imedi /  10 სექტემბერი 2022, 23:36 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი: დღეს გოგაშვილის სამიზნე ვახტანგ გომელაურია. მისი მიზანი ამ ღირსეული კაცის და მმართველი გუნდის დისკრედიტაციაა

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ჩვევას არ ღალატობს და საკნიდანაც ვაჭრობს, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი. როგორც მეგრელიშვილი წერს, ახალი სიუჟეტი, რომლითაც ის გომელაურისა და რუსული აგენტურის დაკავშირებას ცდილობს უკვე წაგებული სვლაა.

,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ჩვევას არ ღალატობს და საკნიდანაც ვაჭრობს. მან, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ მის ხელთ არსებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების, გაიტანა და სარფიანად გაყიდა (მიღებული შემოსავალი მილიონებს შეადგენს). ის თანამშრომლობდა ოპოზიციურ ტელევიზიებთან,არსებობს ჩანაწერები სადაც ეს ყოველივე იკვეთება. მის მონაბოდს სიუჟეტებში აცოცხლებდნენ ჟურნალისტები.

პრინციპი წყარო დაცულია გამხელისაგან მათთვის იარაღი იყო და გოგაშვილის მიერ შეთხზული ამბებით აშავებდნენ ყველას და ყველაფერს. დღეს გოგაშვილის სამიზნე ვახტანგ გომელაურია. მისი მიზანი ამ ღირსეული კაცის და მმართველი გუნდის დისკრედიტაციაა. ახალი სიუჟეტი, რომლითაც ის გომელაურისა და რუსული აგენტურის დაკავშირებას ცდილობს უკვე წაგებული სვლაა. რასაც ამტკიცებს სწორედ ის აღმოჩნდა ხაფანგი მისთვის. მთელი ამ წლების განმავლობაში თავად ჰქონდა კავშირი რუსულ „ძალებთან“ და მისივე დაგებულ მახეშიც თავად გაება.

სწორედ რუსეთთან მისი კავშირებია შესწავლის პროცესში. ყველაფერი დაიდება,ყველაფერი გაირკვევა, მანამდე კი „ქურდს ქუდი ეწვის“ არ ჰყოფნის მოთმინება და საკუთარი დამნაშავეობა აყვირებს. მინაწერი- ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთ ადამიანებს სამუდამოს მისცემდნენ ვინ აპატიებდა მას სახელმწიფო ღალატს?! დროა აღვადგინოთ სახ. ღალატის მუხლი. ეჭვი არ მეპარება კიდევ არაერთ ისტორიას შეთხზავს, მძაფრ და სკანდალურ სიუჟეტებში ცალკე წილიც აქვს ყველა საქმეზე სადაც მართლა ჩაისვარა თავად ისაუბრებს, დაველოდოთ მორიგ სიუჟეტებს”- წერს მეგრელიშვილი.

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

28 ნოემბერი 2022, 21:13

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაზე: შეიძლება ხვალ გვითხრან - აქციის ჩატარების უფლება მოგვეცით პლენარულ სხდომათა დარბაზშიო

შეიძლება ხვალ გვითხრან, რომ აქციის ჩატარების უფლება მოგვეცით პლენარულ სხდომათა დარბაზშიო. არ ვიცი რამდენად სერიოზულად უნდა მოვეკითხოთ ამ საკითხს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას.

მამუკა მდინარაძე

28 ნოემბერი 2022, 21:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ლიბერალებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს და სინამდვილეში ფსევდოლიბერალების აგრესიასთან რომ გვაქვს საქმე, ეს დეკანოზის პოსტის კომენტარებში გამოჩნდა

ლიბერალებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს და სინამდვილეში ფსევდოლიბერალების აგრესიასთან რომ გვაქვს საქმე ეს გამოჩნდა ამ პოსტის კომენტარებში, ამ პოსტზე რეაქციებში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კომენტარებს, რომელიც დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფეისბუქსტატუსს მოჰყვა.

მამუკა მდინარაძე

28 ნოემბერი 2022, 20:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სავალდებულო სამხედრო სამსახურს რომ გამოექცევიან, ასეთი ხალხი არ მივიღოთ, თან ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ საქართველოში?

200,000 არ არის სწორი. ჯერ არ გამიგია, თქვენგან მესმის, მაგრამ 100,000-ზე მეტი ჩამოვიდა და დარჩა, რუსეთის მოქალაქეო, ამას ლაპარაკობენ. ახლა, ნახეთ, მათი პიარი ვამხილოთ, მავნებლური საკუთარი სახელმწიფოს და სამშობლოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილი

28 ნოემბერი 2022, 20:42

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილზე: როგორც მეგობარი ვურჩევ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე კანდიდატურა არ დააყენოს, რადგან შანსი არ ექნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილს ურჩევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე კანდიდატურა არ დააყენოს, რადგან შანსი არ ექნება. მისი თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოხატა სურვილი, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ამ ინიციატივის ასე სერიოზულად აღქმა უნდა ხდებოდეს.

პაატა მანჯგალაძე

28 ნოემბერი 2022, 20:41

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ქრისტიანობა არ არის დაგეშვა და ვიღაცისთვის რამის გადაბრალება, ქრისტიანობა არის სიყვარული და მიტევება

მე იმედი მაქვს, რომ ეს არის ცალკეული პირების განცხადება და არ გამოხატავს სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ, რითაც გამოეხმაურა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფეისბუქსტატუსს, რომელიც მან მონაზვნის მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

რომის პაპი ფრანცისკე

28 ნოემბერი 2022, 20:35

მსოფლიო

რომის პაპი: როდესაც უკრაინაზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ წამებულ ერზე და თუ წამებული ერი არის, მაშინ არის ის, ვინც მათ აწამებს

როდესაც უკრაინაზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ წამებულ ერზე და თუ წამებული ერი არის, მაშინ არის ის, ვინც მათ აწამებს, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.

მამუკა მდინარაძე

28 ნოემბერი 2022, 20:28

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ან კონსტიტუცია არ აქვთ წაკითხული, ან მხოლოდ პოპულიზმზე და ქვეყნის დაზიანებაზე აქვთ აქცენტი

კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, რომ რომელიმე ორგანო, უნდა იყოს ხელისუფლების რომელიმე შტოს ნაწილი. სასამართლო ხელისუფლების, ან პარლამენტის შტოს ნაწილი ხომ ვერ იქნება ანტიკორუფციული სააგენტო, ამ შემთხვევაში, მოიაზრება მთავრობა, ანუ, აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის ნაწილიც უნდა იყოს ასეთი ორგანო, მაგრამ დამოუკიდებლობის მაქსიმალური ხარისხი უნდა მიანიჭო, საიმისოდ, რომ მან იმოქმედოს თავისუფლად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტის თაობაზე.

28 ნოემბერი 2022, 20:05

მსოფლიო

The Economist: დასავლეთში შიშობენ, რომ უკრაინის მიერ ყირიმის ან დონბასის დაბრუნების ოპერაციამ, შესაძლოა, რუსეთს ესკალაციისკენ უბიძგოს, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებისკენაც კი

უკრაინის დასავლელი პარტნიორებს თავშეკავებული მიდგომა აქვთ უკრაინის მიერ ანექსირებული ყირიმისა და ოკუპირებული დონბასის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Economist-ი ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

28 ნოემბერი 2022, 20:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკურად მტრობენ ნინო ლაცაბიძეს, აჩერებენ პროექტებს, ეს არის საბოტაჟი და მეტი არაფერი

მხოლოდ იმიტომ რომ ისინი პოლიტიკურად მტრობენ ნინო ლაცაბიძეს, მხოლოდ ამიტომ აჩერებენ ამ პროექტებს. ეს არის საბოტაჟი და მეტი არაფერი - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

28 ნოემბერი 2022, 19:52

საზოგადოება

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადა 2024 წლის 31 ივნისამდე გადაიწევს

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.

მამუკა მდინარაძე

28 ნოემბერი 2022, 19:23

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე: ვინაიდან ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას და რომ არ დარჩეს სპეკულაციებისთვის სივრცე, მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი [დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი] გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. შესაბამისად, კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

28 ნოემბერი 2022, 19:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან კონსულტაციებს ომბუდსმენობის რვა კანდიდატზე გააგრძელებს

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ომბუდსმენობის კანდიდატის შერჩევის პროცესის ფარგლებში, ოპოზიციასთან კონსულტაციები 8 კანდიდატთან დაკავშირებით გაგრძელდება. ამის შესახებ მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ოლექსი რეზნიკოვი

28 ნოემბერი 2022, 19:06

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან, რუსეთმა უკრაინაზე 16 000-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან, რუსეთმა უკრაინაზე 16 000-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

28 ნოემბერი 2022, 18:48

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, 29 ნოემბრის 00:00 საათიდან 5 დეკემბრამდე, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა შეიცვლება.

28 ნოემბერი 2022, 18:40

მსოფლიო

მედია: რუსეთმა აშშ-თან ბირთვული მოლაპარაკებები ცალმხრივად გადადო

რუსეთმა შეერთებულ შტატებთან მიმდინარე კვირაში დაგეგმილი ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებები ცალმხრივად გადადო. ინფორმაცია ამის შესახებ გაზეთმა „კომერსანტმა“ გაავრცელა.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 ნოემბერი 2022, 18:35

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ ჰყავს სახელმწიფოს და ერთ-ერთ კარგ კლინიკაშია გადაყვანილი

სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ყველაზე მეტად მოქმედებს ის, რომ მისთვის იმ ცხოვრების წესიდან, რითაც ცხოვრობდა, ციხეში და შეზღუდული თავისუფლების პირობებში გადასვლით მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა აქვს მიღებული, რაც მისი ჯანმრთელობის ასეთ მდგომარეობას განაპირობებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

28 ნოემბერი 2022, 18:24

მსოფლიო

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსული რაკეტების წვიმისა და ბარბაროსული სისასტიკის მიუხედავად, უკრაინა გაიმარჯვებს

ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ.

28 ნოემბერი 2022, 18:24

პოლიტიკა

ბიურომ საშემოდგომო სესიის ბოლო თვეში დაგეგმილ საპარლამენტო აქტივობებზე იმსჯელა

მიმდინარე სასესიო კვირაში, პირველ დეკემბერს, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს. „განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოსმენა, მინისტრის საათის ფორმატში ხუთშაბათს პლენარულ სხდომაზე შესვენების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, 15 საათზე გაიმართება“, - ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ანდრია გვიდიანი

28 ნოემბერი 2022, 18:19

ეკონომიკა

როდის აისახება მოსახლეობაზე ეკონომიკური ზრდა - ანდრია გვიდიანის განმარტება

„რაც შეეხება მოსახლეობაზე ეკონომიკური ზრდის ასახვას, ეს არის გრძელვადიანი პროცესი. ეს არც ერთ და არც ორ წელიწადში ხდება. თუმცა, თუ ბოლო წლების ტენდენციას გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ეს მოსახლეობაზე აისახება და არაერთი პარამეტრი არსებობ, რის მიხედვითაც შეიძლება შევაფასოთ რამდენად აისახა [ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე] ან არ აისახა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად მომყავს დეპოზიტების მაჩვენებელი. პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, 2022 წელს დაახლოებით 7 მილიარდით არის გაზრდილი მხოლოდ შინა მეურნეობების დეპოზიტები, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ნაწილმა ეკონომიკური ზრდა იგრძნო საკუთარ ცხოვრებაზე, შესაბამისად, გარდა მიმდინარე ხარჯებისა, მოქალაქეებმა დანაზოგების გაკეთება და ბანკში დეპოზიტების გახსნა“, - განაცხადა გვიდიანმა.

ლაშა ხუციშვილი

28 ნოემბერი 2022, 18:18

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: მიმდინარე წელს დამატებით ველოდებით 400 მილიონ ლარზე მეტ დამატებით რესურსს

მიმდინარე წელს, დამატებით ველოდებით 400 მილიონ ლარზე მეტ დამატებით რესურსს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება.