დიმიტრი ხუნდაძე: წერილებში მოყვანილი ყველა საკითხი კონკრეტულ ფაქტებსა და მსჯელობას ეფუძნება და მისი „ტყუილად“ მონათვლა მხოლოდ სისუსტის მანიშნებელია
დიმიტრი ხუნდაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
უკვე მერამდენედ, ჩვენ მიერ გამოქვეყნებული წერილებით, ვცდილობთ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია კულისებში მიმდინარე პროცესებზე. კონკრეტული ფაქტებით და ქრონოლოგიური თანამიმდევრულობით ვააშკარავებთ შესაძლო სახიფათო სცენარებს. ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობას სახიფათო რისკების დასაზღვევად - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, წერილის ადრესატები ვერ ახერხებენ შინაარსობრივ საკითხებზე საუბარს, წერილში აღნიშნული ფაქტების არგუმენტირებულად გაბათილებას და თავის მართლებასაც კი. ისინი ამ ფაქტებს უსაფუძვლო ტყუილს უწოდებენ, „პარტნიორული ურთიერთობის საზიანოდ“ მიიჩნევენ და შეურაცხმყოფელი ენით ცდილობენ გადაფარონ მძიმე რეალობა.
მისივე თქმით, წერილებში მოყვანილი ყველა საკითხი კონკრეტულ ფაქტებსა და მსჯელობას ეფუძნება და მისი „ტყუილად“ მონათვლა მხოლოდ სისუსტის მანიშნებელია.
„რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩამომართმევს სიტყვის თქმის უფლებას და ვინ ჩამინაცვლებს „საკუთარს“ „თავისით“? უკვე მერამდენედ, ჩვენს მიერ გამოქვეყნებული წერილებით, ვცდილობთ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია კულისებში მიმდინარე პროცესებზე. კონკრეტული ფაქტებით და ქრონოლოგიური თანამიმდევრულობით ვააშკარავებთ შესაძლო სახიფათო სცენარებს. ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობას სახიფათო რისკების დასაზღვევად. თუ დააკვირდებით, წერილის ადრესატები ვერ ახერხებენ შინაარსობრივ საკითხებზე საუბარს, წერილში აღნიშნული ფაქტების არგუმენტირებულად გაბათილებას და თავის მართლებასაც კი. ისინი ამ ფაქტებს უსაფუძვლო ტყუილს უწოდებენ, „პარტნიორული ურთიერთობის საზიანოდ“ მიიჩნევენ და შეურაცხმყოფელი ენით ცდილობენ გადაფარონ მძიმე რეალობა. წერილებში მოყვანილი ყველა საკითხი კონკრეტულ ფაქტებსა და მსჯელობას ეფუძნება და მისი „ტყუილად“ მონათვლა მხოლოდ სისუსტის მანიშნებელია. ის, რომ ეს ყველაფერი პარტნიორულ ურთიერთობას აზიანებს, ამაში ვეთანხმები, მაგრამ პარტნიორული ურთიერთობა არც „ძლიერის“ უპირობო სიმართლეს ნიშნავს და არც პარტნიორისთვის სიმართლის თქმის აკრძალვას. პარტნიორული ურთიერთობა ნიშნავს თანასწორუფლებიანობას და ურთიერთპატივისცემას. როცა სათქმელი მაქვს და ვერ ვამბობ, სწორედ ეს არის ჩაგვრის და მონობის დამკვიდრების მცდელობა. ამის იქით რა მნიშვნელობა აქვს ვინ ჩამომართმევს სიტყვის თქმის უფლებას და ვინ ჩამინაცვლებს „საკუთარს“ „თავისით“? ასეთი მიდგომა ცუდად მახსენებს საბჭოთა წარსულს და ამდაგვარს ვერ მივიღებ ვერც სხვისგან. ის, რომ ვუფრთხილდებით ძირითად პარტნიორთან ურთიერთობებს, სწორედ ამიტომ არ ვსაუბრობთ მეტს. თუმცა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უპირატესია ჩემთვის და ის „პოლიტიკურ კეკლუცობაში“ არ იცვლება, მათ შორის, არც ხელისუფლებაში ყოფნაში. დღეს იმის გამო, რომ ოპონენტები ფაქტობრივ კამათში ვერ შემოდიან ჩვენთან, შინაურიც და უცხოელიც თავიანთი მედია საშუალებებით, მხოლოდ ლანძღვით შემოიფარგლებიან. ლანძღვა ყველამ შეგიძლიათ სახლში წაიღოთ, მაგრამ შინ არ შეიტანოთ, თორემ თქვენი შვილებიც, ჩვენი მომავალი თაობაც იგივეს ისწავლიან - არგუმენტირებულ მსჯელობას და სიმართლის აღიარებას ლანძღვასა და ქილიკს ამჯობინებენ და საკუთარს დააზიანებენ. ის, რაც დღევანდელ ქართულ პოლიტიკას და მათ შორის მედიას სჭირს, ზიზღი და ქილიკია, რაც მეტად გაყიდვადია. ესეც საზიანოა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. არ მჯერა, რომ ჩვენი ოპონენტები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ სტრატეგიას შეცვლიან, რადგან მათ ხელთ არა აქვთ სიმართლე, ტყუილით კი მხოლოდ ლანძღვა შეუძლიათ. სიმართლე იმ ფარულ ინფორმაციაშია, რასაც ჩვენ ეტაპობრივად ვაჟღერებთ და რასაც „ხალხის ძალა“ ბრძოლის მთავარ იარაღად აქცევს” – წერს დიმიტრი ხუნდაძე Facebook-ის გვერდზე.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებმა დღეს მორიგი განცხადებაგაავრცელეს.
ყველა სიახლე
20 ივლისი 2026, 18:26
მსოფლიო
ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა
ბრიტანეთის ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე პირველ სატელეფონო ზარებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განახორციელებს.
20 ივლისი 2026, 18:23
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი ირან-ამერიკის ურთიერთობებზე: ვერც ერთი მხარე ვერ იკმაყოფილებს იმას, რაც მას მართებულად მიაჩნია. ეს ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომი ასე ადვილად არ დასრულდება
რეალურად, არ ხდება შეთანხმება. ვერც ერთი მხარე ვერ იკმაყოფილებს იმას, რაც მას მართებულად მიაჩნია. ეს ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომი ასე ადვილად არ დასრულდება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ირან-ამერიკის ურთიერთობების ახალ ფაზაზე საუბრისას.
20 ივლისი 2026, 18:19
მსოფლიო
CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში თვითმფრინავების რაოდენობას ზდის მაშინ, როდესაც ირანთან დაძაბულობა პიკს აღწევს
აშშ ახლო აღმოსავლეთში თვითმფრინავების რაოდენობას ზდის მაშინ, როდესაც ირანთან დაძაბულობა პიკს აღწევს, - წერს ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი.
20 ივლისი 2026, 18:08
მსოფლიო
CNN: ირანი აჩვენებს, რომ მას ძალუძს გაუძლოს აშშ-ის იერიშებს და საპასუხოდ მომაკვდინებელი დარტყმები მიაყენოს
იმის ფონზე, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის საჰაერო და სარაკეტო იერიშების გაცვლა უკვე მეცხრე ღამეა გრძელდება, თეირანი ამტკიცებს, რომ მას ძალუძს გაუძლოს ვაშინგტონის სამხედრო ძალას და საპასუხოდ ისეთივე მომაკვდინებელი პასუხი გასცეს, როგორიც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ომის საწყისი დღეების მერე აღარ უნახავთ, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
20 ივლისი 2026, 18:06
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირზე: მათ აქვთ მუდმივი შიში რუსეთთან მიმართებაში და ცხადია აწყობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაგრძელდეს ისევ უკრაინაში, ვიდრე რუსეთმა მათთვის „მოიცალოს“
„ამჟამად აშშ შეიძლება მოიაზრებოდეს ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც შეუძლია, სერიოზულად მიაღწიოს გარკვეულ ნაბიჯებს რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ თუ აშშ ცალმხრივად იქნება ჩართული უფრო ირანისკენ და იქნება უფრო ორიენტირებული, ორ დიპლომატიურ ფრონტზე, ორ განსხვავებულ მიმართულებაზე ერთდროულად გამარჯვების მიღწევა მას გაუჭირდება, თან თუ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, არის მესამე მხარე, ევროკავშირი, რომელიც სხვა კუთხით უყურებს ყველაფერს, რაც რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ხდება.
20 ივლისი 2026, 18:00
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: იმ მაგისტრალების განვითარება, რომლებიც მნიშვნელოვანია დაკავშრებადობის თვალსაზრისით, მიდის იქამდე, რომ ახალი მიზიდულობის კერა გაჩნდეს საქართველოში და არა მარტო ნავთობსადენები და გაზსადენები იყოს ინტერესი, არამედ როგორც სატრანსპორტო ღერძი, როგორც ავტომანქანების, ასევე რკინიგზის
ნებისმიერ შემთხვევაში იმ მაგისტრალების განვითარება, რომლებიც მნიშვნელოვანია დაკავშრებადობის თვალსაზრისით, მიდის იქამდე, რომ ახალი მიზიდულობის კერა გაჩნდეს საქართველოში და არა მარტო ნავთობსადენები და გაზსადენები იყოს ინტერესი, არამედ როგორც სატრანსპორტო ღერძი, როგორც ავტომანქანების, ასევე რკინიგზის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.
20 ივლისი 2026, 17:55
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: აშშ-დან ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი
ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ზვიად შალამბერიძემ.
20 ივლისი 2026, 17:53
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო გაღრმავდება ჩვენსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და გადავა იმ ურთიერთობაზე, რასაც სტრატეგიული ურთიერთობა ჰქვია, ევროკავშირს მოუწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და რიტორიკის შემცირება საქართველოს მიმართ
დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო გაღრმავდება ჩვენს და ამერიკას შორის ურთიერთობა და გადავა იმ ურთიერთობაზე, რასაც სტრატეგიული ურთიერთობა ჰქვია, ევროკავშირს მოუწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და რიტორიკის შემცირება საქართველოს მიმართ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ.
20 ივლისი 2026, 17:53
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე ტრამპის წერილზე: ბოლო დღეებია ძალიან პარადოქსულ სიტუაციას ვადევნებთ თვალყურს ოპოზიციის მხრიდან. ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული იმისთვის, რომ როგორმე დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი, დღეს ისიც კი მოვისმინე, რომ თითქოს რაღაც გენერირებული წერილია
როგორც აღნიშნეთ, ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული იმისთვის, რომ როგორმე დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ დონალდ ტრამპის წერილთან დაკავშირებით რადიკალების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე.
20 ივლისი 2026, 17:36
სამართალი
დაზიანებული ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო - საავტომობილო“, უცხო ქვეყნიდან შემოსული 13 350 ცალი ვარდის ტოტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.
20 ივლისი 2026, 17:25
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი უწყება - „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების სააგენტო“, შეიქმნა
საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების სააგენტო“, შეიქმნა.
20 ივლისი 2026, 17:24
რეგიონი
ცოტნე ანანიძემ ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის, პაველ განცარჟის ხელმძღვანელობით ჩამოსულ 26-წევრიან დელეგაციას უმასპინძლა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა სავოევოდოს მარშალის, პაველ განცარჟის ხელმძღვანელობით.
20 ივლისი 2026, 17:21
კულტურა
ფილმის „შურისმაძიებლები: განკითხვის დღე“ პირველი თრეილერი გამოქვეყნდა
თრეილერიდან ასევე გაირკვა, რომ ფილმის პრემიერა 18 დეკემბერს შედგება.
20 ივლისი 2026, 17:17
სამართალი
სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილისთვის მიყენებული შეურაცხყოფისთვის, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქეს 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისთვის თამარ ჩერგოლეიშვილმა მიმართა. ბალაბანოვმა ჩადენილი კანონდარღვევა აღიარა. მოსამართლემ მას მინიმალური, 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
20 ივლისი 2026, 17:12
სამართალი
სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოქალაქე ცისანა მინდიაშვილი 1 500 ლარით დაჯარიმდა
საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოქალაქე ცისანა მინდიაშვილი 1500 ლარით დააჯარიმა.
20 ივლისი 2026, 17:00
მსოფლიო
ესმაილ ბაღაის განცხადებით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შუამავლების მეშვეობით დიპლომატიური კომუნიკაცია გრძელდება
„ჩვენ მივიღეთ წინადადებები შუამავლების მეშვეობით, თუმცა ამ ეტაპზე მათ დეტალებს არ განვიხილავთ. სანამ ჩვენი შეიარაღებული ძალები მტკიცედ და გადამწყვეტად პასუხობენ ამერიკულ აგრესიას, დიპლომატიამ სრულად იცის თავისი მოვალეობები და ძალისხმევას არ იშურებს მათ შესასრულებლად“, - განაცხადა მან.
20 ივლისი 2026, 16:33
რეგიონი
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის რეგიონს ახალი მენეჯერი ჰყავს
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ბესიკ ჯიქურაულმა კომპანიის გურიის რეგიონის ახალი მენეჯერი, ივანე ტაბატაძე, თანამშრომლებს წარუდგინეს.
20 ივლისი 2026, 16:21
ეკონომიკა
დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი უწყება „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ შეიქმნა
„გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ უზრუნველყოფს ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევას, დაცვასა და პოპულარიზაციას, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფას, სახელმწიფო უწყებებს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციას, ასევე ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
20 ივლისი 2026, 16:00
რეგიონი
აჭარის რეგიონი პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას მასპინძლობს
აჭარის რეგიონი პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას მასპინძლობს. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
20 ივლისი 2026, 15:47
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: ეს ხალხი რაც უფრო მეტად გამოაჩენს თავს, მით უფრო მეტად დარწმუნდებიან საქართველოში, თუ ვისთან გვქონია საქმე და ვის ვებრძოდით როგორც ამ ქვეყანაში, ასევე მათ პატრონებთან უცხოეთში
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის ფაქტს.


