imedi /  20 ოქტომბერი 2022, 14:24 / სანდო წყარო

ილია დარჩიაშვილი: ევროპულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს უსაფრთხოების, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის

ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი

2022 წლის 20 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა აქტიური დინამიკით იყო გამორჩეული - გაიცვალა არაერთი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტი, ასევე გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა ავსტრია, ბელგია, ირლანდია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, რუმინეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, ჩეხეთი, უკრაინა, რაც, მინისტრის შეფასებით, რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, მინისტრის თქმით, აქტიურად იქნა გამოყენებული მრავალმხრივი ფორუმებიც, რომლის ფარგლებშიც შედგა საგარეო უწყების ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრები არაერთ ევროპელ კოლეგასთან.

ქვეყნის პირველმა დიპლომატმა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბერლინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფედერალური კანცლერის მიერ საქართველოს ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე გამოხატული დახმარების მზაობა, რაც დარჩიაშვილის თქმით, გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი გზავნილი იყო. ასევე აღინიშნა ბუნდესტაგის 28 აპრილის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ევროპულ გზაზე მხარდაჭერას ადასტურებს.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, 2022 წლის პერიოდში ასევე გრძელდებოდა აქტიური ურთიერთობების დინამიკა საფრანგეთთან. აღინიშნა კონტინენტური ევროპის საკითხებში საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველთან და სამხრეთ კავკასიაში საფრანგეთის სპეციალურ წარმომადგენელთან საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაჟღერდა მკაფიო გზავნილები საფრანგეთის მხრიდან საქართველოს უპირობო მხარდაჭერის თაობაზე, ამასთან ხაზი გაესვა მადრიდში, ნატოს სამიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის მნიშვნელობას. ევროპის ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატებზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში, თბილისში გამართული სამმხრივი კონსულტაციების მორიგი რაუნდის მნიშვნელობა გერმანიის დიდი შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსისა და საფრანგეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით.

ასევე, ყურადღება გამახვილდა გაერთიანებულ სამეფოსთან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის და საფრანგეთთან “დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის” გააქტიურების მნიშვნელობაზე. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა საქართველო-იტალიის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების მნიშვნელობაც, რომლის გადაწყვეტილებაც იტალიელ კოლეგასთან შეხვედრის დროს იქნა მიღებული. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა გააქტიურებული ურთიერთობები ავსტრიულ მხარესთან. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში.

საქართველო- ირლანდიის ურთიერთობებზე საუბრისას, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა,რომ ირლანდიასთან მზარდი თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციის კიდევ ერთი დადასტურება იყო ქვეყნის სენატის მიერ მიღებული მორიგი რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს,რომ 2022 წელს გააქტიურდა თანამშრომლობა ნორდიკული რეგიონის ქვეყნებთანაც. ამ კონტექსტში აღინიშნა თბილისში დანიისა და ნორვეგიის საელჩოების გახსნის მნიშვნელობა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება ასევე გაამახვილა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან, ვიშეგრადისა და და ბალტიის ქვეყნებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებაზე.

აღინიშნა მიმდინარე წელს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პოლონეთში, უკრაინის დონორთა კონფერენციაში მონაწილეობის ფარგლებში. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ წელს მნიშვნელოვნად გააქტიურდა დიალოგი და მაღალი დონის კონტაქტები ჩეხეთთან, რომელიც წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. ამ კუთხით ხაზი გაესვა 2022 წელს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში.

მინისტრის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა შავი ზღვის რეგიონმა არა მხოლოდ მისი უსაფრთხოების, არამედ სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა რუმინეთთან ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკას და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ბუქარესტში, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და რუმინეთს შორის გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის დამფუძნებელი დეკლარაცია. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესისა და საერთო გამოწვევების გათვალისწინებით, 2022 წელს გააქტიურდა თანამშრომლობა ბალკანეთის ქვეყნებთანაც, მათ შორის მინისტრის მოადგილეების ვიზიტების გააქტიურების და ამ ქვეყნებთან რეგულარული დიალოგის წარმართვის თვალსაზრისით.

ყველა სიახლე

11 სექტემბერი 2026, 19:18

სამართალი

გენერალურ პროკურატურაში გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი მიმდინარეობს. LIVE

გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი მიმდინარეობს.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 19:01

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, 28 სკოლა კი უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სწავლას ახალ სკოლებში გააგრძელებენ

როგორ ხვდება ქვეყანა ახალ სასწავლო წელს, რა არის გასაკეთებელი და ვერ ვერ მოესწრო - ამ საკითხებზე ილაპარაკა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, ხოლო 28 სკოლა უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლებში გაგრძელებენ სწავლას.

11 სექტემბერი 2026, 18:50

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესა და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

11 სექტემბერი 2026, 18:45

რეგიონი

ლევან დარსალია: 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის გუდაურში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება

ზამთრის სეზონისთვის აუცილებელია მომზადება ბევრად ადრე დაიწყოს და შესაბამისად, ჩვენც წელს დავიწყეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გუდაურში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.

11 სექტემბერი 2026, 18:35

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში სხდომაზე სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ წარმოადგინა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულებაზე ილაპარაკა.

11 სექტემბერი 2026, 18:31

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში: ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება

ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რომლითაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს - შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

ბექა ფერაძე

11 სექტემბერი 2026, 18:20

საზოგადოება

შრომის ინსპექციის სამსახურის ანგარიში პარლამენტში მოისმინეს

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომითი უფლებები იქნება დაცული. 2025 წლის მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ თანმიმდევრულმა ზედამხედველობამ და პრევენციულმა ღონისძიებებმა კონკრეტული, გაზომვადი შედეგები მოიტანა, უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებამ სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების მკვეთრი შემცირება უზრუნველყო,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.

11 სექტემბერი 2026, 18:10

საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026-ის გამარჯვებული მასწავლებელი გამოავლინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ჯილდოს მფლობელი გახდა ამირან ხიმშიაშვილი, სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი.

თორნიკე ჭეიშვილი

11 სექტემბერი 2026, 18:09

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ჯერჯერობით რაღაც პერსპექტივა, პოზიტიური სიგნალი ნამდვილად არ იკვეთება, რომ ბრიუსელი აპირებს გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან თუ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით. შეიძლება გვქონდეს იმის განცდა და მოლოდინი, რომ მომავალშიც კვლავ გაგრძელდება არასერიოზული, აბსურდული ნარატივის ტირაჟირება მათი მხრიდან

ჯერჯერობით რაღაც პერსპექტივა, პოზიტიური სიგნალი ნამდვილად არ იკვეთება იმასთან მიმართებით, რომ ბრიუსელი აპირებს გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან თუ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

11 სექტემბერი 2026, 18:06

პოლიტიკა

პარლამენტში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიღება გაიმართა

„მსურს პარლამენტის სახელით ჩვენს დიასპორელებს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი საქმიანობისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის საამაყოა და თითოეული ქართველისთვის იმედის მომცემია. ჩვენ ვამაყობთ თქვენით და მომავალშიც ვიამაყებთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

11 სექტემბერი 2026, 18:05

სამართალი

სამართალდამცველებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს. „იმედის“ ინფორმაციით, დაკავებას სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლები დაედო საფუძვლად. გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება 19:00 საათზე გაკეთდება.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 18:04

რეგიონი

რევაზ სოხაძე: დღევანდელი გეგმით, დაახლოებით 2030-31 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დამაკავშირებელი დერეფანი სრულად უნდა დასრულდეს და ყველა მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული

დღევანდელი გეგმით, დაახლოებით 2030-31 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დამაკავშირებელი დერეფანი სრულად უნდა დასრულდეს და ყველა მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „დღის ქრონიკაში“.

ზაალ ანჯაფარიძე

11 სექტემბერი 2026, 17:58

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: მიილია ეს კვირაც და თუ მას ხელისუფლების და ჯერ კიდევ ზედაპირზე მოფართხალე რადიკალური ოპოზიციის პაექრობის კუთხით შევაფასებთ, ხელისუფლებამ, რომ იტყვიან, ჰოკეის ანგარიშით მოუგო

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის მიმდინარე პაექრობის თვალსაზრისით, გასული კვირა ხელისუფლების აშკარა უპირატესობით დასრულდა.

თორნიკე ჭეიშვილი

11 სექტემბერი 2026, 17:57

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ მარტა კოსმა აბსურდული განცხადებების საკუთარ დეპოზიტს კიდევ ერთი დაამატა. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რასაც ჰქვია პირდაპირი ინტერვენცია, ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში

შეიძლება ითქვას, რომ მარტა კოსმა აბსურდული განცხადებების საკუთარ დეპოზიტს კიდევ ერთი დაამატა, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.

თორნიკე ჭეიშვილი

11 სექტემბერი 2026, 17:57

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ეს ერთგვარი თვითწმენდის პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ

მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ეს ერთგვარი თვითწმენდის პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენების განხილვისას.

პაატა კეშელავა
გიორგი კალანდარიშვილი

11 სექტემბერი 2026, 17:56

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ.

11 სექტემბერი 2026, 17:55

ეკონომიკა

ნინო ჯელაძემ ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, გამოფენაში მონაწილეობა და შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის საფინანსო სექტორებს შორის კავშირების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრას. მისივე თქმით, ღონისძიება ქართულ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ.

ჰენა ვირკუნენი

11 სექტემბერი 2026, 17:49

მსოფლიო

ევროკომისარი ციფრული ტექნოლოგიების საკითხებში ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოდის

ევროკომისიის ციფრული ტექნოლოგიების ხელმძღვანელი ჰენა ვირკუნენი ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 17:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დიასპორის წარმომადგენლებს: საქართველოს სჭირდება თავისი დიასპორა და დიასპორას სჭირდება ძლიერი საქართველო. სახელმწიფოს ამოცანაა, ეს კავშირი ყოველდღიურად უფრო მტკიცე და შედეგიანი გახადოს

მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო მათ, ვინც ამ დღისთვის შორი გზიდან ჩამოვიდა საქართველოში, საკუთარ სამშობლოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

11 სექტემბერი 2026, 17:43

საზოგადოება

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და კრიოსფეროს ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანია საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა და ამ მხრივ სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერება.