პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
გივი მიქანაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებებზე კოლეგებს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ გააცნო.
საკანონმდებლო ცვლილებები ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვას ეხება. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების გარდა, ცვლილებებზე მუშაობისას გათვალისწინებულია GRECO-ს რეკომენდაციებიც. დეპუტატმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა.
„აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა რეგლამენტის საფუძველზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომელშიც მმართველ გუნდთან ერთად, ოპოზიციის ნაწილი და შესაბამისი უწყებები იყვნენ ჩართული. ბოლო ორ თვეში სამუშაო ჯგუფმა, კონკრეტული, დეტალური განხილვის საფუძველზე შეიმუშავა ცვლილებების ის პაკეტი, რომელიც ჩვენს კანონმდებლობას ფუნდამენტურად ახალ ფორმატში წარმოგვიდგენს. ეს არის უმაღლესი სტანდარტი, რაც დღეს დამკვიდრებული არის რიგ მოწინავე სახელმწიფოებში, რომელზეც 2024 წლიდან ჩვენ ვაპირებთ გადასვლას, თუმცა რიგი საკითხები ძალაში მანამდეც შედის. კანონპროექტი, მმართველი გუნდის მიერ დათქმულ ვადაზე ადრე დაინიცირდა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
პროექტის მიხედვით, 2024 წლიდან საქართველო ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადავა. ელექტრონული საარჩევნო სისტემა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებას, ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს გულისხმობს.
„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე ჯარიმა ორმაგდება და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა იზრდება. წესდება საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრთა სერტიფიცირება და შეიქმნება სერტიფიცირებულ კომისიის წევრთა ბაზა. პროექტის თანახმად, თუ საარჩევნო უბანში დათვლის შედეგად დაფიქსირდა 5 ან 5-ზე მეტი ან 10 ან 10-ზე მეტით ნაკლები ბიულეტენი მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით, საარჩევნო უბანი გადათვლას დაექვემდებარება. მარკირებას დაექვემდებარება ამომრჩეველი, ვინც გადასატანი ყუთით ისარგებლებს. „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით, იზრდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა. ცვლილებების პროექტით, ფართოვდება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა მანდატი. გივი მიქანაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აღნიშნული ელექტრონული აპარატურით იგეგმება, რომელიც მოიცავს საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა, სულ მცირე, 70%-ს, თუმცა ეს რიცხვი დეპუტატის ინფორმაციით, შესაძლოა, მეტიც იყოს.
„წარმოდგენილი პროექტები ასახავს იმ საჭიროებებს და რეალობებს, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სტანდარტების ამაღლების, ადამიანის უფლებების და საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 13:01
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი დემოგაფიულ გამოწვევებზე: სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება. კეთილდღეობა, რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, შემდეგ ოჯახები თავს იკავებენ [შვილის გაჩენისგან]. იმიტომ, რომ დაკავებულები არიან ჯერ კარიერით
სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება. კეთილდღეობა, რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, შემდეგ ოჯახები თავს იკავებენ [შვილის გაჩენისგან]. იმიტომ, რომ დაკავებულები არიან ჯერ კარიერით, გეგმავენ. დაგეგმვის მიმართ კულტურის შემოსვლა, ასევე, ბავშვის გაჩენის თუ გაზრდის დაგეგმარებაში გადადის. ის, რაც მანამდე იყო სპონტანური, ემოციური, რომ შვილი ჰყოლოდათ, ბევრი შვილი ჰყოლოდათ, დღეს უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებებშია და რაციონალური მსჯელობის დროს შეიძლება ადამიანმა სხვადასხვანაირად დაალაგოს პრიორიტეტები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დემოგრაფიულ გამოწვევებზე საუბრისას.
11 სექტემბერი 2026, 12:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩვენ არ გვეხება გერმანიაში AFD-ის აკრძალვა, ან ის, რომ უკრაინაში 20 პარტია აკრძალეს, მოლდოვაში რომ 3, თუ 5 პარტია აკრძალეს, რომ ლეპენს არჩევნებზე გასვლა აუკრძალეს საფრანგეთში, ისევე არ ეხება საფრანგეთს, გერმანიას, უკრაინას, მოლდოვას, თუ სხვა ქვეყანას, რასთან დაკავშირებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ თუ არ ვერევით, ისინი რატომ ერევიან, თვალის ფერი დაგვიწუნეს, კანის, თუ თმის?!
როგორც ჩვენ არ გვეხება გერმანიაში AFD-ის აკრძალვა, ან ის, რომ უკრაინაში 20 პარტია აკრძალეს, მოლდოვაში რომ 3, თუ 5 პარტია აკრძალეს, რომ ლეპენს არჩევნებზე გასვლა აუკრძალეს საფრანგეთში, ისევე არ ეხება საფრანგეთს, გერმანიას, უკრაინას, მოლდოვას, თუ სხვა ქვეყანას რასთან დაკავშირებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ თუ არ ვერევით, ისინი რატომ ერევიან, თვალის ფერი დაგვიწუნეს, კანის, თუ თმის?! - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
11 სექტემბერი 2026, 12:56
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო
ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 12:48
მსოფლიო
The Wall Street Journal: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა და ამისთვის მარაგებში არსებული კომპონენტებისა და მიწისქვეშა საწარმოო ობიექტების გამოყენება დაიწყო. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 12:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი თორნიკე რაზმაძის განცხადებაზე: უნდა, რომ თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი
[თორნიკე რაზმაძეს] უნდა თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
11 სექტემბერი 2026, 12:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სასაცილოა უკვე - იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ უკვე სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვესმის
ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სასაცილოა უკვე. როდესაც [ევროკავშირის] წევრებიც არ არიან, არიან კანდიდატები და სუვერენული ქვეყნები, ცდილობენ მათ საგარეო პოლიტიკასა და საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით პირდაპირ ულტიმატუმები დაუყენონ. ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს ამერიკის შეერთებული შტატები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.
11 სექტემბერი 2026, 12:29
საზოგადოება
11-დან 14 სექტემბრამდე ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით (შეჯიბრება RedBullSoapboxRace), 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.
11 სექტემბერი 2026, 12:27
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონი მგზავრისათვის გათვალისწინებული სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა. აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს
2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
11 სექტემბერი 2026, 12:25
საზოგადოება
გეოლოგიურ საფრთხეთა მონიტორინგის თანამედროვე სისტემების გამოყენებაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა გეოლოგიურ საფრთხეთა თანამედროვე მონიტორინგისა და შეფასების მეთოდების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს. ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით გაიმართა.
11 სექტემბერი 2026, 12:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ხალხს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს
ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ხალხს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე.
11 სექტემბერი 2026, 12:12
მსოფლიო
ვენსმა აქციის მექსიკის დროშიან მონაწილეს მიმართა: თუ მექსიკა ასე გიყვარს, იქ წადი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკური“ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას დარბაზში მყოფ ერთ-ერთ ადამიანთან, რომელიც მექსიკისა და პალესტინის დროშებს აფრიალებდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:58
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ ან ანა წითლიძე იტყუება, ან გვარამიამ მოატყუა ის, რომ 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამიამ მას უთხრა, რომ მიშას გაწევდა და 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა.
11 სექტემბერი 2026, 11:48
მსოფლიო
პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება იზღუდება
ბრიტანელი პოლიტიკოსი და პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი გაერთიანებულ სამეფოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობს.
11 სექტემბერი 2026, 11:43
საზოგადოება
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია. ინფორმაციას სსიპ განათლების მართის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:40
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელს რეკორდული იყო მგზავრთნაკადის სტატისტიკა - 5 მილიონ 700 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში
ჩვენ დავიწყეთ მომზადება მომავალი პერიოდისთვის, იმისთვის, რომ გაზრდილ მგზავრთნაკადს, გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს, გაზრდილ ავიაკომპანიების რაოდენობას ჩვენი ქვეყანა ინფრასტრუქტურულად მზად დახვდეს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
11 სექტემბერი 2026, 11:33
საზოგადოება
სტუდენტებს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის სტატუსის დადასტურება შეუძლიათ - ისინი შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით სარგებლობას შეძლებენ
სტუდენტებს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის სტატუსის დადასტურება შეუძლიათ. განმცხადებელი უნდა იყოს ავტორიზებული უმაღლესი დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი არ აქვს. ID ბარათის QR კოდზე ასახული სტატუსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით.
11 სექტემბერი 2026, 11:30
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა
საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
11 სექტემბერი 2026, 11:29
ეკონომიკა
ნათია თურნავამ SARAS-ის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:25
მსოფლიო
პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორგანიზაცია BRICS-ის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ინდოეთში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:20
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან დიდი ყურადღება დავუთმეთ და ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებას და შემდგომ განვითარებას
ტრანსპორტის სექტორი მრავალმიმართულებიანია და ჩვენ მუდმივად ვუყურებთ მის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში ტრანსპორტის სექტორზე საუბრისას.


