26 სექტემბერი 2022, 16:16 / სანდო წყარო

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებს

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს ამერიკის საელჩოს ერთ-ერთი ფავორიტი პარტია - „ევროპული საქართველო“, ამ პარტიის კუთვნილი მედიასაშუალება - „ტაბულა“ და ამავე პარტიის კუთვნილი ენჯეო - „თავისუფლების ინსტიტუტი“ მართავენ აქციას ენგურის ხიდთან.

ამ აქციას უკვე გამოეხმაურა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება და ის შეაფასა „ამერიკის საელჩოსა და USAID-ის მიერ სტიმულირებულ პროვოკაციად, რომელიც აფხაზურ საზოგადოებაში უკიდურესად უარყოფით რეაქციას იწვევს“.

გაუგებარია, რა მიზანი აქვს დღეს ენგურის ხიდთან აქციის ორგანიზებას, რომელიც საქართველოსთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის და აფხაზურ საზოგადოებაში უარყოფით რეაქციას რეალურად იწვევს.

აშკარაა, რომ აქციის ორგანიზატორებს, ამ შემთხვევაშიც, ამოძრავებთ ერთადერთი ინტერესი - მეორე ფრონტის გახსნა. როდესაც ამ მიზანს საქართველოს ხელისუფლებასთან ვერ მიაღწიეს, ახლა ისინი უკვე ენგურის ხიდიდან აფხაზების პროვოცირებას ცდილობენ.

მოვუწოდებთ ამერიკის საელჩოს, ამჯერად მაინც გაემიჯნოს მისი ფავორიტი და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გამყარდება ქართულ საზოგადოებაში ისედაც ფართოდ გავრცელებული ვარაუდი, რომ მეორე ფრონტის გახსნის სურვილის უკან, რომელსაც პერიოდულად საჯაროდ ახმოვანებენ საელჩოს ფავორიტი და მის მიერ დაფინანსებული ქართველი პოლიტიკოსები, ენჯეოების ლიდერები, უცხოელი ლობისტები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, სინამდვილეში სწორედ საელჩო დგას.

ჩვენ განვახორციელებთ მეორე ფრონტისკენ მიმართული ქმედებებისა და პროვოკაციების მუდმივ მონიტორინგს, რათა საზოგადოება იყოს ფხიზლად ომის საფრთხის მიმართ და არ დაუშვას საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნება“, - აღნიშნულია ყაველაშვილის განცხადებაში.

ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2022, 09:29

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

07 დეკემბერი 2022, 09:17

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ლაგოდეხშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია თოვლი, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:55

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია სახელმწიფოსათვის, თუ როგორ იცავენ მოცემულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებს

რა განსხვავებაა წინა და ახლანდელი ხელისუფლების მმართველობას შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, - ამ კითხვას უპასუხა გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა.

07 დეკემბერი 2022, 08:48

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 287-ე დღეს

დანგრეულია შენობები. გავრცელებული ცნობით არის მსხვერპლიც. დონეცკში 6, მაკეევკაში კი, ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:28

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საერთაშორისო რეიტინგებს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო მუდმივ და მდგრად გაუმჯობესებას განიცდის დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მიღწეულ დემოკრატიულ წინსვლაზე ისაუბრა.

ნინო ლომჯარია

07 დეკემბერი 2022, 08:21

სამართალი

ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა, სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გაასაჯაროვა

დასკვნაში ნათქვამია, რომ პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და ექსპრეზიდენტი სხვა ქვეყნის კლინიკაშია გადასაყვანი. კონსილიუმის წევრები მისთვის გარემოს შეცვლის აუცილებლობაზეც საუბრობენ.

შალვა პაპუაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა. შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთანაც.

07 დეკემბერი 2022, 08:08

პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე დღეს სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება

საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე დღეს სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეტალურად განიხილავენ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნას.

ნედ პრაისი

07 დეკემბერი 2022, 01:04

მსოფლიო

ნედ პრაისი: ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას თავის სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად სჭირდება - ეს თავდაცვითი იარაღია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ მიუწოდებია უკრაინისათვის იარაღი, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიის შიგნით უნდა გამოიყენოს.

07 დეკემბერი 2022, 00:54

კულტურა

Rolling Stone-მა 2022 წლის საუკეთესო სიმღერა დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Rolling Stone-მა 2022 წლის 100 საუკეთესო სიმღერა დაასახელა. რეიტინგის სათავეში პუერტორიკოელი რეპერის Bad Bunny კომპოზიცია Titi Me Pregunto აღმოჩნდა. სამეულში ასევე მოხვდნენ ბიონსეს Cuff It და სტივ ლეისის Bad Habit.

07 დეკემბერი 2022, 00:38

კულტურა

ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დასახელდა 🎥

ჟურნალმა Sight and Sound, რომელსაც „ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი“ (BFI) გამოსცემს, ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა. რეიტინგის პირველ საფეხურზე ბელგიელი რეჟისორის შანტალ აკერმანის დრამა „ჟანა დილმანი კომერციის სანაპირო 23. ბრიუსელი 1080“ აღმოჩნდა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა.

07 დეკემბერი 2022, 00:26

ტაბლოიდი

20 წლის ამერიკელს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრა და ძაღლები გაიტაცა, 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

20 წლის ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრა, ძაღლები კი გაიტაცა, 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. NBC-ის ცნობით, ჯექსონმა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.

07 დეკემბერი 2022, 00:09

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ბავშვი Lego-სგან აწყობილ ემბაზში მონათლეს

ნათლობა ოუკჰემპტონში, ყველა წმინდანის ეკლესიაში ჩატარდა, სადაც 2021 წელს მოქმედებს ინიციატივა „ლეგოს ეკლესია“. ინიციატივის მიზანია ეკლესია ბავშვებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები გახადოს.

06 დეკემბერი 2022, 23:57

პოლიტიკა

გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის უფრაქციო წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგზე და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესზე ესაუბრა.

06 დეკემბერი 2022, 23:54

მსოფლიო

უკრაინული მედია: გერმანიამ უკრაინისათვის Patriot-ის სისტემის გადაცემაზე უარი თქვა - სისტემა პოლონეთში განთავსდება

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ გერმანიამ უარი თქვა Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის უკრაინისათვის გადაცემაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. საუბარია გერმანიის მიერ პოლონეთისთვის დაპირებულ Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე, რომლის უკრაინისთვის გადაცემის სურვილი თავად პოლონეთმა გამოთქვა, თუმცა ამისთვის გერმანიის მხარის თანხმობა იყო საჭირო.

06 დეკემბერი 2022, 23:29

პოლიტიკა

პარლამენტის აპარატის უფროსმა ქეთევან კვინიკაძემ გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის უფროსს მიხაილ შეფერს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის და გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის უფროსებს შორის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო ღონისძიებები განიხილეს. მსჯელობის საგანი იყო, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელისა და ბუნდესტაგის აპარატთან რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება.

ოლექსი რეზნიკოვი

06 დეკემბერი 2022, 23:28

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა დასავლეთისგან არა მხოლოდ ტანკებს, არამედ საბრძოლო თვითმფრინავებსაც მიიღებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა დასავლეთისგან არა მხოლოდ ტანკებს, არამედ საბრძოლო თვითმფრინავებსაც მიიღებს.

06 დეკემბერი 2022, 22:55

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ბანკების საქმიანობის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა.

06 დეკემბერი 2022, 22:39

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო პლენუმის მუშაობაში ონლაინ ფორმატში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისა და საქართველოს ენერგო უსაფრთხოებაზე ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილი

06 დეკემბერი 2022, 22:30

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ის, რასაც საქართველო აკეთებს, არ უნდა იყოს სახელმწიფოს ინტერესების და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული

ის რასაც საქართველო აკეთებს, არ უნდა იყოს საქართველოს ინტერესების და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.