პარლამენტის თავმჯდომარემ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება, ხელი მოაწერა, - ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა 23 ივნისს ვეტო გამოიყენა, რომელსაც მან პოლიტიკური ვეტო უწოდა. „ამით მან ხაზი გაუსვა, რომ არ ჰქონდა ამ კანონის მიმართ სამართლებრივი შენიშვნები, თუმცა მისი მიღება პოლიტიკურად მიზანშეუწონლად მიაჩნდა, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან ესმოდა კრიტიკა ამ კანონის განხილვის პროცესის ტემპისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის შესახებ. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მიმართა ვენეციის კომისიას, რათა მას მიეწოდებინა საკუთარი მოსაზრებები ამ კანონთან დაკავშირებით. 26 აგვისტოს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მისი მოსაზრებები ამ კანონთან დაკავშირებით. ისევე, როგორც პრეზიდენტის ვეტოში, ვენეციის კომისიამაც ვერ დაადგინა წინააღმდეგობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან. ამასთან, ვენეციის კომისიამაც, საქართველოში ცალკეულ აქტორებთან მის გასაუბრებაზე დაყრდნობით, გაიმეორა მოსაზრება კანონის მიღების ტემპთან და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს არის ის აღქმა, რომლის ჩამოყალიბების მცდელობაც, სამწუხაროდ, ამ კანონის მიმართ იყო. ახლა კი შევხედოთ ფაქტებს: ცვლილების პროექტი ინიცირებული იყო 2022 წლის 13 აპრილს. ინიციატორებს არ მოუთხოვიათ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. შესაბამისად, მისი განხილვა მიმდინარეობდა სტანდარტული წესით. უფრო მეტიც, პროექტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესისა და ჩვენი პარტნიორების თხოვნით, განხილვის პროცესი სამი კვირით გახანგრძლივდა. საბოლოოდ, პარლამენტმა კანონი ინიცირებიდან 2 თვეში, ხოლო ვეტოს დაძლევის გათვალისწინებით, 5 თვეში მიიღო, რაც ყველაფერია, გარდა სიჩქარისა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა.
„კანონპროექტის განხილვაში, როგორც თავდაპირველ პროცესში, ისე ვეტოს დაძლევის ეტაპზე ჩართული იყო ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყება, ყველა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა დაინტერესებული საერთაშორისო აქტორი. პროექტი განიხილებოდა არა მხოლოდ საკომიტეტო ფორმატში, არამედ სამუშაო შეხვედრებზეც. მათ შორის, ევროკავშირის ექსპერტებთან ონლაინკონფერენციის რეჟიმში. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა და საკმარისი დრო, წარმოედგინა შინაარსობრივი შენიშვნები ამ პროექტის რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო უფლებრივ სტანდარტთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით. არ არსებობს დაინტერესებული ჯგუფი, რომელიც იტყვის, რომ მას ჰქონდა განხილვის პროცესში მონაწილეობის სურვილი და ამის შესაძლებლობა არ მიეცა, რაც ყველაფერია, გარდა არაინკლუზიურობისა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის ინიცირებიდან 5 თვის თავზეც კი, არ არის წარმოდგენილი რაიმე შინაარსობრივი შენიშვნა, რომელიც თუნდაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ამ კანონის შესაბამისობას რომელიმე უფლებრივ სტანდარტთან. პირიქით, ადგილობრივ დაინტერესებულ ჯგუფებთან თუ საერთაშორისო აქტორებთან მსჯელობის პროცესში, დადასტურდა, რომ აღნიშნული კანონი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ვეტოს განხილვის პროცესმაც დაადასტურა, რომ რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე - რომელ უფლებრივ სტანდარტს არღვევს მოცემული კანონი, პასუხი არ არსებობდა. საბოლოოდ, ერთადერთი მოსაზრება, რომელიც გვესმის, კანონის მიღების მიზანშეწონილობას ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი არის საკანონმდებლო ხელისუფლების განმახორციელებელი უმაღლესი ორგანო, რომელიც, ამავე დროს, განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებას. მათ შორის, პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულება ეხება, საგამოძიებო მოქმედებების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის საკითხს. შესაბამისად, ამა თუ იმ კანონის მიღების მიზანშეწონილობის საკითხი სრულად წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას. პარლამენტმა, საბოლოო ჯამში, ხუთი თვე იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და 6 სექტემბერს საბოლოოდ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, მათ შორის, კანონის მიღების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ამიტომ, არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ კანონის ამოქმედებას. აქედან გამომდინარე, ამ კანონს ხელი მოვაწერე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
19 ივლისი 2026, 11:53
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ანაკლიის პორტის ეფექტიანი განვითარება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. მისი თქმით, გაიმართა მნიშვნელოვანი დისკუსიები გენგეგმის განახლებაზე, რათა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორია ეფექტიანად იქნეს ათვისებული და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს.
19 ივლისი 2026, 11:42
მსოფლიო
ესპანეთსა და კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
ესპანეთის ჩრდილოეთით, არაგონის პროვინციაში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლმა 16 000 ჰექტარი მიწის ფართობი უკვე გაანადგურა. სტიქიას მაშველებთან ერთად არმიაც ებრძვის. ცეცხლი დასახლებული პუნქტებს და ინფრასტრუქტურას ემუქრება. რეგიონში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული, ევაკუირებულია ასობით ადამიანი.
19 ივლისი 2026, 11:34
მსოფლიო
WSJ: ჩინეთმა რუსეთთან გიგანტური გაზსადენის, „ციმბირის ძალა 2-ის“ მშენებლობის თაობაზე ყველა მოლაპარაკება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა
გამოცემა The Wall Street Journal-ის თანახმად, ჩინეთმა რუსეთთან გიგანტური გაზსადენის, „ციმბირის ძალა 2-ის“ მშენებლობის თაობაზე ყველა მოლაპარაკება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
19 ივლისი 2026, 11:29
მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი: რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს 10 წელია აწარმოებს. ამ ომს ბევრი ასპექტი აქვს
„რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს 10 წელია აწარმოებს. ამ ომს ბევრი ასპექტი აქვს. არსებობს კიბერშეტევები. ისინი მიზანში იყვანენ ფინანსურ ინსტიტუტებსა და საგადასახადო სისტემებს. ჩვენს სისტემებში ნერგავენ ვირუსულ პროგრამებს, რომ უფრო სერიოზული შემთხვევების დროს გააქტიურონ, ერევიან პოლიტიკაში არჩევნების დროს, როგორც უკიდურესი მემარცხენეების, ისე უკიდურესი მემარჯვენეების მხარდაჭერით. ისინი იყენებენ „ტელეგრამს“ ერთჯერადი დივერსანტების გადასაბირებლად, ობიექტებისთვის ფოტოების გადასაღებისთვის 2 ათასს, ხოლო მათი გადაცვლისთვის 20 ათას დოლარს იხდიან. ათობით ასეთი შემთხვევა გვქონდა. მათ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კუთვნილი სახლის გადაწვაც კი სცადეს. გამოვცადეთ მკვლელობები, სახელმწიფო ტერორიზმი, სარკინიგზო დივერსიები, ამანათებში მოთავსებული აალებადი მასალები, რაკეტებისა და დრონების შემოჭრა. ეს ყველაფერი რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია“, - განაცხადა სიკორსკიმ.
19 ივლისი 2026, 11:21
პოლიტიკა
სოსიაშვილი ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: ქართველი კაცი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს აუგად იხსენიებს, ის აგინებს მთელ საქართველოს - როგორი ახალგაზრდების ფორმირება უნდოდათ და სად მიაქანებდნენ ქვეყანას, ამათი დიალოგიდანაც ნათლად ჩანს
ქართველი კაცი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს აუგად იხსენიებს, ის აგინებს მთელ საქართველოს, ქართულ სულიერებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.
19 ივლისი 2026, 11:18
პოლიტიკა
ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა და სიძულვილი მწერლის მისამართით - ოპოზიციის აქტივისტებმა ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენეს
ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა და სიძულვილი მწერლის მისამართით - ოპოზიციის აქტივისტებმა ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენეს. ბენდუქიძე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მფლობელია.
19 ივლისი 2026, 11:12
მსოფლიო
ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეების ტერიტორიებს შეუტია
ირანმა სპარსეთის ყურეში ვაშინგტონის მოკავშირეების ტერიტორიებს, დრონებითა და რაკეტებით შეუტია. სამიზნეში მოექცა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ობიექტი ცეცხლის ალსა და კვამლში გაეხვა, საწარმო მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. თეირანის განცხადებით, თავდასხმა შეერთებული შტატების მხრიდან ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების საპასუხო რეაქცია იყო.
19 ივლისი 2026, 10:48
სამართალი
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით
19 ივლისი 2026, 10:44
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
19 ივლისი 2026, 10:40
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: „აჭარა თაიმსმა“ შეგნებულად გამოარჩია ბერა ივანიშვილის სახელი, რათა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება გამოეწვია - ეს არის კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდი, კონკრეტული პირის სახელის გამოყენება ნეგატიური ფონის შესაქმნელად, მიუხედავად იმისა, რომ რეალობასთან ამას საერთო არაფერი აქვს
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მედიასაშუალებამ ბათუმში გზის გადაკეტვის მიზეზთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.
