imedi /  17 ნოემბერი 2022, 19:34 / სანდო წყარო

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო ისჯება საკუთარი ეროვნული, გონიერი პოლიტიკის გატარებისთვის

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

განცხადებას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არ ახორციელებს სწორ ქმედებებს და მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გზაზე დგას, ხელისუფლება კი - არა, აქვს შანტაჟის სახე და შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი, მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი.

მისივე თქმით, სენატორების ნაწილი, თავს უფლებას აძლევს, საქართველოს ხელისუფლებას არგუმენტების გარეშე დასწამოს ცილი.

„ამ განცხადებიდან გამომდინარე ჩვენ ხომ შეგვიძლია, კითხვები გაგვიჩნდეს, რას გულისხმობს [შაჰინი], რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას და რას არ აკეთებს? ამას ხომ შანტაჟის ფორმა აქვს. დააკვირდით - ხალხი არის ერთ, საქართველოს ხელისუფლება კი - მეორე მხარეს. ეს პირდაპირი მოწოდებაა შაჰინისგან, რომ საქარველოს მოსახლეობის უმრავლესობა და ხელისფულება ერთმანეთისგან არის გამიჯნული. რატომ აძლევს ეს ქალბატონი თავს უფლებას, გააკეთოს მსგავსი განცხადებები? საიდან გამომდინარე, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით? ყველაზე მეტი მათი კვლევებიდან, რომლებსაც ნამდვილად არ ვენდობი, ისე, როგორც თავად ენდობიან. ის ადამიანები, რომლებიც მათთან არიან მიტმასნული, 1%-ს ვერ ლახავენ და რის საფუძველზე აკეთებს განცხადებას, რომ გამიჯნულები ვართ საქართველოს ხელისუფლებისგან. ეს შანტაჟია? ე.ი. საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს იმას, რაც მათ მიზნებს ემსახურება. მოდი, კითხვა დავსვათ: „რას არ ემსახურება საქართველოს ხელისუფლება?“.

საქართველო ისჯება საკუთარი ეროვნული, გონიერი პოლიტიკის გატარებისთვის. სწორედ ეს არ მოსწონთ მათ. რა კავშირი აქვს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლებასთან ან რა არ გააკეთა, რომელ პლატფორმას არ შეუერთდა საერთაშორისო დონეზე? ამაზე ვერცერთი მათგანი პასუხს ვერ გაგვცემს. პროგნოზირება, რომ შემოდგომაზე უნდა გააქტიურდეს პროცესი, რომელიც ენჯეოების სექტორმა ვერ განახორციელა, ხალხის ქუჩაში გამოყვანა მსგავსი მანიპულიციებით, ისევ ერთი და იგივე ხალხი...ისევ ეს ვაშაძე, სამარცხვინო ვაშაძე, ხოშტარია, რომელიც, სირცხვილია, პოლიტიკაში რომ დარჩა მას მერე, რაც რუსული ხელისუფლებისგან ფინანსდება.

კეზერაშვილი, რომელიც ომის შემდეგ გამდიდრებული ადამიანია... არაფერი გამოუვათ. წყნარად უნდა ვიყოთ, გავაგრძელოთ განვითარება და ყველას სათანადო პასუხი გაეცემა. არ უნდა შეგვეშინდეს, ვინც არ უნდა იყოს. ჩვენ აუცილებლად გავცემთ პასუხს ქალბატონ შაჰინს, რომ განცხადებას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არ ახორციელებს სწორ ქმედებებს და მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გზაზე დგას, ხელისუფლება კი-არა, აქვს შანტაჟის სახე და შეურაცხმყოფელია ჩვენთვის“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

ყველა სიახლე

ლევან მეხუზლა

23 სექტემბერი 2026, 14:01

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: ჩვენი მევენახეების 74%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო

23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან 28 ათასი ტონა მაღალკონდიციური და ხარისხიანია, რაც მთელი მოსავლის 74%-მდეა.

თამარ იოსელიანი

23 სექტემბერი 2026, 14:01

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი

„წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს, დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დერეფანში ხორციელდება - გამოვყოფდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს,ჩვენ ვისაუბრეთ პროექტის მიმდინარეობაზე და შესაძლებლობებზე ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტში“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

23 სექტემბერი 2026, 13:33

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო როგორც შშმ პირთათვის სამართალდამცავი უწყების სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხი, ასევე, სამინისტროს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებები.

23 სექტემბერი 2026, 13:12

სპორტი

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჭადრაკის მასწავლებელთა პირველ ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

ოლიმპიადის მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია, ჭადრაკის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჭადრაკის სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხიანად წარმართვის მხარდაჭერა.

23 სექტემბერი 2026, 13:09

რეგიონი

ბოლნისში სპორტული ინფრასტრუქტურისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა აქტიურად გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

23 სექტემბერი 2026, 12:57

ეკონომიკა

ეკატერინე გალდავამ Global Fintech Fest 2026-ში მიიღო მონაწილეობა

Global Fintech Fest ფინტექის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც თავს უყრის ფინანსური ტექნოლოგიების, საბანკო სექტორის, რეგულატორების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2026, 12:50

მსოფლიო

Bloomberg: ზელენსკისა და ფონ დერ ლაიენს შორის ნიუ-იორკში დაძაბული მოლაპარაკებები გაიმართა

შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის შემდგომი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა განიხილეს. წყაროს ცნობით, უკრაინულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ზამთარში რუსული იერიშების შესაძლო გაძლიერებასა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტზე.

23 სექტემბერი 2026, 12:44

ჯანდაცვა

ირაკლი ფურცელაძე აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის პოლკოვნიკ ბრაიანა პერატასა და მთავარ სერჟანტ მონეტ ბუშნერს შეხვდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ირაკლი ფურცელაძე, აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) მეთაურს, პოლკოვნიკ ბრაიანა პერატასა და მთავარ სერჟანტ მონეტ ბუშნერს შეხვდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ილჰამ ალიევი

23 სექტემბერი 2026, 12:29

მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჯაშუშობაში ბრალდებული საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანი შეიწყალა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანი შეიწყალა, რომელიც 2023 წლიდან ჯაშუშობის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფებოდა.

23 სექტემბერი 2026, 12:12

რეგიონი

ცესკომ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ბანაკის მონაწილეებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი შეხვდა.

23 სექტემბერი 2026, 12:07

საზოგადოება

25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

25 სექტემბერს, 09:00 საათიდან საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან სტადიონის მიმდებარედ ნაწილობრივ შეიზღუდება დავით ყიფიანისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩებზე.

შალვა პაპუაშვილი

23 სექტემბერი 2026, 11:52

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები.

23 სექტემბერი 2026, 11:40

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

გივი მიქანაძემ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

23 სექტემბერი 2026, 11:37

რეგიონი

რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენი არის გადამუშავებული.

სერგეი ლავროვი და მარკო რუბიო

23 სექტემბერი 2026, 11:32

მსოფლიო

მარკო რუბიო დღეს სერგეი ლავროვს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიოსა და ლავროვის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართება.

ირაკლი ხელაძე

23 სექტემბერი 2026, 11:27

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე „კორძის“ კონცერტზე: ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას

ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ „ქრონიკასთან“.

ირაკლი ჭეიშვილი

23 სექტემბერი 2026, 11:20

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: განმარტებები უნდა გააკეთონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რატომ ხდება კიდევ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის ღონისძიებების დაფინანსება - ჩვენს კანონმდებლობას უნდა დაემორჩილოს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა

ევროკავშირმა განმარტებები უნდა გააკეთონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რატომ ხდება კიდევ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის ღონისძიებების დაფინანსება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.

გურამ მაჭარაშვილი

23 სექტემბერი 2026, 11:19

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ხან სხვადასხვა სახელმწიფოს საელჩო, ხან თავად ევროკავშირი აფინანსებს და აქეზებს ბულინგსა და შეურაცხყოფას, რათა საქართველოში პროცესების ესკალაცია მოხდეს

„მაინტერესებს, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში თუ გინახავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რაიმე პროექტი, რომელიც საქართველოს სასიკეთოდ განხორციელდა?“ - ეს კითხვა დასვა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რას ემსახურება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბახმაროს სემინარის ჩატარება.

23 სექტემბერი 2026, 11:18

მსოფლიო

CNN: FBI საკუთარ ქსელზე სავარაუდო კიბერშეტევის ფაქტს იძიებს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) საკუთარ ქსელებში სავარაუდო შეღწევის ფაქტს იძიებს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამშაბათს ცნობილმა კიბერკრიმინალურმა ჯგუფმა Shiny Hunters განაცხადა, რომ FBI-ის ათასობით აგენტის პირადი მონაცემები მოიპოვა.

23 სექტემბერი 2026, 11:17

ეკონომიკა

საქართველოსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პიტერ ბენო ბანაის შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.