ნანა კაკაბაძე: მხოლოდ მაშინ ვიქნებით მართლები საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე, როცა ჩვენი პოზიციების დაფიქსირება ნორმალურად და სამართლიანად აღიქმება
ნანა კაკაბაძე
ფოტო: IMEDI
როდესაც ერთმანეთს ხან აგენტს და ხან მოღალატეს ვეძახით, როდესაც ქვეყანაზე ზრუნვას ლაჩრობად ვნათლავთ, როდესაც შენი ქვეყნის თუნდაც მცირე ეკონომიკური, პოლიტიკური ან სპორტული წარმატება გულს გიხეთქავს მხოლოდ იმიტომ, რომ ამით შეიძლება ქულები ხელისუფლებამ დაიწეროს, როდესაც თავი დიდ დემოკრატებად მოგვაქვს და მზად ხართ მიუღებელი პოზიციების მატარებელი ვინმე პიროვნება თუ პირთა ჯგუფი მიახრჩოთ და მიასიკვდილოთ, ყოველთვის იმით უნდა იხელმძღვანელოთ, ესა თუ ის პოზიცია სასარგებლოა თუ არა სახელმწიფოს ინტერესებისთვის და არა პირადად ჩვენთვის, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
„რა არის სახელმწიფო ინტერესები - დღე არ გავა, რომ ქართული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ერთმანეთი ქვეყნის ღალატში, სხვა ქვეყნის აგენტობაში და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში არ დაადანაშაულონ. ისე შეაჩვია ყური ამ სიტყვებს საზოგადოებამ, რომ თითქმის აღარავინ აქცევს ყურადღებას ბრალდებების მნიშვნელობას. არადა, როცა სიტყვები თავის უარყოფით მნიშვნელობას კარგავენ, ამ სიტყვებით გამოხატული ქმედებების სიმწვავეც თანდათან უფერულდება და ძალიან ჩვეულებრივ, ბუნებრივ ქმედებად აღიქმება.
თუ სერიოზულად ჩავუფიქრდებით, ანტისახელმწიფოებრივი შეიძლება დაერქვას ისეთ რიტორიკას ან ქმედებას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს შენი ქვეყნის ინტერესებს. მნიშვნელოვანია შეფასებები და ინტერპრეტაციები. მაგალითად, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებთან სრულად შეერთებაზე, ქართველი ბოევიკების უკრაინაში თვითმფრინავით გაგზავნაზე ან მომენტით სარგებლობაზე და ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნების მცდელობაზე, ეს ოპოზიციამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ჩათვალა. სინამდვილეში ანტისახელმწიფოებრივი იქნებოდა სწორედ ამ ქმედებებზე დათანხმება, ვინაიდან სწორედ ეს მიაყენებდა ზიანს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. როდესაც ამა თუ იმ კანონში ცვლილებას საკუთარი სარგებლიანობის კუთხით განიხილავ და არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის პოლიტიკური პარტიის ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია. მაგალითად, მოსმენების კანონზე, ვენეციის კომისიას, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციას არ ჰქონიათ არც ერთი არსებითი შენიშვნა.ისინი მხოლოდ მისი მიღების სისწრაფეს აკრიტიკებდნენ. ამ დროს შენ გამოდიხარ და იძახი, ეს მასობრივი უკანონო მოსმენების ლეგიტიმაციააო, არაფერს ამბობ იმაზე, რომ ზუსტად ასეთი ან უფრო მკაცრი კანონები აქვთ სამაგალითო დემოკრატიულ ქვეყნებს, შენ სახელმწიფოს ინტერესები კი არ გაწუხებს, არამედ მიზეზებს ეძებ ხელისუფლების გასაშავებლად.
როდესაც საარჩევნო სისტემაში გადადგმულ დადებით ნაბიჯებს „შტიკებით“ ხვდები, არგუმენტების უქონლობის გამო მხოლოდ ილანძღები, ადვილად მისახვედრი ხდება მიზანი, რომელიც 2012 წელს დაკარგული ძალაუფლებისა მისი ნებისმიერი გზით დაბრუნებითაა ნაკარნახევი.
როდესაც ხელისუფლებისგან მოითხოვ, საქართველოს მიმართ გამოთქმული დასავლეთის ნებისმიერი სტრუქტურისა და რანგის ჩინოვნიკის შენიშვნა-მითითება ცკ-ს ინსტრუქტორების ბრძანებებად აღიქვას, შეუპასუხებლად შეასრულოს ხოლო ასეთი მითითებების კრიტიკას ან უგულებელყოფას საშინელ ცოდვად უთვლი, შენ სახელმწიფო ინტერესები კი არა, ის ქვეყანა გაღელვებს ვის ბიუჯეტზეც და მხარდაჭერაზეც ხარ მიბმული. ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი.
როდესაც საზოგადოებაში უიმედობის დათესვას, ცდილობ დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით ხალხს უიმედობა ჩაუსახო, არწმუნებ მხოლოდ ძალადობრივი გზითაა შესაძლებელი ცვლილებები, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფოს ინტერესებს ხელყოფთ.
გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ 2012 წლის არჩევნებზე, ტოტალური გაყალბებითა და უპრეცედენტო ზეწოლითაც კი ვერ შეძლო ნაციონალებმა ძალაუფლების შენარჩუნება. უსამართლო საერთაშორისო მხარდაჭერაც ფუჭი აღმოჩნდა,- ხალხის ძალამ, ხელისუფლება დაათმობინა სააკაშვილის რეჟიმის.
დღევანდელი სიტუაცია და ხალხის მასობრივი განწყობა არ არის ანტისახელისუფლებო, როგორც ეს იყო 1990, 2003 წლებში. როდესაც ცდილობ ამის კომპენსირებას ძალადობით, ყველანაირი შიდა თუ გარე ფაქტორების გამოყენებით მოახდინო ხელისუფლების უზურპირება, ეს არის სწორედ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ამით იმ საფუძველს ურყევ ქვეყანა, რაზეც დგას ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო. ამიტომ, როდესაც ერთმანეთს ხან აგენტს და ხან მოღალატეს ვეძახით, როდესაც ქვეყანაზე ზრუნვას ლაჩრობად ვნათლავთ, როდესაც შენი ქვეყნის თუნდაც მცირე ეკონომიკური, პოლიტიკური ან სპორტული წარმატება გულს გიხეთქავს მხოლოდ იმიტომ, რომ ამით შეიძლება ქულები ხელისუფლებამ დაიწეროს, როდესაც თავი დიდ დემოკრატებად მოგვაქვს და მზად ხართ მიუღებელი პოზიციების მატარებელი ვინმე პიროვნება თუ პირთა ჯგუფი მიახრჩოთ და მიასიკვდილოთ, ყოველთვის იმით უნდა იხელმძღვანელოთ, ესა თუ ის პოზიცია სასარგებლოა თუ არა სახელმწიფოს ინტერესებისთვის და არა პირადად ჩვენთვის.
მხოლოდ, მაშინ ვიქნებით მართლები საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე, როცა ჩვენი პოზიციების დაფიქსირება ამ ინტერესებიდან გამოდის და მაშინ ხელისუფლების თუნდაც მწვავე კრიტიკა ნორმალურად და სამართლიანად აღიქმება საზოგადოებაში და არა ეგოისტური პირადი ინტერესებიდან გამომდინარედ. იმ პირობებში, როდესაც ყველა ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი მისი მმართველობის პერიოდში თითქმის განახევრდა, რასაც მათი შეცდომებიც განაპირობებს და ობიექტური პირობებიც, ყველას უკვირს, რატომ ვერ ხერხდება მისი დამარცხება არჩევნების გზით და ამას სხვადასხვა გაყალბებებს და მანიპულაციებს აბრალებენ. სინამდვილეში ამის მიზეზი ჩვენი საზოგადოების მწარე გამოცდილებაა, რომელმაც უკვე კარგად გაითავისა, რომ არ უნდა ენდოს მხოლოდ პოლიტიკოსთა ლამაზ სიტყვებს, გულში მჯიღის ცემას და მგზნებარე მოწოდებებს, უნდა ენდოს მხოლოდ საქმეებს. საქმეებით კი ყველა მოქმედი პოლიტიკოსი იმდენად გაშიფრულია, რომ მათ ამომრჩეველი ხელისუფლებაზე მეტად არ ენდობა. ამიტომ სანამ არ იქნებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხალხის ნდობას დაიმსახურებენ, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ამომრჩეველი ყოველთვის იტყვის, რომ არსებულზე უარესის არჩევას მირჩევნია იგივე დავტოვოო, ხოლო არჩევნებში დამარცხებული ოპოზიცია ამ მარცხს ყოველთვის არა საკუთარ თავს, არამედ „გამყალბებელ“ ხელისუფლებას დააბრალებს და თავის ქმედებებში ისევ ანტისახელმწიფოებრივი ინსტინქტებით იხელმძღვანელებს,’’ - წერს ნანა კაკაბაძე.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას დარღვევებისთვის ობიექტები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.
