რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი შესაძლებლობების მიცემის ინიციატივას მხარი დაუჭირა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დეცენტრალიზაციის სტრატეგიიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მომზადდა. კანონპროექტის პრინციპებზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
მომხსენებლის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების იდეა უშუალოდ მუნიციპალიტეტებს ეკუთვნის, რაც გარკვეული მიმართულებებით მათთვის დამატებით შესაძლებლობების მიცემას გულისხმობს. მისივე განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებს დამატებით მიეცემათ ის შესაძლებლობები, რომლებიც ამ დროისთვის თბილისის მერიას უკვე გააჩნია და საუბარია ადმინისტრაციული სახდელების დაწესებაზე ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებურად გადათხრის, სამშენებლო მასალის მიტოვებისთვის და ასევე ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობის შემთხვევებისთვის.
მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილებები რეგულაციების დაწესებასა და მათი აღსრულების ნაწილშიც განხორციელდება და როგორც ოქმების გამოწერასთან, ასევე წესების რეგულაციების დადგენასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებას, გარკვეულ ნაწილში, მუნიციპალიტეტები ჩაანაცვლებენ.
სხდომის წამყვანის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რაც ადგილობრივ თვითმმართველობების უფლებამოსილებებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა. ცვლილების თანახმად, 118 ჰექტრით მცირდება მტირალას ეროვნული პარკის ფართობი, რაც კანონპროექტის მომხსენებლის განცხადებით, პარკის საზღვრის პერიმეტრის დაზუსტების შედეგად განხორციელდა. მისივე თქმით, 2007 წელს, ეროვნული პარკის შექმნის დროს, ვერ მოხერხდა საზღვრების ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა და ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მოექცა.
„2022 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, მტირალას ეროვნული პარკის საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განხორციელდა და პარკის ტერიტორიას 4 უბანი გამოეყო“, - აღნიშნა სააგენტოს წარმომადგენელმა.
სხდომაზე კომიტეტის წევრები მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ სასესხო შეთანხმებებსაც გაეცნენ, რომლებზეც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა ისაუბრეს.
სარატიფიკაციო დოკუმენტების თანახმად, ენერგეტიკული რეფორმების და ბათუმი-ახალციხის გზის პროექტის მხარდაჭერისთვის, საქართველოსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, სხვადასხვა სასესხო შეთანხმება გაფორმდა.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კანონპროექტების და სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს.
ყველა სიახლე
28 ივლისი 2026, 09:32
მსოფლიო
„ჩვენ 100 პროცენტით უკრაინის გვერდით ვდგავართ “ - ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტს პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე უმასპინძლა, სადაც, ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა სწავლება მიმდინარეობს.
28 ივლისი 2026, 09:29
მსოფლიო
Associated Press: აშშ და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
აშშ-ის დიპლომატებმა ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დროებით დატოვეს, როდესაც სიტყვით საფრანგეთის წარმომადგენელი გამოდიოდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 09:23
მსოფლიო
იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს
იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ნედლი ნავთობის მიწოდებისა და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურას დაარტყა, რომლითაც საუდის არაბეთი წითელი ზღვის ნავთობის საექსპორტო ცენტრ იანბუს უკავშირდება.
28 ივლისი 2026, 09:19
პოლიტიკა
მათიკაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა
ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
28 ივლისი 2026, 09:10
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: როგორც ჩანს, ევროკავშირის ბიუროკრატიას დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს, რომ ორპალატიანი კავშირი გააკეთოს, სადაც სახელმწიფოების ნაწილს აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება, ხოლო მეორე ნაწილი თავისი სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვით უნდა დათანხმდეს ამ გადაწყვეტილებებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოეხმაურა გერმანიის ინიციატივას, რომელიც ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმებას გულისხმობს.
28 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, შეერთებული შტატები სამხედრო მოქმედებებს განაახლებს
ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, შეერთებული შტატები სამხედრო მოქმედებებს განაახლებს, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გამოცემა „აქსიოსთან“ ინტერვიუში.
28 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 2 426 130 ადამიანით, მათ შორის 1 535 000 სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 00:43
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანთან „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ტრამპმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
28 ივლისი 2026, 00:26
მსოფლიო
ტრამპი თურქეთისთვის F-35-ების გაყიდვაზე ნეთანიაჰუს წინააღმდეგობაზე: ვერავინ მეტყვის, რა უნდა გავყიდოთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო შეკითხვა თურქეთისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვასთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუს პროტესტის შესახებ და განაცხადა, რომ გაყიდვების საკითხს მის გარდა ვერავინ გადაწყვეტს.
27 ივლისი 2026, 23:09
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ ვიღებთ მილიარდობით და მილიარდობით დოლარს ვენესუელასგან - იგივე მოხდება ირანის შემთხვევაშიც
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელასგან მილიარდობით დოლარის შემოსავალს იღებს და ანალოგიური სცენარი ირანთან მიმართებითაც განვითარდება.
27 ივლისი 2026, 22:30
საზოგადოება
გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკური ანატოლიური ლიცეუმის საქმიანობას გაეცნო
სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ლიცეუმსა და საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ ლიცეუმი თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე პროფესიული სასწავლებელია, შესაბამისად, კოლეჯებში სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კუთხით, მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
27 ივლისი 2026, 22:24
პოლიტიკა
გიორგი ქართველიშვილი: გვინდა გავერთიანდეთ და ბევრი კარგი, ქართული საქმე ერთად ვაკეთოთ
„ე.წ. იუმორისტები, რომლებიც თავის თავს იუმორისტების უწოდებენ, ჩვენს იდენტობაზე, ქართველობაზე, ჩვენს წინაპრებზე, ჩვენი კულტურის წარმომადგენლებზე ქილიკითა და დაცინვით საუბრობენ. ვფიქრობ, არცერთმა ქართველმა ეს ყველაფერი ისე არ უნდა დავტოვოთ, ამაზე რეაგირება უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.
27 ივლისი 2026, 22:11
პოლიტიკა
ლევან ყურაშვილი: არ მივცემთ უფლებას საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეულ ძალებს, დააფინანსონ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ჩვენი ეროვნული ინტერესების შელახვა
„საგარეო ძალები წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველაფერი ქართული შელახონ და ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა ყურაშვილმა.
27 ივლისი 2026, 22:06
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი: ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა ხოლმე, ფული რომ დაეზოგა და სასტუმროში არ დარჩენილიყო. მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა - ხაზარაძეს გაეშვას, თორემ ეთერში დავბლოკავ, სააკაშვილს გაეშვას, თორემ ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი
„ძალიან ცუდია, როდესაც ჟურნალისტი ისე ისვრის შეფასებებს, რომ არ აქვს შესწავლილი პროცესი. რამეს კი არ ვერჩოდი მაგ ჟურნალისტებს - ჩემთან მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა, ხაზარაძეს გაეშვას, თორემ, ეთერში დავბლოკავ, მიშა სააკაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება, კეზერაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპის საკითხი. ჟურნალისტი უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს, ზუსტად ისე, როგორც სახელმწიფო მოხელე უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს," - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
27 ივლისი 2026, 22:02
მსოფლიო
ტრამპი: გავარკვევთ, აწვდის თუ არა რუსეთი ირანს აშშ-ის ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს - პუტინს პირადად ვკითხავ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს აწვდის, რათა თეირანს სამიზნეების ამოღებაში დაეხმაროს.
27 ივლისი 2026, 21:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებით ვაფასებთ, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს
ჩვენმა საერთო მისწრაფებებმა მყარი საფუძველი შექმნა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
27 ივლისი 2026, 21:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია
იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია, ამ თვალსაზრისით, ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას - გლობალურ, მშვიდობიან ზესახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
27 ივლისი 2026, 21:36
საზოგადოება
ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი პირველი სექტემბრიდან დაიწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოფიციალური მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, მონაწილეთა ნახევარი საჯარო უწყებებში ოფიციალურად დასაქმდა.
27 ივლისი 2026, 21:34
პოლიტიკა
„ორმაგი სტანდარტი“ ენერგოსექტორში - მმართველი გუნდი ოპოზიციას სააკაშვილის მმართველობისას მიღებულ გადაწყვეტილებებს ახსენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ „თელასის“ არაპირდაპირი მფლობელი კომპანია „ინტერრაო“ სანქცირებულთა სიაშია, თუმცა თავად „თელასი“ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტია და მისი უწყვეტი მუშაობა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
27 ივლისი 2026, 21:26
პოლიტიკა
ჭოუ ციენი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე, მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და ყველა შესაბამის უწყებას
„ჩემი საქმიანობა საქართველოში დასასრულს უახლოვდება. ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. გასულ თვეს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა, რითაც ორმხრივ თანამშრომლობაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები ღრმავდება“, - განაცხადა ელჩმა.


