imedi /  07 დეკემბერი 2022, 18:35 / სანდო წყარო

პრემიერი სააკაშვილზე: რატი ბრეგაძე გამოვიდა და გაუკეთა საჯარო შეთავაზება, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. მათ ეს არ უნდათ ერთადერთი მიზნით, უნდათ სააკაშვილის გათავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

მე არ მინდა დეტალებში შევიდე, მე არც ექიმი ვარ და არ ვიცი ამ ადამიანს რა ჭირს, გარდა იმისა, რაც თქვენ მოისმინეთ. ერთი ის ვიცი რომ ამ ადამიანმა გადაწყვიტა ჩამოსულიყო აქ და რევოლუცია, სისხლისღვრა მოეწყო, ციხეში ჩასმის დღიდან ემუქრებოდა ყველას, რომ თქვენ არ იცით აქ რამდენიმე ხანში, უკრაინის ომი არ იყო დაწყებული ჯერ, სისხლის ღვრა დაიწყება, აქ უბედურება მოხდება და მსგავს მუქარებს აგრძელებდა ბატონი სააკაშვილი. შემდეგ იცით, რომ 60 დღე იშიმშილა და ყველა რეკორდი მოხსნა მსოფლიო ისტორიაში, შიმშილობის ყველა ისტორია მოხსნა და ვნახეთ ისიც, კადრებიც გავრცელდა, რომ თურმე ის ჭამდა კიდევაც ფარულად იღებდა საკვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან ბევრჯერ მოისმინა იმის თაობაზე, რომ თურმე სააკაშვილს არ მოსწონს გარემო და დეპრესიაშია.

„ერთი რამ მინდა ვთქვა, სააკაშვილის ციხეში ჩასმის დღიდან მისი ილუზიები იყო, რომ ჯერ ერთ კვირაში უნდა გამოსულიყო გარეთ, შემდეგ ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში და თავის თავს აჯერებდა, რომ ისე კარგად „თამაშობდა“ და ატყუებდა ყველას, რომ ყველა დაიჯერებდა, თითქოს ან შიმშილობდა, ან ცუდად იყო და ყველა გაუშვებდა ციხის გარეთ. ეს რა თქმა უნდა არ და ვერ მოხდება, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და არავის მივცემთ იმის უფლებას, ვინც არ უნდა იყოს ის, რომ კანონზე მაღლა დააყენოს თავი.

მე ძალიან ბევრჯერ მოვისმინე, რომ ბატონი სააკაშვილი თურმე დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო? არ ვიცი, მე არ ვარ ექიმი. ბატონი რატი ბრეგაძე გამოვიდა და გაუკეთა საჯარო შეთავაზება, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. მათ არ უნდათ საქართველოში უმკურნალონ ერთადერთი მიზნით, მათ უნდათ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს არის, სხვა არაფერი,“- განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 13:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

წარმოიდგინეთ, ასეთი ადამიანი, [ნონა წოწორია] რომელიც ქართველ ხალხს უწოდებს ბრბოს, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე იყო, ის გააგზავნა „ნაცმოძრაობამ“, ადეიშვილმა, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 13:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიზნესის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინტერესები

მთავარი, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს არის ფასები. იყო სერიოზული ინფლაცია. შარშან გვქონდა თითქმის 10% ინფლაცია. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი დასტაბილურდება, ამის პროგნოზი უკვე არსებობს და ზაფხულში იქნება ბოლომდე დასტაბილურებული. დამატებითი ინიციატივები ამ კუთხით არის აუცილებელი. იმედი მაქვს ეს პროცესი დასრულდება, როგორც საწვავის, ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შემცირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

07 თებერვალი 2023, 13:05

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ლიზა იასკოს განცხადებაზე: ქვეყნის შეურაცხყოფას, დისკრედიტაციას და მის მიმართ ტოტალურ უპატივცემულობას - წერტილი უნდა დაესვას

2021 წლის 11 ნოემბერს, როდესაც რუსეთის ერთ-ერთი პოლიტიკური თოქ-შოუს სტუდიაში წამყვანების ფეხქვეშ იყო გაფენილი საქართველოს სახელმწიფო დროშის ჰოლოგრამა - ამას მყისიერად მოჰყვა იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ადეკვატური რეაგირება და პროტესტი. ამ ფაქტს ჩვეულ სტილში ერთი კვირა ატრიალებდნენ ყველა ბრუნვაში სექტა-მედიები - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებაზე.

07 თებერვალი 2023, 13:01

საზოგადოება

დეპუტატებმა პარლამენტის წევრის, ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

„საგაზაფხულო სესიას ვიწყებთ ისე, რომ გამოგვაკლდა ერთი კოლეგა - ვახტანგ კიკაბიძე, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას ძალიან დააკლდა, ადამიანი, რომელთანაც ბევრი ჩვენგანის ემოცია არის დაკავშირებული და ეს ემოცია კიდევ დიდხანს გაჰყვება ჩვენს საზოგადოებას“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბექა ოდიშარია

07 თებერვალი 2023, 13:01

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი და თქვენი სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი მეგობარი ქვეყნის - თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს თავსდატეხილი უდიდესი ტრაგედიის გამო

ჩემთვის პატივია, გახლდეთ თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, თუმცა ახლა ნამდვილად რთულია წინამდებარე მოვალეობის შესრულება. თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი და თქვენი სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი მეგობარი ქვეყნის - თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს თავსდატეხილი უდიდესი ტრაგედიის გამო, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.