19 ივლისი 2026, 10:39
მსოფლიო
უნგრეთის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მის გადაყენებას მხარი დაუჭირა
პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტიამ, „ტისამ“ შულიოკის გადასაყენებლად კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით გაიტანა. შულიოკი ფართოდ აღიქმებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ლოიალურ კადრად, რომელმაც ძალაუფლება აპრილში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ დაკარგა.
19 ივლისი 2026, 10:38
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: აჭარაში საპატივცემულო ოჯახების შვილები ქორწინდებოდნენ, ნახევარი აჭარა და მეოთხედი თბილისი ქორწილში რომ იქნებოდა და შესაბამისად გზაც რომ გადაიკეტებოდა, ეტყობა ამ არსაიდან მოსულ მესხიძეს არც გაუგონია
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ბერა ივანიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ გარკვეული მედიასაშუალებები მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ.
19 ივლისი 2026, 10:33
პოლიტიკა
გია აბაშიძე „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: მდაბიო ტყუილია, რომ ბათუმში ჯვრისწერისთვის გზა გადაიკეტა დამსწრე ბერა ივანიშვილის გამო - ასეთ ბოროტ, ქოსატყუილა ნაცლუზერებს რა უნდათ ფართო საზოგადოებაში?! სულხან მესხიძის მსგავსი პერსონაჟების ადგილი უსამშობლოთა ტრაგიკომიკურ შაბაშებზეა
ცრუპენტელა "აჭარა თაიმსის" დამფუძნებელ სულხან მესხიძეს არ ეპატიჟებიან ხალხმრავალ ქორწილებში, როდესაც ხდება ავტომოძრაობის შეფერხება; მდაბიო ტყუილია, რომ ბათუმში ჯვრისწერისთვის გზა გადაიკეტა დამსწრე ბერა ივანიშვილის გამო, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.
19 ივლისი 2026, 10:33
მსოფლიო
რუსეთმა კიევზე ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა
თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილებს, სუპერმარკეტს, საერთო საცხოვრებელსა და საცხოვრებელ სახლებს. დედაქალაქის მაშველების ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი, 13 კი დაშავდა.
19 ივლისი 2026, 10:31
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი „აჭარა თაიმსზე”: მხოლოდ ავადმყოფურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტვინში შეიძლება დაბადებულიყო ვერსია, რომ ივლისის შუა რიცხვებში ბათუმში არსებული საცობები დაებრალებინათ ქალაქში ბერა ივანიშვილის ოჯახის სტუმრობისთვის
მხოლოდ ძალიან ავადმყოფურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტვინში შეიძლება დაბადებულიყო ვერსია, რომ ივლისის შუა რიცხვებში ბათუმში არსებული საცობები დაებრალებინათ ქალაქში ბერა ივანიშვილის ოჯახის სტუმრობისთვის, - წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება „აჭარა თაიმსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილის ოჯახის გამო, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა იყო ჩაკეტილი.
19 ივლისი 2026, 10:21
სპორტი
ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა დღეს გაირკვევა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი დღეს გაიმართება. ტიტულისთვის ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებები იბრძოლებენ. თამაში ნიუ-ჯერსიში, „მეტლაიფ სტედიუმზე“, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
19 ივლისი 2026, 10:13
სპორტი
კილიან მბაპე მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი გახდა
19 ივლისის ღამეს, მბაპემ დუბლი გააფორმა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში, რომელიც საფრანგეთის მარცხით, ანგარიშით 4:6 დასრულდა.
19 ივლისი 2026, 10:07
სპორტი
ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა⚽
უკვე კომპენსირებულ დროში (90+6 წუთი) უსმან დემბელემ საფრანგეთის მეოთხე ბურთი გაიტანა, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც ინგლისელებმა თქვეს: 90+8 წუთზე ჯუდ ბელინგემმა საბოლოო ანგარიში - 6:4 დააფიქსირა. ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საკა დასახელდა.
19 ივლისი 2026, 09:38
მსოფლიო
კირილ დმიტრიევი: ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამწვავების ფონზე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი ისევ განახლდება - ყველაზე მეტად ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო დაზარალდებიან
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი ისევ განახლდება და ამ ვითარებაში, ყველაზე მეტად ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო დაზარალდებიან.
19 ივლისი 2026, 09:07
რეგიონი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
19 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +27 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.


