული, ერთ-ერთი ოაზისი მშვიდობის, კანონიერების, კეთილდღეობის, სამართლიანობის, კერძო საკუთრების დაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვის და ა.შ. ამ ქვეყანამ ფაქტობრივად თვითგანადგურების რეჟიმი ჩართო 4 მარტიდან. ეს ძალიან ნათლად ჩანს იმ საქმეზე, რომელიც იქ მიმდინარეობს და ეს საქმე გასცდა უკვე კონკრეტული პიროვნების დამოკიდებულებას კონკრეტულ ბანკთან. მხედველობაში მაქვს credit Suisse, რომელიც ყაჩაღების ბუნაგად გადაიქცა და ბანკის არანაირი სახე აღარ გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოებმა არაერთგზის გამოიტანეს განაჩენი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეწყვიტონ ყაჩაღობა, რომელსაც ისინი ჩადიან, ამ ყაჩაღობაში ჩაერთო შვეიცარიის მართლმსაჯულება და მისი გადაწყვეტილება არის ზუსტად ისეთივე უკანონო და ყაჩაღური, როგორიც არის credit suisse-ის ყველა მოქმედება, რომლის მოწმენიც ვართ არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო. რაც მთავარია, აბსოლუტურად გაუგებარია და ამაში ჩაერთო შვეიცარიის ე.წ. თავისუფალი მედია. არანაირი თავისუფალი მედია და სარედაქციო თავისუფლება არ არსებობს, ეს არის დიდი მითი, რომელიც მოიგონეს იმ ფსევდოდემოკრატიის დასაცავად, რომელიც თითქოსდა მსოფლიოში იყო წამყვანი იდეა“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისი თქმით, რაც შვეიცარიის საბანკო სისტემის მხრიდან ხდება, ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური დევნა.

„მე მინდა სამი რამ დავასახელო, რაც პირდაპირ არის ჩართული დევნაში - ეს არის პირდაპირ კრიმინალური დევნა ბიძინა ივანიშვილის, რაც ხდება შვეიცარიის საბანკო სისტემის, შვეიცარიის მართლმსაჯულების და მედიის მხრიდან. შვეიცარიის „თავისუფალმა მედიამ“ არ ინება არც ერთი პუბლიკაციის დაბეჭდვა, რომელსაც სთავაზობდნენ ივანიშვილის ადვოკატები. პირველ რიგში, შვეიცარიას სჭირდებოდა ეს და არანაირად ბიძინა ივანიშვილს, რომ დაენახათ რომ უფსკრულის პირას დგანან იმიტომ, რომ სიმბოლო შვეიცარიის საბანკო სისტემის credit suisse, რომელიც არის ბაირაღი პრაქტიკულად კარგავს მთლიანად თავის სახელს და ეს პირდაპირ ურტყამს მთელ საბანკო სისტემას. ამას მოყვა აბსოლუტურად გაუგონარი გადაწყვეტილება შვეიცარიის მართლმსაჯულების, როდესაც მან თქვა, რომ თურმე ბანკი თავის მოვალეობებს კრედიტორთან, ადამიანთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, როდესაც მესამე ადამიანებთან გაარკვევს თავის ურთიერთობებს. ეს ხომ აბსურდია აბსოლუტური, ეს თავისთავად ბანკის იდეას სპობს, იმიტომ, რომ მე ვერ გავიგე, შენ თუ შენს კლიენტებთან რაღაც ურთიერთობა გასარკვევი გაქვს მე რა შუაში ვარ, ან ჩემი ფული რა შუაშია, ან ჩემი ურთიერთობა შენთან რა შუაშია. შენ გაარკვიე იმასთან შენი ურთიერთობა და ჩემ ტრანზაქციებს რატომ აჩერებ. მე ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ის არის, რომ არანაირი დაინტერესება credit suisse-ის ამაში არ აქვს იმიტომ, რომ ივანიშვილის ფული არ არის credit suisse-ში, ის აბსოლუტურად სხვა ბანკშია. ტრასტი, რომელსაც ევალება, ასე ვთქვათ, განკარგულებები ეძლევა იმისათვის, რომ როგორ ამოძრაოს კლიენტის ფული, ის არის მხოლოდ credit suisse-ის ამიტომ, ვერანაირ მოგებას, ვერანაირ სარგებელს credit suisse ამისგან ვერ ხედავს, გარდა თვითგანადგურებისა. თქვენ წარმოიდგინეთ მსოფლიოში რამდენი ადამიანია ვინც ეყრდნობოდა და ვინც ენდობოდა შვეიცარიის საბანკო სისტემას, ყველა მდიდარი ადამიანი, რა წარმომავლობის არ უნდა იყვნენ, როგორი რელიგიური აღმსარებლობის არ უნდა იყვნენ და როგორი ეთნიკური წარმომავლობის არ უნდა იყვნენ, დღეს შვეიცარიის საბანკო სისტემას აღარ ენდობიან. ეს არის კატასტროფა შვეიცარიისთვის. გარდა საათების წარმოების და შოკოლადის შვეიცარიას სხვა მეტი არაფერი გააჩნია. მისი ნეიტრალიტეტი, მისი საბანკო სისტემა და მისი კანონისადმი ერთგულება იყო ის, რაზეც იდგა შვეიცარია და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე ნახავთ შედეგს, რასაც ის მოიმკის“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ყველა სიახლე

05 მარტი 2026, 17:20

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა

ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა. საქართველოშიც, კომერციული, სამეწარმეო ვენახის გაშენება უნდა იყოს ორიენტირებული გრძელვადიან ხარისხზე, ნერგი უნდა იყოს კვალიფიციურ სანერგეში გამოყვანილი, ვენახი უნდა იყოს გაშენებული სწორ ადგილზე, რადგან ყველა ნიადაგი არ იძლევა საუკეთესო ხარისხის ყურძენს. ეს ფაქტორები თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული. ვენახი არის ის სიმდიდრე, რომელიც მომავალ თაობებს გადაეცემა, რადგან ახლა გაშენებული ვენახებიდან საუკეთესო მოსავლის მიღება 15 წლის შემდეგ იწყება, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

05 მარტი 2026, 17:18

სამართალი

შსს-ს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად თურქეთის 14 მოქალაქე დააკავეს, რომელთაგანაც 11 წითელი ცირკულარით იძებნებოდა

შსს-ს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად თურქეთის 14 მოქალაქე დააკავეს, რომელთაგანაც 11 წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 მარტი 2026, 17:18

მსოფლიო

ზელენსკი: ტრამპი ყველა რაკეტას ირანის წინააღმდეგ გამოიყენებს, ხოლო უკრაინა, შესაძლოა, პუტინის პირისპირ შეიარაღების გარეშე დარჩეს

აშშ-ირანის ომი ქმნის საფრთხეს, რომ უკრაინა ვლადიმერ პუტინის ძალების წინაშე მოწყვლადი გახდება, რადგან დონალდ ტრამპი მთელ თავის შეიარაღებას ირანზე ამისამართებს. ინფორმაციას The Independent-ი უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

05 მარტი 2026, 17:16

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას, რომელიც ბანკის პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია საქართველოს.

ილჰამ ალიევი

05 მარტი 2026, 17:00

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში. ეს არის ჩვენი პოზიცია

აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებში. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

05 მარტი 2026, 16:58

მსოფლიო

CNN: აშშ-ის დარტყმებამდე რამდენიმე დღით ადრე FBI-ის დირექტორმა ირანის მიმართულებაზე მომუშავე აგენტები დაითხოვა

წყაროების თანახმად, თანამშრომლების გათავისუფლებამ იუსტიციის დეპარტამენტსა და FBI-ში გააძლიერა შეშფოთება, რომ ირანში სამხედრო ოპერაციის შემდგომ პერიოდში, კონტრტერორისტული და სადაზვერვო გამოძიებები შესაძლოა ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტების მასობრივი გადინების გამო შეფერხდეს.

ილჰამ ალიევი

05 მარტი 2026, 16:51

მსოფლიო

ილჰამ ალიევმა ნახიჩევანში მომხდარს ირანის მიერ ჩადენილი ტერაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მოყვანილია მობილიზების ნომერ პირველ მდგომარეობაში

ჩვენი შეიარაღებული ძალები - თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური, სპეციალური დანიშნულების ძალების ყველა დანარჩენი ქვედანაყოფი მოყვანილია მობილიზაციის ნომერ პირველ მდგომარეობაში, - როგორც Report იუწყება, ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

05 მარტი 2026, 16:49

ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე: ქართული ღვინის კონკურენტული უპირატესობა უნიკალურობა და ხარისხია

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ, ამ ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ბოლო 10 წელია, მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარება ყოველწლიურად იკლებს.

05 მარტი 2026, 16:41

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ჩვენ ვიცავდით და ვიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ბოლო მოვუღეთ სომხეთის ოკუპაციას, ასევე, მზად ვართ ვაჩვენოთ ჩვენი სიძლიერე ნებისმიერ ბოროტ ძალას. ამას ნუ დაივიწყებს ირანიც

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების შემოჭრასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს ფორმატში სხდომა გამართა.

05 მარტი 2026, 16:39

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

05 მარტი 2026, 16:16

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია იაპონიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

05 მარტი 2026, 16:10

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

05 მარტი 2026, 16:08

რეგიონი

იმერეთში მაშველის სარწყავი სისტემის წმენდა

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სამელიორაციო სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, იმერეთის რეგიონში მაშველის სარწყავი სისტემის საექსპლუატაციო სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამანაწილებელი არხის გარკვეული მონაკვეთების წმენდა დაგროვილი ნალექისა და ნატანი მასისგან. ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

05 მარტი 2026, 16:05

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვედრებს განაგრძობს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ნინო წილოსანი

05 მარტი 2026, 16:05

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ხიდაშელის განცხადებაზე: იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს, საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა?

რამდენ ესეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ და როგორ შეიძლება რომ ასეთი მოღალატეებისგან კანონი არ იცავდეს ქვეყანას?!, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციის ლიდერის, თინა ხიდაშელის იმ განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ რომელი ქვეყანა ვის მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ კონფლიქტის დროს.

05 მარტი 2026, 16:04

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების პროცესის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და მოადგილე ვალენტინა ნავერიანთან ერთად მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების პროცესის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

კაია კალასი

05 მარტი 2026, 16:03

მსოფლიო

კაია კალასი: რა თქმა უნდა, იდეალური სცენარი დემოკრატიული ირანი იქნებოდა, რომელიც არ ემუქრება მეზობლებს, მაგრამ ასეთი რამ რეალობისგან შორსაა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, იდეალური სცენარი იქნებოდა, თუ ირანი დემოკრატიული ქვეყანა გახდებოდა და მეზობლებს აღარ დაემუქრებოდა.

05 მარტი 2026, 15:53

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

სხდომაზე პარლამენტის ნდობის ჯგუფმა მოისმინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე მაისურაძის და სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულების - დაზვერვის სააგენტოს უფროსის, მიხეილ ძაგნიძის ინფორმაცია, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

05 მარტი 2026, 15:53

საზოგადოება

საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ახალი სტრუქტურა დაფუძნდა

„ახალ სტრუქტურულ ერთეულს მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება სასკოლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით. ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაწყებით საფეხურზე, I–VI კლასებში სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმა და სწორედ შპს „საგანმანათლებლო რესურსების‘‘ ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა აღნიშნული ფორმების შეძენა და შემდგომში რეალიზაცია. ამასთანავე, სკოლების მომარაგება ყველა საჭირო ინვენტარითა და რესურსით, მათ შორის, სახელმძღვანელოებითა და ლაბორატორიების აღჭურვილობით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

05 მარტი 2026, 15:52

საზოგადოება

კობა კობალაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლევან ღირსიაშვილს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ლევან ღირსიაშვილთან გამართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.