კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიულ ღირებულებებთან და ევროპულობასთან
კახა კალაძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
„ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიულ ღირებულებებთან და არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულობასთან. ეს მათ დაამტკიცეს თავიანთი ცხრაწლიანი მმართველობით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება მშვიდობა.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სიმშვიდე. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, როგორც პარტიის გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ისე, როგორც არასდროს ქვეყანას დღეს სჭირდება მშვიდობა. სჭირდება სიმშვიდის შენარჩუნება და ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას. მე ძალიან მიხარია, რომ ეკონომიკა წინ მიდის. დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლოსთვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება და ეს არის გამოწვეული იმ პოლიტიკით, რომელიც გაატარა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც შეძლო ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც შეძლო, რომ დღეს ქართული პასპორტით ევროპის ქვეყნებში გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ატარებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ევროინტეგრაცია ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხაზი. ჩვენ გვაქვს ასევე განსახორციელებელი გარკვეული რეფორმები, რისთვისაც არაერთხელ გამოვთქვით სრული მზაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან არაერთი მოწოდება გაკეთდა, რომ ამ ყველაფერში ოპოზიციაც ჩართული უნდა იყოს და მათაც უნდა გაიზიარონ ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ, ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანებმა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, ვისაც სურვილი აქვს ქვეყნის განვითარების, ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან ერთად დასხდნენ და ქვეყნისთვის იმ მნიშვნელოვან ცვლილებებში მიიღონ მონაწილეობა, რაც აუცილებელია სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ყველა სიახლე
15 აპრილი 2026, 03:00
მსოფლიო
Fox News-ის ჟურნალისტი მარია ბარტირომო აშშ-ის პრეზიდენტთან ინტერვიუს შემდეგ: დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს
ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს, - ამის შესახებ Fox News-ის ჟურნალისტმა, მარია ბარტირომომ თეთრი სახლის ლიდერთან ინტერვიუს შემდეგ განაცხადა.
15 აპრილი 2026, 02:44
მსოფლიო
Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს
ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 02:31
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი პეტერ მადიართან სატელეფონო საუბრის შემდეგ: საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს განაცხადა, რომ ესაუბრა უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულ პეტერ მადიარს და აღნიშნა, რომ საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად.
15 აპრილი 2026, 02:20
მსოფლიო
The Guardian: ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 01:18
სპორტი
კვარაცხელიას „პსჟ“-მ მამარდაშვილის „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში „პსჟ“-მ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შედეგად ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-სა და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ ორრაუნდიანი დაპირისპირების შედეგი 4:0-ია.
15 აპრილი 2026, 00:54
მსოფლიო
კრემლმა განაცხადა, რომ კმაყოფილია პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის
კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ კმაყოფილია უნგრეთის არჩეული პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის და დასძინა, რომ საკუთარ პოზიციას მისი ახალი მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე დააფუძნებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 00:41
სპორტი
სპორტის მინისტრი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო - თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს 16-19 აპრილს უმასპინძლებს
16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობის მოსამზადებელ სამუშაოებს „თბილისი არენაზე“ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე გაეცნო. ინორმაციას სპორტის მსამინისტრო ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 23:56
საზოგადოება
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე ხუთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 23:45
მსოფლიო
The Wall Street Journal: ევროპა ამზადებს ომისშემდგომ გეგმას ჰორმუზის სრუტის გასათავისუფლებლად
ევროპული ქვეყნები ამზადებენ გეგმას ფართო კოალიციის შესაქმნელად, რათა დაეხმარონ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფას, რაც მოიცავს გამნაღმველი და სხვა სამხედრო გემების გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 23:37
მსოფლიო
ისრაელი და ლიბანი პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ
ისრაელმა და ლიბანმა განაცხადეს, რომ მხარეებს შორის გამართული პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, ისინი შეთანხმდნენ ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე.
14 აპრილი 2026, 22:16
მსოფლიო
მერცი: კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ
კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 22:02
ეკონომიკა
გაზრდილი საგარეო ვაჭრობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გაზრდილი საგარეო ვაჭრობა - 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 862 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. აღნიშნული წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია.
14 აპრილი 2026, 21:59
პოლიტიკა
ინგა ლოლაძე გვარამიას პოსტზე: მინდა დაიმახსოვროს, რომ აუტიზმი არის მდგომარეობა, რომლითაც ჩვენი შვილები, გვარამიას ახლობლის შვილები, გვარამიას ახლობლები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობენ
მინდა დაიმახსოვროს, რომ აუტიზმი არის მდგომარეობა, რომლითაც ჩვენი შვილები, გვარამიას ახლობლის შვილები, გვარამიას ახლობლები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობენ, - განაცხადა ორგანიზაცია „მზის შვილების“ ხელმძღვანელმა ინგა ლოლაძემ.
14 აპრილი 2026, 21:36
რეგიონი
ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებას იწყებს.
14 აპრილი 2026, 21:33
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი: აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, განახლდება
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, განახლდება, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, პაკისტანის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მოჰამედ ისჰაკ დართან შეხვედრის შემდეგ.
14 აპრილი 2026, 21:27
საზოგადოება
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღეს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეც არის. სადღესასწაულო წირვა მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა.
14 აპრილი 2026, 21:25
საზოგადოება
საქართველო ქართული ენის დასაცავად - ზუსტად 48 წლის წინ, ხალხმა საბჭოთა რეჟიმს უკან დაახევინა. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
14 აპრილი დედაენის დღეა. ზუსტად 48 წლის წინ საქართველო მშობლიური ენის დასაცავად გაერთიანდა. ქუჩაში გამოსულმა ხალხმა საბჭოთა რეჟიმს, რომელსაც ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობა ჰქონდა, უკან დაახევინა. 1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია.
14 აპრილი 2026, 21:17
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ხედავს იმას, რომ საქართველოში საკუთრების უფლება არის აბსოლუტურად დაცული. საქართველოში საარჩევნო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამართული და ჩამოყალიბებული
ყველა ხედავს იმას, რომ საქართველოში საკუთრების უფლება არის აბსოლუტურად დაცული, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
14 აპრილი 2026, 21:15
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: დღეს ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი. ადამიანი, რომელიც ბიზნესს აწარმოებს, აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ხელშეუხებელია ადამიანის პირადი ცხოვრება. ეს ყველაფერი ასახვას პოვებს ხოლმე კონკრეტულ რეიტინგებში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აფასებს „ატლანტიკური საბჭო“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რისი მიხედვითაც საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
14 აპრილი 2026, 21:11
მსოფლიო
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მოყოლებული, 2 124 ადამიანი დაიღუპა
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მოყოლებული, 2,124 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7,000-მდე კი დაიჭრა.


