imedi /  06 სექტემბერი 2022, 13:27 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ნაციონალებმა ლამის სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ ყველაზე წარმატებულ ჩვენს სპორტსმენებს არ დაპირისპირებოდნენ

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ნაციონალებმა, ლამის სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ ყველაზე წარმატებულ ჩვენს სპორტსმენებს არ დაპირისპირებოდნენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველას გვახსოვს თავდასხმები ლაშა ტალახაძეზე, მათ მიერ აგორებული სამარცხვინო კამპანია თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ. ამის კულმინაცია იყო თავდასხმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ნაციონალების ცნობილი სახეების შესრულებით.

მისივე თქმით, ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასოდეს გახდებიან და მათი ნებისმიერი მცდელობა, ჩრდილი მიაყენონ ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებებს, წარუმატებლობისთვის არის განწირული

„ამ ადამიანებმა, მოკლედ რომ მოვიხსენიო - ნაციონალებმა, ლამის სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ ყველაზე წარმატებულ ჩვენს სპორტსმენებს არ დაპირისპირებოდნენ. ყველას გვახსოვს მაგალითად თავდასხმები ლაშა ტალახაძეზე, ეს არის კაცი , რომელმაც ორი ოლიმპიადა მოიგო და რომელიც ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანია და აქაც კი მოახერხეს მათ თავდასხმა. გვახსოვს სამარცხვინო კამპანია თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ დაახლოებით 1 წლის წინ. ამის კულმინაცია იყო ხვიჩა კვარაცხელიაზე თავდასხმა ნაციონალების ცნობილი სახეების შესრულებით. ყველას გვესმის, რომ ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასოდეს გახდებიან და მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებებს, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, თავად ფაქტია საინტერესო და ნიშანდობლივი. ამ ადამიანების ერთობლიობას - რადიკალურ ოპოზიციას ორგანულად აღიზიანებს და აშფოთებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

25 ივნისი 2024, 09:17

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა საზაფხულო ბანაკში მასპინძლობს

მთავრობის მეთაური ბავშვებს გაესაუბრა და მათ ვახშამზე უმასპინძლა. ბანაკი 15 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილების ორ ნაკადს უმასპინძლებს. პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები არიან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ქართულ და უკრაინულ ენებზე სიმღერები შეასრულეს. უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, გრემსა და ნეკრესში.

ჯულიან ასანჟი

25 ივნისი 2024, 09:13

მსოფლიო

ჯულიან ასანჟი თავისუფალია

ასანჟი ბელმარშის ციხიდან აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც ის ავსტრალიაში გაფრინდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ასანჟი აშშ-ის ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე წავიდა.

მაკა ბოჭორიშვილი

25 ივნისი 2024, 09:01

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ როცა ეს დრო დადგება, საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად იყოს

„საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, იმისთვის რომ საქართველოს ჰქონოდა პროგრესი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და საქართველო გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ როცა ეს დრო დადგება, საქართველო იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის. საინტერესოა ის გადაწყვეტილებები თუ გზავნილები, რომლებიც უკვე ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში გაჟღერდება“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

იური სოდოლი და ვოლოდიმირ ზელენსკი

25 ივნისი 2024, 08:45

მსოფლიო

ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობაზე იური სოდოლი ბრიგადის გენერლით, ანდრეი გნატოვით შეცვალა

„განვიხილეთ საკადრო ცვლილებები. მივიღე გადაწყვეტილება უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურის, იური სოდოლის ბრიგადის გენერლით, ანდრეი გნატოვით შეცვლის თაობაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

25 ივნისი 2024, 08:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

25 ივნისი 2024, 08:22

რეგიონი

ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერი და ლიეტუვას ელჩი საქართველოში რუსთავს ესტუმრნენ

შეხვედრაზე, რომელიც რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების ცენტრში შედგა, ლაცაბიძემ, ლიეტუველ სტუმრებს, რუსთავში განხორციელებული პროექტები, მუნიციპალური სერვისების განვითარების ის რეფორმები გააცნო, რომელიც რუსთავში ბოლო ორი წელია ხორციელდება და ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრა.

ლევან იოსელიანი

25 ივნისი 2024, 08:15

პოლიტიკა

სახალხო დამცველი პარლამენტში წლიური ანგარიშით დღეს წარდგება

ლევან იოსელიანი დეპუტატებს „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ აპარატის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, არსებულ გამოწვევებსა და პროგრესს გააცნობს.

25 ივნისი 2024, 08:11

სპორტი

„ვამაყობ შენით, გიორგი“ - „ლევანტე“ ქოჩორაშვილის ფოტოს აქვეყნებს

სოციალურ ქსელ Facebook-ზე „ლევანტე“ ქართველი ნახევარმცველის ფოტოს აქვეყნებს და გიორგი ქოჩორაშვილის თამაშთან დაკავშირებით სიამაყეს ქართულ ენაზე გამოხატავს.

25 ივნისი 2024, 08:00

სპორტი

ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება⚽

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. 24 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 02:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ნატოს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს მიწვევაზე: მაშინ, როდესაც, თითქოს, საქართველო შორდება ნატოს, ამ დროს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, ამას ნიშნავს ეს მოწვევა

მაშინ, როდესაც, თითქოს, საქართველო შორდება ნატოს, ამ დროს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, ამას ნიშნავს ეს მოწვევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ნატოს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს მიწვევის გადაწყვეტილებაზე.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 02:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გამჭვირვალობის კანონზე: საქმიანობის შეზღუდვა არის ჰაერიდან მოტანილი ამბავი, არავის არაფერი არ ეზღუდება ამ კანონით

საქმიანობის შეზღუდვა არის ჰაერიდან მოტანილი ამბავი, არავის არაფერი არ ეზღუდება ამ კანონით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გამჭვირვალობის კანონის გამო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე პასუხად.

იენს სტოლტენბერგი ემანუელ მაკრონი

25 ივნისი 2024, 02:00

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ვაშინგტონის სამიტზე ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება იქნება

ვაშინგტონის სამიტზე ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება იქნება, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 01:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პოსტი შეიცავდა ინფორმაციას, რატომ არ იყო ეს კანონი რუსული, ეს დაბლოკა ხოშტარიას და კაპანაძის მითითებით ფეისბუქმა. აბა, ცუკერბერგს მოაფიქრდა, ეს მდინარაძის პოსტი ვერ არის რაღაც ისეთიო?

პოსტი შეიცავდა ინფორმაციას, განმარტებას იმის შესახებ, რატომ არ იყო ეს კანონი რუსული. ეს დაბლოკა ხოშტარიას და კაპანაძის მითითებით ფეისბუქმა. აბა, ცუკერბერგს მოაფიქრდა, ეს მდინარაძის პოსტი ვერ არის რაღაც ისეთიო? - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

ემანუელ მაკრონი

25 ივნისი 2024, 01:46

მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი დარჩება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აპირებს უპირობოდ დაეხმაროს უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 01:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არავის უთქვამს ჩემთვის და არც მე მომსვლია აზრად, რომ პოლიტიკიდან წავიდე - გენპროკურორად რომ გადახვალ, პოლიტიკიდან მიდიხარ

არავის უთქვამს ჩემთვის და არც მე მომსვლია აზრად, რომ პოლიტიკიდან წავიდე - გენპროკურორად რომ გადახვალ, პოლიტიკიდან მიდიხარ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გენერალური პროკურორის კანდიდატურის თემაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

ანალენა ბერბოკი

25 ივნისი 2024, 01:25

LIVE ისრაელი

ანალენა ბერბოკი: ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბური ომის რისკი ყოველდღიურად იზრდება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია უკიდურესად შეშფოთებულია ისრაელსა და ლიბანს შორის საზღვარზე ძალადობისა და სრულმასშტაბური რეგიონული კონფლიქტის მზარდი რისკის გამო.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 01:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე აშშ-ის სავიზო შეზღუდვაზე: ჩემთვის ცნობილი არ არის, რომ ვინმეს მეილი მიეღოს, მე პირადად მსგავსი მეილი არ მიმიღია

არც ერთი ადამიანის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და მე პირადად მსგავსი მეილი არ მიმიღია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კითხვაზე, თუ ვინ არის ის 30 ადამიანი, ვისაც შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, აშშ-ის სავიზო შეზღუდვის ამოქმედების შესახებ ეცნობა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 00:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: აქტივისტები ხვდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ქუჩაში, დავალება აქვთ პირდაპირ მიღებული, წამახალისებელი ღონისძიებებიც არის, თანხაა ამაზე გამოყოფილი, 500 დოლარი თითო ვიდეოსათვის

აქტივისტები ხვდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ქუჩაში, დავალება აქვთ პირდაპირ მიღებული, წამახალისებელი ღონისძიებებიც არის, თანხაა ამაზე გამოყოფილი, 500 დოლარი თითო ვიდეოსათვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჟოზეფ ბორელი

25 ივნისი 2024, 00:44

პოლიტიკა

ბორელი: ერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს ევროპულ გზას საერთოდ არ უქმნის საფრთხეს

ერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს ევროპულ გზას საერთოდ არ უქმნის საფრთხეს, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

25 ივნისი 2024, 00:14

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე კვირის სასესიო საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს.