ირაკლი კობახიძე ლომჯარიაზე: არ გამოვრიცხავ, თუნდაც ისეთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას - ჩაანაცვლოს საკუთარი პირველი მოადგილე იმისათვის, რომ კიდევ ერთი, პოლიტიკოსი ბურჯანაძე დატოვოს მოვალეობის შემსრულებლად
ირაკლი კობახიძე
ფოტო: Facebook
ლომჯარია ისეა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, რომ არ გამოვრიცხავ, თუნდაც ასეთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას - ჩაანაცვლოს საკუთარი პირველი მოადგილე იმისათვის, რომ კიდევ ერთი, პოლიტიკოსი ბურჯანაძე დატოვოს მოვალეობის შემსრულებლად, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ეს ფაქტი. მისი თქმით, ოპოზიციის ხელშია სახალხო დამცველის არჩევა, რადგან „ქართულ ოცნებას“ საკმარისი 90 ხმა არ გააჩნია.
,,საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და საზოგადოება შეაფასებს ამას. თუ რადიკალური ოპოზიციის გათვლა არის ის, რომ პარლამენტი ვერ მოახერხებს სახალხო დამცველის არჩევას, მაგრამ ისინი ასეთი ტრიუკებით დატოვებენ ბურჯანაძეს დე-ფაქტო სახალხო დამცველად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს იქნება მძიმე მოვლენა და საზოგადოებამ ეს უნდა შეაფასოს. ოპოზიციის ხელშია სახალხო დამცველის არჩევა. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს 90 ხმა. რაც შეეხება „მოქალაქეების“ გადაწყვეტილებას, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ისინი საკუთარი პასუხისმგებლობით იღებენ გადაწყვეტილებას. თუ მეკითხებით ფაქტობრივად რას ცვლის, მოხდება ის, რომ პარლამენტს მოუწევს ცხრამეტივე კანდიდატთან გასაუბრების, ნაცვლად შვიდი, რვა, ცხრა კანდიდატისა. ტექნიკურად, ეს პარლამენტისთვის ნიშნავს მეტ ტვირთს, მაგრამ გამჭვირვალეობისთვის შეიძლება არც იყოს ცუდი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
28 ივლისი 2026, 17:49
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: სარისკო არაფერია თვითონ იდეაში. საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვრული რა ტიპის ორგანიზაცია შეუძლია შექმნას საქართველოს მოქალაქემ და როდის შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ მისი არსებობა
რა თქმა უნდა, სარისკო არაფერია თვითონ იდეაში, ეს ასე უნდათ რომ წარმოაჩინონ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა სახალხო მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით.
28 ივლისი 2026, 17:47
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის საელჩოს პოზიციაზე: შეიძლება არასწორად გაიგეს მომხდარი ამბები. ქართველების გამოგონილი არ არის ბულინგის, სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების და სიძულვილის ენის დამკვიდრების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ჩვენზე ადრე გააკეთეს ევროპულმა ქვეყნებმა. ათასობით საქმე არის წარმართული
შეიძლება არასწორად გაიგეს მომხდარი ამბები და არასწორად ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე საკითხებს. ეს საკითხები არის სამართლებრივი საკითხები. ქართველების გამოგონილი არ არის ბულინგთან ბრძოლა, სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების და სიძულვილის ენის დამკვიდრების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ჩვენზე ადრე გააკეთეს ევროპულმა ქვეყნებმა. ათასობით საქმე არის წარმართული. ასე რომ ევროპული პრაქტიკაც არსებობს ამასთან დაკავშირებით, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს და სადაც ნათქვამია, რომ „შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო გამო“.
28 ივლისი 2026, 17:47
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნეაპოლის უნივერსიტეტის აზიის, აფრიკისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის კათედრის დოცენტ გაგა შურღაიასთან შეხვედრა გაიმართა
მისი მეცნიერული საქმიანობა მოიცავს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის ვრცელ კვლევას, ასახულს ასზე მეტ პუბლიკაციასა და ოთხ მონოგრაფიაში. 2019 წელს იტალიის კულტურის ძეგლთა, კულტურულ ღონისძიებათა და ტურიზმის სამინისტრომ გაგა შურღაიას წლის ეროვნული პრემია მიანიჭა მხატვრულ თარგმანში.
28 ივლისი 2026, 17:38
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოსთან დაკავებული ვასილ ბერიძე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოსთან დაკავებული ვასილ ბერიძე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო. მას 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ბერიძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.
28 ივლისი 2026, 17:38
ჯანდაცვა
საქართველოში ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნა
28 ივლისს მსოფლიო ჰეპატიტების დღეს აღნიშნავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა, სადაც B და C ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 17:36
მსოფლიო
დონალდ ტრამპის მტკიცებით, მას ირანში არსებული ხიდების განადგურება ერთ საათში შეუძლია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, თუ ის ირანის დაბომბვის განახლებას კვლავ დააპირებს, პრაქტიკულად ერთ საათში ყველა ხიდს გაანადგურებს.
28 ივლისი 2026, 17:31
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდები აფუძნებენ ეროვნულ მოძრაობას. სწორედ ეს იყო მისაღწევი!
ახალგაზრდული მოძრაობა „ეროვნული თაობის“ დაფუძნებას ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ეროვნულ მოძრაობას სწორედ ახალგაზრდები აფუძნებენ. მისივე თქმით, ბოლო წლებში საზოგადოების ნაწილში არსებობდა განცდა, რომ ახალგაზრდები ეროვნულ ღირებულებებს შორდებოდნენ, თუმცა დღეს გამოჩნდა, რომ ეს წარმოდგენა სრულიად არ შეესაბამებოდა რეალობას.
28 ივლისი 2026, 17:28
პოლიტიკა
გიორგი ქართველიშვილი: გუშინ ის განცხადება, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ძალიან ცუდად აიტაცეს და თქვეს, რომ თითქოს, ეს იქნება ძალადობრივი ქმედებებით - ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ტრადიციები, იდენტობა და ღირებულებები ფიზიკური ანგარიშსწორების გარეშეც დავიცვათ
ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ტრადიციები, იდენტობა და ღირებულებები ფიზიკური ანგარიშსწორების გარეშეც დავიცვათ, - განაცხადა მოძრაობა „ეროვნული თაობის“ წევრმა გიორგი ქართველიშვილმა.
28 ივლისი 2026, 17:22
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე: იმის გამო, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი სპორტსმენია, მაშინვე ძალადობის იარლიყი მიაკრეს, ეს შეგნებული დეზინფორმაციაა
ის შეტევა, უხამსობა, ის მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობასთან, ჩვენი ქვეყნის რელიგიურ იდენტობასთან, ადამიანებში იწვევს გარკვეულ პროტესტს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე.
28 ივლისი 2026, 17:19
პოლიტიკა
გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, ახალი მოძრაობა - „ეროვნული თაობა“ დაარეგისტრირა
„დავარეგისტრირეთ მოძრაობა, რომელსაც ჰქვია. ის მიზნად ისახავს ჩვენი ეროვნული იდენტობის, ჩვენი დედაეკლესიის, ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი წინაპრების, საზოგადო მოღვაწეების დაცვას. გვინდა, რომ ჩვენ გავერთიანდეთ და ქართველმა ახალგაზრდებმა ამ ორგანიზაციის გარშემო ბევრი კარგი ქართული საქმე გავაკეთოთ. თუ ნიკა გვარამიას და მისნაირების სალანძღავი ვართ მე და ჩემი მეგობრები, უკვე სწორ გზაზე ვართ. გუშინ ის განცხადება, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ძალიან ცუდად აიტაცეს და თქვეს, რომ თითქოს, ეს იქნება ძალადობრივი ქმედებებით. მე MMA მებრძოლი ვარ და მიაწერეს ამას, რომ ფიზიკური ანგარიშსწორებით გავუსწორდებით ყველას, რაც არის ძალიან დიდი სიცრუე. ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ტრადიციები, იდენტობა და ღირებულებები ფიზიკური ანგარიშსწორების გარეშეც დავიცვათ“, - განაცხადა „ეროვნული თაობის“ წევრმა გიორგი ქართველიშვილმა.
28 ივლისი 2026, 17:14
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: წლის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვის გარეშე შეძლებს
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა.
28 ივლისი 2026, 17:10
საზოგადოება
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში მასშტაბური სამუშოები დაიწყო, პროექტი მიზნად ისახავს რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას.
28 ივლისი 2026, 17:08
მსოფლიო
Bloomberg: გერმანია ფარულად ჩინეთის ეკონომიკის სუსტ წერტილებს ეძებს
სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, გერმანია ფარულად ჩინეთის ეკონომიკის სუსტ წერტილებს ეძებს.
28 ივლისი 2026, 17:00
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა - აშშ-სთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას
ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს და აღნიშნულია, რომ „შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო გამო“.
28 ივლისი 2026, 16:15
სამართალი
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 16:10
კულტურა
ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად 2026 წლის კონკურსი გამოაცხადა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლიტერატურული პრემია 2022 წელს დაარსდა და კონკურსი ყოველწლიურად იმართება.
28 ივლისი 2026, 16:08
პოლიტიკა
ლევან კარანაძე: საქაერონავიგაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს
საქაერონავიგაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს, - განაცხადა საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან კარანაძემ.
28 ივლისი 2026, 15:59
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი აშშ-ის საელჩოზე: რთულია მიიღო „გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის ენასა და უბრალო ბოროტმოქმედებას დემოკრატიის მიღწევად ასაღებს
აშშ-ში კანონი სახელმწიფოს პირდაპირ უკრძალავს მოქალაქის დასჯას, გინდ პრეზიდენტს შეაგინოს და გინდ მის ოჯახს. მაგრამ ის, რაც ამერიკული კანონისთვის „უფლებაა“, ქართული ცნობიერებისთვის ხშირად ზნეობრივი დაცემა და უთავმოყვარეობაა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, აშშ-ის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში.
28 ივლისი 2026, 15:59
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სანაია დააპატიმრეს არა იმდენად და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო - ის არ იხდიდა ჯარიმებს. მგონი, არც ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არავის შერჩენია
რადგანაც ჩვენი სახელმწიფო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის იღწვის, იმ ურთიერთობების, რომლებიც საქართველოს გამო არ დაზიანებულა, აშშ-ის საელჩოს რეაქციას სანაიას ადმინისტრაციულ პატიმრობაზე, შეძლებისდაგვარად დელიკატურად ვუპასუხებ, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
28 ივლისი 2026, 15:57
მსოფლიო
ედიშერ გვენეტაძე: აშშ-ის უელჩო საელჩო ძველებურად კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ
„განცხადებიდან ჩანს, როგორც კი იგრძნეს საელჩოში ბაიდენისებურად მომუშავე და მათზე ზემდგომმა ბიუროკრატებმა თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს მათი საქმიანობისათვის საქართველოში კანონისა და ბრძოლის გამკაცრებამ, იმათ მიმართ ვინც შეგნებულად, მიზანმიმართულად, დავალებით, გინებისა და ბილწსიტყვაობის მეშვეობით შეურაცხყოფასა და ზიანს აყენებენ ამ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ადამიანებს. მაშინვე მიმართეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ არაერთგზის ნაცად ხერხს და უმალ მიღებული განცხადებით (გახსოვთ ალბათ მაშინდელი სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დღეში რამდენ განცხადებას აკეთებდა საქართველოზე) დაიცვეს წლების მანძილზე თავისივე ნაკვები უძღები ანტიქართულად მეტყველი და მოქმედი შვილები. ვერაფერს იტყვი. დიდი გამოცდილება აქვთ და მკაფიოდ იციან, რომ თუ წყალს ვერ აამღვრევ ისე მასში თევზის ჭერა ძნელია“, - წერს გვენეტაძე.


