პრემიერი: საქართველო და გერმანია სანდო პარტნიორებად იქცნენ; გერმანიას შეუძლია, კიდევ მეტად დაეყრდნოს საქართველოს, რადგან ჩვენ საერთო ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების მხარდაჭერის გაგრძელება გვაქვს მიზნად დასახული
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს და გერმანიას მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდათ და სანდო პარტნიორებად იქცნენ. ჩვენ ვიზიარებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისებრივად სრულიად ახალ დონეზე ავიდა. დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ჩვენმა ქვეყნებმა ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა განავითარეს მრავალი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გერმანიის ერთობის მაგალითზე ყველანი ვხედავთ, რისი მიღწევა ძალუძს ერს გაერთიანებული ძალისხმევით.
„საღამო მშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ფიშერ, მაქვს პატივი, თქვენთან და გერმანელ ხალხთან ერთად ვიზეიმო გერმანიის ერთობის დღე. ბერლინის კედელი - დაყოფის, ომისა და უარყოფის სიმბოლო - 30-ზე მეტი წლის წინ დაეცა. გლობალური მასშტაბის მქონე ამ ისტორიული მოვლენიდან ერთი წლის შემდეგ, გერმანელმა ერმა საბოლოოდ მოახერხა მრავალი თაობის გერმანელთა ნანატრი ოცნება აესრულებინა და გერმანია გაეერთიანებინა ერთ, ძლიერ და აყვავებულ ქვეყნად. გერმანიის ერთობის მაგალითზე ყველანი ვხედავთ, რისი მიღწევა ძალუძს ერს გაერთიანებული ძალისხმევით. ყველანი ვხედავთ, რომ ხალხი მშვიდობიანად ახერხებს თანაარსებობასა და სწრაფვას, თავისუფალი საზოგადოების შექმნას, უკლებლივ ყველა ადამიანის უფლების დაცვას, სამართლის უზენაესობას, ძლიერ დემოკრატიასა და აყვავებულ ეკონომიკას. გერმანიამ დიდი გზა გამოიარა ცივი ომის შემდეგ, როდესაც დაყოფისა და დაპირისპირების ცენტრალურ ხაზზე იყო. ევროპის ქვეყნებს შორის ინტეგრაციის ცენტრად იქცა გერმანია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გერმანია საქართველოსთვის სანიმუშო მაგალითი და მისაბაძი მოდელია, რადგან იგივე გამოწვევების წინაშე ვართ, რაც გერმანიამ ხავერდოვნად და წარმატებით დაძლია 30-ზე მეტი წლის წინ. გერმანია ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად იქცა ევროკავშირში, რადგან თავად გაძლიერდა და წარმოჩინდა ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრად, რომელსაც საკუთარი წვლილი შეაქვს მთელ კონტინენტზე მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში,“- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველო დიდად აფასებს გერმანიის როლს განვითარებაზე ორიენტირებული წამყვანი პარტნიორის რანგში, რომელიც ქმედითად ახორციელებს დახმარებას ისეთი ფედერალური უწყებების საშუალებით, როგორიცაა KfW, GIZ და სხვა გერმანული დაწესებულებები, რომლებიც ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს მიჰყვებიან.
„ამ გამოწვევებით სავსე დროს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ევროპის უსაფრთხოება საშიშროების წინაშეა, 3 ოქტომბერი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ხდება აშკარა, რომ მხოლოდ ერთობით შევძლებთ დავიცვათ საერთო ღირებულებები და საერთო-ევროპული სახლი. საქართველოსა და გერმანიას მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდათ და სანდო პარტნიორებად იქცნენ. ჩვენ ვიზიარებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისებრივად სრულიად ახალ დონეზე ავიდა. დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ჩვენმა ქვეყნებმა ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა განავითარეს მრავალი მიმართულებით.
დიდად ვაფასებთ გერმანიის როლს განვითარებაზე ორიენტირებული წამყვანი პარტნიორის რანგში, რომელიც ქმედითად ახორციელებს დახმარებას ისეთი ფედერალური უწყებების საშუალებით, როგორიცაა KfW, GIZ და სხვა გერმანული დაწესებულებები, რომლებიც ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს მიჰყვებიან. ბოლო წლებში გერმანია უმსხვილეს ორმხრივ დონორ ქვეყნად იქცა ჩვენთვის უცხოური დახმარების ნაწილში და ჩვენ მადლობას გიხდით ამისათვის. დიდად მწამს, რომ გერმანია კიდევ უფრო მეტად შეინარჩუნებს ძლიერ პოზიციას და ფლაგმანის როლს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციის ნაწილში. მეორე მხრივ, გერმანიას შეუძლია კიდევ მეტად დაეყრდნოს საქართველოს, რადგან ჩვენ საერთო-ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების მხარდაჭერის გაგრძელება გვაქვს მიზნად დასახული და ჩვენი წვლილის შეტანა გვაქვს განზრახული რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში. საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ გერმანიის ერთობის დღეს! მადლობა!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა. შესრულდა საქართველოს, გერმანიისა და ევროკავშირის ჰიმნები.
ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ყველა სიახლე
15 აპრილი 2026, 09:18
მსოფლიო
ტრამპი: ვინმემ აუხსენით პაპ ლეოს, რომ ირანმა უკანასკნელ ორ თვეში 42 ათასი უდანაშაულო, პროტესტის შეუიარაღებელი მონაწილე მოკლა
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რომის პაპ, ლეო მე-XIV-ს შორის სიტყვიერი კამათი გრძელდება.
15 აპრილი 2026, 09:02
მსოფლიო
ტრამპი: ნატომ მხარი არ დაგვიჭირა და მომავალშიც არ დაგვიჭერს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა
15 აპრილი 2026, 08:57
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 აპრილს საქართველოში
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მშრალი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
15 აპრილი 2026, 08:48
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს თბილისის აეროპორტში, გულშემატკივრებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს
ტურნირში 26 ქვეყნის ნაკრებები მონაწილეობდნენ. საქართველომ ჯგუფში ბრაზილიას და სლოვენიას სძლია, რის შემდეგაც პლეიოფში თურქეთს და უკრაინას მოუგო. გადამწყვეტი ნახევარფინალური შეხვედრა რევაზ ჩომახიძის გუნდმა გერმანიასთან 19:13 მოიგო და ტურნირის ფინალში გასვლასთან ერთად, მსოფლიოს ტოპ 8 ნაკრებს შორის მოხვდა.
15 აპრილი 2026, 08:35
რეგიონი
კახეთში სალიკვიდაციო სამუშაოები მეოთხე დღეა ინტენსიურად გრძელდება
შესაბამისი სამსახურები უახლოეს დღეებში შეისწავლიან ჭერემთან დამაკავშირებელ გზაზე არსებულ ვითარებას და გატარდება საჭირო ღონისძიებები.
15 აპრილი 2026, 08:33
რეგიონი
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
15 აპრილი 2026, 08:31
საზოგადოება
მეუფე იოანე: ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება.
15 აპრილი 2026, 08:24
პოლიტიკა
ნინო წილოსანი „ნაცმოძრაობაზე“: დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან და მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება
ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც თავისი აქტივისტებით, პოლიტიკოსებით, მათი კუთვნილი ტელევიზიებით წლებია ებრძვიან ქართულ ეკლესიას, ებრძოდნენ პატრიარქს. კიდევ ერთხელ დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან, როგორი ძლიერია ეკლესია და რა თქმა უნდა, მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება“, - აღნიშნა წილოსანმა.
15 აპრილი 2026, 08:16
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“
თინა ბოკუჩავასთვის ეკლესია მოედანია, რომელზეც, მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა შევიდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“.
15 აპრილი 2026, 08:01
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციაზე: ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად
„გახარიას პოლიტიკური პარტია ზუსტად იმავე მიდგომებს იზიარებს, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გააჩნია - თითქოს ჩვენ ვართ ბრიუსელის წინაშე ვალში და ფაქტია, რომ ამაზე არცერთი კვლევა მეტყველებს. აქ უფრო პოლიტიკური სპეკულაციებია, ვიდრე ობიექტურ ანალიზზე დამოკიდებულება. ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
15 აპრილი 2026, 07:58
პოლიტიკა
სტამბოლში დღეს საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა გაიხსნება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით
„იმედის გაღვივება, მშვიდობის უზრუნველყოფა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის“ - ამ თემებს მიეძღვნება საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა, რომელსაც წელს თურქეთი მასპინძლობს. ასამბლეა სტამბოლში დღეს იხსნება.
15 აპრილი 2026, 07:54
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს
პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციით დაიწყება.
15 აპრილი 2026, 03:00
მსოფლიო
Fox News-ის ჟურნალისტი მარია ბარტირომო აშშ-ის პრეზიდენტთან ინტერვიუს შემდეგ: დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს
ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს, - ამის შესახებ Fox News-ის ჟურნალისტმა, მარია ბარტირომომ თეთრი სახლის ლიდერთან ინტერვიუს შემდეგ განაცხადა.
15 აპრილი 2026, 02:44
მსოფლიო
Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს
ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 02:31
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი პეტერ მადიართან სატელეფონო საუბრის შემდეგ: საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს განაცხადა, რომ ესაუბრა უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულ პეტერ მადიარს და აღნიშნა, რომ საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად.
15 აპრილი 2026, 02:20
მსოფლიო
The Guardian: ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 01:18
სპორტი
კვარაცხელიას „პსჟ“-მ მამარდაშვილის „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში „პსჟ“-მ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შედეგად ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-სა და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ ორრაუნდიანი დაპირისპირების შედეგი 4:0-ია.
15 აპრილი 2026, 00:54
მსოფლიო
კრემლმა განაცხადა, რომ კმაყოფილია პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის
კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ კმაყოფილია უნგრეთის არჩეული პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის და დასძინა, რომ საკუთარ პოზიციას მისი ახალი მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე დააფუძნებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 00:41
სპორტი
სპორტის მინისტრი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო - თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს 16-19 აპრილს უმასპინძლებს
16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობის მოსამზადებელ სამუშაოებს „თბილისი არენაზე“ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე გაეცნო. ინორმაციას სპორტის მსამინისტრო ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 23:56
საზოგადოება
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე ხუთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


