ნინო კვარაცხელია: ხარჩილავას და ხაზარაძის ვარდისფერი სათვალე მოიხსენით და რეალობა დაინახეთ
ნინო კვარაცხელია
ფოტო: Facebook
სამოქალაქო აქტივისტი ნინო კვარაცხელია პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრის ლანა გალდავას პოსტს ეხმაურება, რომელიც წალენჯიხასთან დაკავშირებით გუშინ გამოქვეყნდა.
„ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ტანდემი ძალიან შორს არის რეალობისგან, ხარჩილავას და ხაზარაძის ვარდისფერი სათვალე მოიხსენით და რეალობა დაინახეთ! რეალობა კი ის არის, რომ რასაც თქვენ ინოვაციად და მსოფლიოს ,,მერვე საოცრებად” მიიჩნევთ, რეალურად დანარჩენ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში წლებია ხორციელდება და ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ყველას გვაქვს“, - წერს ნინო კვარაცხელია. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„გუშინ ამ პოსტს გადავაწყდი, მისი ავტორი პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, ჩემი მეგობარი ლანა გალდავა. მოდი ვნახოთ რა ხდება რეალურად, ხაზარაძე- ხარჩილავას ვარდისფერი სათვალის მიღმა:
(ლანა გალდავა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დღეს დაიწყო სკვერში იტალიიდან ჩამოტანილი იშვიათი ჯიშის ხეების დარგვის პირველი ეტაპი, რაც მოიცავს 105 ხეს.
• აღნიშნული სახის ღონისძიებები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება, მათ შორის პრემიერის მიერ ინიცირებულ პროექტ განახლებული რეგიონის ფარგლებში ქალაქების ცენტრების გამწვანება, პარკების და რეკრეაციული ზონების განახლება ხდება. იმავდროულად ტარდება მუნიციპალური სამსახურების მიერ გამწვანების სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის ახალი ნარგავების შემოტანა და ძველების ჩანაცვლება. რაც წალენჯიხაში ხედება კარგია მაგრამ გასაოცარი და ,,ინოვაციური” არაფერია.
2.(ლანა გალდავა) ახალმა დაარსებულმა აიტი სკოლამ უკვე გამოუშვა პირველი ჯგუფი - 35 კურსდამთავრებული, ხოლო სწავლას აგრძელებს 75 ახალგაზრდა.
• ესეც გაუკეთა ხაზარაძემ და არის 100 კვ. მეტრ ფართში 10 კომპიუტერი.
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდი ხანია ფუნქციონირებს ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრი (ტექნოპარკი), სადაც ყოველწლიურად ხდება რეგიონის მასშტაბით ახალგაზრდების გადამზადება. ტექნოპარკი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ტექნოლოგიებით. სენაკის მუნიციპალიტეტში ასევე მიმდინარეობს ინოვაციების ცენტრის მშენებლობა, რომელიც დასრულების ეტაპზეა. ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შენდება ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშნებლობა, ღირებულებით 18 მილიონი ლარი.
3. (ლანა გალდავა) საქმიანობას აგრძელებს ოთარ ეგაძის თეატრი და მანანა დოიჯაშვილის მუსიკალური სკოლა.
• ამ დროს ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა, კარგია, მაგრამ არა საოცრება. ამ დროს კი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფონდი ,,ქართუს” მიერ თეატრის მშენებლობა მიმდინარეობს , რომლის ღირებულება შეადგენს 22 000 000 ლარს და ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროა. ასევე განხორციელდა სენაკის მუნიციპალიტეტში ისტორიული თეატრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ჩხოროწყუს კულტურის სახლის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება შეადგენს 4.7 მილიონი ლარია.
4.(ლანა გალდავა) თბილისის სამხატვრო აკადემიის ლექტორები ასწავლიან მხატვრობას ადგილობრივ ახალგაზრდებს, აშენდება აუზი.
• ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გასულ წელს დაიწყო სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა, რომლის ღირებულება აღემატება 14 მლნ. ლარს. ფოთში კი წელს დასრულდა და ფუნქციონირებს საცურაო აუზი, რომლის ღირებულება 14 მილიონი ლარია.
5.(ლანა გალდავა) ახალ მზა სტადიონზე გაიზრდებიან ფეხბურთის ახალი ფორვარდები, ხვიჩას მსგავსი ,,იუვენტუსის” მოწვეული მწვრთნელები იზრუნებენ ამ მიმართულებით.
(ღმერთმა ქნას, რომ ხვიჩასნაირი ფეხბურთები კიდევ გაგვიზარდოს წალენჯიხამ და სხვა მუნიციპალიტეტემა, მაგრამ სამწუხაროდ იუვენტუსის ამბავი აშკარა ტყუილია, არავინ ყავდათ ჩამოყვანილი ვინც ფეხბურთის სპეციალისტი იყო და ელემენტრულად ამ ინფორმაციას მედიასთან დაადასტურებდა).
• ფოთში ფუნქციონირებს უეფას მესამე კატეგორიის სტადიონი, მიმდინარე წელს იწყება ხობის მუნიციპალიტეტში სტადიონის სრული რეაბილიტაცია, იცვლება სათამაშო მოედანი და ტრიბუნა, რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში, ზუგდიდში, მარტვილსა და ფოთში ფუნქციონირებს მოზარდებისთვის საფეხბურთო აკადემია, სადაც აღსაზრდელებისთვის შექმნილია უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი სათამაშო სივრცეები შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
• რეგიონის მასშტაბით განხორციელდა არაერთი მინი საფეხბურთო მოედნების მშნებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
• ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს რაგბის სტადიონის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ფოთში ფონდმა ქართუმ, ასევე ააშენა ფოთის სარაგბო ბაზა.
6. (ლანა გალდავა) გაზაფხულზე გამოცხადდება კონკურსი ,,საუკეთესო ეზო”
• საჯარო ინფორმაციაა, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად იმარჯვებს ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტის ნომინაციაში ზუგდიდი, ამასთან ზუგდიდმა წელს ასევე მოიგო სუფთა სოფლისა და ეზოს ნომინაცია, მესტია კი ყველაზე სუფთა დაბა გახდა. ხოლო რაც შეეხება ეზოების კეთილმოწყობის ნაწილს, რეგიონის ყველა ქალაქში მილიონობით ლარი იხარჯება ეზოების კეთილმოწყობის მიზნით.
• საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიღებული აქვს 4 713 960 ლარი, თანხის ათვისების მხრივ კი წალენჯიხა ქვეყნის მასშტაბით ბოლო ადგილზეა. წლის ბოლოა, წალენჯიხა კი ვერ ითვისებს მთვარობისგან ხალხის მიერ წამოწეული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილ თანხას და ფულს უკან დააბრუნებს. ეს კატასტროფაა წალენჯიხისთვის!
• სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 010 000 ლარი (საქართველოს მთავრობის 29 აგვისტოს N1545 განკარგულებით), დღეის მდგომარეობით დატენდერებულია მხოლოდ 573 270 ლარის ღირებულების სამუშაოები. ადგილობრივმა ოპოზიციურმა ხელისუფლებამ ისიც კი ვერ შეძლო სტიქიის სალიკვიდაციოდ მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები აეთვისებინა და მოსახლეობისთვის ინტერესებისთვის მოეხმარათ.
„ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ტანდემი ძალიან შორს არის რეალობისგან, ხარჩილავას და ხაზარაძის ვარდისფერი სათვალე მოიხსენით და რეალობა დაინახეთ! რეალობა კი ის არის, რომ რასაც თქვენ ინოვაციად და მსოფლიოს ,,მერვე საოცრებად” მიიჩნევთ რეალურად დანარჩენ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში წლებია ხორციელდება და ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ყველას გვაქვს. 105 ნერგის დარგვას გამწვანებულ და ბუნებაში ჩაფლულ წალენჯიხაში მსოფლიო დონის მოვლენად რომ რაცხავთ სასაცილოა! აი სატირალი კი ისაა, რომ წალენჯიხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ათვისებას ვერ ახერხებს და წლის ბოლოს უკან მიბრუნება უწევს! ამ დროს წარმოიდგინეთ, რომ ამ თანხით წალენჯიხელებს ძალინ ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა უნდა მოგვარებიდათ.
მორჩით წალენჯიხელების შეცდომაში შეყვანას და მათთვის თვალეში ნაცრის შეყრას!
პარდონ ლანა, პარდონ!!!“ - წერს ნინო კვარაცხელია Facebook-ზე.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 18:17
სპორტი
სპორტის მინისტრი ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
სპორტის მინისტრი ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
12 ივლისი 2026, 18:11
სპორტი
ხვალ საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს
ხვალ საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს.
12 ივლისი 2026, 18:10
სპორტი
მალთაყვის ტერიტორიაზე, ოქროს ტბის წყალსათხილამურო ბაზაზე ორი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება
უდიდეს ინტერესს იწვევს 24-26 ივლისს ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი, რომელიც სამ დისციპლინაში, სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში გაიმართება.
12 ივლისი 2026, 17:53
რეგიონი
რევაზ სოხაძე: თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ოპერატიულმა შტაბმა სამომავლო პრევენციული ღონისძიებებიც დაგეგმა
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მთავრობის წევრებთან, პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ოპერატიული შტაბის სხდომაშიც მიიღო მონაწილეობა.
12 ივლისი 2026, 17:45
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია. საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა
წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია. საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა
12 ივლისი 2026, 17:22
რეგიონი
ძლიერი ნალექის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა
ძლიერი ნალექის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურში ხევები ადიდდა. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ადგილობრივების თქმით, სტიქიამ მსხმოიარე ვენახები დააზიანა, რამაც მათ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
12 ივლისი 2026, 17:19
რეგიონი
დავით სონღულაშვილი კახეთში სტიქიაზე: მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, დროულად იყოს აღდგენილი, რომ ქალაქმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება
აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოების აღდგენითი ღონისძიებები, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.
12 ივლისი 2026, 17:04
რეგიონი
რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომას დაესწრო
თელავში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები და მომდევნო ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომაზე, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
12 ივლისი 2026, 15:48
რეგიონი
რევაზ სოხაძე: ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს - დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას
სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული,“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.
12 ივლისი 2026, 15:46
მსოფლიო
ბრიტანელი პოლიტიკოსის მკვლელობის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს
„ეჭვმიტანილი დიდი ბრიტანეთის თეთრკანიანი მოქალაქე, ამჟამად პოლიციის პატიმრობაში იმყოფება“, - ხაზგასმით აღნიშნეს უწყებაში.
12 ივლისი 2026, 14:50
მსოფლიო
კატარის ყოფილი ემირი გარდაიცვალა
ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი ხელისუფლებაში 1995 წელს, უსისხლო გადატრიალების შედეგად მოვიდა, როდესაც მამამისი ტახტიდან ჩამოაგდო. 2013 წელს მან ნებაყოფლობით თქვა უარი ტახტზე თავისი ვაჟის, თამიმ ბინ ჰამად ალ თანის სასარგებლოდ, რომელიც ამჟამად კატარს მეთაურობს.
12 ივლისი 2026, 14:46
სპორტი
ნიკოლოზ კურტანიძე მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია
ნიკოლოზ კურტანიძე კოლუმბიაში გამართული მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, აკვრაში - 187, ორჭიდის ჯამში კი 338 კილოგრამი დაძლია და ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონით კატეგორიაში ხვიჩა კიწმარიძემ ატაცში - ოქროს, აკვრასა და ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის მედლები მოიგო.
12 ივლისი 2026, 14:43
სპორტი
ფოთში პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა
რინგზე წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოკრივეებმა. ბექა ჭუბაბრიამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ირაკლი ალანიძემ მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება.
12 ივლისი 2026, 14:39
მსოფლიო
ტყის ხანძარს ესპანეთში მსხვერპლი მოჰყვა
სტიქია ძლიერი ქარისა და ცხელი ამინდის გამო სწრაფად ვრცელდება, ხანძარმა 12 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა. განადგურებულია 6 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი.
12 ივლისი 2026, 14:35
მსოფლიო
საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს საფრანგეთში ტყის ხანძრებმა, სულ მცირე, 25 ათასი ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ამასთან საფრანგეთის მთავრობამ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე საგანგებო გეგმა გაააქტიურა იმ დეპარტამენტებში, სადაც მეტეოროლოგიის „წითელი“ განგაშია გამოცხადებული. ასეთი 24 დეპარტამენტია, კიდევ 59 დეპარტამენტში კი განგაშის „ნარინჯისფერი“ ნიშნულია გამოცხადებული. ივნისში სიცხემ 2 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.
12 ივლისი 2026, 14:31
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ
„არჩევნებში სრული უპირატესობით გავიმარჯვე მთელი დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და თითქმის 100%-ით ნეგატიური ამბების ფონზე, ამერიკის ოლქების 86% მოვიგე. წარუმატებელი New York Times-ი, უმეცარი CNN-ი, სამივე ყალბი ქსელი - ABC, CBS-ი და NBC - მათი მკითხველების, რეიტინგებისა და მაყურებლების რაოდენობა ეცემა, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ ისინი, როგორც თავიდანვე ვთქვი, ყალბი ამბებია მათ არანაირი სანდოობა არ აქვთ, თორემ შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ ცუდი ამბების ფონზე გამარჯვება. არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ - სინამდვილეში, გაცილებით მეტით! დემოკრატებს არ აქვთ ის, რაც საჭიროა. მათი პოლიტიკა არასწორია და ისინი, ზოგადად სულელები არიან. ისინი კომუნისტები არიან, ისინი სასოწარკვეთილად ჩაძირული გემი არიან და ამის გამო ვერაფერს იზამენ. არაზუსტი, ცრუ სტატიების წერის ნაცვლად, უნდა იყოს დრო, რომ თქვან: „ჩვენ ვნებდებით, ჩვენ ვერ დავამარცხებთ მას, როგორც ჩანს ვერაფერს ვიზამთ“. არის დრო, რომ თქვან: „ტრამპი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია“, - წერს ტრამპი.
12 ივლისი 2026, 14:19
საზოგადოება
მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს
მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. 17 კომპანია სტუმრებს მრავალფეროვან გემოსა და ახალ პროდუქციას სთავაზობს. წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია.
12 ივლისი 2026, 14:17
რეგიონი
რა ვითარებაა თელავში, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან - „ქრონიკის“ ჩართვა
თელავში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. წყლის დონემ შედარებით დაიწია და ტერიტორიას წმენდენ. გვიან ღამით, ადიდებულმა თელავის ხედმა წაიღო ხიდი და შეცვლილი კალაპოტით ქუჩაზე მიედინებოდა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა და დატბორილი შენობები.
12 ივლისი 2026, 14:16
საზოგადოება
პატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო
„რაც შეეხება პავლე მოციქულს, ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ეპისტოლეებს ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სულის ცხონებისთვის. ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც პეტრე მოციქულს უნდა მივბაძოთ, ვეცადოთ და წმინდა პავლე მოციქულსაც უნდა მივბაძოთ წმინდა ჯვრის სიყვარულში და ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა და ვეცადოთ, რომ არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენებისა, მისი მნიშვნელობის გააზრების და პირჯვრის გადასახვის გარეშე. ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა.
12 ივლისი 2026, 14:09
რეგიონი
„ოქსიგენფესტის“ ფარგლებში რუსთავში მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
„213 წარჩინებულ ახალგაზრდასთან ერთად, რომელთაც ცხოვრებაში პირველი გამარჯვება და წარმატება უკვე მოიპოვეს, სცენაზე უდიდესი სიამაყის გრძნობით ვიდექი. სწორედ მადლიერების ნიშნად გადასცემს მათ ქალაქი, როგორც ფულად ჯილდოს, ასევე მეხუთე წელია, აი ასეთ ლამაზ საღამოს ვუწყობთ. ჩვენი სურვილია, რომ მომავალში მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ და აქტიურად გააგრძელონ წარმატებისკენ სვლა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.


