ვატო შაქარიშვილი: მთელს ევროპაში საპროტესტო ტალღაა, ძალიან სწრაფად ინგრევა ლიბერალური პროპაგანდის შექმნილი ფსევდო-რეალობა, ამიტომ ჩქარობენ ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ რამენაირად მოახერხონ საქართველოში ცეცხლის გაჩენა
ვატო შაქარიშვილი
ფოტო: IMEDI
ახალი უცხოური დესანტი გადმოსხეს საქართველოში, ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები” ამერიკიდან - იან კელი, დევიდ კრამერი, ბენ ჰოჯესი, კურტ ვოკერი… ევროპიდან - ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვები… მოკლედ, რომ ვთქვათ, საქართველოს ომში ჩათრევის პროექტის გამორჩეული მონაწილეებისგან შემდგარი ოლსტარია - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი ია“-ს წევრი ვატო შაქარიშვილი წერს.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მოყოლებული ეს ადამიანები ძალისხმევას არ იშურებდნენ იმისათვის რომ საქართველო ჩართულიყო ომში.
როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, მთელს ევროპაში საპროტესტო ტალღაა, ძალიან სწრაფად ინგრევა ლიბერალური პროპაგანდის შექმნილი ფსევდო-რეალობა, ამიტომ ჩქარობენ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები” რამენაირად მოახერხონ საქართველოში ცეცხლის გაჩენა.
„ახალი უცხოური დესანტი გადმოსხეს საქართველოში, ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები” ამერიკიდან - იან კელი, დევიდ კრამერი, ბენ ჰოჯესი, კურტ ვოკერი… ევროპიდან - ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვები…
მოკლედ, რომ ვთქვათ, საქართველოს ომში ჩათრევის პროექტის გამორჩეული მონაწილეებისგან შემდგარი ოლსტარია. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მოყოლებული ეს ადამიანები ძალისხმევას არ იშურებდნენ იმისათვის რომ საქართველო ჩართულიყო ომში. პირველ ეტაპზე იყო მოწოდებები, მაგალითად:
იან კელი - “მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით, საქართველო უკრაინას მხარს უფრო აქტიურად უნდა უჭერდეს”;
ჰოჯესი - “რუსებმა აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდან ჯარი უკრაინაში საომრად გაიყვანეს, არაჩვეულებრივი დროა ამერიკა-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისთვის, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ რუსებს შევახსენოთ, რამდენად დაუცველები არიან”;
კრამერის და იან კელის ერთობლივი წერილი - შეერთებულმა შტატებმა და ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა განახორციელონ გავლენა საქართველოზე, რათა შეაკავონ ეს დესტრუქციული ძალა“. ამასთან, სტატიის ავტორები საქართველოს ხელისუფლების მესვეურთა წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდიან;
ანა ფოტიგა წერს, რომ შეხვედრა ჰქონდა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დიდ მხარდამჭერთა ოჯახებთან, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედასთან და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცოლთან. ფოტიგა წერს, რომ "ვარდების რევოლუცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად შესრულდება". ის Twitter-ზე მიხეილ სააკაშვილის წერილისა და 20 ივნისს გამართული აქციის ფოტოსაც აქვეყნებს.
ეს მათი რიტორიკის მცირე ნწილია, შემდეგ იყო ცრუ ბრალდებები სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით და მოწოდებები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით. აღნიშნული პირები ედგნენ სათავეში, კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებულ სამარცხვინო მოვლენებს, რაც თავისმხრივ რევოლუციური სცენარისთვის ხელსაყრელი ნიადაგის შექმნას ემსახურებოდა. ნათელი გახდა, რომ სტატუსის მინიჭების საკითხი, იყო მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ინსტრუმენტი. ეს ადამიანები ღიად მონაწილეობდნენ ნაცმოძრაობის მიერ დაორგანიზებულ დესტრუქციულ პროცესებში. ისინი არ არიან საქართველოს მეგობრები, ისინი არიან ნაცმოძრაობის მეგობრები. საქართველოს ომში ჩათრევის სცენარის წარუმატებლობის შემდეგ, რასაც ხელი შეუშალა ხალხის და ხელისუფლების ერთობამ, პროექტის ავტორებმა გეგმა ბე აამუშავეს, რაც ქვეყანაში რევოლუციური პროცესებით ძალაუფლების მიტაცებას გულისხმობს. გარედან, ვერბალური მხარდაჭერითაც რომ ვერაფერი მოახერხეს, ეხლა უკვე ფიზიკურად ჩამოვიდნენ საქართველოში, რას გეგმავენ და რას განიხილავენ მიმდინარე კონფერენციაზე რთული გამოსაცნობი არ არი!
მთელს ევროპაში საპროტესტო ტალღაა, ძალიან სწრაფად ინგრევა ლიბერალური პროპაგანდის შექმნილი ფსევდო-რეალობა, ამიტომ ჩქარობენ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები” რამენაირად მოახერხონ საქართველოში ცეცხლის გაჩენა!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
ყველა სიახლე
18 აპრილი 2026, 09:52
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობს.
18 აპრილი 2026, 09:46
საზოგადოება
გივი მიქანაძე აშშ-ის განათლების მდივნის მოადგილეს, ნიკოლას კენტს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების მდივნის მოადგილე ნიკოლას კენტთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
18 აპრილი 2026, 09:25
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18 აპრილს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
18 აპრილი 2026, 08:19
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას მოუთმენლად ველი - ბევრი რამ იქნება მიღწეული
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოუთმენლად ელის ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრას.
18 აპრილი 2026, 08:00
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
18 აპრილი 2026, 02:55
მსოფლიო
ტრამპი: მე მშვიდობისმყოფელი ვარ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფენიქსში გამართულ შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკურ მიღწევებზე ისაუბრა და საკუთარ თავს „მშვიდობისმყოფელი“ უწოდა.
18 აპრილი 2026, 02:45
მსოფლიო
ტრამპი: ნატოს ვუთხარი, როცა დაგვჭირდით, აბსოლუტურად უსარგებლოები იყავით - თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ისინი არასოდეს გვჭირდებოდა რეალურად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარების დეესკალაციასთან დაკავშირებით ნატოს როლი მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დახმარება მხოლოდ მაშინ შესთავაზა, როდესაც კრიზისი პრაქტიკულად ამოიწურა.
18 აპრილი 2026, 01:20
მსოფლიო
The Wall Street Journal: ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა კვლავ შეზღუდულია
ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში კვლავ შეზღუდავს იმ გემების რაოდენობას, რომლებსაც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის უფლება აქვთ და გააგრძელებს მოსაკრებლის დაკისრებას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 23:51
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა პაკისტანში ჩავიდეს, თუ ირანთან შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ იგი შესაძლოა პაკისტანში გაემგზავროს, თუ ირანში ომის დასასრულებლად შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება.
17 აპრილი 2026, 23:45
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანის გამდიდრებული ურანი არსად გადატანას არ ექვემდებარება
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგი „არსად“ არ გადაიგზავნება. ამით უწყებამ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადრეული განცხადება იმის შესახებ, რომ ისლამური რესპუბლიკა მისი გადაცემაზე დათანხმდა.
17 აპრილი 2026, 23:11
საზოგადოება
ეკატერინე ხუციშვილმა ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ლია გიგაურთან და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურის და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორთან ემზარ ჯგერენაიასთან ერთად, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
17 აპრილი 2026, 22:24
მსოფლიო
CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტის გავლისთვის ახალი წესები დაადგინა. უწყების განცხადებით, ეს არის „ახალი წესრიგი“, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეესაბამება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 22:09
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი მიესალმება ჰორმუზის სრუტის გახსნას
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მიესალმება ირანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა კომერციული გადაზიდვებისთვის ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
17 აპრილი 2026, 22:02
პოლიტიკა
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
„ჩვენი ქართველი და სომეხი კოლეგები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრობდნენ. მეც გამახსენდა ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში და ოდნავ გამეღიმა. ანკარის შეთანხმებას თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიის დასაწყისად თუ ავიღებთ, ზოგი სხვადასხვა თარიღსაც ახსენებს, რაც დაახლოებით 60-63-წლიან პერიოდს ნიშნავს. ამიტომ, მინდა, ვუთხრა ჩვენს ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ თქვენ გრძელი და რთული გზა გელოდებათ.
17 აპრილი 2026, 21:38
მსოფლიო
ტრამპი ირანის გამდიდრებულ ურანზე: ჩავალთ და დიდი ტექნიკით გათხრებს დავიწყებთ - მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიტანთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთობლივად იმუშავებენ გამდიდრებული ურანის ამოსაღებად.
17 აპრილი 2026, 21:37
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა
„ძალიან გვახარებს მეზობლების მიღწევები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ახლა ისინი სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებენ. საქართველო ამჟამად და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის პოლიტიკის ხელშეწყობას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
17 აპრილი 2026, 21:36
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი: გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს განათლებისა და კვლევების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტი აშშ-ში საქართველოს ელჩმა,. თამარ ტალიაშვილმა შეაფასა. ელჩის თქმით, ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის ახალ პროექტებსა და ინიციატივებს.
17 აპრილი 2026, 21:31
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში
ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
17 აპრილი 2026, 21:25
პოლიტიკა
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: ენერგეტიკულ დერეფნებში თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ენერგომომარაგების უსაფრთხოებას
მონაწილეობა მივიღე შეხვედრაში, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან გამართა, - წერს სოციალურ ქსელში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალპარსლან ბაირაქტარი.
17 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი: პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის სრული დატვირთვით ამოქმედება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ეფექტიანობას
თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.


