imedi /  22 სექტემბერი 2022, 21:46 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ მასში გაწევრიანებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

გაზრდილი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას და, რაც მთავარია, ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

„2012 წელს ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რომელმაც დაგვაახლოა მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან - ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და გაეროსთან. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ პირველად გაიარა მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის უპრეცედენტო ათწლეული.

განუწყვეტლივ ვმუშაობთ საქართველოს გლობალურ პოზიციონირებაზე და უკვე ვხედავთ ამის შედეგს. „მსოფლიო სამართლის პროექტის“ მიერ გამოქვეყნებულ სამართლის უზენაესობის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ - მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, ხოლო „ფრეიზერის ინსტიტუტის“ 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების მონაცემებით, - მსოფლიოს პირველ ხუთეულშია სინგაპურთან და შვეიცარიასთან ერთად. ცხოვრების ხარისხისა და ხარჯების გლობალური მონაცემთა ბაზის თანახმად, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად დასახელდა და მე-14 ადგილი დაიკავა.

შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან უფრო მეტად დაახლოების პარალელურად, ძალისხმევას მივმართავთ დემოკრატიული ტრანსფორმაციის გაგრძელებისკენ. გაზრდილი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას და, რაც მთავარია, ღირებულებებს.

ვაგრძელებთ ერთმნიშვნელოვან გზაზე სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ მიზნების ერთგულება ეფუძნება განხორციელებულ მოქმედებებსა და რეალურ შედეგებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესა და ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის.

„წელს გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე.

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ახალი სამიზნე ორიენტირები დასახა. ისევე, როგორც წარსულში, საქართველო გადაჭარბებით შეასრულებს მათ.

ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროპულ პერსპექტივას მოჰყვება უზარმაზარი პასუხისმგებლობა ევროკავშირთან უმაღლესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავსებადობის კუთხით. საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოფს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას. ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფები ყველა შესაბამისი დაინტერესებული წრისა და მხარის მონაწილეობით. წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ.

მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ მასში გაწევრიანებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ყველა სიახლე

19 ივლისი 2026, 20:50

სამართალი

საბოტაჟის საქმე - რადიკალების როლი საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

საბოტაჟის საქმის განხილვამ რადიკალური ოპოზიცია და მათი მედიები მწყობრიდან გამოიყვანა. ყველაფერს კადრულობენ, რთა მომჩივანი მხარის მარგანლიზება მოახდინონ.

ანი ხუბეჯაშვილი

19 ივლისი 2026, 20:45

პოლიტიკა

საბოტაჟის საქმის პროკურორი: არის მნიშვნელოვანი ფარული საგამოძიებო მოქმედებები, სადაც უშუალოდ მათი შეთანხმების დეტალები ისმის და შეთანხმება არის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ცალსახად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული

არის მნიშვნელოვანი ფარული საგამოძიებო მოქმედებები, სადაც უშუალოდ მათი შეთანხმების დეტალები ისმის და შეთანხმება არის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ცალსახად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, - განუცხადა „იმედის კვირას“ პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა საბოტაჟის საქმეზე საუბრისას. პროკურორი განმარტავს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან ვის რა ბრალი აქვს წარდგენილი.

ბიძინა გიორგობიანი

19 ივლისი 2026, 20:39

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი საბოტაჟის საქმეზე: უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტთა პოლიტიკური დაჯგუფებები წლების განმავლობაში ახორციელებდნენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებს. ჩვენი მხრიდან ყველაფერი არის არგუმენტირებული - ამას უყურებდა მთელი საქართველო

საქართველოში უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტთა პოლიტიკური დაჯგუფებები წლების განმავლობაში ახორციელებდნენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებს. ჩვენი მხრიდან ყველაფერი არის არგუმენტირებული, მათივე განცხადებები, რომელიც მერე გადაიზარდა იმ ქმედებაში, რომელიც მათ განახორციელეს და ამას უყურებდა მთელი საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა საბოტაჟის მცდელობის საქმეზე საუბრისას.

19 ივლისი 2026, 20:35

პოლიტიკა

პოლიტიკური ტერორიზმის ადგილი რომ ამ ქვეყანაში არ არის, ეს ბევრჯერ დაადასტურა „ქართულმა ოცნებამ“ და ბევრჯერ დაადასტურა ის, რომ „დიფ სთეითის“ მართული აქტორები პოლიტიკური ტერორიზმით ვერასოდეს შეძლებენ მიზნის მიღწევას - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

პოლიტიკური ტერორიზმის ადგილი რომ ამ ქვეყანაში არ არის, ეს ბევრჯერ დაადასტურა ,,ქართულმა ოცნებამ“ და ბევრჯერ დაადასტურა ის, რომ,,დიფ სთეითის“ მართული აქტორები პოლიტიკური ტერორიზმით, ვერასოდეს შეძლებენ მიზნის მიღწევას, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

გიორგი გამსახურდია

19 ივლისი 2026, 20:34

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ბათუმში რამდენი ჩავსულვარ, საკათედროსთან სულ საცობია, გასაგები მიზეზების გამო. ნაცებმა და მათმა, ტანკაცუნკა ნოდარას ჩინურმა ვარიანტმა, ივანიშვილების ოჯახს რომ არ წაკბინონ, არ შეუძლიათ. თურმე ამათ უნდა კითხოს კაცმა, ქორწილში მეჯვარე იქნება თუ სტუმარი

გიორგი გამსახურდია „აჭარა თაიმსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილის ოჯახის გამო, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა იყო ჩაკეტილი და წერს, „ივანიშვილების ოჯახს რომ არ წაკბინონ, არ შეუძლიათ.”

19 ივლისი 2026, 20:24

მსოფლიო

კონსერვატორი პარლამენტის წევრის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში სექსუალური შევიწროების მსხვერპლ 10 წლის გოგონას ხელისუფლების წარმომადგენლებმა „მეძავი“ უწოდეს

დიდ ბრიტანეთში, 10 წლის გოგონას, რომელიც მიგრანტებისგან ფორმირებული არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ორგანიზებული ჯგუფების მსხვერპლი გახდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა „მეძავი“ უწოდეს.

19 ივლისი 2026, 20:18

კულტურა

თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს

კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

19 ივლისი 2026, 20:17

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ „ხანუმას” პრემიერა გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ “ხანუმას” პრემიერა გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

19 ივლისი 2026, 19:27

სპორტი

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (-90 კგ) სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

19 ივლისი 2026, 18:39

რეგიონი

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გაიმართა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ჯაბა ხუბუა

19 ივლისი 2026, 18:27

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: არ არის გასაკვირი, რომ იქ, სადაც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულის, კახა ბენდუქიძის შვილია, ნოდარ დუმბაძესაც შეაგინებენ და შებილწავენ ყველაფერს, რაც ქართული სულიერებისა და კულტურისათვის ფასეულია

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფას ეხმიანება და აცხადებს, რომ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულე შვილის ვიდეოდან ქართველი მწერლის შეგინება და ქართული სულიერებისა თუ კულტურისათვის ფასეული საკითხების შებილწვა, გასაკვირი საერთოდ არ არის.

პატრიარქი შიო მესამე

19 ივლისი 2026, 18:08

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე სოფელ თეკლათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა, სადაც წირვას დაესწრო

პატრიარქი შიო მესამე სოფელ თეკლათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა, სადაც წირვას დაესწრო.

19 ივლისი 2026, 17:34

მსოფლიო

CNN: შეთანხმება, რომელიც საუდის არაბეთს ურანის გამდიდრების ნებას რთავს, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან საბოლოო ხელმოწერას ელოდება

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წინასწარ დათანხმდა, რომ საუდის არაბეთს ურანის გამდიდრების უფლება მისცეს იმ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების გარეშე, რომლებიც ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

ბექა ჩხაიძე

19 ივლისი 2026, 17:32

პოლიტიკა

ბექა ჩხაიძე ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: განსაკუთრებით ყველა გურულს შეეხეთ მაგით. ვინც ეგ იკადრეთ, ვინც მანდ ხართ და ტაშს უკრავთ, ყველანაირი გაგებით პატარა ხალხი ხართ. ფარჩაკები ხართ ცხოვრებით, ვინც ეგ იკადრეთ

მომღერალი ბექა ჩხაიძე ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. საქმე ეხება კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტს, სადაც მწერლის მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენეს.

19 ივლისი 2026, 17:15

მსოფლიო

წყალდიდობას ინდოეთში მსხვერპლი მოჰყვა

წყალდიდობას ინდოეთში სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, რომლის გამოც მდინარე დხარალი კალაპოტიდან გადმოვიდა, საცხოვრებელი სახლები დააზიანა, ავტომობილები გაიტაცა და ასობით ადგილობრივი მოსახლე იძულებული გახადა გახიზნულიყო.

დიმიტრი სამხარაძე

19 ივლისი 2026, 17:14

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: ხომ გაგაფრთხილეთ, რომ თქვენი ტყუილები არ გავიდოდა? ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის, ფეიკებისა და შავი კამპანიის წარმოების საშუალებას არ მოგცემთ!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ, ბერა ივანიშვილის ოჯახის მისამართით გავრცელებულ ინფორმაციაზე პოსტი გამოაქვეყნა.

19 ივლისი 2026, 17:10

მსოფლიო

უკრაინამ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს დაარტყა

„სწორედ ასეთი დიდი მოცულობის მქონე გემებს გადააქვთ ასობით ათასი ტონა ნავთობი, რაც კრემლს მილიარდობით ნავთობდოლარის შემოსავალს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად“, - ნათქვამია ცნობაში.

დონალდ ტრამპი

19 ივლისი 2026, 16:58

მსოფლიო

ტრამპმა რესპუბლიკელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტში ირანის შეყვანა დაავალა

„რესპუბლიკელებმა ირანი რუსეთის სანქციების კანონპროექტს უნდა დაამატონ. სწორედ ეს უნდოდა ლინდსის [გრემს] და ეს ასეც მოხდებოდა. მნიშვნელოვანია!“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში Truth Social.

ნიკოლოზ მეტრეველი

19 ივლისი 2026, 16:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება ემოციებით მიიპყრონ და არა ფაქტებით. თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ბათუმში ბერა ივანიშვილის გადაადგილების გამო გზა გადაიკეტა, მაშინ წარმოადგინოს მტკიცებულებები. საზოგადოება იმსახურებს სიმართლეს და არა ხმაურიან ნარატივებს, რომლებიც გადამოწმებას ვერ უძლებს

კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება ემოციებით მიიპყრონ და არა ფაქტებით. თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ბათუმში ბერა ივანიშვილის გადაადგილების გამო გზა გადაიკეტა, მაშინ წარმოადგინოს მტკიცებულებები. საზოგადოება იმსახურებს სიმართლეს და არა ხმაურიან ნარატივებს, რომლებიც გადამოწმებას ვერ უძლებს, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

გაბი კამაევი

19 ივლისი 2026, 15:56

პოლიტიკა

გაბი კამაევი „აჭარა თაიმსის“ მიერ ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ადამიანთა ჯგუფი 10-15 კაცი, რომელიც 1 წლის განმავლობაში არა თუ ვიწრო ქუჩას, არამედ გამზირებს კეტავდა და მოქალაქეებს უქმნიდა დისკომფორტს, დღეს საუბრობენ იმაზე, რომ თურმე გუშინ აქ 1 საათით ფიზიკურად გავლა შეუძლებელი იყო და ბერამ მოქალაქეებს რაღაცა დისკომფორტი შეუქმნა

მავნებლები რისი მავნებლები არიან – ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს, რომ მოდი ამით რაღაცა მიზანმიმართულად საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და ვთქვათ, რომ ამ ქუჩაზე მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ ბერას ჩამოსვლის გამო იქნა გადაკეტილი და რა გამოუვიდათ კი ხედავთ თქვენც. მატყუარები არიან და ცდილობენ ამ ადამიანს რაღაცნაირად ზიანი მიაყენონ, სცადონ მისი გაშავება ყოვლად ამაზრზენი მეთოდებით, - აცხადებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, გაბი კამაევი და ვიდეო მიმართვას აქვეყნებს სოციალურ ქსელში „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.