პარლამენტში სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ხუთ კანდიდატს მოუსმინეს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ხუთ კანდიდატს: ალექსანდრე კობაიძეს, ლევან კოკორაშვილს, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძეს და სერგო მახარაძეს მოუსმინა.
ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა ქვეყნაში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
„ეს შეეხება ე.წ. გაჭიანურებულ პროცესებს, ე.წ მხარეთა უთანასწორობას და ასევე, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემატური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნა კანდიდატმა.
მისი თქმით, მომავალმა სახალხო დამცველმა უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ გაზრდილ ჯარიმებზე და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებზე, რომ არ მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევა, ასევე, ჰაერის დაბინძურების საკითხზე, ე.წ. გამოსახლების პოლიტიკაზე, ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, შშმ პირთა დასაქმებაზე და მათი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების რეალიზების საკითხზე, ფემიციდის გაზრდილ სტატისტიკაზე და ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციაზე. სახალხო დამცველობის კანდიდატის, ლევან კოკორაშვილის განცხადებით, მისი არჩევის შემთხვევაში იგი აუცილებლად იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქის ომბუდსმენი და საზოგადოებაში აღადგენს ნდობას სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ მაღალი ხარისხით.
„მე ვიქნები ის სახალხო დამცველი, რომელიც ხშირად ივლის ქვეყნის ყველა რეგიონში, მოვუსმენ ყველა მოქალაქეს, შევისწავლი ყველა იმ ფაქტს, რომელიც შეეხება მათი უფლებების დარღვევებს და მივიღებ ყველა ზომას მანდატის ფარგლებში მათი უფლებების აღსადგენად. მე ვიქნები ის ომბუდსმენი, რომელსაც არ ეყოლება ფავორიტი პოლიტიკური მხარე და არ შეეგუება არც ხელისუფლების და არც სხვა პოლიტიკური სპექტრის მიერ კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლას“, - აღნიშნა კანდიდატმა.
სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნუგზარ კოხრეიძის განცხადებით, მისი პროგრამა ეფუძნება სამ ხედვას - სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების ეფექტურობის ზრდა და ინსტიტუციური გაძლიერება, კონკრეტული სეგმენტის მიმართულებით უფლებების დარღვევაზე რეაგირების და საზოგადოებასთან კომუნიკაციის და საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობის გაძლიერება.
„ის მიმართულებები, რომელებზეც პროგრამაში აქცენტები გაკეთებული არ არის მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუციის მიერ მეტ-ნაკლებად წარმატებულად სრულდება და არჩევის შემთხვევაში მათ შენარჩუნებას და კიდევ უფრო გაძლიერებას გპირდებით“, - აღნიშნა კანდიდატმა.
სახალხო დამცველობის კანდიდატის, გიორგი მარიამიძის განცხადებით, ქართულ რეალობაში უამრავი პრობლემა დაგროვდა და ამ ყველაფრის მიზეზი განათლების, გამოცდილების, ინფორმაციის, პასუხისმგებლობისა და გამბედაობის ნაკლებობაა.
„ვეცდები, რომ სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა გამოწვევის თაობაზე და ვიზრუნო იმაზე, რომ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით დავძლიოთ არსებული პრობლემები და თავიდან ავიცილოთ მომავალი საფრთხეები. სახალხო დამცველის რანგში შევეცდები ვიყო ხიდი ხალხსა და ხელისუფლებას შორის, რათა ხელისუფლებამ უკეთ გაიგოს ხალხის ხმა და შეიტყოს ხალხის საჭიროებები. შევეცდები ყველა პოლიტიკურ პარტიის, ასევე, შიდა თუ გარე, კერძო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ყურადღება მივმართო ხალხის ინტერესებისკენ და მოვუწოდო ყველას ერთობლივად ვიზრუნოთ საქართველოს მოსახელობის უკეთესი აწმყოსა და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა გიორგი მარიამიძემ.
სახალხო დამცველობის კანდიდატმა, სერგო მახარაძემ კომიტეტის წევრებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო. მისი თქმით, მისი საქმიანობა სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში სოციალურ თემებზე იქნება ორიენტირებული
„მინდა აქცენტი გავაკეთო რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე. დღეს სახალხო დამცველის აპარატში არსებობს რეგიონალური წარმომადგენლობა, თუმცა ის, უფუნქციოა და ვერ წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს“, -განაცხადა სერგო მახარაძემ. კანდიდატი ასევე შეეხო რეგიონებში ქართული ენის პოპულარიზაციის საკითხს. „რეგიონებში ეთნიკურად დასახლებული მოსახლეობიდან არ მოდის და არ ჩანს პრობლემები, რაც მათ აწუხებთ. ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება მათთან ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბარი, როგორიცაა, საკუთრების, შრომის, ქონებრივი და სხვა უფლებები, რაც დაკავშირებულია უშუალოდ მათ ცხოვრებასთან“, - განმარტა კანდიდატმა. მისივე თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა.
სახალხო დამცველობის თითოეულმა კანდიდატმა ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებისა და უფრაქციო დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. პარლამენტში წარდგენილი სახალხო დამცველობის 19 კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ამ ეტაპზე 12 კანდიდატს მოუსმინა. კანდიდატების მოსმენა გაგრძელდება.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 15:02
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ
,,დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“
26 აგვისტო 2026, 14:54
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება
„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:46
ეკონომიკა
მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:33
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირში 2023 წლის შემდეგ პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა
ევროკავშირში საქონლით ვაჭრობის სფეროში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 14:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი, რაც გაავრცელეს და მეორე, თითქოს, მათ [საქართველოს] მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.
26 აგვისტო 2026, 14:21
პოლიტიკა
ანა წითლიძე: არათუ გასვლაზე, ან შესვლაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალიანსთან დაკავშირებით საერთოდ არ დგას საკითხი. არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული
ანა წითლიძე ოპოზიციური ალიანსის უმოქმედობაზე საუბრობს და საკუთარ პოზიციასთან ერთად, პარტიის პოზიციას ახმიანებს. მისი თქმით, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრი, პარტიისთვის ეს უმნიშვნელოა. პარალელურად ალიანსის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.
26 აგვისტო 2026, 14:20
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ „ლარსიდან“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე: ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს
„ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი პირადად სწორედ ლარსში, შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თავად ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს. როცა დაკვეთა შეიცვალა, ახლა ისინი საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და დგამენ ამ რაღაც მასკარადს. სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას, ვინაიდან თუნდაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების არავითარ ე.წ. უკონტროლო შემოდინებასთან საქმე არ შეიძლება გვქონდეს და გამსვლელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე შემომსვლელები.
26 აგვისტო 2026, 14:20
მსოფლიო
AXIOS-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია
გამოცემა AXIOS-ი წერს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია.
26 აგვისტო 2026, 14:18
სამართალი
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქეს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის მიყენებისთვის 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა და მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო.
26 აგვისტო 2026, 14:13
საზოგადოება
მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის უფროსი: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები და წესები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თანაბარი და ერთნაირია, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე განსხვავებული წესი არ მოქმედებს
„რაც შეეხება მომართვიანობას, ზოგადად საგამონაკლისო წესზე მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას საგამონაკლისო წესით ვერ მოიპოვებს, თუკი არ დადასტურდა სახელმწიფო ინტერესი და მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი“, - აღნიშნა თამთა ფეტვიაშვილმა.
26 აგვისტო 2026, 14:00
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
26 აგვისტო 2026, 13:46
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობას რვა ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანებულია გზები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა
ნეპალში მომხდარ ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 13:45
სპორტი
ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის გასვლით მატჩებზე ბილეთები ხვალიდან გაიყიდება⚽
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს სტუმრად, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართავს.
26 აგვისტო 2026, 13:36
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი ლაშა ბუღაძეზე: ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი - ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა
ოპოზიციური აქტივიზმის (ბაბლი, აკაცუკები, მარშისტები) ერთ-ერთი საყრდენი კონცეფციაა, რომ ადამიანის პროფესიას ფასი არ აქვს, თუ ის განმსჭვალული არ არის „მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და საკუთარ საქონელსა და მომსახურებაში მჭიდროდ არ ჩართავს „ღირებულებებისა და ფასეულობისთვის ბრძოლას“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.
26 აგვისტო 2026, 13:13
ტექნოლოგიები
თურქეთში ლეოპარდზე ამხედრებული ადამიანის 11 000 წლის ქანდაკება იპოვეს
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ სოციალურ ქსელ NSosyal-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღმოჩენა აღწერა, როგორც „კომპოზიციური ქანდაკება“ ისეთი სტილით, როგორიც ამ ტერიტორიაზე მანამდე არ შეხვედრიათ. მისი თქმით, 70 სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება დაახლოებით 3 მეტრის დიამეტრის მქონე სტრუქტურის კედლის გასწვრივ იპოვეს.
26 აგვისტო 2026, 13:07
საზოგადოება
„2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა. ამასთან, 2026 წელს სახელმწიფოს დაფინანსებით დაახლოებით 2000-ით მეტი სტუდენტი ისწავლის“ - განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს
მისი განცხადებით, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შექმნილი რეალური სურათი რამდენიმე საკვანძო ტენდენციას გამოკვეთს და აღნიშნავს, რომ 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა.
26 აგვისტო 2026, 13:01
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.
26 აგვისტო 2026, 12:53
მსოფლიო
ზელენსკიმ მასკი უკრაინის „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი ილონ მასკი „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული.
26 აგვისტო 2026, 12:31
საზოგადოება
სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 12:18
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს.


