სოფო ხალვაში: ძალიან ცუდია, რომ ცალმხრივად გავრცელებული დეზინფორმაციის გამო ჟურნალისტებმა და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ყოველგვარი ეთიკის უგულებელყოფით ხმამაღლა ქვეყნის მოღალატედ გამომაცხადეს
სოფო ხალვაში
ფოტო: Facebook
ბოლო 2 დღეა ჩემს სახელთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს ბინძური კამპანია. „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გავიდა სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ხელს ვუშლი უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ბათუმში, ვკრძალავ ომის ხსენებას ღონისძიებაზე. გამოქვეყნდა ჩემი მიმოწერა ღონისძიების ორგანიზატორებთან, რომელიც, რა თქმა უნდა, კონტექსტიდან არის ამოვარდნილი და მხოლოდ ის ფრაზებია წარმოჩენილი, რომლებიც საზოგადოებას შეუქმნის ილუზიას, თითქოს მე წინააღმდეგი ვარ დავეხმარო უკრაინელი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნაში, - ამის შესახებ ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში Facebook-ზე წერს.
„ძალიან ცუდია, რომ ამ ცალმხრივად გავრცელებული დეზინფორმაციის გამო ჟურნალისტებმა და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ყოველგვარი ეთიკის უგულებელყოფით ხმამაღლა გამომაცხადეს ჩემი ქვეყნის მოღალატედ. კეთდება უხამსი და ყოვლად გაუმართლებელი კომენტარები. ჩვენს საზოგადოებას ეს სჩვევია და სამწუხაროდ მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ვინც, მსგავსი პროვოკაციის გამო უსამართლოდ იქნა გაკიცხული, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე და მეტიც, შეიქმნას პრეცედენტი, როცა დეზინფორმაციის გამავრცელებლებს პასუხს მოვთხოვთ მათ საქციელზე!
უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით წერილი მერიაში შემოვიდა 8 აგვისტოს, სადაც საუბარი იყო ჩვენი მხრიდან კონცერტის გაკეთებაზე, ანუ შემსრულებლები კონცერტს საწყის ეტაპზე არ ჰყავდა. ამის შემდეგ დამირეკა გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მთხოვა შევხვედროდი ორგანიზატორებს. შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მოიყვანდნენ 14 შემსრულებელს და ასევე გაუშვებდნენ 4-5 ვიდეომიმართვას, რაზეც ასევე შევთანხმდით.
მალე კვლავ შეიცვალა პირობები და აღმოჩნდა რომ კონცერტის მსვლელობისას შემსრულებლებზე მეტი ოდენობის ვიდეომიმართვა იყო დაგეგმილი, მათ შორის არა მხოლოდ ომის თემატიკაზე. ამასთან დაკავშირებით იქვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ კონცერტი რა თქმა უნდა ისე ვერ ჩაივლიდა რომ ომი არ ხსენებულიყო.. რადგან ომია! და ეს მე ძალიან კარგად ვიცი!
შევთანხმდით ასევე ტექსტზე რომელიც წამყვანებს უნდა გაეჟღერებინათ (აქვე ქვემოთ გიზიარებთ მათ მიერ მოწოდებულ ტექსტს, რომელიც ჩემ მიერ იქნა დადასტურებული)
„ტვ პირველის“ სიუჟეტში ჟურნალისტი მაქსიმალურად ცდილობს დააფიქსიროს, რომ მე, სოფო ხალვაში, ომის ხსენების წინააღმდეგი ვარ და მიუხედავად იმისა რომ ღონისძიების ორგანიზატორი ცხადად უარყოფს ამას (იხ. კომენტარი სიუჟეტიდან: (აქვე ქვემოთ გიზიარებთ ვიდეოს) სამწუხაროდ ამ ფაქტის ინტერპრეტაცია სწორედ ისე მოხდა, როგორც პროვოკაციის ავტორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული, რასაც ადასტურებს ამ თემისადმი და ჩემდამი მიძღვნილი პოსტები და კომენტარები.
აქვე, საჭიროდ ვთვლი გაგიზიაროთ მიმოწერა, საიდანაც კარგად ჩანს, რომ კონცერტის ორგანიზებაზე თანხმობაა გაცემული და საუბარია მხოლოდ ფორმატზე, რადგან კონცერტისთვის სცენაა საჭირო, ხოლო მიმართვების და განცხადებების გაკეთებას არ სჭირდება სცენა, რადგან ეს შეიძლება ნებისმიერ ადგილას გაკეთდეს.
ძვირფასო საზოგადოებავ! ძვირფასო ჟურნალისტებო! დღეს თითოეულ ჩვენგანს გვტკივა ის ვითარება, რომელიც უკრაინაშია! თითოეული ჩვენგანი ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და მე, როგორც რიგითი მოქალაქე არაერთხელ ვყოფილვარ იმ აქტივობების მხარდამჭერი, რომელიც უკრაინელი, თუ ქართველი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას ეძღვნება!
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არაერთი კონცერტის ორგანიზებისთვის შემიწყვია ხელი, მათ შორის, სწორედ მე გახლდით სულ ახლახან სასტუმრო ,,მერიდიანში“ გამართული, უკრაინელი ხალხისთვის მიძღვნილი კონცერტის მხარდამჭერი, სადაც ქართველ შემსრულებლებთან ერთად, უკრაინელი შემსრულებელიც იღებდა მონაწილეობას.
სამწუხაროა, რომ დღეს არ ხდება ინფორმაციის გადამოწმება და ,,სიტყვის თავისუფლება’’ - „ყველაფრის უფლებად“ არის აღქმული! იქნებ იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ მთავარ ომს ჩვენ თავადვე ვუცხადებთ ერთმანეთს, როცა ამხელა სიძულვილის გამოვლენა შეგვიძლია! როცა შეგვიძლია, რომ ასე დაუნდობლად, ასე განუსჯელად დავადანაშაულოთ ადამიანები! როცა არ გვაინტერესებს სიმართლე და უპირობოდ ვიჯერებთ ყოველგვარ ცილისწამებას! მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს ჩემი ქალაქი და მიყვარს ადამიანები.მთელი ჩემი საქმიანობა სწორედ ამ სიყვარულის ასახვა და მტკიცებულებაა..
მთელი გულით ვულოცავ უკრაინას და უკრაინელ მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ იცხოვრონ მშვიდობიან, აყვავებულ ქვეყანაში, სადაც თითოეული ბავშვი, თითოეული ადამიანი ბედნიერი და თავისუფალი იქნება!“ - წერს ხალვაში.
ყველა სიახლე
24 ივნისი 2026, 20:10
საზოგადოება
13 ძირითადი მოხმარების პროდუქტი და 12 ქსელური მარკეტი - დღეიდან მომხმარებელი სპეციალურ ფასებს ელექტრონულად, ერთ სივრცეში გაეცნობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
13 ძირითადი მოხმარების პროდუქტი და 12 ქსელური მარკეტი. დღეიდან მომხმარებელი ელექტრონულად, ერთ სივრცეში გაეცნობა სპეციალური ფასებს. საოჯახო კალათი ყოველ კვირას განახლდება.
24 ივნისი 2026, 19:50
მსოფლიო
Euronews: უნგრეთის მხრიდან განახლებული წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი იძულებული გახდა შეეცვალა გეგმები და ახლა ზაფხულის არდადეგებამდე უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ხუთი კლასტერის ნაცვლად, მხოლოდ ორი კლასტერის გახსნას გეგმავს
უნგრეთის მხრიდან განახლებული წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი იძულებული გახდა შეეცვალა გეგმები და ახლა ზაფხულის არდადეგებამდე უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ხუთი კლასტერის ნაცვლად, მხოლოდ ორი კლასტერის გახსნას გეგმავს, - წერს Euronews-ი.
24 ივნისი 2026, 19:40
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პოლიციის პოლკოვნიკი მაიზერ ხვარეშია წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა ახლად დანიშნულ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა, ხოლო, იმერეთის პოლიციის ყოფილ დირექტორს, რამაზ თათარაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
24 ივნისი 2026, 19:17
მსოფლიო
რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება რუმინეთის დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება
რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პარტია SOS რუმინეთის პარლამენტარებმა წარადგინეს, ოთხშაბათს დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება, რომელიც ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 19:14
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.
24 ივნისი 2026, 18:52
მსოფლიო
EUobserver: ბრიუსელის დიპლომატიურ კულუარებში ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებს ან ფუნდამენტურ რეფორმებს
ბრიუსელის დიპლომატიურ კულუარებში ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებს ან ფუნდამენტურ რეფორმებს, - წერს გამოცემა EUobserver-ი.
24 ივნისი 2026, 18:46
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: მოქმედებს სხვადასხვა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ვაგრძელებთ, რათა რეგიონები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოებისა და მეურნეობების საქმიანობას გაეცნო.
24 ივნისი 2026, 18:36
პოლიტიკა
პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 83 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები.
24 ივნისი 2026, 18:34
ეკონომიკა
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.
24 ივნისი 2026, 18:33
რეგიონი
დავით სონღულაშვილი ბაღდათში ღვინის მარნის „ლაბარა“ საქმიანობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მდებარე ღვინის მარან „ლაბარაში“ იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
24 ივნისი 2026, 18:29
ეკონომიკა
IMF: ლარის გაცვლითი კურსი ძირითადად სტაბილურია - ეს მიუთითებს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებაზე, რაც ნაწილობრივ უფრო ძლიერი სავალუტო რეზერვების არსებობით არის განპირობებული
საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.
24 ივნისი 2026, 18:28
პოლიტიკა
ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია: კრიტიკის ქარცეცხლში მორიგ ჯერზე გატარება არახალია ქართველი ხალხისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის
კრიტიკის ქარცეცხლში მორიგ ჯერზე გატარება არახალია ქართველი ხალხისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ.
24 ივნისი 2026, 18:27
მსოფლიო
ჯანმოს დირექტორის განცხადებით, ევროპაში დაფიქსირებული ანომალიური სიცხეები ჯანმრთელობისთვის საშიშია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ევროპაში მიმდინარე ძლიერი სიცხეების ფონზე, რეგიონის ლიდერებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
24 ივნისი 2026, 18:27
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.
24 ივნისი 2026, 18:24
ეკონომიკა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.
24 ივნისი 2026, 18:21
საზოგადოება
ქეთი მელაძე: კულტურულ გიდებზე კვოტა ნულოვანია, მოთხოვნას აბსოლუტურად ვართმევთ თავს
შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვებია დაწესებული.
24 ივნისი 2026, 18:18
პოლიტიკა
გიორგი ქაჯაია: ევრობიუროკრატები მიხვდნენ, რომ იმდენად ძლიერად მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ კონკრეტული პარტიის, ან პოლიტიკოსის მხარდაჭერა შედეგს ვერ გამოიღებდა და გადავიდნენ პოლიტიკურ ზეწოლაზე ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებით, რასაც დღეს ვუყურებთ
რასაკვირველია თინა ბოკუჩავას ჩამოლაბორანტება დიდი დანაკლისი იქნება მისი პარტიისთვის; მას საგარეო მიმართულებით თავისი ლობისტები ჰყავდა, რომლებიც ეხმარებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას და ძალიან სწორი იყო ხელისუფლება, როდესაც ამბობდა, რომ მათი ჩართულობით იყო მცდელობები საქართველოს იმიჯი საერთაშორისო დონეზე დაზიანებულიყო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ.
24 ივნისი 2026, 18:16
მსოფლიო
უკრაინული მედია: პარასკევს, ევროკავშირი შეეცდება დაარწმუნოს უნგრეთი, არ დაბლოკოს უკრაინისთვის კლასტერების გახსნის შესახებ წერილი
პარასკევს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფი (COELA) ხელახლა განიხილავს უკრაინისთვის 2-6 კლასტერების სკრინინგის შედეგების შეფასების საკითხს, რომელიც 23 ივნისს უნგრეთმა შეაფერხა. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჯგუფი ევროკავშირს შესთავაზებს უკრაინას გაუგზავნოს წერილი თითოეულ კლასტერთან დაკავშირებით მოლაპარაკების პოზიციის წარდგენის მოწვევით, რათა დაიწყოს მათი გახსნის შესახებ განხილვა. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ ევროკავშირის ორმა ჩინოვნიკმა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ორმა დიპლომატმა განუცხადა.
24 ივნისი 2026, 18:12
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ჯერ კიდევ არის რისკები და საფრთხეები იმისა, რომ რაღაც კონკრეტული თავდასხმები და შანტაჟის რიტორიკა შენარჩუნდეს, თუმცა მეორე მხრივ, საქართველოს საჭიროება უდგას თავად ევროკავშირს
ჯერ კიდევ არის რისკები და საფრთხეები იმისა, რომ რაღაც კონკრეტული თავდასხმები და შანტაჟის რიტორიკა შენარჩუნდეს, თუმცა მეორე მხრივ, საქართველოს საჭიროება უდგას თავად ევროკავშირს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე საუბრისას.
24 ივნისი 2026, 18:09
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა.