26 აგვისტო 2026, 16:15
რეგიონი
ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული
პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.
26 აგვისტო 2026, 16:07
სამართალი
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო
გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.
26 აგვისტო 2026, 15:52
მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:25
რეგიონი
გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.
26 აგვისტო 2026, 15:12
მსოფლიო
Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება
ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:02
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ
„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“
26 აგვისტო 2026, 14:54
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება
„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:46
ეკონომიკა
მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:33
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირში 2023 წლის შემდეგ პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა
ევროკავშირში საქონლით ვაჭრობის სფეროში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 14:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი, რაც გაავრცელეს და მეორე, თითქოს, მათ [საქართველოს] მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.
26 აგვისტო 2026, 14:21
პოლიტიკა
ანა წითლიძე: არათუ გასვლაზე, ან შესვლაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალიანსთან დაკავშირებით საერთოდ არ დგას საკითხი. არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული
ანა წითლიძე ოპოზიციური ალიანსის უმოქმედობაზე საუბრობს და საკუთარ პოზიციასთან ერთად, პარტიის პოზიციას ახმიანებს. მისი თქმით, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრი, პარტიისთვის ეს უმნიშვნელოა. პარალელურად ალიანსის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.
26 აგვისტო 2026, 14:20
მსოფლიო
AXIOS-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია
გამოცემა AXIOS-ი წერს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია.
26 აგვისტო 2026, 14:20
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ „ლარსიდან“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე: ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს
„ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი პირადად სწორედ ლარსში, შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თავად ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს. როცა დაკვეთა შეიცვალა, ახლა ისინი საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და დგამენ ამ რაღაც მასკარადს. სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას, ვინაიდან თუნდაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების არავითარ ე.წ. უკონტროლო შემოდინებასთან საქმე არ შეიძლება გვქონდეს და გამსვლელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე შემომსვლელები.
26 აგვისტო 2026, 14:18
სამართალი
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქეს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის მიყენებისთვის 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა და მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო.
26 აგვისტო 2026, 14:13
საზოგადოება
მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის უფროსი: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები და წესები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თანაბარი და ერთნაირია, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე განსხვავებული წესი არ მოქმედებს
„რაც შეეხება მომართვიანობას, ზოგადად საგამონაკლისო წესზე მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას საგამონაკლისო წესით ვერ მოიპოვებს, თუკი არ დადასტურდა სახელმწიფო ინტერესი და მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი“, - აღნიშნა თამთა ფეტვიაშვილმა.
26 აგვისტო 2026, 14:00
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
26 აგვისტო 2026, 13:46
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობას რვა ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანებულია გზები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა
ნეპალში მომხდარ ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 13:45
სპორტი
ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის გასვლით მატჩებზე ბილეთები ხვალიდან გაიყიდება⚽
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს სტუმრად, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართავს.
26 აგვისტო 2026, 13:36
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი ლაშა ბუღაძეზე: ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი - ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა
ოპოზიციური აქტივიზმის (ბაბლი, აკაცუკები, მარშისტები) ერთ-ერთი საყრდენი კონცეფციაა, რომ ადამიანის პროფესიას ფასი არ აქვს, თუ ის განმსჭვალული არ არის „მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და საკუთარ საქონელსა და მომსახურებაში მჭიდროდ არ ჩართავს „ღირებულებებისა და ფასეულობისთვის ბრძოლას“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.


