მამუკა მდინარაძე „ტვ პირველს“: თქვენი ინტერპრეტაცია არის არასწორი, მე პირადად ვიყავი თქვენი ინტერპრეტაციის ობიექტი. ეს სიბინძურე უნდა დაამთავროთ, ბოლოს მაინც ირკვევა ყველაფერი, ორდღიანი პიარები არ გაგივათ
მამუკა მდინარაძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
როდესაც ჩვენ ვმიჯნავთ ერთმანეთისგან იმ ადამიანებს, რომლებიც იღუპებიან ბრძოლის ველზე, რომლებიც ებრძვიან ოკუპანტს, საკუთარი რეალური რწმენით, ვაჟკაცური ენთუზიაზმით იბრძვიან, იმ ადამიანებს ნუ კადრებთ იმას, თითქოს მე ან სხვა ვინმემ უწოდა რაღაც ცუდი სახელი. თქვენი ინტერესია და თქვენი მხრიდან არის შეურაცხყოფა მეომრების, რომლებიც ენთუზიაზმით და ვაჟკაცურად იბრძვიან, ბრძოლის ველზე არიან და ოკუპანტებს აკვდებიან, მათ ჩვენ კი არა, თქვენ კადრებთ, კონკრეტულად თქვენი ტელევიზია, „მთავარზე“ უფრო „ტვ პირველი“ კადრებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველის“ კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი დაუკავშირდა ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის იქიდან, სადაც ბრძოლა მიდის და როდესაც მოისმინეს ჩანაწერები და არა ჰედლაინები, რომელიც „ტვ პირველმა“ გამოიტანა, დარწმუნდნენ, სად იყო სიმართლე და სად ტყუილი.
„თქვენი ინტერპრეტაცია არის არასწორი, ისევე, როგორც მე პირადად ვიყავი თქვენი ინტერპრეტაციის ობიექტი. როდესაც ჩვენ ვმიჯნავთ ადამიანებს, რომლებიც გმირულად იბრძვიან და სხვა ადამიანებზე ვსაუბრობთ, თქვენი ინტერესია და თქვენი მხრიდან არის შეურაცხყოფა მეომრების, რომლებიც ენთუზიაზმით და ვაჟკაცურად იბრძვიან, ბრძოლის ველზე არიან და ოკუპანტებს აკვდებიან, მათ ჩვენ კი არა, თქვენ კადრებთ, კონკრეტულად თქვენი ტელევიზია, „მთავარზე“ უფრო „ტვ პირველი“ კადრებს, იმიტომ, რომ თქვენი აწეული თემებია ამ დღეებში.
ჩვენ ვმიჯნავთ, დიახ, უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ როდესაც ვმიჯნავთ ერთმანეთისგან იმ ადამიანებს, რომლებიც იღუპებიან ბრძოლის ველზე, რომლებიც ებრძვიან ოკუპანტს, რომლებიც საკუთარი რეალური რწმენით, ვაჟკაცური ენთუზიაზმით იბრძვიან, იმ ადამიანებს ნუ კადრებთ იმას, რომ თითქოს მე ან სხვა ვინმემ, ამ ადამიანებს უწოდა რაღაც ცუდი სახელი. მებრძოლებზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ მართლაც იყო რამდენიმე განცხადება, სელფების გადასაღებად და ვიღაცებს სცალიათ ხოლმე, რომ სატელევიზიო ეთერებში ჩაერთონ ნაცმოძრაობის პოლიტიკური მესიჯბოქსით. ჩვენ ეს ხალხი უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან, ამაზეა ლაპარაკი.
ძალიან ბევრი ადამიანი დამიკავშირდა ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის იქიდან, სადაც ბრძოლა მიდის და მეუბნებიან რაღაც ხომ არ იყო ცოტა ზედმეტი, მაგრამ როდესაც რეალურად ვუთხარი და მოისმინეს ჩანაწერები და არა ჰედლაინები, რომელიც თქვენ გამოიტანეთ, მერე დარწმუნდნენ აბსოლუტურად განსხვავებულ ვერსიაში, დარწმუნდნენ, სად იყო სიმართლე, სად იყო პროვოკაცია, სად იყო ნაცური მესიჯბოქსი და სად იყო საქართველოსთვის მტრული მესიჯბოქსი და სად იყო ტყუილი, რომ თითქოს მაგალითად ვინმე აპირებს მოქალაქეობის ჩამორთმევას მებრძოლებისთვის, იმიტომ, რომ იბრძვიან. ეს უბინძურესი ტყუილი სად იყო, ის ხალხი დარწმუნდა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ტვ პირველმა“ სცადა მებრძოლების მოტყუება, თითქოს მათ ვიღაც მტრობს და მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებს.
„ახლაც სპეკულირებთ, კონსტიტუციის მუხლი არ არის, უნდა წაიკითხო და მიხვდები, რომ კანონის მუხლია, კანონის ნორმაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმ კონტექსტში იყო ნახსენები, როდესაც ადამიანი ეუბნება, რომ რეკრუტირებას უკეთებს თავისივე განცხადებით და აღიარებით, თქვენ რომ წინა დღეს მტკიცებულებას მთხოვდით, მტკიცებულება დაიდო თუ არა, ამის გადასაფარად, თქვენ სცადეთ მებრძოლების მოტყუება, რომ თითქოს მათ ვიღაც მტრობს და მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებს. ამ დროს, უამრავი დათქმა აქვს იმ მუხლს, რომელიც დეტალურად იქნა იურიდიულ დონეზე განმარტებული და თქვენი ბინძური ტყუილი იყო მხოლოდ ეს. ჰედლაინს რომ ნახავს ადამიანი, მეტი დრო თუ არ აქვს, შეიძლება მართლა დარწმუნდეს იმაში, რომ ვიღაც მართლა ამას აპირებს, უამრავი დათქმის და იურიდიული განმარტების მიუხედავად. აქედან გამომდინარე, ეს სიბინძურე უნდა დაამთავროთ რამენაირად იმიტომ, რომ ბოლოს მაინც ირკვევა ყველაფერი და ეს ორდღიანი პიარები არ გაგივათ. ახლაც სიბინძურეს აკეთებთ, თქვენ თვითონ თქვით, რომ ჩამორთმევას აპირებთო და ტყუილია, ახლა იტყუებით პირდაპირ ეთერში. როდესაც მე გავმიჯნე ადამიანები, რომლებიც დავუშვათ, ტელეკამერის წინ პოზირებენ და ადამიანები, რომლებიც იბრძვიან და იღუპებიან მართლაც გმირულად, ეს გამიჯვნა არ გაწყობთ, ამაზე არსად არ ლაპარაკობთ. არც ერთი ჩანაწერი, სადაც არაერთხელ ამაზე ვილაპარაკე, თქვენ არ გაგიშვიათ. თქვენ გაუშვით ჰედლაინი, სხვათა შორის ყველაფრის მკადრებელმა ადამიანებმა აწიეს ეს თემა, იმ ღამეს არაფერი არ ხდებოდა, ყველაფრის მკადრებელმა თქვენმა პარტნიორმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს, რომ ემუქრებაო ვიღაც ჩამორთმევითო. მე მხოლოდ ვსაუბრობდი იმაზე, რომ მტკიცებულება მოვიტანე. იყო ერთ-ერთი ტელევიზიის, პოსტვ-ის ექსპერიმენტი, სადაც მიწერეს და დაუდასტურა გარკვეული საკითხები. წინა დღეს თქვენ პირადად ითხოვდით დაორგანიზების მტკიცებულებას და ვინმეს იქ ხელფასი ან ფული რომ ეხსენებინა, რა დღეში ჩააგდებდით რესპონდენტს, ამაში ყველანი დარწმუნებულები ვართ. მტკიცებულება როცა გაჩნდა, რომ თურმე მართლა ხდება გარკვეული ორგანიზება, ეს ლეგიტიმურია, თუ არა, ამასაც რომ თავი დავანებოთ, თურმე მართლა ხდება რაღაც ხელფასის გადახდა, რომელიც არაფერს გამორიცხავს, არც ერთი მხრივ ვაჟკაცობას და გმირობას, არც მეორე მხრივ ბევრ რაღაცას, მაგრამ როდესაც ამას ასე ბიძურად აშუქებთ, ეს არის ხალხის მოტყუება. საქმე გვქონდა მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ განმარტებასთან, როდესაც მე მქონდა პრეტენზია რეკრუტირების ავტორთან, რომ თუ ამას ეუბნები, სრული ინფორმაცია, მათ შორის კანონმდებლობის ჩანაწერის შესახებ უნდა მიაწოდო ადამიანს, ვისაც ამას ეუბნები. მხოლოდ ეს მიზანი, თქვენ გამოიყენეთ ბინძური ტყუილისთვის. აქამდე ჩამოურთმევიათ ვინმესთვის მოქალაქეობა? დაუკარგავს? საუბარი არაფერ შუაშია, აწი დაიმახსოვრეთ რამდენი თვე გავიდეს და რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ შეგახსენებთ და მიხვდებით, რომ სიბინძურე იყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ყველა სიახლე
30 აგვისტო 2026, 18:20
მსოფლიო
ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.
30 აგვისტო 2026, 18:00
რეგიონი
„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება
ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.
30 აგვისტო 2026, 17:43
რეგიონი
სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი
მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
30 აგვისტო 2026, 17:15
საზოგადოება
გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ
მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.
30 აგვისტო 2026, 17:14
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 16:53
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა
დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.
30 აგვისტო 2026, 16:36
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.
30 აგვისტო 2026, 16:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება
ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.
30 აგვისტო 2026, 16:27
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 15:59
სპორტი
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
30 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
30 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
30 აგვისტო 2026, 14:16
მსოფლიო
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.
30 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.
30 აგვისტო 2026, 14:09
რეგიონი
დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება
ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.
30 აგვისტო 2026, 14:05
პოლიტიკა
„მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“ - ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა
ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.
30 აგვისტო 2026, 13:55
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
30 აგვისტო 2026, 12:55
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
30 აგვისტო 2026, 12:34
რეგიონი
ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.


