მიხეილ ყაველაშვილი: წერილში მოყვანილი კონკრეტული ფაქტები სიმართლეა და აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ ეს სიმართლე იცოდეს - რაში მონაწილეობს და ვის მფარველობს ქალბატონი ელჩი
მიხეილ ყაველაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ჩვენ ფაქტებს ვყვებით, რათა დაამთავრონ ეს ორმაგი სტანდარტი, პირდაპირ ესაუბრონ საქართველოს მოსახლეობას, მის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და არ მოხდეს ისეთი მანიპულაციები, როგორებიც ზედაპირზეა. გავემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ ამაზე ვერ ისაუბრებენ. წერილში მოყვანილი კონკრეტული ფაქტები სიმართლეა და აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ ეს სიმართლე იცოდეს - რაში მონაწილეობს და ვის მფარველობს ქალბატონი ელჩი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამოქვეყნებული წერილის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ წერილში დეტალურად არის აღწერილი ბოლო სამი წლის ფაქტები.
„როცა „ფორმულას“ დამფინანსებელი არის ოლიგარქი და ევროპარლამენტიდან ოლიგარქიაზე გვესაუბრებიან, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ, ზუსტად ეს არის ორმაგი მიდგომა, ორმაგი სტანდარტი და იმ პროცესების არგამიჯვნა, რომლებიც წერილშია მოყვანილი. კითხვებზე, რომლებიც აქამდე იყო დასმული (და ახლაც ვაგრძელებთ ამ კითხვების დასმას) პასუხი ვერ მივიღეთ. ეს სამწუხაროა, თუმცა მთელი პროცესი გამოიკვეთა. ჩვენი გამიჯვნა „ქართული ოცნებიდან“ იმიტომ მოხდა, რომ საზოგადოებას სრული სიმართლე მივაწოდოთ, რადგან საშიშროებას ისევ ვხედავთ. ნუ განვსაზღვრავთ მხოლოდ იმით, რომ ვინმე პირდაპირ მოგვიწოდებს, ხელში იარაღი აიღეთ და ომში ჩაერთეთო. მთელი ეს პროცესი, რომელიც ბოლო 3 წელიწადშია აღწერილი, რა ვნებათაღელვა იყო სხვადასხვა მიმართულებებით, ეს ეხება 20 ივნისის თემას, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის წარმოჩენას, დამოკიდებულება პროპორციული არჩევნების თემატიკასთან. თითქოს ზედაპირულად ჩანდა, რომ ეს ყველაფერი ინსტიტუციების გასაძლიერებლად კეთდება, ყველაფერი იყო პირიქით მომართული, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი იყო ერთი, მაგრამ ხელოვნურად კეთდებოდა პოლიტიკური პარტიების და ენჯეო სექტორის მიერ და ამაში ვგულისხმობთ ამერიკის საელჩოს როლს, რომელიც პირდაპირ მფარველობს ამ ადამიანებს. არაერთხელ დავაფიქსირეთ ეს ფაქტი. ჩვენ ფაქტებს ვყვებით, რომ დაამთავრონ ეს ორმაგი სტანდარტი, პირდაპირ ესაუბრონ საქართველოს მოსახლეობას, მის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და არ მოხდეს ასეთი მანიპულაციები, რომელიც ზედაპირზეა. გავემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ ამაზე ვერ ისაუბრებენ, თუმცა, კიდევ ვთვლით, რომ წერილში მოყვანილი კონკრეტული ფაქტები სიმართლეა და აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ ეს სიმართლე იცოდეს, რაში მონაწილეობს და ვის მფარველობს ქალბატონი ელჩი. როცა სამი წლის წინ დაწყებულ პროცესებზე ვსაუბრობ, როცა რუსეთი ემზადებოდა ინტერვენციისთვის, როცა უკრაინის სამხედრო მომზადება ხდებოდა, ასეთ სიტუაციაში ხელოვნურად აუცილებელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ იყო დამოუკიდებელი მართვის სისტემით და ეს მთავრობა ვერ შეძლებდა უკრაინასთან ერთად ომში ჩართვას. ეს პროცესები ყველასთვის ნათელი იყო, რომ შეიძლება ომი დაწყებულიყო და ამისთვის ემზადებოდნენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, განსამარტია ელჩის ორაზროვანი განცხადება, როცა პირდაპირ მოუწოდებს, რომ საქართველო და უკრაინა ერთად უნდა იყვნენ. ყაველაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაა, რომელიც მკაფიოდ ემიჯნება ომის თემატიკას.
„უკრაინა ომშია, ერთად ყოფნაში რას გულისხმობს, ესეც განსამარტია, ორაზროვანია, ესე იგი ჩვენც ომში უნდა ჩავერთოთ? არც ერთხელ არ გაემიჯნა უკრაინის ხელისუფლებას, რომლის თანამდებობის პირები კვირა და დღე არ გავა, საქართველოს ომში ჩართვისკენ არ მოუწოდებდნენ. აქ გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაა, რომელიც მკაფიოდ ემიჯნება ომის თემატიკას. ეს არის მთავარი. არავინ უნდა გაბედოს კულუარებში ნებისმიერ ხელისუფალთან მსგავს საკითხებზე საუბარი, ზედაპირზე სხვა ლაპარაკი და კულუარებში ის ზეწოლები, რომლებიც იყო 43%-ზე, რიგგარეშე არჩევნების თემატიკაზე, როგორ არყევდნენ მთელი 6 თვე, არაფერს ამბობდნენ არც საელჩო და არც ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ეს არის მიზანმიმართული აქცია სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ ყველაფრით ვის ასუსტებდნენ? ასუსტებდნენ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ინსტიტუტებს. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ამას აღვნიშნავთ წერილში. ჩვენ არ მოვეშვებით. მკაფიოდ უნდა გამოვკვეთოთ ყველამ ჩვენ-ჩვენი როლი. საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, რა გზას აირჩევს საქართველო დღესაც და ხვალაც. იყო ზეწოლა, რომ პოლიტიკური კრიზისია და კარგი იქნებოდა დათმობა. იძულებითი ნაბიჯები გადადგა „ქართულმა ოცნებამ“. წერილის ბოლოში დღესაც მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მსგავსი ზეწოლები რომ აღარ განმეორდეს, ფრთხილად უნდა იყოს. ეს არის აუცილებელი გაფრთხილება ჩვენი საზოგადოების. შეხედეთ რას აკეთებს პარალელურ რეჟიმში რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მთელი სამი წელი რა ქმედებებით იყო დაკავებული - კიდევ პარალელური რეალობა შექმნეს, მოწოდება, რომ სტატუსზე უნდა ემუშავა პარლამენტს, ისევ არაფერი ხდება მათ წინააღმდეგ, არც ერთი გამონათქვამი არ აქვს არც კელი დეგნანს, არავინ ემიჯნება იმ პროცესს. ამას ყველა ვხედავთ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალას“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გაეცანით ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 02:46
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.