07 თებერვალი 2023, 12:57

საზოგადოება

პარლამენტმა თურქეთში მიწისძვრით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

პარლამენტმა პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრით დაღუპულთა ხსოვნას. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ტრაგედიამ ორი ქართველი მოქალაქის სიცოცხლეც შეიწირა.

დიმიტრი ხუნდაძე

07 თებერვალი 2023, 12:51

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ „ნაცმოძრაობის“ განცხადებაზე: მინდა ვკითხო მათ - როდის დაიწყეთ? ცარიელი ადგილების სიცარიელეს ნამდვილად ვერ ვიგრძნობთ

„ხალხის ძალის“ ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება. მან საუბარი თურქი და სირიელი ხალხის მიმართ სამძიმრით დაიწყო.

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 12:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნაცმოძრაობა და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე

ნაცმოძრაობა და სხვა რადიკალები თუ არ იქნება სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე - უფრო მეტად კონსტრუქციული იქნება საპარლამენტო სამუშაო გარემო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

07 თებერვალი 2023, 12:49

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ლიზა იასკოს: საქართველოს დროშას თავი დაანებე

საქართველოს დროშას თავი დაანებე და საკუთარ გაუბედურებულ ქვეყანას მიხედეთ. კისრამდე სისხლში ცურავთ და იმის მაგივრად გამოსავალს ეძებდეთ, ცალკე შენ დასეირნობ კიევი-თბილისი და ცალკე შენი „პეტრუშკა“ უძღვნის ბრიფინგებს სააკაშვილს, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებას. ქადაგიძის თქმით, ლიზა იასკოს მოუწევს შეეგუოს სააკაშვილის პატიმრობას მომდევნო ხუთი წლით.

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 12:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით

მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, რომ იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

07 თებერვალი 2023, 12:46

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბოიკოტზე: გატყუებენ, მანდატებს ინარჩუნებენ. არანაირ ბოიკოტში არ გადადიან

ამასაც გატყუებენ. მანდატებს ინარჩუნებენ. არანაირ ბოიკოტში არ გადადიან, - ასე გამოეხმაურა „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და ბოიკოტს იწყებს. ჩერგელეიშვილის თქმით, როგორი „ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობაც” დაიწყეს, ისეთივე „ბოიკოტს“ აცხადებენ ესენიც და „ნაცებიც“.

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გუშინ თქვეს, რომ საპარლამენტო მუშაობას წყვეტენ, დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს საპარლამენტო მანდატები დაენანათ

„მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ არ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში. ამიტომ, ჩვენთვის რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ სად იქნება. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამ დღის წესრიგით მოქმედებას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

07 თებერვალი 2023, 12:43

პოლიტიკა

მეათე მოწვევის პარლამენტის 2023 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რეგისტრაცია 100-მა დეპუტატმა გაიარა.

07 თებერვალი 2023, 12:43

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში ბრიტანეთის მთავრობის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები იმყოფებიან. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დიდი ბრიტანეთის სამთავრობო დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შალვა პაპუაშვილი

07 თებერვალი 2023, 12:37

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო თურქ ხალხს მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა სტიქიის დროს. ამ დროისთვის საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესიის გახსნის დროს განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

07 თებერვალი 2023, 12:37

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ლიზა იასკოს განცხადებაზე: დავუშვათ, გაეშვა სააკაშვილი სამკურნალოდ სასამართლოს, მაშინ ვარდებით გალამაზებული მოეჩვენებოდა ჩვენი დროშა?

ლევან ნიკოლეიშვილი ლიზა იასკოს განცხადებაზე: დავუშვათ, გაეშვა სააკაშვილი სამკურნალოდ სასამართლოს, მაშინ ვარდებით გალამაზებული მოეჩვენებოდა ჩვენი დროშა?

სოსო გიორგაძე
ქათი ვიდალი

07 თებერვალი 2023, 12:24

საზოგადოება

სოსო გიორგაძე აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

შეერთებული შტატების პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების ოფისი (USPTO) წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის ფედერალურ სააგენტოს, რომელიც უფლებამოსილია პატენტების გაცემასა და სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე. ამავდროულად იგი ხელს უწყობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უფრო ძლიერი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას მთელ მსოფლიოში.

07 თებერვალი 2023, 12:20

მსოფლიო

ქართული სამაშველო ავტოკოლონა სტიქიის ზონას უახლოვდება

ქართული სამაშველო ავტოკოლონა სტიქიის ზონას უახლოვდება,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს.

გია აბაშიძე

07 თებერვალი 2023, 12:14

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მიხეილ სააკაშვილის ბოლო მეუღლე, DJ David Brown-ის [არახამია] ფრაქციის დეპუტატი ლიზა იასკო ზნედაცემულად აცხადებს, რომ თურმე „საქართველოს დროშა სისხლიანია“

მიხეილ სააკაშვილის ბოლო მეუღლე, DJ David Brown-ის [არახამია] ფრაქციის დეპუტატი ლიზა იასკო ზნედაცემულად აცხადებს, რომ თურმე „საქართველოს დროშა სისხლიანია" - წერს ექსპერტი გია აბაშიძე. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, პროტესტის გამოხატვა გასაგებია, მაგრამ საკუთარ თავს არ უნდა აკადრო ამგვარ ფსკერზე ხოხვა.

07 თებერვალი 2023, 12:13

მსოფლიო

რა ვითარებაა თურქეთში. „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი სტიქიის ზონიდან

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი თურქეთში, სტიქიის ზონაში მუშაობს. ისინი ცდილობენ მიწისძვრის ეპიცენტრს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიუახლოვდნენ.