გია აბაშიძე: კრიმინალი კეზერაშვილი და მის მიერ ნაყიდი უსამშობლო რევანშისტები ყველანაირი სიყალბით ცდილობენ საქართველოს იმიჯის დაზიანებას, თუკი ეს მცდელობა მათ რადიკალურ დღის წესრიგს წაადგება
გია აბაშიძე
ფოტო: iMEDI
ივნისის ბოლოს, ბათუმის პორტში შემოვიდა გემი, რომელზეც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასპონსორებულმა ელენე ხოშტარიამ ექსკლუზიურად ატეხა განგაში - არიქა, სანქცირებული ტვირთი საქართველოშიაო! ოღონდ ეს ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალა და არა მის თანასპონსორს, თაღლით კეზერაშვილს. საბოლო ჯამში, გემს საბაჟო თანხმობა არ მიეცა და გააბრუნეს უკან. თუმცა, ნაცპროპაგანდისტური ხმაური ერთხანს არ მინელდა - წერს ექსპერტი გია აბაშიძე.
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ბათუმის ნავსადგურში შესული სანქცირებული ტვირთიანი გემი ნაკაიძის [კეზერაშვილის] კომპანიის გახლდათ.
„კანონზომიერებად ჩამოყალიბდა, რომ რაშიც რადიკალები ხელისუფლებას ადანაშაულებენ, თავად არიან ამ ბრალდებების ჩამდენნი.
გაიშიფრა ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის, მისი ამერიკელი კურატორებისა და უსამშობლო ნაცოპოზიციის კიდევ ერთი ავაზაკური სქემა:
25 აპრილს, კეზერაშვილის ჯიბის ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც დამრეკავი, ვითომ სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი
ბიძინა ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას. "ფორმულასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ევტუშენკოვი ადასტურებს ფაქტს.
დაუფარავი ფაქტია, რომ ევტუშენკოვი ბაიდენის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენია და ამის გამო, ის ამერიკულ სანქციებს მარტივად გადაურჩა. რის სანაცვლოდ, ეს უცნობია, მაგრამ უფასო და უპირობო არაფერია არც პოლიტიკაში.
ივნისის ბოლოს, ბათუმის პორტში შემოვიდა გემი, რომელზეც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასპონსორებულმა ელენე ხოშტარიამ ექსკლუზიურად ატეხა განგაში - არიქა, სანქცირებული ტვირთი საქართველოშიაო! ოღონდ ეს ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალა და არა მის თანასპონსორს, თაღლით კეზერაშვილს. საბოლო ჯამში, გემს საბაჟო თანხმობა არ მიეცა და გააბრუნეს უკან. თუმცა, ნაცპროპაგანდისტური ხმაური ერთხანს არ მინელდა.
ზაფხულშივე, ლონდონში გაიმართა ძებნილი კეზერაშვილისა და ამერიკელი ექს-ჩინოსნის, კურტ ვოლკერის შეხვედრა. ხელოვნებასა და განათლებაზე რომ არ ისაუბრებდნენ, ეს ხაბეიშვილის დონის სუბიექტებისთვისაც დაუჯერებელია.
თუმცა, იმ გამომძიებელი გერმანელი ჟურნალისტის მორიგი ფოტოსურათით, რომელმაც კეზერაშვილი-ვოლკერი დააფიქსირა, გაირკვა, რომ ოლიგარქი კეზერაშვილი შეხვდა მის ვეტერან ბიზნესპარტნიორს ვანო ნაკაიძეს. ბათუმის ნავსადგურში შესული სანქცირებული ტვირთიანი გემი ნაკაიძის [კეზერაშვილის] კომპანიის გახლდათ.
კრიმინალი კეზერაშვილი და მის მიერ ნაყიდი უსამშობლო რევანშისტები ყველანაირი სიყალბით ცდილობენ საქართველოს იმიჯის დაზიანებას, თუკი ეს მცდელობა მათ რადიკალურ დღის წესრიგს წაადგება.
ხოლო აშშ-ის ომის პარტიის აქტორები ამჟამად იყენებენ საკუთარ მორიგ "ძუკნის შვილს" (Son of a bitch), დავით კეზერაშვილს საქართველოში სიტუაციის აყირავებისა და რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს 'დასახურდავებლად'.
ეს ვერაგული ჯაჭვი თითქოს რთული აღსაქმელია, მაგრამ აშკარა ფაქტების მოშველიებით, იოლად ახსნადი.
მშვიდობასა და სტაბილურობაზე ორიენტირებულ ქართველ ხალხთან დაუნდობელ ბრძოლაში ბოროტნი აუცილებლად მარცხდებიან. მრავალმილიარდიანი სარგებლის გამო, ომის მოსურნეთა (warmongers) გარდა, საქართველოს დასავლეთში ჰყავს ერთგული მეგობრები.“ - წერს აბაშიძე facebook - ზე
ყველა სიახლე
19 აპრილი 2026, 13:35
მსოფლიო
ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე 24 საათით ადრე „ჰეზბოლას“ 150-ზე მეტი წევრი გაანადგურეს
დარტყმები განხორციელდა ლიბანის რამდენიმე რაიონში მდებარე დაახლოებით 300 სამხედრო ობიექტზე, მათ შორის სამეთაურო ცენტრებსა და იარაღის საცავებზე. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ რამდენიმე მეთაური.
19 აპრილი 2026, 13:33
საზოგადოება
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია.
19 აპრილი 2026, 13:21
რეგიონი
ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა
ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. ობიექტი ბოლო პერიოდში აღარ ფუნქციონირებდა და ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული ჰქონდა.
19 აპრილი 2026, 12:48
სპორტი
ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, გურამ თუშიშვილი კი ნახევარფინალში გავიდა
თბილისში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ილია სულამანიძე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა - საქართველოს ნაკრების წევრმა რუმინელი ალექსანდრუ სიბისანი იპონით დაამარცხა , ნახევარფინალში გადასასვლელად კი ნიიაზ ბილალოვს შეებრძოლება.
19 აპრილი 2026, 12:22
საზოგადოება
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა.
19 აპრილი 2026, 12:20
მსოფლიო
რომის პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან ახალი დისკუსიის წამოწყება არ სურს
„ეს სიტყვები ისე აღიქვეს, თითქოს პრეზიდენტთან ახალი დისკუსიის წამოწყებას ვცდილობ, რისი არანაირი ინტერესიც არ მაქვს“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს ანგოლისკენ მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე.
19 აპრილი 2026, 11:58
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტი მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა რადოსლავ დობროვოლსკიმ.
19 აპრილი 2026, 11:39
კულტურა
ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლ „რევიზორის“ პრემიერა გაიმართა
„რევიზორი“ პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში - ნიკოლაი გოგოლის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი კაშიამ დადგა. ნაწარმოები ყველა დროისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება და საზოგადოების პრობლემებს იუმორით ასახავს.
19 აპრილი 2026, 11:31
მსოფლიო
Nikon-მა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ოპტიკური აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანია Nikon Corporation-მა, რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, - ინფორმაციას რუსული მედია, „როსპატენტის“ ელექტრონული მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 აპრილი 2026, 11:30
პოლიტიკა
გიორგი ზერეკიძე: სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებს ითხოვენ, თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით
თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ინვესტიცია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კორპორაცია და ამერიკის პრეზიდენტის ოჯახი მულტიმილიონიან ინვესტიციას არასდროს ჩადებს იმ ქვეყანაში, რომელიც მართლა იზოლაციაშია, როგორც ამას ეგ საცოდავები გვიმტკიცებენ. ინვესტორმა ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აქ სტაბილურობა, მშვიდობა და მათი კაპიტალის დაცულობა გარანტირებულია, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, სოციალურ ქსელში.
19 აპრილი 2026, 11:30
მსოფლიო
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიის რეიტინგი დაახლოებით 35%-ს შეადგენს, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელზე მაღალია.
19 აპრილი 2026, 11:27
საზოგადოება
ირაკლი ჭეიშვილი: ვინც არ უნდა ჩაატაროს სემინარი და ვინც არ უნდა მოინდომოს ჩვენს ქვეყანაში დისონანსი და არეულობა, მერწმუნეთ, სანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება, მსგავსი არეულობები არ მოხდება
ჩვენ არაერთი რევოლუციური სცენარი გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში. ხუთჯერ სცადეს ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ არც ერთხელ გამოუვიდათ. ახლა გამოიგონეს ეს ბლაჟევიჩი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.
19 აპრილი 2026, 11:17
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ექსტრემიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავის სიმაღლეზე დგანან, ვერც ბლაჟევიჩები და ვერც აკერმანები თავის მიზანს ვერ მიაღწევენ
„საკანონმდებლო სფეროში ცვლილებები შევიტანეთ. უცხოეთიდან თანხების შემოტანა ასეთი მიზნებისთვის აკრძალულია. საქართველოს მთავრობის თანხმობას საჭიროებს. ექსტრემიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავის სიმაღლეზე დგანან, ვერც ბლაჟევიჩები და ვერც აკერმანები თავის მიზანს ვერ მიაღწევენ. მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და არა ვინმე უცხოური სახელისა და გვარის მქონე პირი“, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
19 აპრილი 2026, 11:13
საზოგადოება
კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს
აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას ზეიმობს, რასაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის განახლება ეწოდება. სადღესასწაულო ლიტურგიას სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აღავლენს.
19 აპრილი 2026, 10:50
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
სამართალდამცველებმა ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ ორის: „მეთადონი“, „პრეგაბალინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.
19 აპრილი 2026, 10:50
სამართალი
პოლიციამ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.დ დააკავეს.
19 აპრილი 2026, 10:49
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებს ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და ქალაქ ტაშკენტის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია და აღნიშნული დანაყოფების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო.
19 აპრილი 2026, 10:47
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და გამოყენება) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
19 აპრილი 2026, 09:48
პოლიტიკა
„ტრამპის ორგანიზაცია“: თბილისის ახალი სიმბოლო - გლობალური ფუფუნების ცხოვრების ახალი სტანდარტი
“Trump organization” ახალი პროექტის - Trump Tower Tbilisi შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70 სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.
19 აპრილი 2026, 09:34
პოლიტიკა
ერიკ ტრამპი: ტრამპის სახელი უმაღლესი ხარისხის უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, „ტრამპთაუერ თბილისი“ კი ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. მოხარულები ვართ, რომ საქართველოსთვის გლობალური რეპუტაციის მქონე ხარისხის შეთავაზება შეგვიძლია
ტრამპის სახელი მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, ხოლო Trump Tower Tbilisi ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ვამაყობთ, რომ ამ გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს საქართველოში ვნერგავთ და განსაკუთრებით გვიხარია თანამშრომლობა ამ პროექტზე ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან.“- აცხადებს ერიკ ტრამპი, “ტრამპის ორგანიზაციის” აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.


