imedi /  19 ნოემბერი 2022, 23:20 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: გამოვიდნენ და კაცურად დააწესონ სანქციები, პირდაპირ თქვან და საზოგადოებაც კარგად გაიგებს, რას ითხოვენ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილისგან

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

სანქციებზე საუბარი მუდმივად ისმის. ხან უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს, ხან EPP, ხან ევროპარლამენტში ემუქრებიან. გამოვიდნენ და კაცურად დააწესონ ეს სანქციები, პირდაპირ თქვან, საზოგადოებაც უფრო კარგად გაიგებს ამ შემთხვევაში, რას ითხოვენ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილისგან - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა თავად განაცხადა, რომ მის მიმართ არაფორმალური სანქციები მოქმედებს.

„ბიძინა ივანიშვილმა თავადაც განაცხადა, თავის წერილში, რომ მის მიმართ არაფორმალური სანქციები მოქმედებს. მისგან ელიან რაღაცას და იმის გამო, რომ ამ რაღაცას არ აკეთებს, არ ბრუნდება მისი ნების წინააღმდეგ პოლიტიკაში, რაღაცის გასაკეთებლად, ამის გამო მიდის მასზე შანტაჟი არაფორმალური მეთოდებით”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათი მთავარი ამოცანა არის შანტაჟი და ამიტომ ემუქრებიან მუდმივად ბიძინა ივანიშვილს. მისივე თქმით, შანტაჟი ემსახურება მეორე ფრონტის გახსნას, რაც არ დამალეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

„როცა რაღაც გინდა, ასე ირიბად კი არ უნდა წახვიდე შანტაჟზე, გამოდი და თქვი პირდაპირ, რა გინდა. მათ შორის, გამოიყენე შესაბამისი მეთოდები ამისთვის. აქ მთავარი რა არის, როცა სანქცია უკვე დაწესებული გაქვს, იქ შანტაჟი ძალას კარგავს. თუ სასჯელი უკვე აღასრულე, რაღა აზრი აქვს შანტაჟს. ანუ, შანტაჟი ეფექტურია მაშინ, როდესაც ემუქრები ადამიანს სასჯელით. თუ სასჯელი უკვე დააწესე, შანტაჟი არაეფექტური ხდება. ამიტომ ემუქრებიან მუდმივად ბიძინა ივანიშვილს, რომ მთავარი ამოცანა არის შანტაჟი და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირდაპირ თქვეს, რაც არის ამ შანტაჟის მიზანი. ერთი ხელით თქვეს, რომ მუშაობენ სანქციების დაწესებაზე და მეორე ხელით, იქვე მოითხოვეს მეორე ფრონტის გახსნა. მათ პრაქტიკულად პირდაპირ თქვეს, საზოგადოებამ დაინახა ეს ლოგიკური კავშირი, როცა ერთი ხელით გემუქრებიან სანქციებით და მეორე ხელით ითხოვენ მეორე ფრონტს ერთი და იგივე ადამიანები, ეს უკვე ნათელს ხდის ყველაფერს. ანუ, რას ემსახურება შანტაჟი, შანტაჟი ემსახურება მეორე ფრონტის გახსნას, რაც არ დამალეს რეალურად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

25 ივნისი 2026, 08:25

პოლიტიკა

„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო

დოკუმენტს მხარი ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო, 4-მა კი თავი შეიკავა. კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოში პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისზე და ოპოზიციის ლიდერებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ისმოდა მოწოდებებიც ოპოზიციის მიმართ, პარლამენტის ბოიკოტირება შეწყვიტონ.

25 ივნისი 2026, 08:08

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივნისს საქართველოში

25 ივნისს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

25 ივნისი 2026, 08:01

პოლიტიკა

საქართველოს გენერალური აუდიტორი დღეს პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარადგენს

დღეს პარლამენტში საქართველოს გენერალურ აუდიტორს ელოდებიან. გიორგი გაბიტაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომასა და პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარუდგენს, რომელიც მოიცავს აუდიტორული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობას, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლებას, და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. დღეს პარლამენტში საქართველოს გენერალურ აუდიტორს ელოდებიან. გიორგი გაბიტაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომასა და პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარუდგენს, რომელიც მოიცავს აუდიტორული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობას, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლებას, და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

25 ივნისი 2026, 08:00

სამართალი

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფართომასშტაბიან დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

53 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი - დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, 3 მიმალული მოქალაქის მიმართ კი, ძებნა გამოცხადდება. გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, ბრალი 11 ადამიანს უკვე წარედგინა. პარალელურად, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში რეგისტრირებული 24 იურიდიული პირის მიმართ.

დონალდ ტრამპი

25 ივნისი 2026, 00:59

მსოფლიო

ტრამპი: იმედგაცრუებული ვიყავი იტალიით, გაერთიანებული სამეფოთი, სტარმერი ახლა არ არის, იმედგაცრუებულები ვიყავით გერმანიითა და საფრანგეთით - ესპანეთი საშინელებათა შოუა, ესპანეთი საშინელია

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა ამავდროულად, მკაცრად გააკრიტიკა ალიანსის სხვა წევრი ქვეყნები.

დავით ჩიხელიძე

25 ივნისი 2026, 00:45

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება. შეიძლება ადამიანს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, შეიძლება ბევრ საკითხზე ვიკამათოთ, მაგრამ ავადმყოფი ბავშვების ტკივილი არ უნდა გახდეს არც დაცინვის, არც თვითდამკვიდრების და არც პოპულარობის მოპოვების საშუალება

„ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა იუმორი არ არის და ამას ვერანაირი ახსნა, კონტექსტი თუ ე.წ. „შავი იუმორის“ არგუმენტი ვერ გაამართლებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოდკასტერ გიორგი კალატოზის ე.წ. „სკეჩს“, რომელშიც, კალატოზი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მდგომარეობას საზოგადოების გასართობად და სიცილის გამოსაწვევად იყენებს.

რამაზ საყვარელიძე

25 ივნისი 2026, 00:39

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე რადიკალებზე: 14 წელი გავიდა უკვე, არანაირი რევოლუციური მცდელობა არ გამოუვიდათ. არ გამოდის ეს რევოლუციები

„14 წელი გავიდა უკვე, არანაირი რევოლუციური მცდელობა არ გამოუვიდათ. არცერთი. იმ დღეს იყო ლაპარაკი, რომ ხუთი დაითვალა კობახიძემო და თუ კარგად მივყვებით, შესაძლოა გაცილებით მეტიაო. არ გამოდის ეს რევოლუციები“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძე

25 ივნისი 2026, 00:34

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: ბოკუჩავა საგარეო ურთიერთობებში მუშაობდა და ამ დროს სააკაშვილმა თამაშში შეიყვანა ნანუკა ჟორჟოლიანი. ე.ი. საგარეო ურთიერთობები მას ნაკლებად სჭირდება. იქნებ ევროპელებიც დარწმუნდნენ იმაში, რომ გარედან პოლიტიკური ძალის იმპორტი არ არის ეფექტური

მიიჩნევენ, რომ უნგრული სცენარი იყო ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი ბრწყინვალე სცენარი, ამ დროს მადიარის საარჩევნო პოლიტიკის კვანძი იყო ორბანის ქსოვილში ჩაჯდომა - არაფერში შეეწინააღმდეგა პრაქტიკულად, გარდა კორუფციის საკითხისა. თავის დროზე სააკაშვილი შევარდნაძეს კორუფციით შეეწინააღმდეგა, თორემ 9 წელიწადი შევარდნაძის ფიგურა იყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ.

გია აბაშიძე

25 ივნისი 2026, 00:26

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მდაბიო პოდკასტერი და სპორტის ვერშემდგარი კომენტატორი, ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება

მდაბიო პოდკასტერი და სპორტის ვერშემდგარი კომენტატორი, ვინმე გიორგი კალატოზა ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

გვიდო კროზეტო

25 ივნისი 2026, 00:17

მსოფლიო

იტალიამ უარყო მარკ რუტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ასობით ამერიკული თვითმფრინავი იტალიაში მდებარე აშშ-ის ბაზებიდან აფრინდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად

იტალიამ ოთხშაბათს უარყო ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ასობით ამერიკული თვითმფრინავი იტალიაში მდებარე აშშ-ის ბაზებიდან აფრინდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად. რომის განცხადებით, მათ ნებართვა მხოლოდ ტექნიკური და ლოგისტიკური ფრენებისთვის გასცეს.

ილონ მასკი

25 ივნისი 2026, 00:02

მსოფლიო

ილონ მასკი: USAID-ის ფულით ჩინეთში კორონავირუსზე კვლევა ფინანსდებოდა, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური სახსრები მოხმარდა ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებულ კვლევებს, რამაც, მასკის თქმით, „მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“.

ლევან მაჭავარიანი

24 ივნისი 2026, 23:58

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ, ყველაფერს კარგად აღიქვამენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში

როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ, ყველაფერს კარგად აღიქვამენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.

ფრიდრიხ მერცი

24 ივნისი 2026, 23:51

მსოფლიო

მერცი: პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებს.

ლევან მაჭავარიანი

24 ივნისი 2026, 23:47

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია, ეს თუ გაისროლეს მეტი აღარაფერი რჩებათ შანტაჟისთვის

ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია, ეს თუ გაისროლეს მეტი აღარაფერი რჩებათ შანტაჟისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე საუბრისას. მაჭავარიანის თქმით, ნაკლებად სავარაუდო რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.

ლევან მაჭავარიანი

24 ივნისი 2026, 23:46

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს რაში სჭირდებათ „ქართული ოცნება“, როცა იციან, რომ ჩვენ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს გავატარებთ, პირველ რიგში ჩვენი ხალხის ინტერესებს გავატარებთ და შემდეგ ვიფიქრებთ პარტნიორების ინტერესების დაკმაყოფილებაზე, ამიტომ მათ აქ აგენტურა სჭირდებათ

მათ აქ სჭირდებათ აგენტები, რადგან დღეს თუ დღის წესრიგში არის ომის თემა, ხვალ დღის წესრიგში შუა კორიდორის თემა იქნება და სჭირდებათ მართული ხელისუფლება, რომ სიტუაცია მართონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

24 ივნისი 2026, 23:35

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი PACE-ს რეზოლუციაზე: მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო

მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას. მისივე თქმით, მორიგ რეზოლუციაში სიახლე არაფერია და ყველა დოკუმენტი ერთი და იმავეს იმეორებს.

24 ივნისი 2026, 23:30

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი რეზოლუციებზე: ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე. მათ სურთ მართული ხელისუფლება, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს

ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების შეფასებისას.

24 ივნისი 2026, 23:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკრიტიკა ევროკავშირის ახალი იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდოთ.

შალვა პაპუაშვილი

24 ივნისი 2026, 23:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ სკანდალი სკანდალზეა ევროპარლამენტში, პირდაპირ დასტურდება, რომ ფულს იღებენ სხვადასხვა თემის ლობირებისთვის. ერთადერთი, რაც გვამშვიდებს არის ის, რომ მათ სიტყვას არავისთვის ფასი არ აქვს

არ ვიცი ეს ბალტიელები რატომ არიან გადაკიდებული ქართველ ხალხზე. არა თუ სარჩელები, ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხება, ერთადერთი, რაც ჩვენ გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.

ცოტნე ანანიძე

24 ივნისი 2026, 23:02

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ჩვენი ისტორია სუვერენიტეტისთვის დაუღალავი ბრძოლის ქრონიკაა. ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, რუმინეთისა და მოლდოვის სამომავლო გაერთიანების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.