imedi /  06 სექტემბერი 2022, 13:23 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: მადლობა ჩვენს სპორტსმენებს იმ ემოციური დღეებისთვის, რომელიც გვაჩუქეს და რამდენიმე დღისთვის, რომელიც იყო ძალიან წარმატებული ქართული სპორტისთვის

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს იმ ემოციური დღეებისთვის, რომელიც გვაჩუქეს და რამდენიმე დღისთვის, რომელიც იყო ძალიან წარმატებული ქართული სპორტისთვის - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა, სამწუხაროდ, აქაც კი შეძლეს პოლიტიკის შემოტანა და აჩვენეს, რომ საქართველოს სპორტული წარმატება ზუსტად ისევე სწყინთ, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება ნებისმიერ სხვა სფეროში.

„ვიდრე პოლიტიკაზე გადავალ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს იმ ემოციური დღეებისთვის, რომელიც გვაჩუქეს და რამდენიმე დღისთვის, რომელიც იყო ძალიან წარმატებული ქართული სპორტისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო წყალბურთელებს, რომლებმაც მიაღწიეს ისტორიულ შედეგს გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში და გავიდნენ რვა საუკეთესო გუნდს შორის, რაც მართლა ისტორიული შედეგია. კალათბურთელებს ძალიან დიდი მადლობა თურქეთის ძალიან ძლიერ ნაკრებთან ძალიან ღირსეული გამარჯვებისთვის. ლაშა ბექაურს მინდა გადავუხადო მადლობა ოლიმპიადის შემდეგ ოფიციალურ ტურნირებზე ძალიან წარმატებული დაბრუნებისთვის და პირველი ღირსეული გამარჯვებისთვის. ნიჩბოსან ალექსანდრე წივწივაძეს მინდა გადავუხადო ასევე მადლობა, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი , რაც არის ძალიან დიდი წარმატება. და ბოლოს, მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც მართლაც წარმოუდგენელ სიხარულს გვანიჭებს და სიამაყის გრძნობას თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ გულშემატკივარს. მადლობა ჩვენს სპორტსმენებს, მინდა წარმატებები ვურუსვო კალათბურთელებსა და წყალბურთელებს მომდევნო თამაშებში და ხვიჩა კვარაცხელიას მინდა წარმატებები ვუსურვო ხვალ ჩემპიონთა ლიგის დებიუტზე“ სპორტის თემაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ ჩვენმა ოპონენტებმა, აქაც მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა და აჩვენეს, რომ ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინთ და არ უხარიათ, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება სწყინთ და არ უხარიათ ნებისმიერ სხვა სფეროში. მათ მოახერხეს და ხვიჩა კვარაცხელიასაც კი დაუპირისპირდნენ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი მარტო იტალიაში კი არ გააქვს , მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ძალიან ღირსეულად - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

ხათუნა ბურკაძე

28 სექტემბერი 2022, 16:21

პოლიტიკა

ხათუნა ბურკაძე: აუცილებელია უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა და რუსეთიდან წამოსული მოქალაქეთა ნაკადების თანმდევ საფრთხეებთან გამკლავების გეგმის შემუშავება

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპულ სახელმწიფოებთან, გაეროსა და ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განსაზღვრონ რუსეთიდან წამოსული მოქალაქეების ნაკადების მართვის საკითხები.

28 სექტემბერი 2022, 16:20

პოლიტიკა

ლაშა დარსალია და ხავიერ კოლომინა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ერგნეთს ეწვივნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ერგნეთს ეწვივნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

28 სექტემბერი 2022, 16:17

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები. კანონპროექტის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდადებულებს შესაძლებლობა მიეცემათ გაგზავნონ და მიიღონ წერილები, ასევე განახორციელონ სატელეფონო საუბარი და ვიდეოპაემანი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრ ბრალდებულთან/ მსჯავრდადებულთან.

28 სექტემბერი 2022, 16:13

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ახალდანიშნულ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა წარმატებები უსურვა სომეხ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში და ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობას.

28 სექტემბერი 2022, 16:09

პოლიტიკა

პარტიას „დროა“ და სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციამ ლარსის პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა - შსს მათ აქციის გამართვის ადგილად გველეთს სთავაზობს

პარტიას „დროა“ და სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიციამ ლარსის პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა.

ზურაბ ქადაგიძე

28 სექტემბერი 2022, 16:08

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას: ოგბუნუჯუს, რომ მეტი პოლიტიკური წონა აღმოაჩნდება და შენ რეიტინგს მიღმა დარჩები, მერე ერთადერთი გამოსავალი გრჩება-პროვოკაციებითა და იაფი, პოლიტიკური პროსტიტუციით დაკავდე, რომ იქნებ ერთი ორი გრამი მიამატო შენ წონას

ოგბუნუჯუს, რომ მეტი პოლიტიკური წონა აღმოაჩნდება და შენ რეიტინგს მიღმა დარჩები, მერე ერთადერთი გამოსავალი გრჩება-პროვოკაციებითა და იაფი, პოლიტიკური-პროსტიტუციით დაკავდე, რომ იქნებ ერთი ორი გრამი მიამატო შენ წონას- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, რითაც „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ დაგეგმილ ლარსის გამშვებ პუნქტთან მიმდინარე აქციას ეხმიანება.

28 სექტემბერი 2022, 15:55

კულტურა

რუსლან აბაშიძე ფილმის „თავისუფლების ფასი“ პრემიერას დაესწრო

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში ფილმის „თავისუფლების ფასი“ პრემიერა გაიმართა. ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ირაკლი კოვზანაძე

28 სექტემბერი 2022, 15:53

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს პასუხობს

ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის პარამეტრების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია როგორც ფისკალური ასევე მონეტარული სტაბილურობის თვალსაზრისით. 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს პასუხობს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს.

ანკა ფელდჰუზენი

28 სექტემბერი 2022, 15:52

მსოფლიო

უკრაინაში გერმანიის ელჩი: ნატოში ყოველდღე მსჯელობენ იმაზე, როგორ უპასუხონ რუსეთს ბირთვული დარტყმის შემთხვევაში

უკრაინაში გერმანიის ელჩის, ანკა ფელდჰუზენის განცხადებით, ნატოში ყოველდღე მსჯელობენ იმაზე, როგორ უპასუხონ რუსეთს ბირთვული დარტყმის შემთხვევაში. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

28 სექტემბერი 2022, 15:50

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ხოშტარიასა და ოპოზიციის ნაწილის პოზიცია სუფთა პრორუსული პოზიციაა - ლარსთან აქციის გამართვას პოლიტიკურად არ ვეთანხმები

„ხოშტარიასა და ოპოზიციის ნაწილის პოზიცია სუფთა პრორუსული პოზიციაა, რომელიც ეწინააღმდეგება არა მარტო ამერიკელების და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოზიციას, არამედ თავად უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „დროას“ მიერ ლარსთან აქციის გამართვაზე საუბრისას.

28 სექტემბერი 2022, 15:47

სამართალი

საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ცვლილებების ნაწილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას შეეხება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა.

28 სექტემბერი 2022, 15:39

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

28 სექტემბერი 2022, 15:30

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, ე. წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებული ყველა ყოფილი პოლიტპატიმარი გამართლდა

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ე.წ. ყინწვისის საქმეზე 2011 წელს გასამართლებული 12 პირი, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად არიან აღიარებული. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი 2022 წლის 23 სექტემბერს გამოაცხადა.

28 სექტემბერი 2022, 15:21

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ოჯახური ღალატის შემთხვევაში $5-მილიონიან კომპენსაციას ითვალისწინებს

მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა და მისმა მეუღლემ, მსახიობმა ბენ აფლეკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ოჯახური ღალატის შემთხვევაში $5-მილიონიან კომპენსაციას ითვალისწინებს. ამის შესახებ გამოცემა Marca წერს.

28 სექტემბერი 2022, 15:19

მსოფლიო

უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ოთხმა გემმა დატოვა

უკრაინაში, „ჩერნომორსკისა“ და „პივდენეს“ (ე.წ. სამხრეთის პორტი) პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ოთხმა გემმა დატოვა. ისინი სასოფლო-სამეურნეო კულტურას აზიის, აფრიკისა და ევროპის ქვეყნებში გაიტანენ, - წერს უკრაინული მედია ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით.

28 სექტემბერი 2022, 15:06

სამართალი

არასრულწლოვანი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

ამ ჩვენებას ეჭვქვეშ აყენებს დაცვის მხარე. ადვოკატებს აინტერესებდათ, რატომ ვერ მოახერხა ნელი დოროყაშვილმა ფაქტობრივი გარემოებებისა და სავარაუდო ძალადობის ფაქტის ვიდეოჩანაწერში სრულად ან უწყვეტ რეჟიმში ასახვა.

28 სექტემბერი 2022, 15:02

მსოფლიო

პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობებით რუსეთში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ

პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობები რუსეთში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.

28 სექტემბერი 2022, 14:58

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია სიკოს შეხვდა

„აღსანიშნავია, რომ შეხვედრისას უნგრეთის ელჩმა მომავალ წელს ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში ჩართვის სურვილი გამოთქვა. შეხვედრის დასასრულს შევთანხმდით თანამშრომლობასა და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელებაზე“, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

რატი იონათამიშვილი

28 სექტემბერი 2022, 14:49

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაქტობრივად უკვე აღიარებით ჩვენებებს იძლევიან, რომ რეალურად პოლიტიკაში შავი ფულით მოქმედებენ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაქტობრივად უკვე აღიარებით ჩვენებებს იძლევიან, რომ რეალურად პოლიტიკაში შავი ფულით მოქმედებენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე

28 სექტემბერი 2022, 14:48

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძის თქმით, სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით საკუთარ არჩევანს „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ გააკეთებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით საკუთარ არჩევანს პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ გააკეთებს.