ნანა კაკაბაძე: ჩვენზეა დამოკიდებული რაზე გავაკეთებთ არჩევანს - დემოკრატიის ლამაზი ლოზუნგებით შენიღბულ მორჩილებაზე თუ რეალურ თავისუფლებაზე და ღირსებაზე
ნანა კაკაბაძე
ფოტო: IMEDI
ჩვენ, რასაკვირველია, გვინდა თანამშრომლობაც და ინტეგრაციაც დასავლურ სამყაროსთან, მაგრამ მხოლოდ თანასწორუფლებიანი და არა ისეთი, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები ჩვენი სამშობლოს ინტერესებზე წინ დავაყენოთ, როგორც ამას დროდადრო მოითხოვენ ხოლმე ჩვენგან დასავლელი დირექტორები - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ჩვენზეა დამოკიდებული რაზე გავაკეთებთ არჩევანს - დემოკრატიის ლამაზი ლოზუნგებით შენიღბულ მორჩილებაზე თუ რეალურ თავისუფლებაზე და ღირსებაზე.
„როგორ დავამხოთ ხელისუფლება „კანონებით“. უკრაინამ,მოლდოვამ და საქართველომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე მიმართეს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ევროკავშირს. ამ უკანასკნელმა პირველი ორი ქვეყანა ხელგაშლილად მიიღო და ევროკავშირის წევრობის კანდიდატად გამოაცხადა, ხოლო საქართველოს ამ სტატუსის მისაღებად გარკვეული პირობები წაუყენა და მათი შესრულება მოსთხოვა. მაშინ ეს ბევრს გაუკვირდა, რადგან დემოკრატიის, უფლებების დაცვისა და თუნდაც დასავლური ეკონომიკური პრინციპების დანერგვის საკითხებში საქართველო უკრაინასაც უსწრებდა და მოლდოვასაც.
ევროკავშირის მიერ საქართველოსადმი წარდგენილი 12 მოთხოვნიდან, დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია იმდენად ბუნდოვანი და აბსურდულია, რომ ნებისმიერ დროს გამოდგება კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საბაბად.
შარშან დასავლეთმა უკრაინას მიაღებინა კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ, რადგან ვერ იშორებდნენ იქაური რამდენიმე ისეთი მილიარდერის გავლენას, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ზელენსკის და თანაც საკუთარი მედია საშუალებები გააჩნდათ.
დეოლიგარქიზაციის კანონმა მიზანს მიაღწია.-ზოგი მედიასაშუალება, რომელთა ნაწილი პრორუსულად იყო განწყობილი, ზელენსკიმ დახურა, ზოგი მედიამფლობელი დააპატიმრა, ზოგი გააძევა, ხოლო დარჩენილები შეაშინა და დაიმორჩილა.
ამან ზელენსკის საშუალება მისცა, ომის დაწყებამდე (2022 წლის 24 თებერვლამდე) მთელი ოპოზიციური ფლანგი მოესუფთავებინა და უკრაინაში ერთპიროვნული მმართველობა დაემყარებინა. ამგვარად, უკრაინა უკვე არის დეპოლარიზებულიც და დეოლიგარქიზებულიც ვინაიდან იქ აღარც ოპოზიცია არსებობს და ყველა მილიონერიც ხელისუფლებას უზის ჯიბეში.
ამრიგად, დასავლეთმა ეს კანონი უკრაინაში მორჩილის ძალაუფლების გასაძლიერებლად წარმატებით გამოიყენა.
დასავლეთი საქართველოში განსხვავებულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ამიტომაც გვეუბნებიან, რომ მათი მიზნის მისაღწევად, ანუ მათი მორჩილი პოლიტიკური ძალის უკან დასაბრუნებლად, ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომ შესაძლებელი გახდეს მისი გამოყენება იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ყველაზე გავლენიანია საქართველოში, მაგრამ ჩვენს ყველა მოთხოვნას უსიტყვოდ და მორჩილად არ ასრულებსო.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმის მიღწევას, ცდილობენ რაც ვერც არჩევნებით გამოუვიდათ და ვერც რევოლუციის მოწყობის მცდელობით. ახლა ცდილობენ, ეს ე. წ. დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით შეძლონ. ევროკავშირმაც ნიადაგი მოუმზადა თავისი რეზოლუციით, სადაც მკაფიოდ მიანიშნა, რომ სწორედ დაუმორჩილებელი ბიძინა ივანიშვილის ნეიტრალიზება უნდა მოხდეს ნებისმიერი საშუალებითო.
არადა, ძალიან წვალობენ, რადგან კანონში ერთი კაცის გვარს ვერ წერენ, სხვანაირად კი ოლიგარქის სტატუსს ვერ უსადაგებენ ივანიშვილს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ასეთ ხელოვნურად შექმნილ კანონს, რომელიც არჩევნებს და რევოლუციას ჩაანაცვლებდა, ჯერ არსად უმუშავია.
კარგი იქნებოდა, თუ ჩვენი ხელისუფლება ეტყოდა ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებს“, გამოყავით თქვენი იურისტები და მათ ასახონ თქვენი სურვილები კანონპროექტში გამოგვიგზავნონ და ჩვენ მივიღებთო.
საინტერესოა, როგორ კანონპროექტს შექმნიდნენ ისინი? ვინაიდან მათი მოთხოვნები აცდენილია არა მარტო დემოკრატიული კანონის ჩარჩოებს არამედ გონივრულობას.
მოკლედ, დეოლიგარქიზაციის კანონის მოთხოვნამ საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრობისთვის მოგვეთხოვება არა დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა ან თავისუფალი ეკონომიკის განვითარება, არამედ სრული მორჩილება.
ანუ, თუ ხალხი არ ირჩევს მათ მოსაწონ ხელისუფლებას, სხვადასხვა მანიპულაციებით უნდა იძალადონ ხალხზე და ხელისუფლებაში დასვან საკუთარი მონები.
როდესაც საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ერთ კალათში განიხილავდნენ, მაშინ საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიდერად აღიარებდნენ, რადგან სააკაშვილის ხელისუფლება მაქსიმალური მორჩილების გამო „დემოკრატიის შუქურად“ მიიჩნეოდა, შემდეგ ისე მოხდა, რომ მორჩილებაში უკრაინის და მოლდოვის ხელისუფლებებმა გაგვასწრეს. პოსტსააკაშვილის დროინდელმა ხელისუფლებამ თანდათან ურჩობა დაიწყო, ყველა მითითებას მორჩილად აღარ ასრულებდა, ხანდახან კითხვების დასმასაც კი ბედავდა. ამიტომაც დადგა დღის წესრიგში ამ ხელისუფლების მოშორების საკითხი. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რაზე გავაკეთებთ არჩევანს - დემოკრატიის ლამაზი ლოზუნგებით შენიღბულ მორჩილებაზე თუ რეალურ თავისუფლებაზე და ღირსებაზე.
ჩვენ, რასაკვირველია, გვინდა თანამშრომლობაც და ინტეგრაციაც დასავლურ სამყაროსთან, მაგრამ მხოლოდ თანასწორუფლებიანი და არა ისეთი, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები ჩვენი სამშობლოს ინტერესებზე წინ დავაყენოთ, როგორც ამას დროდადრო მოითხოვენ ხოლმე ჩვენგან დასავლელი დირექტორები“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 12:36
მსოფლიო
ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 12:26
მსოფლიო
აშშ-ის მთავრობა მინესოტის შტატისთვის ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილს აჩერებს
აშშ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მინესოტის შტატისთვის ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილი შეაჩეროს, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.
26 თებერვალი 2026, 12:22
ეკონომიკა
სებ-ი: პირველად ისტორიაში საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები გლობალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას
საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები პირველად გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი გახდა როგორც ბლუმბერგის (Bloomberg IND), ასევე ინდექსების პროვაიდერი კომპანიის პორტალის (https://indices.ice.com/) მეშვეობით. უახლოეს ხანებში ამ ინდექსების ძირითადი პარამეტრები ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც.
26 თებერვალი 2026, 12:22
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა. შეხვედრა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.
26 თებერვალი 2026, 12:11
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ღიმილის მომგვრელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარე თუ შიდა მოწინააღმდეგეთა „დოგმატური პოსტულატები", რომ სოხუმისა და ცხინვალის საკითხების გადახედვას ადგილი არ ექნება „არასდროს"
რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს კუბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოსთან, ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის აღნიშნავს, შექმნილი ვითარება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ დიდი სახელმწიფოების შესაძლო მოლაპარაკებების ფონზე კუნძული შეიძლება იქცეს გავლენების გაძლიერების, ან შემსუბუქების ბერკეტად.
26 თებერვალი 2026, 12:11
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: „პოსტ TV“ და „იმედი“ სწორედ ის არხებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გლობალური არაკეთილმოსურნე ძალების იმპერიალისტური განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას!
ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.
26 თებერვალი 2026, 11:50
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ელჩი მივიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის გამო ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს
დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი მივიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.
26 თებერვალი 2026, 11:47
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: კონფლიქტი კონფლიქტად რჩება, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და აღნიშნა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და მოლაპარაკებები აქვს ერთადერთ ფორმატში - ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, სადაც საქართველოსთან ერთად წარმოდგენილია აშშ, გაერო, ეუთო, ევროკავშირი.
26 თებერვალი 2026, 11:44
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადახედვას ელოდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში დეტალურად ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობებზე.
26 თებერვალი 2026, 11:41
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენების ძალიან კარგი მაგალითია
„მოსკოვის მექანიზმი“ ძალიან კარგი მაგალითი გახლავთ, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენება. 23-მა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან მიმართებაში აამოქმედოს „მოსკოვის მექანიზმი“, დანიშნოს მომხსენებელი და დაწეროს ანგარიში. ამ ანგარიშის სულისკვეთება უკვე ცხადია, როგორი იქნება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას.
26 თებერვალი 2026, 11:41
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიაში ძალიან ნაკლებად ვხედავთ რეალობის აღქმის და იმის სურვილს, რომ რეალობის გათვალისწინებით წარიმართოს მუშაობა - დღევანდელ ბრიუსელში ჯერ კიდევ მძლავრია სურვილი, შეიქმნას რაღაც პარალელური რეალობები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატიის მიდგომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება რეალურ სურათს არ ეფუძნება.
26 თებერვალი 2026, 11:41
ეკონომიკა
საქპატენტმა მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა დანერგა
2 მარტიდან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - „საქპატენტში“ მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. ახალი სისტემა მომხმარებელს სთავაზობს გადახდის განხორციელების უფრო სწრაფ, მარტივ და ეფექტიან პროცესს. უწყების მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება.
26 თებერვალი 2026, 11:40
პოლიტიკა
„აფბა“ : ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა
ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა - თუ ასეთი ვალდებულება არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული სამართლებრივი კავშირიდან ან საქართველოს კანონმდებლობიდან, - ვკითხულობთ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
26 თებერვალი 2026, 11:40
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი
უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.
26 თებერვალი 2026, 11:39
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ კიდევ უფრო მჭიდრო უნდა გავხადოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და უკეთ გამოვიყენოთ საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის განვითარებაში
ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებზე, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, მათი და ჩვენი ინტერესები ნამდვილად ემთხვევა ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და კიდევ უფრო დავაახლოოთ პოზიციები, უფრო უკეთ გამოვიყენოთ საქართველოს პოტენციალი სწორედ ამ კონტექსტში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემაში „ღამის კურიერში”.
26 თებერვალი 2026, 11:37
მსოფლიო
ორბანი ზელენსკის ღია წერილით მიმართავს: 4 წლის განმავლობაში მუშაობთ იმისთვის, რომ აიძულოთ უნგრეთი ჩაებას ომში თქვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის. ამ დროის განმავლობაში მიიღეთ მხარდაჭერა ბრიუსელისგან და უნგრეთის ოპოზიციისგან
„ჩვენ, უნგრელი ხალხი, არ ვართ პასუხისმგებელი იმ სიტუაციაზე, რომელშიც უკრაინა იმყოფება. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, მაგრამ არ გვსურს ომში მონაწილეობა. ჩვენ არ გვსურს ომის ძალისხმევის დაფინანსება და არ გვსურს ენერგიაში მეტის გადახდა. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გახსნათ ნავთობსადენი „მეგობრობა“ და თავი შეიკავოთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ნებისმიერი შემდგომი თავდასხმისგან. მეტი პატივისცემა უნგრეთს!“, - წერს ორბანი.
26 თებერვალი 2026, 11:35
პოლიტიკა
მესამე დღეა ტელეკომპანია „იმედს“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან არ აქვს პასუხი კითხვებზე, თუ რეალურად რის გამო განხორციელდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმა
მესამე დღეა ტელეკომპანია „იმედს“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან არ აქვს კითხვებზე პასუხი, თუ რეალურად რის გამო განხორციელდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.
26 თებერვალი 2026, 11:31
ჯანდაცვა
ბათუმში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის სამედიცინო მართვის პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო - ქირურგებმა ბავშვს რთული ოპერაცია ჩაუტარეს
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ მძიმე შემთხვევის შემდეგ ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
26 თებერვალი 2026, 11:20
სამართალი
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულთა პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის და ჯამში 10 ბრალდებულის პროცესზე დღეს ბრალდების მოწმეები გამოიკითხებიან. მათ შორის, გამოიკითხება გამომძიებელი, რომელმაც ადგილი დაათვალიერა.
26 თებერვალი 2026, 11:20
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა ამორფული მოცემულობაა. ცალკეული ძალები ღიად თანამშრომლობენ რუსეთთან და პატარა ქვეყნებისკენ თითს იშვერენ
ცალკეული ძალები ღიად თანამშრომლობენ რუსეთთან და პატარა ქვეყნებისკენ თითს იშვერენ, ამით ცდილობენ საკუთარი ძალმომრეობითი პოლიტიკა გაამართლონ, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.


