24 ნოემბერი 2022, 00:54 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, საქართველოს რომ რუსულ რესურსებზე სანქციების დადებაზე უარი ეთქვა, უდიდესი ზეწოლა წამოვიდოდა - ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

ლონდონი არ ადებს რუსულ მეტალებს სანქციებს, რადგან ეს მას სჭირდება; ბელგია რუსულ ბრილიანტებსა და ალმასს არ ადებს სანქციებს, რადგან ეს მისი ეკონომიკისთვის საჭიროა და ა.შ. მსგავსი რამ რომ საქართველომ გაბედოს, რამხელა ზეწოლა წამოვიდოდა? ეს ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“

„თუნდაც, ბოლო დღეების საერთაშორისო მედიას რომ გადავავლოთ თვალი, მაგალითად, „სანდი თაიმსი“ წერს, რომ ბრიტანეთში შედის რუსული სანქცირებული ნავთობი და დაახლოებით 250 ან 300 მილიონ ფუნტ სტერლინგზეა ლაპარაკი. ლონდონი არ ადებს რუსულ მეტალებს სანქციებს, რადგან ეს მას სჭირდება; ბელგია რუსულ ბრილიანტებსა და ალმასს არ ადებს სანქციებს, იმიტომ, რომ ეს მისი ეკონომიკისთვის საჭიროა და ა.შ. მსგავსი რამ რომ საქართველომ გაბედოს, რამხელა ზეწოლა წამოვიდოდა? უკვე სანქცირებული და გაკოტრებული იქნებოდა ქვეყანა, ბანკი აღარ იარსებებდა. ამ დროს „ჯი პი მორგანი“ და „სითი ბანკი“ მშვენივრად თანამშრომლობენ რუსულ ბანკებთან და სტრატეგიულ საწარმოებთან. მათ მთავრობამ პირდაპირ უთხრა, რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანი იყო ეს თანამშრომლობა, რადგან მათ ეკონომიკას ეს სჭირდებოდა. ეს ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია. როცა ბატონი კრამერი სანქციებს ითხოვს და ამ დროს, რამდენიმე დღით ადრე, ლონდონში ერთმანეთს ხვდებიან ბატონო კეზერაშვილი და ბატონი კურტ ვოკერი, ამ დროს კი ირკვევა, რომ კეზერაშვილის ძმაკაცი, ვანო ნაკაიძე საქართველოში რუსული კომპანია „როსნეფტის“ ნავთობის შემოტანას ცდილობს (ერთი შემთხვევა ივნისში დაფიქსირდა, მეორე - ცოტა ხნის წინ და ორივეჯერ უკან გააბრუნეს), ძალიან მაინტერესებს - რატომ არ ითხოვენ ამ შემთხვევაში ვანო ნაკაიძის სანქცირებას? იმიტომ, რომ ის კეზერაშვილის მეგობარია? სად არის ამ დროს კურტ ვოკერი, სად არის, სანქციებს რომ ითხოვს, კრამერი, სად არიან უკრაინელი პოლიტიკოსები და რას აკეთებს საქართველოს მთავრობაც? მთავრობამ სიფხიზლე გამოიჩინა, არ შემოუშვა საქართველოში, მაგრამ რადგან უკვე სულ ცოტა ორჯერ იყო მცდელობა, შესაბამისად, საქართველომ გარკვეული ღონისძიებები უნდა გაატაროს, რომ თუნდაც მეორედ, ვერავინ ვერ გაბედოს ამის წამოძახება“, - განაცხადა სუბარმა.

ყველა სიახლე

ლია გიგაური

04 დეკემბერი 2022, 17:08

რეგიონი

ლია გიგაურმა სემინარის „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” მონაწილეებს სიტყვით მიმართა

გაიმართა ორი დღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარის ფარგლებში, მონაწილეები შეხვდნენ როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. ამასთან, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ და საქართველოს უახლესი ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა დაათვალიერეს.

04 დეკემბერი 2022, 16:51

საზოგადოება

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი, ჯანდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, თურქეთში, სამუშაო ვიზიტით, იმყოფებოდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი, ჯანდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, თურქეთში, სამუშაო ვიზიტით, იმყოფებოდა.

04 დეკემბერი 2022, 16:22

თავდაცვა

პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება

პროექტს „ჩვენი ჯარი“ თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას, თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი თბილისისა და საქართველოს რეგიონების მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს.

04 დეკემბერი 2022, 15:57

რეგიონი

სენაკში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნა

პროექტის მიზანია მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, მოზარდთა თავისუფალი დროის გონივრული ორგანიზება, ახალგაზრდებში STEM-ის მიმართულებით ინტერესის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მათთვის ჯანსაღი და მეგობრული გარემოს შექმნა.

04 დეკემბერი 2022, 15:35

მსოფლიო

ირანის გენერალური პროკურორის განცხადებით, ქვეყანაში მორალის პოლიცია უქმდება

ირანში ე.წ. მორალის პოლიცია უქმდება. როგორც Al-jazeera იუწყება, ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა განაცხადა.

04 დეკემბერი 2022, 15:15

თავდაცვა

ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე კურსი დასრულდა

თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა. სამდღიან ტრენინგს საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტის სტანდარტიზაციის ოფისის წარმომადგენელი, კაპიტანი ანტონიოს გარასი უძღვებოდა.

04 დეკემბერი 2022, 14:59

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ნაძალადევის რაიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა 2006 წლის კონვენციისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონში არსებული მუხლების პოპულარიზაციიისა და იმპლემენტაციის პროცესების დაჩქარების ხელშეწყობა.

04 დეკემბერი 2022, 14:50

რეგიონი

სენაკში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური აქცია მოეწყო

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის“ (International Human Rights Commission) მხარდაჭერით განხორციელდა.

04 დეკემბერი 2022, 14:31

საზოგადოება

ისაკაძის ქუჩაზე, წყლის ქსელზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

5 დეკემბრიდან 55 დღის განმავლობაში, საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე წყლის ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისად, ავტომობილებისთვის გადაადგილება სრულად შეიზღუდება მგალობლიშვილისა და ისაკაძის ქუჩების კვეთიდან გაგარინისა და ისაკაძის ქუჩების კვეთამდე.

რობერტ სტურუა

04 დეკემბერი 2022, 14:10

პოლიტიკა

რობერტ სტურუა: ბოღმა-ნაცპუტინისტები ვერ იტანენ, კრუნჩხვა ემართებათ, როცა ესმით თბილისი-მშვიდობის ქალაქიაო

ო მ ი და ნ ა ც პ უ ტ ი ნ ი ს ტ ე ბ ი! ო, როგორ სურს ჩრდილოეთის არმიას, ჯარისკაცებს და მამაკაცებს საქართველოში შემოჭრა?! ქალების გაუპატიურება, კაცებიც მიაჩვიესო, მოხუცების წამება, ქართველი ბავშვების სადისტური გატაცება და დაჩეხვა! უკრაინის ბუჩაზე უარესი სისხლიანი ჯოჯოხეთის მოწყობა სადმე პატარა ქალაქში, - ამის შესახებ რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს.

04 დეკემბერი 2022, 13:43

კულტურა

დღეს თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

4 დეკემბერს, 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანში, თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. კინოფესტივალის გახსნას დაესწრება პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი აგნიეშკა ჰოლანდი. ნაჩვენები იქნება მისი ფილმი „მისტერ ჯონსი“ (2019 წ.)

შალვა პაპუაშვილი

04 დეკემბერი 2022, 13:28

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 5-8 დეკემბერს, ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა. შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება.

აგნიშეკა ჰოლანდი

04 დეკემბერი 2022, 13:12

კულტურა

თბილისში ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი, აგნიეშკა ჰოლანდი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი, აგნიეშკა ჰოლანდი ჩამოვიდა. პოლონელი რეჟისორი თბილისის 23-ე საერთაშორისო კინო ფესტივალის გახსნას დაესწრება, სადაც ასევე ნაჩვენები იქნება მისი ფილმი „მისტერ ჯონსი“.

სალომე ზურაბიშვილი

04 დეკემბერი 2022, 12:54

პოლიტიკა

პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - ,,წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.

04 დეკემბერი 2022, 12:46

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაჭაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია ერთი პირი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ტყეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1960 წელს დაბადებულ ო.გ.-ს და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

04 დეკემბერი 2022, 12:29

საზოგადოება

ალექსანდრე დარახველიძემ და სამინისტროს წარმომადგენლებმა 16-დღიან კამპანიის ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან (Task Force on EVAWG) სამუშაო შეხვედრა გამართა.

04 დეკემბერი 2022, 12:09

საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 5 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

04 დეკემბერი 2022, 11:30

საზოგადოება

ბისო-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ66-კმ106 (ბისო-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

04 დეკემბერი 2022, 11:21

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საღმრთო ლიტურგია სრულდება.

04 დეკემბერი 2022, 09:57

რეგიონი

გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს.