კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს
გოგა ხაინდრავა
ფოტო: Facebook
ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ქართული დამოუკიდებელი ტელეარხების „იმედის“ და „პოსTV“-ის სანქცირების შესახებ, არის ის მიჯნა, რომლის იქით, ჩვენი მხრიდან, მინიმალური ცივილიზებული მოთხოვნილებაც კი, სახელმწიფოებრივი ურთიერთპატივისცემის შესახებ ყოველგვარ აზრს კარგავს, - წერს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ღია წერილში, რომლითაც მან ბრიტანეთის ელჩს მიმართა.
„ მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო…“
ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენ ქართულ ენას სწავლობთ და ხშირად ცდილობთ კიდეც ისაუბროთ ქართულად. დარწმუნებული ვარ დამხმარეც გეყოლებათ, ვინც თქვენ ხელს გიწყობთ უცხო ენის დაუფლებაში. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ თუ თქვენ თავად ვერ გამოიტანთ აზრს იმ ეპიგრაფიდან, რომელიც ამ წერილს ახლავს, თქვენი დამხმარე შეგეშველებათ გაიაზროთ, რას ვგულისხმობ ამ ქართულ ფოლკლორულ წინათქმაში.
ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ქართული დამოუკიდებელი ტელეარხების „იმედის“ და „პოსTV“-ის სანქცირების შესახებ, არის ის მიჯნა, რომლის იქით, ჩვენი მხრიდან, მინიმალური ცივილიზებული მოთხოვნილებაც კი, სახელმწიფოებრივი ურთიერთპატივისცემის შესახებ ყოველგვარ აზრს კარგავს. რაც შეხება ჩემ პირად მოსაზრებას, მინდა მოგახსენოთ, რომ ბრიტანეთის იმპერიის მიერ, კაცობრიობის ისტორიაში შეტანილი წვლილის მიმართ, კეთილგანწყობით არასოდეს გამოვირჩეოდი და თუ რატომ, ამას ძალიან მოკლედ ამ წერილში მოგახსენებთ.
საუკუნეების განმავლობაში, თქვენი მთავრობების სახელმწიფო მორალის საილუსტრაციოდ, გაგახსენებთ, რომ სადაც კი ფეხი დადგით ჩინეთში, ინდოეთში, ავსტრალიაში, აფრიკის კონტინენტზე თუ ოკეანიის კუნძულებზე ყველგან, რასიზმი, ადგილობრივი მოსახლეობის არაადამიანური ჩაგვრა, უმოწყალო ექპლუატაცია, მასიური განადგურება და კოლონიალური სისტემა დანერგეთ. თქვენ ამას ცინიკურად ცივილიზაციის გავრცელებას უწოდებდით, სინამდვილეში ეს ბარბაროსობა იყო! ალბათ გახსოვთ თქვენც, და მერწმუნეთ, მთელ კაცობრიობასაც, რას სჩადიოდით იქ, სადაც თავს ბატონებად, ხოლო აბორიგენ მოსახლეობას მონებად მიიმჩნევდით. თუ არადა, მზად ვარ საჯარო დისკუსია გავმართო თქვენთან ამ საკითხზე და გაგახსენოთ თქვენი მთავრობების ნამოქმედარი!
ახლო წარსულს რაც ეხება და კონკრეტულად − უკრაინას! თქვენ, იმ ქვეყნის დიპლომატი ბრძანდებით, რომლის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განზრახ ჩაშალა 2022 წელს სტამბოლში, სამშვიდობო შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის, რის გამო უკრაინამ განგრძობადი რუსული აგრესიის შედეგად, ასი ათასობით საკუთარი შვილი დაკარგა, ათეულობით მილიონი უკრაინელი დევნილობაში აღმოჩნდა, ხოლო ქვეყანა დღესდღეობით იავარქმნილია!
აწმყოში, ანუ დღეს, თქვენ იმ ქვეყნის წარმომადგენელი ბრძანდებით, რომლის მეფის ძმა, იორკის ჰერცოგი, პრინცი ენდრიუ მაუნდბეტონ-ვინძორი და ბრიტანეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბარონი პიტერ ბენჟამინ მანდელსონი, ლეიბორისტული პარტიის წევრი, ყოფილი − გარე ვაჭრობის ევროკომისარი, ბრიტანეთის პირველი სახელმწიფო მდივანი, საბჭოს ლორდი-თავმჯდომარე, სხვადასხვა დროს ექსმინისტრი, ბიზნესის და ინოვაციების, ჩრდილო ირლანდიის, ვაჭრობის და წარმოების საკითხებში, დააპატიმრეს პედოფილიის ბრალდებით და უამრავი დოკუმენტით დადასტურებული, ბოროტმოქმედი ეფშტეინის კანიბალურ ორგიებში შესაძლო მონაწილეობის გამო.
რაც შეეხება თქვენი მთავრობის მიერ პრესის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე „ზრუნვას“. ქართული ტელეარხების − „პოსტTV“-ის და „იმედის“ ყურების ნაცვლად, ქართული ენის არცოდნის პირობებში, თქვენი მთავრობის წევრებს და „ექსპერტებს“ მეტი ყურადღება ბრიტანეთის სახელმწიფო სამაუწყებლო ტელეკომპანია BBC-თვის რომ მიექციათ, მაშინ თქვენ არ აღმოჩნდებოდით იმ სამარცხვინო მდგომარეობაში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბრიტანეთის სახელმწიფო მაუწყებლობას სასამართლოში უჩივის ცილისწამების გამო, ანალოგიურად ქართული სახელმწიფოს წინაშე, რომლის მთავრობა იმავე ბრალდებით უჩივის სასამართლოში BBC-ს.
აქვე მინდა მოგცეთ რჩევა, ელჩო: იქნებ თქვენი ამჟამინდელი პრემიერმინისტრი სტარმერი მოარიდოთ საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ მერცთან სარკინიგზო მოგზაურობებს, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ სამთავრობო გადაწყვეტილებები, რომელთა არსი ავადსახსენებელი კოლონიური სულისკვეთებით არის განმსჭვალული.
და კიდევ, როდესაც იმ ქვეყანაში, რომელსაც თქვენ საზღვარგარეთ წარმოადგენთ, 12 ათასი მოქალაქეა დაპატიმრებული, კონკრეტული სამთავრობო პროპაგანდისგან განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო, ხოლო ქრისტიანული მრწამსის მქონე ადამიანებს, აბორტის მსხვერპლთა მოსახსენებელი, მდუმარე ლოცვის გამო იჭერენ! თქვენ, როგორც იმ სახელმწიფოს დიპლომატმა, უცხო ქვეყანაში სტუმრად მყოფმა, მეტი ზრდილობა და პროფესიული წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, სულაც არ ხართ დაზღვეული იმისგან, რომ ამ ქვეყნის, თქვენი მანდატით განსაზღვრულ დროზე ადრე დატოვება მოგიწიოთ.
დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული საქართველოს
მოქალაქე,
გიორგი ხაინდრავა“,- ნათქვამია წერილში.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 23:04
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას მიაღწევენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწევენ.
16 აპრილი 2026, 22:57
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.
16 აპრილი 2026, 22:48
მსოფლიო
ტრამპი: რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამჟამად თეირანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ფიქსირდება.
16 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.
16 აპრილი 2026, 21:52
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
16 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:42
მსოფლიო
რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე
რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.
16 აპრილი 2026, 21:36
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და ნატო ურთიერთობების გასამტკიცებლად იმუშავებენ
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეთანხმდა, მომდევნო კვირების განმავლობაში იმუშაონ ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის ურთიერთობების გასამტკიცებლად.
16 აპრილი 2026, 21:21
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაი რაიდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას.
16 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე: არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე
არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:02
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს.
16 აპრილი 2026, 20:59
პოლიტიკა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი - ამ თემების შესახებ დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ისაუბრა. „ქრონიკი“ სიუჟეტი
ომების და არასტაბილურობის ფონზე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მარშრუტების საჭიროება დაადასტურა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმაც.
16 აპრილი 2026, 20:51
პოლიტიკა
საგარეო ჩარევა და მშვიდობა - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა. გზავნილები და ორმხრივი შეხვედრები - „ქრონიკა” სტამბოლიდან
სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება ვერ იქნება ცალმხრივი. უხილავი გავლენების ეპოქა და ორმაგი სტანდარტები - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა.
16 აპრილი 2026, 20:43
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორი ბრის როკეფეი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მიხალ გიერგონი.
16 აპრილი 2026, 20:32
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ანტალიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგება
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიაში, ქართველ ჟურნალისტებთან ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 20:30
პოლიტიკა
რატომ რჩება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტად ზურაბიშვილი? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ერთადერთი განმარტება და თავის მართლება პრობლემის ტექნიკურ ხარვეზად წარმოჩენას გულისხმობს, თუმცა საგულისხმოა, რომ ტექნიკური ხარვეზი მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არსებობს, სხვა ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინფორმაცია განახლებადია.
16 აპრილი 2026, 20:28
საზოგადოება
ოთარ კვარაცხელია აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე: გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის
გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის, - აცხადებს საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კვარაცხელია „ქრონიკასთან“.
16 აპრილი 2026, 20:21
პოლიტიკა
საჰაერო ტრასების ცვლილება აბასთუმნის ცაზე - ობსერვატორიის მიმართვა მთავრობას და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით, საჰაერო მარშრუტები არ უქმდება. საქაერონავიგაცია და ეკონომიკის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებენ ცნობას, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ოპოზიციასთან ერთად სკანდალურ ამბად წარმოაჩენენ.
16 აპრილი 2026, 20:19
საზოგადოება
ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორი აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვაზე: როდესაც ვაკვირდებით ტელესკოპით, ის თეთრი კვალი, რომელსაც თვითმფრინავი ტოვებს ამცირებს გამჭვირვალობას
ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორმა ბიძინა ჩარგეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მეცნიერებმა აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა მოითხოვეს.
16 აპრილი 2026, 20:10
პოლიტიკა
აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს.


