შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციები დახურული პროცესით გარიგდნენ კანდიდატებზე, რაც ადასტურებს იმას, როგორი კრიზისია სამოქალაქო სექტორში
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ზუსტად ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხან პარლამენტს, ხან მთავრობას, ხან პარტიებს მიუთითებენ, რომ რაღაც პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, კრიტერიუმებზე დაყრდნობით და საჯარო, დახურული, არაგამჭვირვალე, პროცესით რაღაცნაირად გარიგდნენ რომელიღაც კანდიდატებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის პოსტზე დასახელებული 3 კანდიდატის შერჩევის პროცესს.
მისი თქმით, პარლამენტში სახალხო დამცველის შერჩევის ერთადერთი პროცესი მიმდინარეობს.
„არის გამოცხადებული კონკურსი. 29 სექტემბრის ჩათვლით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოიტანოს განცხადება.
რაც შეეხება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პარალელურ აქტივობებს, ჩვენ ვნახეთ ერთი რამ - ზუსტად იმ ორგანიზაციები, რომლებიც ხან პარლამენტს, ხან მთავრობას, ხან პარტიებს მიუთითებენ, რომ რაღაც პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა იყოს კრიტერიუმებზე დაყრდნობით და საჯარო, დახურული, არაგამჭვირვალე, პროცესით, კრიტერიუმების გარეშე, რაღაცნაირად გარიგდნენ რომელიღაც კანდიდატებზე. ფაქტობრივად, ეს ადასტურებს იმას, თუ როგორი კრიზისი არის სამოქალაქო სექტორში. ისინი თავად ვერც კი სწვდებიან იმ თამასას, რომელსაც ისინი სხვას უყენებენ. ერთი განხილვაც კი არ ჰქონიათ საჯარო, არც კი უთქვამთ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით არის ეს. არავის შეეძლო საკუთარი ინიციატივით მიემართა, რომ მისი კანდიდატურა განეხილათ. ეს არის ფარისევლობა.
როდესაც ეს პროცესი მოწესრიგდა პარლამენტში, „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ სანამ არ დასახელდება კანდიდატები, ჩვენ ამ პროცესში არ ჩავერთვებით. მე, როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი ვამბობ ამას. უნდა მივცეთ შესაძლებლობა ამ კანდიდატებს, რომ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და მთავარი ლეგიტიმური პროცესი არის პარლამენტში მიმდინარე პროცესი. სხვათა შორის, რასაც ვხედავთ, იმ კომუნიკაციით, რომელიც დღესაც მქონა ოპოზიციურ პარტიებთან, ძალიან კარგად მიდის თანამშრომლობა პარტიებს შორის, ამიტომ მაქვს პოზიტიური იმედი, რომ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები მივაღწევთ შეთანხმებას სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
შეფასებებისგან თავს ვიკავებ. ეს პროცესი არის ახლა ოპოზიციის ხელში. ჯერ იქნება დოკუმენტების საფუძველზე 9-კაციანი ჯგუფის მიერ კანდიდატების შეფასება, შემდეგ კი ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, რომ დაასახელოს კანდიდატები, ამიტომ ახლა მთლიანად ოპოზიციის ხელშია ეს პროცესი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი დაასახელეს. მესამე სექტორის დასახელებული კანდიდატები არიან: - მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა აბაშიძე და “სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 16:27
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში როგორც ქართველებს და არა როგორც გერმანელებს, ფრანგებს ან იტალიელებს. ევროკომისიის ოცნებაა შექმნას ისეთი რეალობა, როგორც კომუნისტების დროს - არ არსებობდეს ერები, განსხვავება, იდენტობა
ევროკომისიის ოცნებაა შექმნას ისეთი რეალობა, როგორც კომუნისტური პერიოდის დროს იყო - იყვნენ ერთნაირი მოქალაქეები, არ არსებობდეს ერები, განსხვავება, იდენტობა, რომ მხოლოდ ისეთი ადამიანები არსებობდნენ, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.
26 თებერვალი 2026, 16:18
საზოგადოება
პრეზიდენტმა გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი და „იმედის დილის“ წამყვანი გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.
26 თებერვალი 2026, 16:06
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: როდესაც შენ ასანქცირებ მედიას, სინამდვილეში შენ სანქციებს უწესებ დემოკრატიას. უკაცრავად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი თანდათანობით მიიწევს საბჭოთა კავშირის, ბელარუსის გზით
როდესაც შენ ასანქცირებ მედიას, სინამდვილეში შენ სანქციებს უწესებ დემოკრატიას, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა.
26 თებერვალი 2026, 15:57
მსოფლიო
ტიერი მარიანი: ქართველ ხალხს ერთ რამეს გეტყვით - გსურთ ევროკავშირში შესვლა? თქვენ იქ მოხვდებით ცუდ დროს. მოხვდებით იმ დროს, როდესაც იქნება მხოლოდ ვალი. გსურთ ჩვენთან ერთად ვალი გადაიხადოთ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
ქართველ ხალხს ერთ რამეს გეტყვით - გსურთ ევროკავშირში შესვლა? თქვენ იქ მოხვდებით ცუდ დროს. მოხვდებით იმ დროს, როდესაც იქნება მხოლოდ ვალი. გსურთ ჩვენთან ერთად ვალი გადაიხადოთ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა „ქრონიკას“.
26 თებერვალი 2026, 15:53
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: თუ საქართველო დაუყოვნებლივ მიიღებს სანქციებს, გამოაგზავნის ჯარს და მეორე ფრონტს გახსნის, ევროკავშირი მას საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. მაგრამ ეს კატასტროფული იქნება საქართველოსთვის
„უნდა გაიგოთ, რომ ევროპა იცვლება. მე ფრანგი ვარ, ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყნის წარმომადგენელი. მაგრამ ევროკავშირის თავდაპირველი ოცნება ასეთი არ იყო. ქალბატონი ფონ დერ ლაიენის მმართველობისას, ევროკავშირი იცვლება. მათ სურთ ყველა სახელმწიფოსთვის ერთნაირი პოლიტიკის განხორციელება და არ სურთ, რომ ზოგმა ქვეყანამ განსხვავებულად იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ არიან კრიტიკულად განწყობილები საქართველოს მთავრობის მიმართ. ამ ევროკავშირის ლიდერების ოცნება ნათელია: თუ საქართველო დაუყოვნებლივ მიიღებს სანქციებს, გამოაგზავნის ჯარს და მეორე ფრონტის გახსნას დაიწყებს, ევროკავშირი მას საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. მაგრამ ეს კატასტროფული იქნება საქართველოსთვის, როგორც 2008 წელს. ამიტომ, რეალურად, საქართველო არ მიყვება იმ ხაზს, რაც მათ სურთ“, - აცხადებს მარიანი.
26 თებერვალი 2026, 15:51
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: ვინც ფონ დერ ლაიენის კომისიის ხაზს არ მიჰყვება, აშანტაჟებენ. მაგალითად ორბანს, სლოვაკეთის მთავრობას ეუბნებიან, რომ ფულს ვერ მიიღებთ. თუ არ ხართ ევროკავშირში, მაგალითად, სერბეთს ან საქართველოს, აშანტაჟებენ ვიზებით
ევროკავშირის ოცნებაა შეცვალოს მთავრობები, რომლებიც არ არიან ქალბატონი ფონ დერ ლაიენის კომისიის ხაზზე, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“.
26 თებერვალი 2026, 15:37
მსოფლიო
ბრიტანეთის „კონსერვატორების“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა კირ სტარმერის „ლეიბორისტულ პარტიას“ „პედოფილების დამცველი პარტია“ უწოდა
ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის „ლეიბორისტულ პარტიას“ „პედოფილების დამცველი პარტია“ უწოდა.
26 თებერვალი 2026, 15:24
პოლიტიკა
მიქაელ ჯაბაროვი: საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ეკონომიკური ფორუმი და ბიზნესსექტორის შეხვედრა ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი ნაბიჯია
სამმხრივი ეკონომიკური ფორუმი და ბიზნესსექტორის შეხვედრა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაელ ჯაბაროვმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ ბიზნესფორუმზე.
26 თებერვალი 2026, 15:23
ეკონომიკა
თურქეთის ეკონომიკის მინისტრი: თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2008 წლიდან გვაქვს წარმატებული მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ერთობლივად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე
თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2008 წლიდან გვაქვს წარმატებული მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ერთობლივად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და მომსახურების სფეროებში, მათ შორის საავიაციო და საპორტო ოპერაციებში, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, ომერ ბოლატმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში.
26 თებერვალი 2026, 15:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყველას გილოცავთ ამ საპატივცემულო ჯილდოების მიღებას და გისურვებთ ამაყად გეტარებინოთ ქართული კულტურის ამაგდართა წოდება, რადგანაც სწორედ ესაა ის იდეოლოგია და თვითშეგნება, რაც ასაზრდოებს ჩვენს ერს
„ქართული კულტურა არის სწორედ ის, რაც გვახსენებს თუ რისთვის ვიბრძვით, რას ვიცავთ და რას ვუფრთხილდებით”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 თებერვალი 2026, 15:18
რეგიონი
გივი მიქანაძემ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა გახსნა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა.
26 თებერვალი 2026, 15:02
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ევროპა დაშლის გზას ადგას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპა დღევანდელი პოლიტიკით დაშლის გზას ადგას.
26 თებერვალი 2026, 14:57
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ჩვენ კიდევ ბევრ აღიარებას მოვისმენთ, მათ შორის უმაღლესი დონიდან. გვესმის უკვე ბრიუსელიდან, მანამდე ვაშინგტონიდან გავიგეთ ასევე USAID-ისა და NED-ის შესახებ
ევროპარლამენტარ ანდრაშ ლასლოს განცახდებას, რომ ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა უნგრეთსა და რეგიონში კორუმპირებული პოლიტიკური ქსელების შექმნაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა.
26 თებერვალი 2026, 14:54
პოლიტიკა
ვახტანგ თოფურია: პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს - აცხადებენ, რომ „ძალიან დიდი ხანია, სიტყვის თავისუფლება აქვს“, მაშინ, როცა ერთ წელიწადში, პოსტების გამო, 12 000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს
პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს, - წერს „ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე.
26 თებერვალი 2026, 14:50
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ბრალდების შინაარსი - რატომ აშუქებენ მოვლენებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, უბედურება ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს უხარია. დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე
თითქმის, ყოველი მეორე, თუ ყველა არა „ტვ იმედში“ და „პოს ტვ“-ში ჩემი მეგობარია. არნახული უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები. არ დააკლეს დარბევა, ბულინგი, მიტაცება და ათასი საშინელება ამ ხალხს, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას და „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის დასანქცირებას, სოციალურ ქსელში.
26 თებერვალი 2026, 14:49
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან
რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოწოდებების შეფასებისას.
26 თებერვალი 2026, 14:49
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა გრძელდება
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის და ჯამში, ათი ბრალდებულის პროცესზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან.
26 თებერვალი 2026, 14:47
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: როდესაც ევროკავშირს ვთხოვთ, გაასაჯაროონ თუ ვის უხდიან საქართველოში ფულს, ამას არ აკეთებენ, იქიდან გამომდინარე რომ აფინანსებენ სწორედ მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართულები იყვნენ 5 რევოლუციის მოწყობის სცენარში
„როდესაც ევროკავშირს ვთხოვთ, გაასაჯაროონ თუ რას აფინანსებენ და ვის უხდიან საქართველოში ფულს, ისინი ამას არ აკეთებენ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დადასტურებული ინფორმაციით, აფინანსებენ სწორედ მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართულები იყვნენ 5 რევოლუციის მოწყობის სცენარში საქართველოში. იმ მდიდარ „ენჯეოებს“ იყენებენ ისინი ინსტრუმენტად და ამ მდიდარი „ენჯეოების“ ხელით გვთხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში და შეიარაღების გადაცემას უკრაინისთვის, რაც პირდაპირ გულისხმობდა ესკალაციას რუსეთის ფედერაციასთან. ზოგადად, როგორ ბინძურად იყენებენ ევრობიუროკრატები არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს თვითონ ევროკავშირის კონტროლის პალატამ - აუდიტის სამსახურმა ამხილა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
26 თებერვალი 2026, 14:45
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც საქართველომ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ის გმობს აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ გააგზავნის მოხალისე ჯარისკაცებს ოფიციალურად უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია წამოვიდა
როდესაც საქართველომ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ის გმობს აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ გააგზავნის მოხალისე ჯარისკაცებს ოფიციალურად უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია წამოვიდა, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
26 თებერვალი 2026, 14:43
მსოფლიო
ანდრაშ ლასლო: პრეზიდენტმა ტრამპმა, შესაძლოა, USAID-ი დახურა, მაგრამ კორუმპირებული პოლიტიკური ქსელის წევრები ჯერ კიდევ ფეხზე დგანან
საერთაშორისო დახმარება, როგორც პოლიტიკური ჩარევის ინსტრუმენტი. ამ თემაზე ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელ X-ში წერს.


