17 ნოემბერი 2022, 17:42 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფიქრობს, რომ დემოკრატიული წინსვლა არის ადამიანების წამება, მაშინ ჯობს, ამ „დემოკრატიულ უკუსვლაში“ დავრჩეთ

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს მართლმსაჯულების განხორციელებაზე, ის არ არის სახელმწიფო,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, სენატორი ჯინ შაჰინი ითხოვდა, სისტემურ დანაშაულებში მხილებულების გათავისუფლებას და ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა.

„სტრატეგიული პარტნიორისგან ველოდებით მართალ სიტყვას. ჩვენ ველოდებით სწორ შეფასებებს. როდესაც ლაპარაკობენ დემოკრატიულ უკუსვლაზე და მისტირიან ციხეში წამებასა და მკვლელობებს, 150 კაცი რომ კვდებოდა ციხეში, ბოდიში, ეს დრო ვერ დაბრუნდება, ვისი სურვილიც არ უნდა იყოს. ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა, როდესაც ამას ვიღაც მისტირის.

რაც შეეხება ქალბატონ შაჰინს, გავიმეორებ, ქალბატონი შაჰინი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა, რომ კრიმინალები, სისტემური წამების შემოქმედები ამ ქვეყანაში, რომელთა დანაშაული არის ძალიან კონკრეტულ ადამიანებზე ბრძანების გაცემა, რომ ისინი ეწამებინათ, მოეკლათ, ქონებები წაერთმიათ და ა.შ. ეს ადამიანები თურმე არ უნდა ჩაგვესვა ციხეში, მათ პასუხი არ უნდა ეგოთ. ასე სახელმწიფო ვერ შედგება. სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს მართლმსაჯულების განხორციელებაზე, ის არ არის სახელმწიფო. თუკი (აშშ-ის) სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფიქრობს, რომ დემოკრატიული წინსვლა არის ადამიანების წამება, მაშინ ჯობს, დავრჩეთ ამ „დემოკრატიულ უკუსვლაში“.
მინიმუმ კვირაში ორჯერ დავდიოდი ციხეებში, ყველა ნაწამები პატიმარი ჩემი თვალით მყავს ნანახი და კარგად ვიცი, რაც ხდებოდა. შესწავლილი მაქვს ყველა გარდაცვლილი პატიმრის გარდაცვალების მიზეზები და ეს შეგიძლიათ ნახოთ ჩემს მოხსენებებში - ეს თუ არის დემოკრატიული წინსვლა, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ვერავისგან ვერ მივიღებთ მსგავს დემოკრატიულ წინსვლებს. ჩვენ გავაგრძელებთ სვლას იმ მიმართულებით, რომელსაც ჰქვია ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი და რასაც ჰქვია მცდელობა, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ. როცა გადაივლის ეს უცნაური დამოკიდებულება, რომ საქართველო მაშინ იქნება წარმატებული, თუ ომში ჩაებმება, ამის მერე გვექნება შანსი, რომ გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წარმომადგენლები“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2026, 14:44

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება

სამუშაოების უსაფრთხოდ შესასრულებლად აუცილებელია მაგისტრალური სისტემის დაცლა. 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე ცენტრალურ მაგისტრალში წყლის მიწოდება შეწყდება. სისტემის დაცლის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, დღის და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება.

23 სექტემბერი 2026, 14:40

ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 5.5%-დან 6.3%-მდე გაზარდა

ანგარიშში წერია, რომ პროგნოზის ზრდა ქვეყანაში წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე ძლიერმა ეკონომიკურმა აქტივობამ განაპირობა და ეკონომიკურმა ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა.

23 სექტემბერი 2026, 14:35

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: რეჟიმის შეცვლა ქვეყნის დაბომბვის გზით არ არის რეალური და კარგი ვარიანტი, რადგან ეს არ მუშაობს

„თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ უნდა მივცეთ. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. ჩემთვის ეს მთავარი მიზანია. რეჟიმის შეცვლა ქვეყნის დაბომბვის გზით არ არის რეალური და კარგი ვარიანტი, რადგან ეს არ მუშაობს და ბოლო ათწლეულებში ეს შეცდომა რამდენჯერმე დავუშვით. ახლა ირანში ვითარების მიღმა ჰორმუზის სრუტის გახსნის პრობლემაც გვაქვს. ეს კარტი რომ ხელში ჰქონდა, ირანმა რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა. ჩვენი მთავარია მიზანია, ვიპოვოთ სწორი შეთანხმება, რათა გავხსნათ ჰორმუზი და საწვავის ფასებზე წნეხი შევამციროთ“, - აცხადებს მაკრონი.

გია აბაშიძე

23 სექტემბერი 2026, 14:31

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „პარწიუგას“ კომუნიკაციების სამსახურის უფროსს, ლევან ჯორბენაძეს აბრას უცვლიან და ჯიბის ტელევიზიის დირექტორად ნიშნავენ - აი, მთელი მათი „ინოვაცია“. ჰგონიათ, რომ გამოცვლილი სახეებით ძველ ჭაობს სურნელი შეეცვლება. სინამდვილეში კი ვიღებთ მარიონეტების იაფფასიან თეატრს, სადაც თოჯინები იცვლებიან, მაგრამ სცენარისტი და შარლატანი იგივე რჩება

სქემა მარტივია: „პარწიუგას“ კომუნიკაციების სამსახურის უფროსს, ლევან ჯორბენაძეს აბრას უცვლიან და ჯიბის ტელევიზიის დირექტორად ნიშნავენ - აი, მთელი მათი „ინოვაცია“. ჰგონიათ, რომ გამოცვლილი სახეებით ძველ ჭაობს სურნელი შეეცვლება. სინამდვილეში კი ვიღებთ მარიონეტების იაფფასიან თეატრს, სადაც თოჯინები იცვლებიან, მაგრამ სცენარისტი და შარლატანი იგივე რჩება, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ვაჟა ყულიჯანიშვილი

23 სექტემბერი 2026, 14:29

საზოგადოება

ასტროფიზიკოსი ვაჟა ყულიჯანიშვილი: დაკვირვებისთვის ძირითადად ვიყენებთ აბასთუმნის სამხრეთის ცას. ჯერ კიდევ 2007-ში, როცა ილიას უნივერსიტეტთან მიგვაერთეს, გიგი თევზაძესთან გვქონდა საუბარი, როგორღაც ეს ფრენები გადაწეულიყო. ახლა არ დამდგარა ეს საკითხი, უბრალოდ, ახლა იმატა ფრენების რიცხვმა, რაც საგანგაშო მდგომარეობას გვიქმნიდა

50 წელზე მეტია ვაკვირდები მზეს. ჩვენ ძირითადად ვიყენებთ სამხრეთის ცას, ანუ ზუსტად იმ ნაწილს, აქედან სამხრეთით. მე დაკვირვებებს ვიწყებდი დილის 10 საათიდან და გრძელდებოდა 3 საათამდე, მაგრამ როცა ექსპოზიციას ვაძლევდი, პატარა ღრუბელი უკვე ხელს მიშლიდა და თუ შევწყვეტდი და სერია შემიწყდებოდა, ის დაკვირვება აღარ ვარგოდა, - განაცხადა ასტროფიზიკოსმა, ვაჟა ყულიჯანიშვილმა, აბასთუმნის თავზე ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას.

ვალდის დომბროვსკისი

23 სექტემბერი 2026, 14:23

მსოფლიო

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ გაჩენილი „დაღლილობა“ უნდა გადალახოს და მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს

„სავსებით გასაგებია, რომ თითქმის ხუთწლიანი ომის შემდეგ გარკვეული დაღლილობა იგრძნობა, თუმცა თავიდანვე ავიღეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება და გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ახლა მთავარია, არჩეულ კურსს არ გადავუხვიოთ“, - მიიჩნევს დომბროვსკისი.

23 სექტემბერი 2026, 14:20

სამართალი

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენების გამო სამართალდამრღვევად ცნო და 1500 ლარით დააჯარიმა

სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე სასამართლო სხდომები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ნათია მინდიკაური, რომელიც საჯარო სივრცეში იყენებდა სიძულვილის ენის შემცველ ფრაზებს და გამონათქვამებს სამართალდამრღვევად ცნო. ის 1500 ლარით დააჯარიმა.

ლევან ჯორბენაძე

23 სექტემბერი 2026, 14:19

საზოგადოება

ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორი „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჯორბენაძე გახდა

ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორი, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის, „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჯორბენაძე გახდა, ვატო წერეთელმა კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა.

სი ძინპინი და დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2026, 14:18

მსოფლიო

მედია: ტრამპი სი ძინპინს აეროპორტში პირადად დახვდება

ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ოფიციალური დახვედრის პროტოკოლს, 60 წლის განმავლობაში პირველად დაარღვევს. ბოლოს ამერიკის პრეზიდენტი უცხო ქვეყნის ლიდერს ასაფრენ ბილიკზე 1962 წელს დახვდა, როდესაც ჯონ კენედიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიიღო.

რადოსლავ სიკორსკი

23 სექტემბერი 2026, 14:13

მსოფლიო

რადოსლავ სიკორსკი: მალე მინსკში პოლონეთის საელჩოს ახალ შენობას გავხსნით

„ეს პირველი, შესავალი შეხვედრაა, თუმცა დისკუსიები სხვა სამინისტროებთან და სხვადასხვა დონეზეც მიმდინარეობს. მალე მინსკში საელჩოს ახალ შენობას გავხსნით. როდესაც მეზობელს ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, პოლონეთი შეთანხმების მისაღწევად ყოველთვის პირველი დგამს ნაბიჯს“, - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ სიკორსკიმ.

გიორგი სოსიაშვილი

23 სექტემბერი 2026, 14:11

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი „კორძის“ კონცერტზე: ევროკავშირი აფინანსებს უხამსი კლიპებისა და სიტყვების ავტორის კონცერტს, თან გორში, რომელიც არის ომგადატანილი ქალაქი და ყველაზე მეტად, ამ ქალაქმა იცის მშვიდობის ფასი

„ევროკავშირი აფინანსებს უხამსი კლიპებისა და სიტყვების ავტორის კონცერტს, თან გორში, რომელიც არის ომგადატანილი ქალაქი და ყველაზე მეტად ამ ქალაქმა იცის მშვიდობის ფასი. მე არ მახსოვს მისგან, რაიმე ეროვნული პროექტისთვის დაეჭიროს მხარი. ეს არის შეურაცხმყოფელი ქმედება და ნაბიჯი ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს მიმართ“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.

არჩილ გორდულაძე

23 სექტემბერი 2026, 14:11

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ბახმაროში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა: კიდევ უფრო მეტი სკანდალი იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო არ სცემს პატივს მისი წევრი ქვეყნის კანონმდებლობას და კანონმდებლობის გვერდის ავლით ცდილობს რადიკალი, ე.წ. პოლიტიკოსი დააფინანსოს

კიდევ უფრო მეტი სკანდალი იქნება, თუ [აღმოჩნდება, რომ] ევროსაბჭო არ სცემს პატივს მისი წევრი ქვეყნის კანონმდებლობა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ქრონიკასთან“ ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.

ლევან მეხუზლა

23 სექტემბერი 2026, 14:01

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: ჩვენი მევენახეების 74%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო

23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან 28 ათასი ტონა მაღალკონდიციური და ხარისხიანია, რაც მთელი მოსავლის 74%-მდეა.

თამარ იოსელიანი

23 სექტემბერი 2026, 14:01

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი

„წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს, დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დერეფანში ხორციელდება - გამოვყოფდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს,ჩვენ ვისაუბრეთ პროექტის მიმდინარეობაზე და შესაძლებლობებზე ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტში“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

23 სექტემბერი 2026, 13:33

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო როგორც შშმ პირთათვის სამართალდამცავი უწყების სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხი, ასევე, სამინისტროს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებები.

23 სექტემბერი 2026, 13:12

სპორტი

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჭადრაკის მასწავლებელთა პირველ ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

ოლიმპიადის მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია, ჭადრაკის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჭადრაკის სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხიანად წარმართვის მხარდაჭერა.

23 სექტემბერი 2026, 13:09

რეგიონი

ბოლნისში სპორტული ინფრასტრუქტურისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა აქტიურად გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

23 სექტემბერი 2026, 12:57

ეკონომიკა

ეკატერინე გალდავამ Global Fintech Fest 2026-ში მიიღო მონაწილეობა

Global Fintech Fest ფინტექის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც თავს უყრის ფინანსური ტექნოლოგიების, საბანკო სექტორის, რეგულატორების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2026, 12:50

მსოფლიო

Bloomberg: ზელენსკისა და ფონ დერ ლაიენს შორის ნიუ-იორკში დაძაბული მოლაპარაკებები გაიმართა

შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის შემდგომი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა განიხილეს. წყაროს ცნობით, უკრაინულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ზამთარში რუსული იერიშების შესაძლო გაძლიერებასა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტზე.

23 სექტემბერი 2026, 12:44

ჯანდაცვა

ირაკლი ფურცელაძე აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის პოლკოვნიკ ბრაიანა პერატასა და მთავარ სერჟანტ მონეტ ბუშნერს შეხვდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ირაკლი ფურცელაძე, აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) მეთაურს, პოლკოვნიკ ბრაიანა პერატასა და მთავარ სერჟანტ მონეტ ბუშნერს შეხვდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.