პრემიერი: უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ ყოფნა, ქვეყნის განვითარება, მსოფლიო ბანკის შეფასებაც გამოქვეყნდა და ჩვენ მთელი ევროპის და ცენტრალური აზიის მასშტაბით ყველაზე რეკორდული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც არის პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა - ევროპული გაერთიანება. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო დისკუსიები გვქონდა პრაღაში, 44 ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ, იქ შემდეგ 4 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და მქონდა პატივი მათ შორის ერთი სამუშაო ჯგუფისთვის მე მეხელმძღვანელა, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტს შეეხებოდა, სადაც პრემიერმა პრაღაში მიიღო მონაწილეობა.
მისივე თქმით, მთავარი დღეს ევროპასა და მთელ მსოფლიოში არის უსაფრთხოების გამოწვევები.
„ძალიან საინტერესო დისკუსია მოვისმინეთ, ჩვენ ყველამ მივიღეთ მონაწილეობა. მთავარი გამოწვევა, რაც დღეს არის ევროპაში და მთელს მსოფლიოში, არის ბუნებრივია უსაფრთხოების გამოწვევები, ეს არის ომი უკრაინაში, რომელიც არ მთავრდება, რომელიც კიდევ უფრო საშიშ გამოხატულებებს ჰპოვებს და რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ჩვენი მთავარი საზრუნავია მშვიდობა და უსაფრთხოება, ჩვენი მოქალაქეების, თქვენი ყველასი, ამ ქვეყნის მკვიდრი ყველა მოქალაქის.
მეორე მთავარი თემა, რაც იყო ეს არის ენერგოუსაფრთხოება. დღეს ევროპაში არის ძალიან მწვავე კრიზისი, ენერგოკრიზისი იმიტომ, რომ მოგეხსენებათ კარგად, რუსეთმა გაზი შეუწყვიტა, 7%-მდე შეამცირა უკვე გაზის მიწოდება ევროპისთვის და რეალურად ევროპის ქვეყნები ახლა მსჯელობენ იმაზე თუ, როგორ ჩაანაცვლონ რუსული გაზი, რაც რა თქმა უნდა არ იქნება ძალიან იოლი მოკლევადიან პერსპექტივაში - ამ თემებზე იყო საუბარი, ბუნებრივია უკრაინის ომი არის დიდი გამოწვევა მთელი ევროპისთვის, ასეთი კრიზისი არ ყოფილა მთელ მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მანვე რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველო, როგორც ამ რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, ვართ მონაწილენი ამ პროცესების, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ჩვენს რეგიონში უნდა იყოს მშვიდობა. აზერბაიჯანში, სომხეთში ბუნებრივია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში თურქეთში, ჩვენ ვართ დაინტერესებული, იყოს უფრო შეხმატკბილებული ურთიერთობა და ამის პირველი ნაბიჯები გამოიკვეთა იმიტომ, რომ პირველი შეხვედრა შედგა სომხეთის პრემიერი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს და ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტს და საქართველო ასევე არის მედიაციის პროცესში ჩართული. მთავარი, რაც მინდა გითხრათ არის შემდეგი, რომ არავითარი გამოწვევა ქვეყანას არ გააჩნია, ჩვენ ძალიან მტკიცედ მივუყვებით ჩვენს გზას, ჩვენს არჩეულ პოლიტიკას, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკა, ასევე ზამთარში არავითარი შეფერხება არ ექნება ჩვენს მოქალაქეებს არც ენერგომომარაგების კუთხით,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს. მისი თქმით, საქართველოს რეკორდული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.
„ასე, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ ყოფნა ქვეყნის განვითარება, მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებაც გამოქვეყნდა და ჩვენ მთელი ევროპის და ცენტრალური აზიის მასშტაბით ყველაზე რეკორდული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ევროპის ქვეყნებში არის ძალიან მძიმე ვითარება ამ მიმართულებითაც. ამ ფონზე მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასეთი მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნებას ქვეყანაში, ქვეყნის შიგნით. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მშვიდად, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენი გამოწვევები - ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ გვჭირდება გონიერება, ემოციების ნაკლებობა, მეტი მუშაობა, მეტი ეკონომიკური განვითარება, მეტი კეთილდღეობა და მეტი სიყვარული და პოზიტივი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 10:56
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძემ რეგულაციებისა და მათი ეფექტურად აღსრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობა და პრიორიტეტია.
01 სექტემბერი 2026, 10:48
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სექტემბრის პირველი ათი დღე ფაქტობრივად ერთიან დიპლომატიურ ჯაჭვად ყალიბდება - ჯერ ბათუმი, მერე პარიზი, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკი და გაეროს მაღალი ტრიბუნა. 8 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია იწყება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი 20–24 სექტემბერს ნიუ-იორკში ამ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
მაკრონის მიერ კობახიძის პარიზში მიწვევა, ბათუმში მსხვილი საერთაშორისო ფორუმის ჩატარება და საქართველოს მონაწილეობა მსოფლიოს მთავარ დიპლომატიურ პლატფორმაზე, გაეროში, მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკულად დაამტკიცოს თავისი კონცეფცია „მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების“ შესახებ, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
01 სექტემბერი 2026, 10:38
რეგიონი
კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
„რეგიონებში არსებული საჭიროებების ადგილზე გაცნობა და თვითმმართველობებთან აქტიური თანამშრომლობა კომპანიისთვის პრიორიტეტულია. აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს პრობლემური საკითხების ერთობლივ იდენტიფიცირებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით კოორდინირებული გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.
01 სექტემბერი 2026, 10:34
ეკონომიკა
საერთაშორისო ტურისტულმა გამოცემამ Wanderlust Magazine საქართველო მსოფლიოს საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა
გამოცემის ოფიციალურ Instagram გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში Wanderlust - ი ონლაინ მომხმარებელს, სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და მიუთითებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდს - georgia.travel, სადაც საქართველოში მოგზაურობის მსურველები შეძლებენ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ.
01 სექტემბერი 2026, 10:28
საზოგადოება
საქპატენტში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში 9 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
საქპატენტში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში 9 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
01 სექტემბერი 2026, 10:27
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა
აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 10:23
სამართალი
დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, საერთაშორისო - ISO სტანდარტის შესაბამისი პორტატული მოწყობილობით განხორციელდება
სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული. დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში - 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.
01 სექტემბერი 2026, 10:13
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა.
01 სექტემბერი 2026, 10:01
მსოფლიო
Reuters: რუსეთის იერიშებს კიევსა და კიევის ოლქში ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 14-ზე მეტი კი დაშავდა
რუსეთის მიერ კიევსა და კიევის ოლქზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 14-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 09:54
სამართალი
გურიის პოლიციამ ნასაკირალში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა.
01 სექტემბერი 2026, 09:43
მსოფლიო
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი: ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს. ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ
ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს. ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ, - განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას. როგორც ინდოეთის პრემიერმა აღნიშნა, ის უკრაინაში ომის დასრულების ყველა სამშვიდობო ძალისხმევას მხარს უჭერს.
01 სექტემბერი 2026, 09:30
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა შეიმუშავა.
01 სექტემბერი 2026, 09:22
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.
01 სექტემბერი 2026, 09:18
საზოგადოება
დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება
დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას, უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განახორციელებენ.
01 სექტემბერი 2026, 09:13
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: გავაგრძელებთ ყველა იმ კანონის მიღებას, რაც ადამიანის უფლებებს, დემოკრატიული განვითარების ხარისხსა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას დასჭირდება
ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას აქვს ინვესტიციების მოზიდვის დიდი ამბიცია და ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება საკანონმდებლო საქმიანობისთვის, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
01 სექტემბერი 2026, 09:04
პოლიტიკა
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება. პარლამენტის სესიის გახსნისას ტრადიციულად სრულდება საქართველოს ჰიმნი.
01 სექტემბერი 2026, 09:01
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ, პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე ვაკანსიაზე.
01 სექტემბერი 2026, 08:56
საზოგადოება
საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან იწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება
საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან იწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე - formebi.emis.ge შეეძლებათ.
01 სექტემბერი 2026, 02:17
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.
01 სექტემბერი 2026, 01:30
მსოფლიო
„მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება“ - ბიშკეკში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომისა და ირანის ირგვლივ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე შედგა.


