ნანა კაკაბაძე: ცნობილი პრინციპი - „საქმემან შენმან წარმოგაჩინოს“, აქ იწყება დეგრადირებული პოლიტიკოსების მიმართ ხალხის ფრუსტრაცია და იმ ადამიანების დაფასება, რომლებიც ცოტას ლაპარაკობენ და ბევრ საქმეს აკეთებენ
ნანა კაკაბაძე
ფოტო: IMEDI
ათას უბედურებაზე გადამხტარმა ქართველმა პოლიტიკანებმა დღემდე ვერ გაიგეს, რომ ხალხის დიდი ნაწილი სიტყვებით, გულზე მჯიღის ცემით და ლამაზი ლოზუნგებით შეიძლება დროებით მოატყუო. დროის გასვლის შემდეგ, ადამიანები მოითხოვენ სიტყვის საქმედ ქცევას. რადგან ხალხი ლაპარაკის შედეგს ვერ ხედავს და საქმის ნაცვლად პოლიტიკანებისგან ისევ ესმით მხოლოდ ლაპარაკი, ლოზუნგები, ოპონენტების ლანძღვა-გინება და მათი დემონიზაცია, რომელიც არანაირი ფაქტებით არ არის გამყარებული, მათ აღარ ენდობიან. იწყებს მუშაობას ცნობილი პრინციპი - „საქმემან შენმან წარმოგაჩინოს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
კაკაბაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ხალხს არ სჯერა, რომ ამ საქმეების ავტორი, რომელიც სიტყვებით არასოდეს აპელირებს, ქვეყნის მოღალატე, რუსი ოლიგარქია.
„საქმემან შენმან წარმოგაჩინოს, უსამშობლოების სიტყვებით:
„ბიძინა ივანიშვილმა ევროპულ თავისუფლებას რუსული მონობა არჩია!“
„ბიძინა ივანიშვილმა რუსულ ჭაობში ჩაძირა საქართველო!“
„ბიძინა ივანიშვილმა შავი ფული კრიმინალური გარჩევების ფონზე იშოვა!“
„ბიძინა ივანიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომში ფსონი რუსეთზე გააკეთა!“
„ბიძინა ივანიშვილი პუტინის ნამესტნიკია საქართველოში!“
„ბიძინა ივანიშვილმა გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი!“
„ბიძინამ იყიდა მთელი საქართველო!“
„ბიძინა ოლიგარქია და ამიტომ უნდა დასანქცირდეს!“
„დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას და ამიტომ ბიძინა უნდა წავიდეს!“.
„ამბობენ, ბიძინა უკვე 2 წელია წასულია და სადღა უნდა წავიდესო, მაგრამ არ დაიჯეროთ, სანამ ოცნება ხელისუფლებაშია, ის წასულად არ ითვლება, მოგვეცით ხელისუფლება და გააუქმეთ პარტია, წავიდეს ბიძინა ამ ქვეყნიდან „იმ ქვეყანაში“, თორემ ჯერ მორალურად და პოლიტიკურად მოვკლავთ, შემდეგ ფიზიკურადაც!"
„ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას და მაგის პოზიციას ახმოვანებს ხელისუფლება, თანაც თუ ეს ასე არ არის, აბა, ელჩი რატომ მიდის მასთან სასაუბროდ?“
„ბიძინა ივანიშვილს საკუთარი უსაფრთხოება და ქონება ყველაზე მეტად აწუხებს, დასავლეთს ევაჭრება და ფსონად ქვეყანას ჩამოდის, ანუ საქართველოს ყიდის!“
„ძირს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი!“
გაკეთებული საქმეები:
ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით შექმნილი ფონდ „ქართუს“ ბიუჯეტიდან კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარა:
1. თბილისის შოთა რუსთაველის, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს;
2. კ. მარჯანიშვილის, მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა, ა. გრიბოედოვის, ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და რ. გაბრიაძის სახ. მარიონეტების თეატრებს;
3. თბილისის საკონცერტო დარბაზისა და ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს.
4. მოახდინა ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის და თბილისის სომხური თეატრების რეაბილიტაცია;
5. აღადგინა ს. ჯანაშიას სახ. ეროვნული მუზეუმი, გ. ბააზოვის სახ. ებრაელთა მუზეუმი, ა. წერეთლის, ი. ჭავჭავაძის, ვ. მაიაკოვსკის სახ. მუზეუმები;
6. ბიძინა ივანიშვილის ფონდი ახორციელებს ზემოხსენებული თეატრებისა და მუზეუმების პერსონალის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას;
7. ბიძინა ივანიშვილის ფონდმა რეაბილიტაცია ჩაუტარა 700-ზე მეტ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მათ შორის: კუმურდოს, კაცხის ეკლესიას, გერგეტის სამებას, ასპინძას, უფლისციხეს, სვეტიცხოველს, ვარძიას და ა.შ.
8. ბიძინა ივანიშვილის ფონდის სახსრებით თბილისში აშენდა სამების საკათედრო ტაძარი.
9. ბიძინა ივანიშვილის ფონდის სახსრებით მრავალი წლის განმავლობაში ფინანსდება სპორტის სხვადასხვა პოპულარული სახეობები (ჭიდაობა, ძიუდო, სამბო, ტაიკვანდო, კარატე, კრივი, ტანვარჯიში, ჭადრაკი, წყალბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი, ფეხბურთი, ფარიკაობა და სროლა).
10. ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ააშენა რამდენიმე სტადიონი და სარაგბო ბაზა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა.
11. ბიძინა ივანიშვილის ფონდის ფულადი დახმარება ეძლევათ ქართველ ოლიმპიელ ჩემპიონებს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედალოსნებსა და ვეტერან სპორტსმენებს. 2015 წელს დააფინანსა თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები.
12. ბიძინა ივანიშვილის ფონდმა საქართველოს საჩუქრად გადასცა 400 ტრაქტორი სრული სახნავ-სათესი აღჭურვილობით. ქართული ადგილობრივი ჯიშების გადარჩენის მიზნით სოფლებში – ჯიღაურასა და წილკანში შექმნილმა აგრარულმა მეურნეობებმა ააღორძინა ქართული ვაზის 440 და ხეხილოვანი კულტურების ათეულობით ენდემური ჯიში. საზღვარგარეთიდან შემოიტანა ვაზისა და ხეხილის უცხოური პერსპექტიული ჯიშები, მოხდა მათი აპრობირება ქვეყნის რეგიონებში და ადაპტირებული ჯიშების შეთავაზება ადგილობრივი ფერმერებისთვის. ჯიღაურას ბაზის დახმარებით შეიქმნა რამდენიმე სანერგე მეურნეობა, რომლებმაც უსასყიდლოდ მიიღეს ნერგები, საძირე და საკვირტე მასალა. ასევე აღდგენილია და გენეტიკურ ბანკში დაცულია ერთწლოვანი კულტურების 100-მდე ჯიში-პოპულაცია. გამართულია ელიტური კარტოფილის სანერგე მასალის წარმოების სრული სისტემა.
13. ამ ბაზებიდან სანერგე და სათესლე მასალა წლების განმავლობაში უსასყიდლოდ გადაეცემოდა ფერმერებს (სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით), ხოლო ასობით ტონა მოწეული ყურძენი, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული – მოხუცებულთა და უპატრონო ბავშვთა სახლებს.
14. ბიძინა ივანიშვილის ფონდმა საჩხერეში ააშენა თანამედროვე სამედიცინო ცენტრი, რომელიც გადაეცა სახელმწიფოს. დაბა ურეკსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოეწყო და აგრეთვე სახელმწიფოს გადაეცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრები. ჩაუტარდა რემონტი და აპარატურით აღიჭურვა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო.
15. საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევის ამოქმედებამდე, ფონდ "ქართუს" მიერ დაფინანსებით ასეულობით ადამიანი გაიგზავნა საზღვარგარეთ რთული ოპერაციების ჩასატარებლად. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი გადარიცხა stopgov.ge-(მთლიანად ჩარიცხულია 138 მილიონი ლარი).
16. ფონდი "ქართუს" დაფინანსებით აშენდა, კაპიტალურად შეკეთდა და კომპიუტერებით აღიჭურვა ასობით საჯარო სკოლა.
17. გარემონტდა და ტექნიკურად აღიჭურვა თსუ-ის I კორპუსი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სამხატვრო აკადემიის სასწ. კორპუსი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი, დაარსდა თბილისში ფრანგული სკოლა.
18. ბიძინა ივანიშვილის ფონდმა 2016 დაიწყო ახალი მასშტაბური სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება – ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა. აშენდა 50 ათას სტუდენტზე გათვლილი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მრავალპროფილიანი უნივერსიტეტი. ფონდის დაფინანსებით მეგაპროექტი ითვალისწინებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ადრონული ამაჩქარებლის აგებას. მრავალმხრივი დანიშნულების ცენტრი განახორციელებს სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობას, ასევე ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს შემდეგი მიმართულებებით: ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, მედიცინა და სხვ. სამეცნიერო-ტექ. ცენტრი აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, მ. შ. კრისტალების ცენტრით, ბიოფიზიკის, იზოტოპების, დაბალი ტემპერატურის ლაბორატორიებით და სხვ. ცენტრს ასევე ექნება მნიშვნელოვანი სამედ. პოტენციალი – მის ბაზაზე შესაძლებელი გახდება ადრონული თერაპიის მეშვეობით მძიმე ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.
19. ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ააშენა ბათუმის დელფინარიუმი, ზღვისპირა რეგიონში მოეწყო თემატური პარკები, მ. შ. ქართ. ხუროთმოძღვრული ძეგლების მინიატიურების პარკი. გურიისა და აჭარის საზღვართან ფონდის მიერ აშენდა გასართობი ცენტრი "ციცინათელა", ხოლო ბაკურიანში – ახ. სათხილამურო კომპლექსი "დიდველი". გურიის რეგიონში აშენდა და შემდეგ სახელმწიფოს გადაეცა ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზი "ბლექ სი არენა"("Black Sea Arena"), რომელიც გათვლილია 10 ათას მაყურებელზე. ფონდის პროგრამებით შენარჩუნდა და აღორძინდა რამდენიმე ბოტანიკური ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლაგოდეხის, ვაშლოვანის და თუშეთის ეროვნულ პარკების ინფრასტრუქტურას, კეთილმოეწყო ბუნების ძეგლი – ყუმისთავის მღვიმე.
20. ბიძინა ივანიშვილის ფონდმა სხვადასხვა საერთაშორისო აუქციონებზე შეიძინა ფიროსმანის ფერწერული ტილოები - „შველი წყლის პირას“ და "არსენალის მთა ღამით" და საჩუქრად გადასცა ეროვნულ მუზეუმს. აგრეთვე ფონდის დაფინანსებით ხორციელდება საქართველოს ინტერნეტიზაციის დაჩქარების პროექტი, რომლის მიზანია ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის.
21. ბიძინა ივანიშვილის ფონდს სოლიდური წვლილი შეაქვს ქართული ჯარისა და პოლიციის რეფორმის დაფინანსებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაში. საჩხერის მუნიციპალიტეტში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, გადაიხურა 12652 საცხოვრებელი სახლი, გარემონტდა და აშენდა ასობით საცხოვრებელი სახლი, მოხდა მუნიციპალიტეტის სოფლების სრული გაზიფიცირება.
იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ სიტყვებით აპელირებენ, უკვირთ, თუ რატომ უჯერებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არა მათ სიტყვებს, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ საქმეებს. ხალხს არ სჯერა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საქმეების ავტორი, რომელიც სიტყვებით არასოდეს აპელირებს, ქვეყნის მოღალატე, საქართველოს ჭაობში ჩაძირვის მოსურნე, პროგრესის მტერი და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი რუსი ოლიგარქია.
საკვირველია, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე და ათას უბედურებაზე გადამხტარმა ქართველმა პოლიტიკანებმა დღემდე ვერ გაიგეს, რომ ხალხის დიდი ნაწილი სიტყვებით, გულზე მჯიღის ცემით და ლამაზი ლოზუნგებით შეიძლება დროებით მოატყუო. დროის გასვლის შემდეგ, ადამიანები მოითხოვენ სიტყვის საქმედ ქცევას. რადგან ხალხი ლაპარაკის შედეგს ვერ ხედავს და საქმის ნაცვლად პოლიტიკანებისგან ისევ ესმით მხოლოდ ლაპარაკი, ლოზუნგები, ოპონენტების ლანძღვა-გინება და მათი დემონიზაცია, რომელიც არანაირი ფაქტებით არ არის გამყარებული, მათ აღარ ენდობიან. იწყებს მუშაობას ცნობილი პრინციპი - „საქმემან შენმან წარმოგაჩინოს“. აი, სწორედ აქ იწყება დეგრადირებული პოლიტიკოსების მიმართ ხალხის ფრუსტრაცია და იმ ადამიანების დაფასება, რომლებიც ცოტას ლაპარაკობენ (ან სულ არ ლაპარაკობენ) და ბევრ საქმეს აკეთებენ.
ეს არის და ეს. საზოგადოება, სწორედ ამიტომ სცემს პატივს საქმის მკეთებელ ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ არ ენდობა მხოლოდ ლაპარაკით გამორჩეულ, მისი განადგურების მსურველ ქართველ პოლიტიკანებს, ჟურნალისტებს თუ აგენტებად მოაზრებულ ე. წ. არასამთავრობოებს. სწორედ ამიტომ, ეს მოლაპარაკე ოპონენტები მოკლევადიან წარმატებას აღწევენ, სანამ მათ მიერ გაჟღერებული ტყუილები გაიშიფრება. როდესაც ხელოვნურად დაყენებული ბურუსი გადაიწმინდება, გრძელვადიან დისტანციაზე მათი დამარცხება და საქმის მკეთებელი ადამიანის გამარჯვება გარდაუვალი ხდება. მოლაპარაკეებს კი მომხრეთა მხოლოდ ის მცირე ნაწილი შემორჩებათ, რომლებიც მზად არიან მთელი ცხოვრება ტყუილში იცხოვრონ. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება.“- წერს ნანა კაკაბაძე
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 17:19
მსოფლიო
ევროკავშირი 13 წლამდე ბავშვებისთვის სოცქსელებით სარგებლობის აკრძალვას გეგმავს
ევროკავშირი სოციალური მედიის მოხმარებაზე მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს დააწესებს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა ექსპერტთა მიერ შედგენილი ანგარიში, რომლის თანახმად 13 წლამდე ასაკის მოზარდებს, სოციალურ მედია პლატფორმებზე წვდომა მხოლოდ შეზღუდული დროით და მშობლების ზედამხედველობის ქვეშ უნდა ჰქონდეთ.
13 ივლისი 2026, 17:17
ეკონომიკა
Aqualia-ს რეგიონული დირექტორი: მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი
„მოხარული ვარ ფორუმში მონაწილეობით. Aqualia 2022 წლიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას წყალმომარაგების სფეროში არსებულ საკითხებზე. დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ კომპანიის საქმიანობის პოზიტიურ შედეგებზე თბილისში, რუსთავსა და ქალაქ მცხეთაში. პროგრესი თვალსაჩინოა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სადაც მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინვესტიციების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მსგავსი დისკუსიები გვეხმარება მუდმივად ვიცოდეთ ქვეყნის პრიორიტეტები და მკაფიოდ დავინახოთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი” - ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
13 ივლისი 2026, 17:09
მსოფლიო
ევროკავშირმა ФСБ-ს სტრუქტურების, ასევე პლატფორმების - MAX-ისა და VK-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ კიბერსანქციების უმსხვილესი პაკეტი მიიღო და მოსკოვის კიბერსივრცის მავნე მოქმედი პირები, მათ შორის რუსეთის უშიშროების სამსახური გამოააშკარავა. სანქციების პაკეტი შეზღუდვებს უწესებს 11 ინდივიდსა და 5 კომპანიას: სამხედრო დაზვერვის ოფიცრებს, კიბერ-დამნაშავეებს და ჰაკერებს, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნების სამთავრობო თუ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებისთვის.
13 ივლისი 2026, 17:02
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და მცენარე „კანაფის“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და მცენარე „კანაფის“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
13 ივლისი 2026, 16:35
მსოფლიო
The New York Times: ისრაელის გეგმის ფარგლებში, რომელიც მაჰმუდ აჰმადინეჟადის ირანის ლიდერად დასმას ითვალისწინებდა, ყოფილი პრეზიდენტი მოსადის ხელმძღვანელს შეხვდა - ამჟამად აჰმადინეჟადი დაკავებულია
გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, ისრაელი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, ირანის ლიდერად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაებრუნებინა.
13 ივლისი 2026, 16:28
პოლიტიკა
სადღობელაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ახალი ყაიდის ევროპელებს, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ე.წ. ომის პარტიას წარმოადგენენ, ერთი რამ ვერ გაუგიათ - ეს საქართველოა, აქ ქართველების მიწაა და სწორედ საქართველოს მოქალაქეები წყვეტენ, ვის მიანიჭონ ქვეყნის მართვის მანდატი. ამიტომ, გაუგებარია, ვის რაში სჭირდება გარედან თავსმოხვეული მხარდაჭერა
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.
13 ივლისი 2026, 15:46
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს
სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის პასუხად, რომ მათ არ სურთ მთავრობის მხარდაჭერა და სურთ რომ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს.
13 ივლისი 2026, 15:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც ობიექტური შეფასება ხდება, ფაქტია, რომ საქართველო არის ლიდერი. როდესაც არის პოლიტიკური ინტერესები და ქვეყნის დაზიანების სურვილი უცხოელებში, მაშინ ვხედავთ ხოლმე როგორ კატასტროფას წარმოაჩენენ საქართველოსთან დაკავშირებით
როდესაც ობიექტური შეფასება ხდება, ფაქტია, რომ საქართველო არის ლიდერი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
13 ივლისი 2026, 15:22
რეგიონი
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას კიდევ ერთი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი შეემატა - VR Holding-მა, პროექტ VR Shekvetili Forest Beach-ის ფარგლებში, შეკვეთილში ლეგენდარული საერთაშორისო ბრენდის Café del Mar-ის Beach Club-ი გრანდიოზულად გახსნა.
13 ივლისი 2026, 15:19
სამართალი
სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ფეისბუქ მომხმარებელი გოჩა ადამია ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ფეისბუქ მომხმარებელი გოჩა ადამია ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა.
13 ივლისი 2026, 15:17
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: აუცილებელია მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ ეიძულებინათ მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში. ამაში ჩართული იყვნენ ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები
აუცილებელია მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ ეიძულებინათ მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში, ამაში ჩართული იყო ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები,- განაცხადა პარლამენტი თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
13 ივლისი 2026, 15:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ნათელია რატომ მოხდა პატიმრების რაოდენობის ასე ზრდა - დაახლოებით 2000 ან უკვე მეტი ადამიანი დაკავებულია მარტო ნარკოდანაშაულის გამო, ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შსს აწარმოებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ
დაახლოებით 2000 ან უკვე მეტი ადამიანი დაკავებულია მარტო ნარკოდანაშაულის გამო, ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შსს აწარმოებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2026 წელს პატიმრების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით.
13 ივლისი 2026, 15:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე: მოტივზე თავად ელისაშვილმა ილაპარაკა. ილაპარაკა, როგორ გეგმავდა თავდაპირველად, რომ ეყიდა ავტომატები, დახვედროდა მოსამართლეს და პროკურორს და დაეცხრილა. სიტყვა-სიტყვით ეს თქვა. ყველა ტერორისტი ამას ამბობს, რომ უსამართლობას ებრძვის
თავად ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ჩაიდინა დანაშაული და თქვენ არ გჯერათ?! - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც აღნიშნა, რომ ვიდეო-კადრებში არსებული პირი იდენტიფიცირებული არ არის. საუბარია კადრებზე, რომელიც საქმეში მტკიცებულების სახით დევს და სადაც ჩანს, როგორ ცდილობს ალეკო ელისაშვილი საქალაქო სასამართლოში ცეცხლის წაკიდებას.
13 ივლისი 2026, 15:13
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმი - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები“ გახსნა
ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმის - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
13 ივლისი 2026, 15:12
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 15:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყველას მოვუწოდებ, ნუ აჰყვებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და მსგავს ანტიკონსტიტუციურ დაჯგუფებებს, რომლებიც ერთ რამეს ფიქრობენ მხოლოდ, დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ხალხი
გასაკვირია, რა საჭიროა ასეთი ხუთწუთიანი ტყუილი, თან მაშინ, როდესაც ხალხის ბიუჯეტიდან გაქვს მიღებული უკვე თანხა. ამის დამალვა და პირიქით, პრეტენზიის წაყენებას რა შინაარსი აქვს, არ ვიცი, - განუცხადა თელავში მედიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
13 ივლისი 2026, 15:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას, მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები. შემდეგ მათ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას. ქალბატონ კალასს და კოსს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები
„ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას და მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები, მათ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას და ქალბატონ კალასს და კოსს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები, ისინი, რომლებიც 4 ოქტომბრის გადატრიალებაში მონაწილეობენ, ისინი, რომლებიც პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
13 ივლისი 2026, 15:07
მსოფლიო
ზელენსკი რადას სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის აგვისტოდან გაგრძელებას სთავაზობს
საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის მოქმედების ვადა კიდევ 90 დღით გაგრძელდეს.
13 ივლისი 2026, 15:05
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს
საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
13 ივლისი 2026, 15:05
პოლიტიკა
პაპუაშვილი კალასის განცხადებაზე: ეს ყველაზე სამარცხვინო განცხადებაა, ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია - ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ იქნება თავდასხმა ქართველ ხალხზე ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლისგან? - იქნება ადეკვატური პასუხი
ეს ყველზე სამარცხვინო განცხადებაა, რაც ხაზს უსვამს იმას, რამდენად არის ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილი და წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს დემოკრატია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას.


