საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ორიოდე კვირის წინ ჩვენმა მოძრაობამ ამერიკის ელჩს მოუწოდა, გაესაჯაროებინა ინფორმაცია საქართველოში ამერიკული დაფინანსების შესახებ. თუმცა, ქალბატონმა დეგნანმა ტრადიცია არც ამ შემთხვევაში დაარღვია და ჩვენს მოწოდებას დუმილით უპასუხა. ამასთან, ცოტა ხნის წინ, ჩვენი შეკითხვების უპასუხოდ დატოვების ფონზე, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს გასული წლების მანძილზე გულუხვად ეხმარებოდა, - ამის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა ავრცელებს.
„შეგახსენებთ, რომ ქალბატონ დეგნანს ჩვენ ვთხოვეთ, პირველ რიგში, დაეზუსტებინა, რამდენი შეადგინა ამერიკის მიერ გასული 30 წლის მანძილზე საქართველოში დახარჯულმა თანხამ - 6 მილიარდი, 4,5 მილიარდი თუ 3,5 მილიარდი. ელჩი ხშირად საუბრობს 6 მილიარდზე, როდესაც მათივე ოფიციალური წყაროების მიხედვით, ამერიკამ საქართველოზე 4,5 მილიარდი დახარჯა, საიდანაც საქართველოში მხოლოდ 3,5 მილიარდი გადმოირიცხა. იმ პირობებში, როდესაც ელჩი ჩვენს შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ამერიკამ საქართველოზე, საუკეთესო შემთხვევაში, სწორედ 3,5 მილიარდი დახარჯა. აქვე იმასაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში მონაწილეობით, ამერიკამ საქართველოსგან 2,5 მილიარდი დოლარის სარგებელი მიიღო. ეს კი, იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ამერიკამ საქართველოსგან არანაკლები ფინანსური სარგებელი მიიღო, ვიდრე საქართველომ ამერიკისგან.
სამწუხაროდ, ვერც იმ შეკითხვაზე მივიღეთ პასუხი, დახარჯული 3,5 მილიარდიდან რეალურად რამდენი დარჩა საქართველოში და რამდენი დაბრუნდა ამერიკაში, მაგალითად, მათივე ამერიკელი თანამშრომლების მიერ აღებული მრავალათასიანი ხელფასების ან ამერიკული კომპანიების მიერ მომსახურებისთვის მიღებული მსხვილი თანხების სახით.
ვერც იმ შეკითხვაზე მივიღეთ პასუხი, რატომ დაიხარჯა საქართველოზე ორჯერ მეტი თანხა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ვიდრე 2012 წლის შემდეგ.
მთლიანობაში, ნაციონალური მოძრაობის, ანუ ამერიკული აგენტურის ხელისუფლებაში მოსაყვანად და მისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, 2000-იანი წლების დასაწყისიდან 2012 წლამდე ამერიკელებმა 2 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს. ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შედეგები იყო: ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, პატიმრებით გადავსებული ციხეები, ადამიანების გაუპატიურება, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, რეპრესიული მანქანის სამსახურში ჩაყენებული სასამართლო, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მონოპოლიზებული მედია, ადამიანების დამახინჯებული ფსიქიკა და მრავალი სხვა მანკიერება, რომლის მძიმე დაღი ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, სამწუხაროდ, დღემდე ამჩნევია. ამ უმძიმესი ზიანის მატერიალური ღირებულება ამერიკული მხარის მიერ დახარჯულ 3,5 მილიარდზე ათჯერ და ოცჯერ მეტიც კი შეიძლება იყოს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ნაციონალების ხელისუფლებაში მოყვანასა და შენარჩუნებაზე დახარჯულ 2 მილიარდს დახმარებაში რომ გვითვლიან, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად მიუღებელია.
ყველაზე მძიმე კი ისაა, რომ საელჩო ახლაც იგივე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს და 2013 წლიდან დახარჯული მილიარდი დოლარის უდიდესი ნაწილიც სწორედ ამას ხმარდება. ცნობილია, რომ 2012 წლის შემდეგ დახარჯული ფულის უდიდესი ნაწილით ის ენჯეოები დაფინანსდა, რომლებიც გასული ორი წლის განმავლობაში რევოლუციურ პროცესებში უკვე ორჯერ დაუფარავად იყვნენ ჩართული. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შედეგიც ისევ რეპრესიები, ავტორიტარიზმი და ახალი ომი იქნება, რაც ქვეყანას განადგურებას უქადის. შესაბამისად, ვერც იმას დავუშვებთ, 2012 წლის შემდეგ საქართველოზე დახარჯულ თანხებს დახმარება უწოდოთ.
ზოგადად, საუბარი იმაზე, რომ ქველმოქმედების გამო გვეხმარებით და ქართველი ხალხი ამ „დახმარების“ გამო თქვენს მიმართ თვალდახუჭულ მადლიერებას უნდა გამოხატავდეს, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ნებისმიერი საელჩო მასპინძელ სახელმწიფოში საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების რეალიზებას ესწრაფვის, რაც სრულიად ბუნებრივია და ამისთვის ვერავინ ვერავის გაამტყუნებს. მით უმეტეს, ეს ეხება ისეთ დიდ სახელმწიფოს, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელსაც სხვა ქვეყნებში საკუთარი გავლენის გაფართოებისკენ სწრაფვა პოლიტიკის ძირითად ხაზად აქვს ქცეული. ასეთ პირობებში, საელჩოს მთავარი ამოცანა შესაბამისი ქვეყნის რესურსებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური მოხმარებაა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ამერიკა საქველმოქმედო ორგანიზაციაა და მას საქართველოს დახმარების უანგარო სურვილი ამოძრავებს, მარტივი მანიპულაციაა და მას საქმეში ჩახედული კაცი, ბუნებრივია, არ დაიჯერებს. გასული 30 წლის მანძილზე, ამერიკა დახმარებაზე მეტად, საქართველოს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ იყენებდა, რაზეც დღეს უფრო დეტალურად აღარ შევჩერდებით.
უკვე დეტალურად განვმარტეთ, რომ ამერიკელების მიერ საქართველოში დახარჯული თანხები, სინამდვილეში, დახმარებაზე მეტად, საქართველოში ამერიკული ინტერესების რეალიზებას უფრო ხმარდება. თუმცა, რადგან საელჩო სიმართლეს არ ამბობს და ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხს სიმართლე ვუთხრათ და ყველაფრის სწორად გაანალიზების საშუალება მივცეთ. ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობა, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანასთან, ორმხრივია და ორმხრივი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. ამასთან, მნიშვნელოვანია, ხალხმა ზუსტად იცოდეს, რა არის სარგებელი, რომელსაც ამერიკა საქართველოსგან ელის. ეჭვი გვაქვს, რომ როდესაც საელჩო „ქართული ოცნების“ პროამერიკულად განწყობილ ხელისუფლებას წლების მანძილზე ებრძოდა და ნაციონალური მოძრაობით მის ჩანაცვლებას დაჟინებით ცდილობდა, სარგებელი, რომლის მიღებაც მას საქართველოსგან უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში. სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას, რათა ამ ადამიანებმა, 2004-12 წლების მსგავსად, ქვეყნისთვის საზიანო ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭულებმა მოაწერონ ხელი.
საელჩო შედარებით გულწრფელი იქნებოდა, დახმარების ნაცვლად, თუნდაც, პარტნიორობაზე რომ გვესაუბრებოდეს. რა თქმა უნდა, ამერიკასთან ჯანსაღი პარტნიორობა ჩვენთვის მისასალმებელია. ამერიკის შეერთებულ შტატებთან გულწრფელი პარტნიორული ურთიერთობა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო და ვფიქრობთ, რომ ამგვარი პარტნიორობა გაცილებით შედეგიანი და მეტი სარგებლის მომტანი იქნებოდა ორივე ქვეყნისთვის. თუმცა, როცა პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, აქაც ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს. მაგალითად, ჩვენთვის მიუღებელია, ისინი პარტნიორობაზე გვესაუბრებოდნენ, როდესაც საქართველოზე დახარჯული ფულით სასამართლო სისტემის დანგრევას ცდილობენ, პარალელური ხმის დათვლის შედეგებს აყალბებენ ან მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვენ. როდესაც პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ამერიკელების სტრატეგიული ამოცანა საქართველოში - სასამართლო სისტემის დანგრევა თუ მისი დამოუკიდებლობის განმტკიცება, არჩევნების სამართლიანი შეფასება თუ ხმების პარალელური დათვლის გაყალბება, მთავრობის გაძლიერება თუ მისი გადატრიალება, სიმშვიდე თუ არეულობა, მშვიდობა თუ მეორე ფრონტი და ა.შ.
რომ შევაჯამოთ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ამერიკელები საქართველოში სინამდვილეში რა თანხას და რა მიზნობრიობით ხარჯავენ. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქართული საზოგადოების მიმართ მეტი გულწრფელობა გამოიჩინონ და მოხმარებას დახმარება აღარ უწოდონ. ბოლოს, როდესაც პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, ამ პარტნიორობის შინაარსი მკაფიოდ იყოს გარკვეული და მხარდაჭერასა და ზიანის მიყენებას შორის მკაფიო ზღვარი გაივლოს. მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძლება გამოიღოს პარტნიორობამ ორმხრივად სასარგებლო შედეგი“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ყველა სიახლე
22 აგვისტო 2026, 12:37
მსოფლიო
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია
უკრაინის უმაღლესი რადა მუშაობს სპეციალურ კანონპროექტზე, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობებს ითვალისწინებს, თუმცა ამ ეტაპზე რეალური კენჭისყრის ორგანიზება სრულიად შეუძლებელია. ამის შესახებ უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა
22 აგვისტო 2026, 12:00
კულტურა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად გაეცნო.
22 აგვისტო 2026, 11:50
საზოგადოება
რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ასრულებს. სამუშაოების დასრულების ეტაპს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად გაეცნო.
22 აგვისტო 2026, 11:29
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს
სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს
22 აგვისტო 2026, 11:27
კულტურა
„ღამის სერენადების“ საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ გრძელდება. ბორჯომის შემდეგ მომდევნო საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა.
22 აგვისტო 2026, 11:23
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ევროპელი ლიდერები საჯაროდ ითხოვენ საკუთარ ადგილს რუსეთთან დიალოგში, ხოლო მათი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თბილისში „პრორუსულობაში“ ადანაშაულებენ ყველას, ვინც უბრალოდ ახალ დასავლურ, ევროპულ პრესას კითხულობს
„საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური მეინსტრიმი „თვით ევროპაზე მეტად ევროპელი“ აღმოჩნდა „რუსეთუმე“ სტუბსა თუ მაკრონთან შედარებით“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
22 აგვისტო 2026, 11:15
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა ოპოზიციაზე: ვხედავთ, მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება
ეს ადამიანები ორიენტირებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილურ ინტერესებზე, ფულზე და ძალაუფლებაზე - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას. მისივე თქმით, საზოგადოება ხედაავს, რომ თურმე ოპოზიციას გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება.
22 აგვისტო 2026, 11:05
მსოფლიო
ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპთან დაძაბულ ურთიერთობაზე: მეგონა, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა
გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თავის რთულ და დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
22 აგვისტო 2026, 10:58
სამართალი
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
22 აგვისტო 2026, 10:51
მსოფლიო
ტრამპი: მე ჰორმუზის სრუტეს ახლა ამერიკულ ტერიტორიად განვიხილავ, ეს ამერიკის ტერიტორიაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად მიიჩნევს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სრულად აკონტროლებს მთელ რეგიონს.
22 აგვისტო 2026, 10:46
სამართალი
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
22 აგვისტო 2026, 10:45
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზით დამწვრობისა და მისი პრევენციის გზების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.
22 აგვისტო 2026, 10:45
მსოფლიო
აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა
სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, შაბათს, ძალაში შევიდა აშშ-ის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული 50%-იანი ტარიფები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
22 აგვისტო 2026, 10:43
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
22 აგვისტო 2026, 10:37
საზოგადოება
გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
22 აგვისტო 2026, 10:33
რეგიონი
მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
22 აგვისტო 2026, 10:25
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს
ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს, - განაცხადეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.
22 აგვისტო 2026, 09:31
სპორტი
23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს
23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს
22 აგვისტო 2026, 09:00
სპორტი
დღეს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს
დღეს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს
21 აგვისტო 2026, 22:34
საზოგადოება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება - რა უნდა იცოდნენ დაინტერესებულმა ადამიანებმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სად არის ნებადართული და ფრინველთა რა სახეობაზე ნადირობა, ამას გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მსურველებს აფრთხილებს, რომ კონტროლი იქნება მკაცრი.


