საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
ფოტო: IMEDI
საქართველოს პარლამენტის წევრები - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან, ეველინ ფარკასთან „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
„უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მედიასაშუალება, ისე რესპონდენტი ამერიკული საბიუჯეტო წყაროებიდან იღებენ ოფიციალურ დაფინანსებას და შესაბამისად, მათი თითოეული გზავნილი და სიტყვა ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებს შეგვიძლია დავუკავშიროთ.
ქალბატონმა ფარკასმა, პრაქტიკულად, საჯაროდ განაცხადა ის, რასაც გასული კვირების მანძილზე აქტიურად ვამტკიცებდით და რის ღიად თქმასაც ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი დღემდე ვერ ბედავს.
ქალბატონმა ფარკასმა ღიად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ და იქვე ნაწილობრივ დაგვამშვიდა, „საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება რუსეთის შემოჭრისა და რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხრივ, ვიდრე წარსულში იყოო“. ამასთან, ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ რუსეთს საქართველოში ახალი ფრონტის გახსნა არ შეუძლიაო, მან სრულიად შემაშფოთებელი პასუხი გასცა - „მერე რა, მერე რა, მაინც ვერ გაიმარჯვებსო“.
ანუ ქალბატონმა ფარკასმა აღიარა, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის რისკი არსებობს და მხოლოდ იმით დაგვამშვიდა, რომ რუსეთი გამარჯვებას ვერ შეძლებს. თუმცა, რა გაიყიდება დამარცხებად და რა გამარჯვებად, 2008 წლის ომის მაგალითზე, ესეც ძალიან მწარედ გვახსოვს. ქართველ ხალხს არ დაავიწყდება, როგორ დაეხმარნენ ამერიკელები სააკაშვილს ორ დღეში წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადებაში და როგორ აზეიმეს ქართველ ხალხს წაგებული ომი რუსთაველის გამზირზე.
ქალბატონმა ფარკასმა რადიკალური ოპოზიციის პირით გახმოვანებული მესიჯიც გაიმეორა და დაგვემუქრა, ახლა თუ არ ჩაერთვებით ომში, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი მაინც მოგიბრუნდებათო. აქ საინტერესოა, რომ ეველინ ფარკასი რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებაზე თავს ვერ დებს და არც იმის მტკიცებით იწუხებს თავს, რომ უკრაინა და საქართველო ორი ფრონტის პირობებში მაინც გაიმარჯვებენ.
როდესაც მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ღიად მოგვიწოდებს სანქციებით რუსეთის პროვოცირებისა და რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვისკენ, ვფიქრობთ, საზოგადოებას აქედან ძალიან მარტივი დასკვნების გამოტანა შეუძლია. რასაც ღიად ვერ ამბობს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი, კელი დეგნანი, ის მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს.
ახლა დასკვნები ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს - ან უნდა დაჰყვეს საელჩოს სურვილს და საქართველო მეორე ფრონტად აქციოს ან უნდა შეაფასოს, რამდენად ლეგიტიმური და მისაღებია მისი განზრახვა, საქართველო ყოველგვარი გარანტიების გარეშე ჩართოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში, რაც საქართველოს გამანადგურებელ შედეგებს უქადის.
მეორე ფრონტზე მსჯელობისას, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში ქართული ჯარის ინტერვენციის შემთხვევაში, ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც მოგვიწევს. როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, აფხაზებთან და ოსებთან ერთად ამ ქვეყანაში ძმურად უნდა ვიცხოვროთ, როგორც ეს კავკასიურ წესს და ღირსებას შეეფერება. როდესაც ცდილობენ, 30 წლის თავზე აფხაზებთან და ოსებთან ახალი ძმათამკვლელი ომი გაგვაჩაღებინონ, ეს ფაქტი საზოგადოების მხრიდან ცალკე შეფასებას მოითხოვს.
აქვე აღსანიშნავია, რომ დღემდე არ წყდება უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ღია მოწოდებები სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით. გუშინაც ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უკრაინის რადას დეპუტატი აცხადებდა, დროა, ქართველმა ხალხმა აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციისთვისო. უკრაინის ხელისუფლებაზე ამერიკელების გავლენა რამდენად ძლიერია, ალბათ, საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის. შესაბამისად, არც ის უნდა გაუკვირდეს, თუ რატომ ემთხვევა მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელისა და უკრაინელი პოლიტიკოსების გზავნილები ასე ზუსტად ერთმანეთს.
თუ საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს ომისკენ ადრე დახურულ კაბინეტებში მოუწოდებდნენ, ქალბატონი ფარკასი და უკრაინელი მაღალჩინოსნები ამგვარ მოწოდებებს ახლა უკვე საჯაროდ აკეთებენ. როდესაც ისინი საქართველოს ომისკენ საჯაროდ უბიძგებენ, ვფიქრობთ, ხელისუფლებას ამ მოწოდებებზე საჯარო პასუხის გაცემაც მოუწევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა სიახლე
06 სექტემბერი 2026, 10:13
მსოფლიო
უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრა პუტინთან 3 საათს გაგრძელდა
„მოლაპარაკებები არ შემოფარგლულა უკრაინის კრიზისის მოგვარებაზე მოსაზრებების გაცვლით - საკმაოდ დეტალურად იყო განხილული ეკონომიკური საკითხები და პოტენციური მსხვილი, ორმხრივად სასარგებლო რუსულ-ამერიკული პროექტები“, - განაცხადა მან.
06 სექტემბერი 2026, 10:00
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ - ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი
ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ - ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ... და ა.შ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში ის სისხლიანი 8 წელი, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
05 სექტემბერი 2026, 22:28
რეგიონი
აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ძველი ბათუმის ბულვარი, გასტრონომიული ფესტივალის მასპინძელია - ბევრისთვის უცხო, ბევრისთვის კი კარგად ნაცნობი გემოები, ის, რაც აჭარის სავიზიტო ბარათია.
05 სექტემბერი 2026, 21:14
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს - როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პოლიციის მთავარ სამმართველოში დაწყებულ გამოკითხვებზე, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია.
05 სექტემბერი 2026, 21:12
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა
სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა, - განუცხადა ჟურნალისტებს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ.
05 სექტემბერი 2026, 20:52
სამართალი
დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. ამოღებულია ათობით შეკვრად დაფასოებული ნივთიერება, ბრალდებულები კი დაკავებულნი არიან.
05 სექტემბერი 2026, 20:47
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საინვესტიციო ფორუმზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კურორტ გოდერძის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო
,,სულ უფრო მეტი ვიზიტორი, ინვესტორი და ბიზნესსექტორის წარმომადგენელი ინტერესდება მაღალმთიანი აჭარით, ჩვენი რეგიონის პოტენციალით და შესაძლებლობებით. სწორედ ამ მზარდი ინტერესის ფონზე, დღეს პირველად ვმართავთ საინვესტიციო ფორუმს კურორტ გოდერძიზე, რომელშიც 70-მდე სტუმარი მონაწილეობს, მათ შორის არიან მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ინვესტორები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მათ გავაცნოთ მაღალმთიანი აჭარისა და უშუალოდ, კურორტ გოდერძის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი“.
05 სექტემბერი 2026, 20:40
სამართალი
რა უთხრა გამოძიებას გიორგი ლილუაშვილმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულმა ექსპრემიერმა, ცრუ აჟიოტაჟი შექმნა, კამპანია კი ოპოზიციამ სინქრონულად გააგრძელა და თეორიები აიტაცა.
05 სექტემბერი 2026, 20:36
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა გვარამიას მუქარაზე: ამდენი წლის შემდეგ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც მათი ლიდერები არა თუ ნანობენ მათ საქციელს, რაც ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არამედ, კიდევ უფრო მეტი აგრესიით იმუქრებიან
„ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე რასაც აკეთებდა, ყველას კარგად გვახსოვს. ფაქტია, ამდენი წლის შემდეგ არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც მათი ლიდერები არა თუ ნანობენ მათ საქციელს, რაც ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არამედ, კიდევ უფრო მეტი აგრესიით იმუქრებიან და აპირებენ მეტი უბედურება მოუტანონ ამ ქვეყანას, თუ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. .ამიტომ, მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას ქართველი ხალხის არასდროს დაუშვებს“. - აღნიშნა ბოჟაძემ.
05 სექტემბერი 2026, 20:28
პოლიტიკა
ფიციდან გინებამდე - სააკაშვილისთვის მელია კრიმინალია, რომელიც მას აგინებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფიციდან გინებამდე - სად იწყება და ღრმავდება დაპირისპირება. მტრობაში გადაზრდილი ურთიერთობა, დესტრუქციული ქმედებები კრიზისში მყოფი ოპოზიციის ბუნებად იქცა.
05 სექტემბერი 2026, 20:18
პოლიტიკა
ისევ დაშინება, შანტაჟი და მუქარა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უცვლელი ხელწერა - გვარამია ხელისუფლებაში დაბრუნებას და ანგარიშსწორებას ლამობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, გვარამიას ანგარიშსწორების სურვილი და იმედი აქვს. სწორედ ამ მოტივით ცდილობს ნინო წილოსანს დაემუქროს, თან დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდება - გვარამია, რომელიც, პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებით, ძალადობისა და დევნის არქიტექტორი იყო.
05 სექტემბერი 2026, 20:11
ეკონომიკა
გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. ავიატურიზმსა და მცირე ავიაციის განვითარებას რამდენიმე ჰექტარი დაეთმობა.
05 სექტემბერი 2026, 20:11
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს
„წლების განმავლობაში, საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და დღეს უკვე მომსწრე ვართ იმისა, რომ კერძო სექტორი ასეთი ინვესტიციებით ჩაერთო მცირე ავიაციის განვითარებაში. შიდა მობილობისა და აეროპორტების ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. სულ ახლახან გამოცხადდა ტენდერი როგორც თელავის, ისე მესტიის აეროპორტების ტერმინალების მშენებლობაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით მცირე ავიაციასაც თავისი წვლილი ექნება როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებაში“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
05 სექტემბერი 2026, 19:10
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელს 4,600 მილიონზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, გაზრდილია ასევე შესრულებული ფრენების რაოდენობა - მიუხედავად რეგიონში არსებული და ზოგადად, გლობალურად ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევებისა
ჩვენს ქვეყანაში ავიაციის ინდუსტრია ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, მიმდინარე წელს აღნიშნული დინამიკა შენარჩუნებულია და ჩვენი ქვეყნის საავიაციო სექტორი კვლავ განაგრძობს რეკორდული მაჩვენებლით ოპერირებას - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში, „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 სექტემბერი 2026, 18:57
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ავიაციაც, რომელიც აერთიანებს კერძო ფრენებს, ავიასპორტს, ავიატურიზმს და პროფესიულ მომზადებას. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია - განაცხადა ეკონომიკისა და მდრგადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 სექტემბერი 2026, 18:35
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება - 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში
პრემიერის თქმით, 15 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში.
05 სექტემბერი 2026, 17:47
მსოფლიო
ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი, ათობით კი დაშავდა. აფეთქება პიროტექნიკის საცავში მოხდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
05 სექტემბერი 2026, 17:44
მსოფლიო
ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს
„მე არ ვარ ომში რუთთან!“, „ხელები შორს რუსეთისგან!“ - ამ შინაარსის პლაკატებით ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს.
05 სექტემბერი 2026, 17:38
მსოფლიო
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს
თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ქალაქის ხელმძღვანელობამ 5 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
05 სექტემბერი 2026, 17:30
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციითაა დაკავებული
„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციითაა დაკავებული - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.


