28 ნოემბერი 2022, 22:28 / სანდო წყარო

აუდიოვიზუალური მედიის ახალი სახეებისთვის წესები კანონმდებლობით განისაზღვრება

ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდება, რომლის მიხედვითაც შემოდის „მედია მომსახურებების“ ცნება, რომელიც აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებებს, რადიო მაუწყებლობას და აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციას მოიცავს. კანონპროექტით განსაზღვრული წესები ითვალისწინებს ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს და უზრუნველყოფს ერთიან თანაბარ პირობებს ბაზარზე გამოჩენილი აუდიოვიზუალური მედიის ახალი სახეებისთვის.

სხდომაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, კანონპროექტით განსაზღვრული წესების მიზანია კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, არასრულწლოვანთა და მომხმარებელთა დაცვა, მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა და სხვადასხვა ნიშნით სიძულვილის ენის გავრცელების, ტერორიზმის წაქეზების შემცველ პროგრამებსა და რეკლამებზე ეფექტიანი რეაგირების, მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო პროგრამებისა და რეკლამების გავრცელების თანმდევი რისკებისა და შედეგების ეფექტიანი პრევენციის მექანიზმის შემოღება.

„ეს კანონი არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ეს არის მიმართული მედიაში ზიზღისა და სიძულვილის ენის გავრცელების და ტერორიზმისაკენ მოწოდების შეზღუდვისაკენ.
ძირითადი ცვლილება, რაც პირველი მოსმენის შემდეგ განხორციელდა ისაა, რომ კანონის გარკვეული მუხლების აღსრულება გადაიდო 2023 წლის 1 ივლისამდე და ეს გულისხმობს იმას, რომ მარეგულირებელი კომისია ამ პერიოდის განმავლობაში მედიასაშუალებებზე ჯარიმებს არ დააწესებს, ამ პერიოდში მედიასაშულებები შეძლებენ, რომ შეეგუონ კანონის ახალ მოთხოვნებს და თვითონვე გააკონტროლონ მედიაში ზიზღისა და სიძულვილის ენის გავრცელების შეზღუდვა“, -განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მომხსენებლის თქმით, კანონპროექტი ევროკომისიაშია გაგზავნილი, აღნიშნული ცვლილებების ევროპულ დირექტივასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ასევე, მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის დროულად მიღება „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ინტერსექტორულ და მედიის მიმართულებებში საქართველოს მონაწილეობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა ოდიშარია და ქეთევან დუმბაძე. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლები.

განხილვის დასრულების შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. სხდომაზე ასევე იმსჯელეს უფრაქციო პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას მიერ წარდგენილ ალტერნატიული წინადადებაზე, რომელსაც კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

ყველა სიახლე

02 თებერვალი 2023, 15:45

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში საერთაშორისო სწავლებას „ზამთარი 2023“ დაესწრო

თურქეთი ფართომასშტაბიან ზამთრის სამხედრო სწავლებას ყარსის პროვინციაში მასპინძლობს. საერთაშორისო სწავლებაში 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. სწავლება მიზნად ისახავს ზამთრის პირობებში საბრძოლო უნარ-ჩვევების გაძლიერებას.

02 თებერვალი 2023, 15:35

მსოფლიო

ევროპარლამენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს მოუხსნა იმუნიტეტი

ევროპარლამენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს მოუხსნა იმუნიტეტი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა France24 ავრცელებს.

ნიკი ჰეილი

02 თებერვალი 2023, 15:25

მსოფლიო

ნიკი ჰეილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ნიკი ჰეილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. BBC-ის ინფორმაციით, გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი და სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი მზად არის გამოაცხადოს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით პრეზიდენტობისთვის ბრძოლა სურს.

02 თებერვალი 2023, 14:39

პოლიტიკა

ევროპარლამენტში „სააკაშვილის შესახებ დებატების“ დროს დარბაზში მხოლოდ გამომსვლელები იმყოფებოდნენ

დეპუტატები აცხადებენ, რომ საპატიმროში მსჯვრდებულის სიკვდილი დაუშვებელია. დებატების დროს დარბაზი ფაქტობრივად ცარიელი იყო.

ირაკლი ქადაგიშვილი

02 თებერვალი 2023, 14:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ხალხში არსებობს რწმენა იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ, მთავრობას შეუძლია კრიზისის მართვა და ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა

რწმენა იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, რომ ქვეყანაში თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ, მთავრობას შეუძლია კრიზისის მართვა და ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა ხალხში არსებობს,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

იაგო ხვიჩია

02 თებერვალი 2023, 14:35

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: NDI-ის კვლევას პოლიტიკურ ნაწილში არანაირი განსაკუთრებული ღირებულება არ გააჩნია, რადგან ადამიანები საკუთარ შეხედულებებს ღიად არ აფიქსირებენ

„ზოგადად, ასეთი ტიპის კვლევებით არასდროს ხდებოდა რეალური მდგომარეობის გაგება პოლიტიკურ ნაწილში. შეიძლება ამ კვლევებში სხვა რაიმე იყოს საინტერესო, ხალხის განწყობის გაგება. ზოგადად შენ თუ ვერ ახერხებ კვლევებში გაიგო ადამიანების განწყობაზე უფრო მეტი, ვიდრე ის, რომ ექვსმა [პროცენტმა] „ნაცები“ დაასახელა და 23-მა, თუ 25-მა „ქართული ოცნება“, ჩემი აზრით, ამ კვლევას პოლიტიკურ ნაწილში არანაირი განსაკუთრებული ღირებულება არ გააჩნია. ფაქტია, ადამიანები არ გეუბნებიან იმას, რასაც ფიქრობენ“, - აცხადებს ხვიჩია.

02 თებერვალი 2023, 14:35

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა შენახვა ტარებისთვის 17 და 16-წლიანი სასჯელის მოხდა მოუწევთ.

რატი იონათამიშვილი

02 თებერვალი 2023, 14:33

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: NDI კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდება

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და ხელისუფლებას ენდობა. მნიშვნელოვანია, რომ ამ განწყობას გამოხატავს გამოკითხულთა უმრავლესობა იმ ნაწილშიც, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ არის. ანუ გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ოლექსეი დანილოვი

02 თებერვალი 2023, 14:23

პოლიტიკა

ოლექსეი დანილოვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას სურს, უკრაინელების ხარჯზე დაიბრუნოს საკუთარი მიწები

უკრაინის ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან კრიტიკა გრძელდება. ამჯერად ომში მყოფი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი საქართველოს პრეზიდენტს Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუს უწუნებს.

ზურაბ ჩხაიძე

02 თებერვალი 2023, 14:18

პოლიტიკა

ზურაბ ჩხაიძე: მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს პირადად, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს - ქალბატონი ჯიშკარიანი ყველა ზღვარს გადავიდა

თუ პაციენტი გარკვეულ პერიოდში, მედიკამენტზე უარს ამბობდა, პირდაპირ ვამბობ, ესეც ამ ორგანიზაციის [ემპათიას] ექიმების რეკომენდაციებით ხდებოდა, - ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

02 თებერვალი 2023, 14:16

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი კელი დეგნანის განცხადებაზე: ჩვენ ვართ შეშფოთებულები ქალბატონი კელის უსაფუძვლო შეშფოთებით

„ჩვენ ვართ შეშფოთებულები ქალბატონი კელის უსაფუძვლო შეშფოთებით. არ გვახსოვს, რომ ქალბატონ კელის გაეკეთებინოს კომენტარი მაგალითად იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებაზე, რომელიც არის ხელისუფლების წარმომადგენელი ამ დარგში. ესეიგი კელი დეგნანი უჯერებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და არ უჯერებს ოფიციალურ ხელისუფლებას. გამოვიდეს და დააფიქსიროს მაშინ როგორც დიპლომატმა, შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა თავისი პოზიცია და თქვას, რომ ის არ ენდობა საქართველოს ხელისუფლებას“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

02 თებერვალი 2023, 14:14

საზოგადოება

სამაცივრე მეურნეობების წარმომადგენლებს HACCP-ის სისტემა და მოთხოვნები გააცნეს

2023 წლის 1 ივნისამდე სურსათის მწარმოებელი/გადამმუშავებელი/რეალიზატორი ყველა ბიზნესოპერატორი ვალდებულია, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესსექტორთან საინფორმაციო შეხვედრებს რეგულარულ რეჟიმში ატარებს, - ამის შსახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე

02 თებერვალი 2023, 14:14

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: ადამიანი ცალსახად თვითდაზიანების რეჟიმშია - იუარესებეს ჯანმრთელობის შეგნებულად. ასეთ დროს ხელისუფლების დადანაშაულება, რა საკვირველია, აბსურდულია

„აქტიურია მოწოდებები მათ შორის თვითდაზიანების გაღრმავების მიმართულებით. თვითონ სააკაშვილი საუბრობს გარკვეულ პირობებზე და ამის სანაცვლოდ რეკომენდებულ მკურნალობაზე თანხმობაზე. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ცალსახად თვითდაზიანების რეჟიმშია - იუარესებს ჯანმრთელობის შეგნებულად. ასეთ დროს ხელისუფლების დადანაშაულება, რა საკვირველია, აბსურდულია“, - მიიჩნევს სარჯველაძე.

ბექა დავითულიანი

02 თებერვალი 2023, 14:10

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მლნ-ს მითვისებაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების შეწყალებაში და პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებაში

ბატონმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონის მითვისება-გაფლანგვაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების წინასწარი განზრახვით შეწყალებაში და საქართველოს პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებასა და დავალებაში - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

02 თებერვალი 2023, 14:09

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: იმდენი აგინა გუბაზმა ქართველ ხალხს სააკაშვილისა და კეზერაშვილის მედიებიდან, რომ 10%-ით გაიზარდა მთავრობის საქმიანობის მოწონება

იმდენი აგინა გუბაზმა ქართველ ხალხს სააკაშვილის და კეზერაშვილის მედიებიდან - 10%-ით გაიზარდა მთავრობის საქმიანობის მოწონება, - ასე ეხმიანება „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას, რომლის მიხედვითაც, გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა.

კელი დეგნანი

02 თებერვალი 2023, 14:06

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს აღმოუჩინოს საჭირო დახმარება, სერიოზული მდგომარეობაა, ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს

ეს არის სერიოზული მდგომარეობა, ჩვენი მთავრობაც და სხვა ქვეყნების მთავრობები ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

თამარ გაბუნია

02 თებერვალი 2023, 13:48

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განვლილი ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა

ღონისძიება თამარ გაბუნიამ გახსნა. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება ცენტრის სამეცნიერო საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. თამარ გაბუნიას განცხადებით, მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობით, ქვეყანაში არაერთი წარმატებული ინიციატივა განხორციელდა.

ანდრია გვიდიანი

02 თებერვალი 2023, 13:47

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება

„საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება. სხვადასხვა კუთხით ხელისუფლების მიერ გატარებული ადეკვატური პოლიტიკების გამო, წინა წელთან შედარებით მოწონების რეიტინგი 10%-ით გაიზარდა - ოპოზიციის კი შემცირდა. ზოგადად, NDI მიკერძოებული ორგანიზაციაა და სუბიექტური ინტერესები ამოძრავებს. ბევრი რეალობას აცდენილი დამახინჯებული კვლევა აქვთ გამოქვეყნებული და, შესაბამისად, მათი კვლევები სანდო ვერასდროს გახდება. თუმცა, მათაც კი მოუწიათ რეალური სურათის აღიარება. ხალხი ყოველთვის ყველაფერს შესანიშნავად აფასებს, ვინ ატარებს ეროვნულ და ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას და ვინ მოღალატეობრივს. შედეგიც სახეზეა“, - წერს გვიდიანი Facebook-ზე.

რატი იონათამიშვილი

02 თებერვალი 2023, 13:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა

გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი წერს და მეგობრის ანალიზის პასუხს აქვეყნებს, სადაც მძიმე მეტალების შემცველობის მაჩვენებელია ასახული.

შალვა პაპუაშვილი

02 თებერვალი 2023, 13:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 3 წევრ ქვეყანასა და ნატოს წევრ 7 ქვეყანას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა „2022 წლის ადამიანის თავისუფლების ინდექსს“, რომელსაც „ფრეიზერის ინსტიტუტი“ და „კატონის ინსტიტუტი “ ერთობლივად აწარმოებენ.