imedi /  08 დეკემბერი 2022, 23:43 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: პირდაპირი მეგობრული კავშირია სიკვდილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ერთი ადამიანი ტრაგიკულად არ დაღუპულა, რაზეც „ნაცმოძრაობას“ საკუთარი პოლიტიკური კამპანია არ აუგია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პირდაპირი მეგობრული კავშირია სიკვდილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის. საქართველოში ერთი ადამიანი ტრაგიკულად არ დაღუპულა, რაზეც „ნაცმოძრაობას“ საკუთარი პოლიტიკური კამპანია არ აუგია. ადამიანის ყველა ტრაგიკული გარდაცვალება, მათ შორის ეს იყო ბოლო შემთხვევა, „ნაცმოძრაობამ“ გამოიყენა თავისი პოლიტიკური კამპანიისთვის. სიკვდილი და „ნაცმოძრაობა“ არის ერთმანეთისგან განუყოფელი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ვერც ისეთი, ვერც ასეთი ფორმით ვერ გააიგივებენ საქართველოს სამხედრო კონფლიქტთან.

„თითოეული ქართველის დაღუპვა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედიაა და ბუნებრივია, ჩვენ უნდა მივუსამძიმროთ ოჯახებს, ახლობლებს, ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასი იყვნენ ეს ადამიანები. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის მათი გარდაცვალება და ეს აუცილებლად უნდა ითქვას.

გახსოვთ, თავის დროზე იყო დაჟინებული მოთხოვნა მთავრობის ნებართვით გაგზავნილიყო მოხალისეებით სავსე თვითმფრინავები უკრაინაში, რაც იყო უმძიმესი პროვოკაცია. თავიდან ჯერ სანქციებთან დაკავშირებით იყო მოთხოვნა, ახლა ლაპარაკობენ, თითქოს მათ არ სურთ სანქციების დაწესება, მაგრამ თავის დროზე აბსოლუტურად სხვა რიტორიკა ჰქონდათ და ამის შემდეგ მოითხოვეს მთავრობის ოფიციალური ნებართვით თვითმფრინავების გაგზავნა, რაც უკვე პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას კონფლიქტში, ეს პირდაპირ ნიშნავდა მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში. ეს საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვა და სერიოზული ბულინგი გადავიარეთ მაშინაც. იყო საზოგადოების მხრიდან მღელვარება, რადგან თავიდან ვერ გაიგო საზოგადოებამ, რას ნიშნავდა რეალურად ამ თვითმფრინავების გაგზავნა, თუმცა საზოგადოებამ ყველაფერი გაიაზრა და დალაგდა ყველაფერი. ახლა ამის საპირწონეა რასაც ითხოვენ და ითხოვენ, რომ პირდაპირ დაფიქსირდეს საქართველოს ხელისუფლების კავშირი მათ შორის იმ ჩართულობასთან, რომელიც დაკავშირებულია მოხალისეების წასვლასთან უკრაინაში. პირდაპირი ფორმით ვერ შეძლეს პროვოკაციაზე ჩვენი წამოგება და ახლა უნდათ არაპირდაპირ მიაღწიონ იგივეს. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ. ვერც ისეთი, ვერც ასეთი ფორმით ჩვენ ვერ გავაიგივებთ საქართველოს სამხედრო კონფლიქტთან, ეს უნდათ მათ, მეორე ფრონტი უნდათ. „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ წარმომადგენელს წამოცდა, გილოცავთ ამ ადამიანების დაღუპვასო. ქვეცნობიერი ყოველთვის მუშაობს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

27 მაისი 2026, 01:24

მსოფლიო

აიათოლა მოჯთაბა ხამენეი: რეგიონის ქვეყნები და ტერიტორიები ამერიკული ბაზებისთვის ფარად აღარ გამოდგებიან

აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ თანამდებობის დაკავების შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის პლაცდარმად აღარ გამოდგებიან.

27 მაისი 2026, 00:33

მსოფლიო

ირანმა აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა

ირანმა აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „უხეშ“ დარღვევაში დაადანაშაულა და ისლამური რესპუბლიკის დაცვის პირობა დადო მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ძალებმა ირანულ სარაკეტო გამშვებებსა და კატარღებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

27 მაისი 2026, 00:06

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ისრაელი ლიბანში სტრატეგიულ ზონებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხრეთ ლიბანში ქვეყნის გაფართოებული სახმელეთო ოპერაციების შესახებ კომენტარი გააკეთა.

26 მაისი 2026, 23:13

პოლიტიკა

ოპოზიციის აქციაზე აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ოპოზიციის აქციაზე აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე ადამიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოხდა.

ანდრეი სიბიგა

26 მაისი 2026, 23:12

პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, ინიაციო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, და ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც დღეს მკაფიოდ დაიცვა გაეროს წესდება და ჰელსინკის პრინციპები

პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, ინიაციო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, და ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც დღეს მკაფიოდ დაიცვა გაეროს წესდება და ჰელსინკის პრინციპები, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.

26 მაისი 2026, 22:53

მსოფლიო

Reuters: ნატო თავისი აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას გააძლიერებს ახალი სტრუქტურით, რომელიც რუსეთთან ომის შემთხვევაში ლატვიასა და ესტონეთში ძალების სწრაფ განლაგებას შეუწყობს ხელს

ნატო თავისი აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას გააძლიერებს ახალი სტრუქტურით, რომელიც რუსეთთან ომის შემთხვევაში ლატვიასა და ესტონეთში ძალების სწრაფ განლაგებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 მაისი 2026, 22:52

პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა „იმედის“ გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა „იმედის“ გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენეს

ლაშა გეგეჭკორი

26 მაისი 2026, 22:38

პოლიტიკა

ლაშა გეგეჭკორი ოპოზიციურ ალიანსს: 1 თვე ემზადებოდით და 4 000 ხართ. არ მოვმზადებულვართ და ოჯახის სიწმინდის დღეს ასიათასობით გამოვედით. ჩვენ მომზადება არ გვჭირდება. ვიცით, როდის და სად უნდა გავიდეთ

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში “ოპოზიციური ალიანსის” აქციას ეხმიანება და წერს, რომ 1 თვე ემზადებოდნენ და 4 000 არიან.

26 მაისი 2026, 22:23

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალციხის ციხეზე საზეიმოდ აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალციხის ციხეზე საზეიმოდ აღინიშნა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გიორგი სოსიაშვილი

26 მაისი 2026, 22:04

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციისთვის მიუღებელია ტრადიციები, ეკლესია, სარწმუნოება და ამ ყველაფერს ებრძვიან

ეს რადიკალებისთვის დამახასიათებელი ამბავია, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის თავის შეურაცხყოფაზე საუბრისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 მაისი 2026, 21:54

პოლიტიკა

ზელენსკი: საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, სიძლიერესა და კეთილდღეობას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

გივი მიქანაძე

26 მაისი 2026, 21:45

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სარწმუნოების წინააღმდეგ გაილაშქრებს, ჩათვალეთ, რომ მიდის საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს ორი მცნება ერთმანეთისგან განურჩეველია

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სარწმუნოების წინააღმდეგ გაილაშქრებს, ის ჩათვალეთ, რომ მიდის საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს ორი მცნება ერთმანეთისგან განურჩეველია, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

ჯავიდ გურბანოვი

26 მაისი 2026, 21:44

ეკონომიკა

აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ბაქო-თბილისის მატარებელზე: შესანიშნავი მატარებელია შესანიშნავი პირობებით - ეს განავითარებს კავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის

ყველას გილოცავთ, ეს არის შესანიშნავი მოვლენა, მას 6 წლის განმავლობაში ველოდით, - განაცხადა მედიასთან აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ ჯავიდ გურბანოვმა ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე პირველი სამგზავრო რეისის შესახებ, რომელიც დღეს შესრულდა.

26 მაისი 2026, 21:20

საზოგადოება

ქალაქ ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო, სპორტულ-გასართობი და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ბავშვთა ნახატების გამოფენა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი, „თავისუფლების თამაშებში“ გამარჯვებულთა დაჯილდოება და ადგილობრივ შემსრულებელთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, - ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

26 მაისი 2026, 21:08

რეგიონი

აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე მდინარე რიონის ადიდების შედეგად, დაიტბორა საავტომობილო გზა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

26 მაისი 2026, 21:07

საზოგადოება

თამარ იოსელიანმა ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით მოწყობილი შემეცნებით-გასართობი სივრცეები დაათვალიერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, 26 მაისს ქალაქ ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით შექმნილი შემეცნებით - გასართობი სივრცეები დაათვალიერა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

26 მაისი 2026, 21:01

მსოფლიო

POLITICO: ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ნატოსთვის განკუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენების, გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებს

ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ნატოსთვის განკუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენების, გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

26 მაისი 2026, 21:01

საზოგადოება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღიც აღინიშნა, - ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

26 მაისი 2026, 20:59

პოლიტიკა

მმართველი გუნდი ოპოზიციას 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს ახსენებს - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მაშინ ხელისუფლებაში,ის პოლიტიკოსებიც იყვნენ, ვინც ახლა ოპოზიციაშია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს აქციის სისხლიანი დარბევა და ის მოვლენები, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საკუთარ ხალხს მოუწყო.

26 მაისი 2026, 20:56

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ფოთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ფოთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.