www.imedi.ge /  06 ოქტომბერი 2022, 11:31 / სანდო წყარო

ზაზა შათირიშვილი: გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არ გადააყოლა ივანიშვილის ფულს ქვეყანა, არამედ ივანიშვილმა გადააყოლა ქვეყანას თავისი ფული

ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი

ნაციონალები მოქმედ ხელისუფლებას ხშირად აბრალებენ, ქვეყანა ივანიშვილის ფულს გადააყოლესო. სინამდვილეში, მისი ადვოკატის წერილიდან ირკვევა, რომ ივანიშვილს, პოლიტიკური გარიგების სანაცვლოდ, 2 მილიარდ დოლარზე მეტს უბრუნებდნენ და მან ამ მაცდუნებელ გარიგებას ქვეყნის ინტერესების გამო ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არ გადააყოლა ივანიშვილის ფულს ქვეყანა, არამედ ივანიშვილმა გადააყოლა ქვეყანას თავისი ფული, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

„კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის დავის გარშემო ახალი საინტერესო დეტალები ხდება ცნობილი, რასაც აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო. პირველ რიგში, კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება სულ მალე გამოცხადდება და ძალიან მაღალი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილი, ბერმუდის საქმის მსგავსად, ამ საქმესაც მოიგებს, რაც სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ამ საქმის მოგება იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ივანიშვილი მისთვის მოპარულ ფულს, ზედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ, პოლიტიკური ბარიერების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც დაიბრუნებს. ასევე, კმაყოფილება მინდა გამოვხატო იმ ფაქტითაც, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის მარტიდან გაჩერებული თანხების მართალია მცირე, მაგრამ გარკვეული ნაწილის გადმორიცხვა უკვე მოუწია.

ბერმუდასა და სინგაპურში მოგებულ თანხებს შვეიცარიის სასამართლოში მიმდინარე დავის საგანს და მოპარვას გადარჩენილ თანხასაც თუ მივათვლით, გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილს, საერთო ჯამში, შვეიცარიაში 2 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დანაშაულებრივად დაკავებული. გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილი ამ თანხის უდიდესი ნაწილის საქართველოში ქველმოქმედებაზე მიმართვას აპირებს, ივანიშვილის მიერ მისი დაბრუნებით, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, სუბიექტურადაც უნდა ვიყოთ დაინტერესებული.

როგორც ირკვევა, ივანიშვილს თანხა „კრედიტ სუისში“ 2005 წლიდან ჰქონდა ჩადებული და ბანკი მას 3 წლის მანძილზე პრობლემების გარეშე ემსახურებოდა. პრობლემები სათავეს 2008 წლიდან იღებს, როდესაც შვეიცარიულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის გაუგონარი ძარცვა დაიწყო. ეს ზუსტად ის დროა, როდესაც 7 ნოემბრისა და საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ, ივანიშვილმა სააკაშვილს მძიმე პოლიტიკური დიაგნოზი საბოლოოდ დაუსვა და მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტა. ივანიშვილის შვეიცარიული ანგარიშიდან ყველაზე მსხვილი თანხები სწორედ იმ პერიოდში, 2008-2010 წლებში მოიხსნა.

როგორც ბიძინა ივანიშვილისგან პირადად მაქვს მოსმენილი, მას 2007 წლის 7 ნოემბერს ადამიანების სასტიკ დარბევაზე და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრაზე ძალიან მკვეთრი რეაქცია ჰქონდა. როგორც ცნობილია, სააკაშვილს მაშინ თანამდებობიდან გადადგომა მოუწია, თუმცა, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები უხეშად გააყალბა, რაც ივანიშვილისთვის საბოლოო წითელ ხაზად იქცა. 2008 წლის იანვარში ის სააკაშვილს დაემშვიდობა და ყოველგვარი კომუნიკაცია აუკრძალა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა გამომშვიდობებისას სააკაშვილს უთხრა, რომ პოლიტიკაში შესვლას არ გეგმავდა და წინ არ დაუდგებოდა. მას შემდეგ, სააკაშვილი ივანიშვილის შემორიგებას აქტიურად ცდილობდა და ამისათვის რამდენჯერმე სანდრა რულოვსიც დაიხმარა, თუმცა, უშედეგოდ.

ორიოდე თვის წინ, საზოგადოებას გავაცანი ჩემი არგუმენტირებული დასკვნა იმის თაობაზე, რომ „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტს სრულად ამერიკელები აკონტროლებენ და ბიძინა ივანიშვილის საბანკო ანგარიშის ძარცვაც მათგან იყო კოორდინირებული. ამაზე დავით უსუფაშვილმა ამერიკელების დასაცავად მიპასუხა, ივანიშვილი „კრედიტ სუისის“ თემაზე 2015 წელს მესაუბრა და მაშინ ანგარიშის ძარცვას ამერიკელებს აბრალებდა, თუმცა, მოგვიანებით, ეს ვერსია თავადვე უარყოო. რეალურად, უსუფაშვილს, ამერიკელების დაცვაზე მეტად, მათი მხილება გამოუვიდა. გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრობლემის სათავეს ჯერ კიდევ 2015 წელს მიაგნო, ხოლო მოგვიანებით უსუფაშვილთან ეს ვერსია რატომ უარყო, ამერიკელებთან უსუფაშვილის მკაცრი სუბორდინაციის გათვალისწინებით, ძნელი გამოსაცნობი არაა.

ბანკის მენეჯმენტმა ძარცვის შესახებ ჯერ კიდევ 2010 წელს ყველაფერი იცოდა, რასაც სისტემაში დაფიქსირებული ასეულობით განგაშის სიგნალიც ადასტურებს და ეს ფაქტი შვეიცარიის ფინანსური მარეგულირებელი ორგანოს ანგარიშში ოფიციალურად არის აღწერილი. თუმცა, ბანკის მენეჯმენტს ანგარიშის ძარცვაზე არათუ რეაგირება არ მოუხდენია, არამედ, პირიქით, დანაშაულის მთავარ ამსრულებელს, პატრის ლესკოდრონს იმ პერიოდში პრემიას პრემიაზე უწერდა. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის თანხების მითვისება ლესკოდრონის თვითშემოქმედება არ გახლდათ და ამ დანაშაულში ბანკის მთელი მენეჯმენტი იყო ჩართული. დეტალებსაც რომ არ ჩავუღრმავდეთ, იმის მტკიცება, რომ ასეულობით მილიონ დოლარს ბანკის ერთ-ერთი კლერკი წლების მანძილზე მარტო იპარავდა, სრულიად ღიმილისმომგვრელია და ამას ბავშვიც კი არ დაიჯერებს. ამ პირობებში, ის, რომ შვეიცარიულმა ბანკმა და სასამართლომ უპრეცედენტო მასშტაბის ძარცვაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ კაცს დააკისრეს, ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს.

ის გარემოებაც, რომ ბანკი ნაძარცვი ფულის დაბრუნებას წაგებისთვის განწირული სასამართლო პროცესების მეშვეობით აჭიანურებს, დამატებით ადასტურებს, რომ ეს ძარცვა მთლიანად ბანკის მენეჯმენტის კარნახით განხორციელდა. სასამართლო პროცესებით ძარცვის ისტორიის გახანგრძლივება არაფერში აწყობს თავად ბანკს, სამაგიეროდ სრულებით აწყობს იმ ძალას, რომელიც ბანკის განადგურებით არის დაინტერესებული.

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე ქართული ბანკის თანამშრომელი დეპოზიტზე განთავსებულ თქვენს თანხას ანგარიშიდან აქრობს და ამის აღმოჩენის შემდეგ, ბანკი თანხას არათუ დაუყოვნებლივ არ გიბრუნებთ, არამედ დროის გასაჭიანურებლად, სასამართლოში სარჩელის შეტანასაც კი გაიძულებთ, სადაც თანხის დაბრუნების შესაჩერებლად თქვენთან ხანგრძლივ დავას აწარმოებს. იქვე ისიც წარმოიდგინეთ, თუ როგორ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებდა ამგვარი ფაქტი შესაბამის ქართულ ბანკს. ახლა კი, წარმოიდგინეთ, რომ ზუსტად იგივე არა საქართველოში, არამედ შვეიცარიაში ხდება, სადაც ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის მენეჯმენტი შვეიცარიის საბანკო სისტემის საუკუნეების მანძილზე ნაშენებ რეპუტაციას ერთი ხელის მოსმით ანგრევს.

საინტერესოა, რომ საუკუნის ძარცვის უშუალო ამსრულებელს, პატრის ლესკოდრონს შვეიცარიულმა სასამართლომ მხოლოდ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო ვადაზე ადრე განთავისუფლების შემდეგ, ველოსიპედით სასეირნოდ გასული ლესკოდრონი საეჭვო გარემოებებში ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. საინტერესოა ისიც, რომ ძარცვის საქმის ოქროს მოწმე ბიძინა ივანიშვილსა და ბანკს შორის სასამართლო დავის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაიღუპა. ლესკუდრონის საეჭვო გარდაცვალების უკან სპეცსამსახურების ხელწერის ამოცნობა არცთუ რთულია.

ივანიშვილის ქართველი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი ბოლოდროინდელი მოვლენებიდან ერთ საინტერესო ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას. როგორც ირკვევა, სინგაპურში სამართლებრივი დავის მიმდინარეობისას, რომელიც 5-23 სექტემბერს წარიმართებოდა, ივანიშვილს „კრედიტ სუისის“ ახლად დანიშნულმა მთავარმა იურისტმა ბოდიშის მოსახდელად და მოსალაპარაკებლად საქართველოში ჩამოსვლა შესთავაზა. პროცესზე ის ღიად გამოხატავდა ივანიშვილის სასარგებლო პოზიციას, აგრეთვე უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ბანკმა ეს საქმე სადაო გახადა და ივანიშვილს მორიგება იმთავითვე არ შესთავაზა. მთავარი იურისტი აფიქსირებდა მზაობას, ერთი მხრივ, ივანიშვილის კუთვნილი 2 მილიარდი დოლარი სრულად მის განკარგულებაში გადაეცა, ხოლო, მეორე მხრივ, ყველა შეფერხებული გადარიცხვის განხორციელება უზრუნველეყო. თუმცა, ყიფიანის წერილიდანვე ირკვევა, რომ რამდენიმე დღეში ბანკის მენეჯმენტმა მთავარი იურისტის ეს წინადადება უკან წაიღო.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილმა აქაც სწორად შეაფასა ვითარება და „კრედიტ სუისის“ მთავარ იურისტს საქართველოში შეხვედრაზე თავიდანვე უარი უთხრა. ცხადია, შვეიცარიული ბანკის მთავარი იურისტი ივანიშვილთან, თანხასთან ერთად, პირველ რიგში, პრობლემის მიზეზზე, ანუ პოლიტიკაზე შეეცდებოდა მოლაპარაკებას. თუ მთავარ იურისტს ფინანსურ საკითხზე სურდა მორიგება, ბუნებრივია, სინგაპურში ივანიშვილის ინტერესებს რამდენიმე ადვოკატი წარმოადგენდა და ამ საკითხზე საუბარი მათთანაც თავისუფლად შეიძლებოდა. ყველაზე ლოგიკური ახსნა იმისა, თუ რატომ სურდა მთავარ იურისტს ივანიშვილთან პირადად მოლაპარაკება, ისაა, რომ ამ საუბრის საგანი არა ფინანსები, არამედ პოლიტიკა უნდა ყოფილიყო. სასამართლო პროცესიდან არაფორმალურ ფორმატში გადასვლის მიზანიც უსათუოდ ეს იყო. ბუნებრივია, „კრედიტ სუისის“ მთავარ იურისტს არაფორმალურ გარემოში პოლიტიკაზე საუბრის შესაძლებლობა მიეცემოდა, რის საშუალებასაც მას სასამართლოს ფორმატი არ აძლევდა.

მეორე თეორიული ვერსია ისაა, რომ მთავარმა იურისტმა საქმის პოლიტიკური მხარის შესახებ თვითონ არაფერი იცოდა და ამის შესახებ ბანკის მენეჯმენტისგან მხოლოდ ბოლო მომენტში შეიტყო. თუმცა, იმის ალბათობა, რომ ყველაზე მსხვილი შვეიცარიული ბანკიდან „კრედიტ სუისში“ ცოტა ხნის წინ საგანგებოდ გადაყვანილი მთავარი იურისტი ინფორმაციის ამგვარ დეფიციტს განიცდიდა, დამეთანხმებით, ძალიან მცირეა.

საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილმა ვითარება სწორად გააანალიზა და ბანკის მთავარ იურისტს სავსებით სწორად მიანიშნა, რომ შანტაჟის ქვეშ ვერავის ვერაფერზე მოელაპარაკებოდა. ამით მან კუთვნილი 2 მილიარდი დოლარის დაბრუნებაზე არცთუ მცირე ხნით თქვა უარი, თუმცა, სამაგიეროდ, ქვეყანას საბედისწერო ომის საფრთხე კიდევ ერთხელ ააცილა თავიდან.

საქმის გარშემო მიმდინარე პროცესები დამატებით ამყარებს ჩემს დასკვნას იმის შესახებ, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში მოქმედებს და როგორც „კრედიტ სუისს“, ისე, ზოგადად, შვეიცარიის საბანკო სისტემას შეგნებულად ანგრევს. სხვა ახსნა „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მიერ ივანიშვილის გაუგონარ ძარცვას და ამ ძარცვის გამოვლენის შემდეგ, თანხის არდაბრუნებას, უბრალოდ, ვერ ექნება. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ბანკის მენეჯმენტი გარე ძალის კარნახით მოქმედებს, რომელსაც არა ფინანსური, არამედ პოლიტიკური მოტივი ამოძრავებს.

სწორედ ამ გარემოებით აიხსნება ისიც, რომ განსხვავებით სხვა მასალებისგან, შვეიცარიულ და საერთაშორისო მედიაში სრულად იბლოკება ნებისმიერი სტატია, რომელიც „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტს აკრიტიკებს. არაერთხელ დავწერე, რომ ამერიკელები შვეიცარიაში, პრაქტიკულად, ყველა გავლენიან ინსტიტუტს აკონტროლებენ, რაშიც საბანკო და სასამართლო სისტემებთან ერთად, მედიაც შედის. ბანკის მენეჯმენტის რეპუტაციის დამაზიანებელი სტატიების გამოქვეყნების დაშვების შემთხვევაში, ამერიკელები იმ ტოტს მოჭრიდნენ, რომელზეც სხედან, რასაც, ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდნენ.

ივანიშვილის ადვოკატების წერილი კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ვითარება ბევრად უფრო საგანგაშოა, ვიდრე თავდაპირველად ვფიქრობდი. თავიდან მეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შესვლის გამო დასაჯეს. თუმცა, როგორც ირკვევა, ამერიკელებს მისი დასჯის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ მიუღიათ, როდესაც მან მათ აგენტებთან, ანუ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე თქვა უარი. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წინა ხელისუფლებას 2004-2007 წლებში აქტიურად ეხმარებოდა, ამერიკელებმა მათ მთავარ აგენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გამიჯვნისთანავე დასაჯეს და მას საბანკო ანგარიში გაუძარცვეს.

ამერიკელების მიდგომის მიხედვით, ქვეყანაში წარმატებული და დამოუკიდებელი კაცი არ უნდა არსებობდეს. მათი თანამშრომლები წარმატებულ ისტორიულ მოღვაწეებსაც კი ერჩიან. რა გასაკვირია, რომ წარმატებულ ადამიანებს ისინი თანამედროვეობაში კიდევ უფრო მეტად ვერ იტანენ და ებრძვიან.

შვეიცარია არის იმის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ ანგრევენ ამერიკელები ყველაფერ წარმატებულს, რაც მათი იდეოლოგიისა და ხელწერის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა. ადრეც არაერთგზის დავწერე, რომ ივანიშვილის ანგარიშის ძარცვით, ამერიკელები ერთდროულად ორ კურდღელს იჭერდნენ: ერთი მხრივ, ივანიშვილს უქმნიდნენ პრობლემას, ხოლო, მეორე მხრივ, „კრედიტ სუისისა“ და შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციას ანგრევდნენ. შვეიცარიის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 2000-2011 წლებში 39 ათასიდან 91 ათას დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2011 წლიდან ერთ ადგილზე გაიყინა და 2020 წლისთვის 4 ათასი დოლარით შემცირდა კიდეც. შედარებისთვის, იმავე 2011-2020 წლებში ამერიკის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 14 ათასი დოლარით გაიზარდა. როდესაც შვეიცარიის სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს ეკონომიკურ საყრდენს - საბანკო სისტემას და მასთან ერთად, სასამართლო სისტემასაც ანგრევ, ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს - საკუთრების უფლებას ფეხქვეშ თელავ, ასეთ პირობებში ეკონომიკის 10-წლიანი სტაგნაცია, რასაკვირველია, სრულიად ლოგიკური და გარდაუვალია.

ის მოდელი, რომელიც ამერიკელებმა შვეიცარიაში აამოქმედეს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს დანერგილ მართვის სქემას ძალიან წააგავს. მონოპოლიზებული ეკონომიკა და ასევე მონოპოლიზებული, მკაცრ პოლიტიკურ ცენზურას დაქვემდებარებული მედია, მანკიერ პოლიტიკურ ინტერესებს დამორჩილებული სასამართლო სისტემა, ფინანსურად წარმატებული ადამიანების რეკეტი და ამ ყველაფრის ერთი ცენტრიდან, ამერიკული აგენტურის ხელით მართვა, არის ხელწერა, რომელიც ივანიშვილის საქმიდან მკაფიოდ იკითხება და რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდის მართვის მოდელს ასე ძალიან მოგვაგნებს.

ნაციონალები მოქმედ ხელისუფლებას ხშირად აბრალებენ, ქვეყანა ივანიშვილის ფულს გადააყოლესო. სინამდვილეში, მისი ადვოკატის წერილიდან ირკვევა, რომ ივანიშვილს, პოლიტიკური გარიგების სანაცვლოდ, 2 მილიარდ დოლარზე მეტს უბრუნებდნენ და მან ამ მაცდუნებელ გარიგებას ქვეყნის ინტერესების გამო ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არ გადააყოლა ივანიშვილის ფულს ქვეყანა, არამედ ივანიშვილმა გადააყოლა ქვეყანას თავისი ფული.

საქართველოში წარმატებული ადამიანების მოფრთხილება ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, რადგან წარმატებული სახელმწიფო სწორედ წარმატებულ მოღვაწეებზე და ქვეყნისთვის გულანთებულ ადამიანებზე დგას. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეული ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი იმ უსამართლობისგან დავიცვათ, რომელთან დაპირისპირებაც მას საკუთარი ქვეყნის ინტერესების ერთგულების გამო უწევს“, - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2026, 13:05

რეგიონი

სამტრედიის N11 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია სამტრედიის N11 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოს ადგილზე გაეცნო.

ჟანგ იმინი

17 სექტემბერი 2026, 13:02

მსოფლიო

TikTok-ის დამფუძნებელი აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა

ვიდეოპლატფორმა TikTok-ის საყოველთაო გავრცელების წყალობით, ჟანგმა ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი 2024 წლის ოქტომბერში მოიპოვა. ასევე, მეწარმის წარმატებას უკავშირებენ მისი კომპანიის, ByteDance-ის პროექტების განვითარებას ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მათ შორის არის ჩატბოტი Doubao AI და ვიდეოგენერატორი Seedance.

17 სექტემბერი 2026, 12:52

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები გაიმართა

თავდაცვის სამინისტროში 14-16 სექტემბერს გაიმართა უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მარინ ლე პენი

17 სექტემბერი 2026, 12:49

მსოფლიო

მარინ ლე პენი: საფრანგეთს უკრაინისთვის ამჟამინდელი მასშტაბით დახმარების გაწევა აღარ შეუძლია

საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ქვეყნის გაუარესებული ფინანსური მდგომარეობის გამო, პარიზს უკრაინისთვის დახმარების ამჟამინდელი მასშტაბით გაგრძელება აღარ შეუძლია.

დავით ქართველიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:45

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ვლადისლავ ტატარინცევისთვის საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების ფაქტზე: ახალი თავსატეხი რადიკალების ბანაკში - მიიღებენ თუ არა თავის რიგებში „სოსოიას რუსს“

ვლადისლავ ტატარინცევისთვის საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების ფაქტს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ რადიკალების ბანაკში ახალი თავსატეხი გაჩნდა, რადგან ჯერ ვერ გაარკვიეს, მიიღონ თუ არა მათ რიგებში ვოლგოგრადის 22 წლის მაცხოვრებელი ვლადისლავ ტატარინცევი - ჯარისკაცი, რომელიც ბრძოლის ველიდან გამოქცეული რუსეთის არმიის დეზერტირია და რომელსაც საქართველომ საერთაშორისო პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.

მარიამ ქვრივიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:34

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვჭირდება მეტი გენერაცია. გვჭირდება ძლიერი ქსელი, მეტი ინვესტიცია, თანამედროვე ტექნოლოგია და რეგიონული პროექტები, თუმცა, პირველ რიგში, გვჭირდება თქვენნაირი ადამიანები

ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს გეგმა, რესურსი და პროფესიონალები, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2026, 12:29

პოლიტიკა

პრემიერი ნამახვანჰესზე: იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, დღეს უცხოური აგენტურა არის ბევრად უფრო სუსტი და სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, შესაბამისად, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება დღეს და ხვალ

იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამას შემდეგ მოჰყვა გადაწყვეტილების მიღება ჰესის არ აშენებასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

მარიამ ქვრივიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:28

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს გეგმა, რესურსი და პროფესიონალები

ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს გეგმა, რესურსი და პროფესიონალები, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2026, 12:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გრანტების მართვის სააგენტო არის მილევად რეჟიმში და წლის ბოლომდე დაიხურება, „ენჯეო“ არის ხელოვნური ფენომენი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის, შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ „ენჯეოები“ და დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია

ერთი საუკუნის წინ „ენჯეოები“ არ არსებობდნენ, შემდეგ მოიგონეს და იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს, ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში, შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ „ენჯეოები“ და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:23

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ 3.2 მილიარდ ლარს მიაღწია

ენერგეტიკის სექტორის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილ ნდობას ადასტურებს კერძო კაპიტალიც, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2026, 12:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2026, 12:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით, ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით, იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს არ ჰქონია რაიმე შედეგი

დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით. ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

17 სექტემბერი 2026, 12:20

საზოგადოება

ComCom-სა და UNICEF-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა და კომისიის წევრი ნათია კუკულაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს იზაბელა კასტროჯოვანსა და UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს მაია ქურციკიძეს შეხვდნენ.

მარიამ ქვრივიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:19

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ინვესტორებს დაუბრუნდათ ნდობა ენერგეტიკის სექტორში პროცესების გამჭვირვალეობაზე, სანდოობაზე, სამართლიანობასა და სექტორის განვითარების პერსპექტივაზე

ენერგეტიკის სექტორის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილ ნდობას ადასტურებს კერძო კაპიტალიც, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2026, 12:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გრიგოლ ლილუაშვილზე: ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, გუნდისთვის არის დისკომფორტი, რომ გუნდის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი აღმოჩნდა გახვეული ასეთ ქმედებებში, სამწუხაროა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა

ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. დანარჩენზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას გრიგოლ ლილუაშვილის სასჯელთან დაკავშირებით.

17 სექტემბერი 2026, 12:19

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია⚽

ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს (20:00), 28 სექტემბერს კი უკრაინას (20:00). 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება (22:45), 5 ოქტომბერს კი ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება (22:45).

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2026, 12:15

ეკონომიკა

პრემიერი: სტატისტიკა შემცირებულია დანაშაულის ნაწილში, დანაშაულის გახსნის ნაწილში კი გვაქვს გაზრდილი, გაუმჯობესებული სტატისტიკა, ქალბატონი ფილფანი იმ პოლიტიკური ძალის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ, აიღოთ და შეგიძლიათ, ნახოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა - არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით

ქალბატონი ფილფანი არის იმ პოლიტიკური ძალის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ აიღოთ და შეგიძლიათ, აიღოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა, არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით ვიკა ფილფანის განცხადებას შეეხებოდა.

თამთა მეგრელიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:15

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ალოგიკურია, ბრენდის სარეკლამო სახე იყოს ადამიანი, რომელიც საზოგადოების ნაწილს პოლიტიკური გემოვნების გამო აკრიტიკებს და შეურაცხყოფს, თუ ბრენდი არ ეთანხმება მას ამ განწყობებში

„ამ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ბრენდის მიერ შერჩეული სარეკლამო სახე მათ იდეოლოგიას ან არჩევანს შეურაცხყოფს, მათი მხრიდან აპლიკაციის წაშლა ან კონკურენტი კომპანიის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება იქნება სამოქალაქო და ეკონომიკური პროტესტის ყველაზე პირდაპირი ფორმა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ. ამას მათ ვერავინ უკარნახებს და მათ ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. კორპორაციულ სამყაროში ამას „მომხმარებლის ხმას“ უწოდებენ. ეს ხმა ძალიან ხმამაღალია და, ამ შემთხვევაში, რაოდენობრივად მინიმუმ 1 120 053 ამომრჩევლის ხმას უდრის“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

მარიამ ქვრივიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:14

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო კიდევ უფრო ამყარებს საკუთარ პოზიციას, როგორც კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ ტრანსპორტირების საიმედო მარშრუტი

ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ენერგიის მწარმოებელი, გამტარი და დამაკავშირებელი სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც კასპიის რეგიონს, შავ ზღვასა და ევროპას ერთ ენერგეტიკულ სივრცეში აკავშირებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

17 სექტემბერი 2026, 12:12

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 8 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინეს.