15 დეკემბერი 2022, 15:26 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც, არ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ის ასეულობით ადამიანს სწირავდეს ციხეებში

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის „დამსახურება“ იყო ის უბედური შედეგები, რაც მან მოუტანა საკუთარ ქვეყანასა და ხალხს 2004-2012 წლებში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო ფეიკკამპანია, თითქოს სააკაშვილს ნელი სიკვდილით კლავდნენ, ამას სჭირდებოდა პასუხი და მოუწია იუსტიციის სამინისტროს პასუხის გაცემა.

„ჯერ იყო ფეიკამპანია ე.წ. წამებასთან დაკავშირებით, მაშინ იუსტიციის სამინისტროს მოუწია კადრების გამოქვეყნება, მაშინაც იყო ეს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები, მაგრამ მაშინ რეალურად იყო ცალმხრივი ფეიკკამპანია და კადრებმა ყველაფერს ნათელი მოფინა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომელიც ე.წ. წამებას უკავშირდებოდა. მეორე იყო ფეიკკამპანია შიმშილობასთან დაკავშირებით. მაშინაც იყო ცალმხრივი კამპანია ფეიკზე აგებული, მაშინაც მოუწია იუსტიციის სამინისტროს კადრების გამოქვეყნება, სადაც ჩანდა, რომ სინამდვილეში სააკაშვილი არ შიმშილობდა. მერე წამოვიდა მესამე ფეიკკამპანია, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილის ნელ სიკვდილს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე აანონსებს, ამასაც სჭირდებოდა პასუხი და აქაც მოუწია იუსტიციის სამინისტროს პასუხის გაცემა. სამართლებრივად ყველაფერი არის სათანადოდ წელში გამართული.

მეორე რაც შეეხება პატიმარ სააკაშვილს, მასზე საუბარს დღესაც არ ვაპირებ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინ იყო არა პატიმარი, არამედ ხელისუფალი სააკაშვილი. ეს იყო ადამიანი, რომელმაც რუსეთის მესამე პრეზიდენტს ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი, რომელმაც რამდენიმე ასეული ადამიანი შეიწირა მარტო ციხეებში და ბევრად მეტი ციხეებს გარეთ, რომელიც ატერორებდა ბიზნესებს, აყაჩაღებდა ადამიანებს, ეს არის რეალობა, ეს არის საერთო სურათი. დანარჩენი არის უწყებების, სამართლებრივი პრინციპების საქმე და ადამიანის უფლებების საქმე, რაც საქართველოში 2012 წლის შემდეგ არის სათანადოდ დაცული.

მილიონი განცხადება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, თუმცა გრძელდებოდა მაინც ფეიკკამპანია, რომ 400 დღე კვდება ეს კაცი. შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს შევიდა ციხეში მიხეილ სააკაშვილი თავის ფეხით და მაშინვე დაიწყო შიმშილობა და მაშინ „ნაცმოძრაობა“, „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობა მას პირდაპირ მოუწოდებდა თვითდაზიანებისკენ. ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა გარკვეულ ქმედებებზე“, განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საერთო სურათი ნახა საზოგადოება და თავად განსჯის, იქ იყო თუ არა სიმულაცია, როგორია ფიზიკური მდგომარეობა.

„მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც და სამწუხაროდ, მისი ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა აისახა საქართველოს მოსახლეობაზე. არ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ის ასეულობით ადამიანს წირავდეს ციხეებში, თუ ციხეებს გარეთ. არ შეიძლება, 2008 წელს რაც გააკეთა, იმას აკეთებდეს და ა.შ. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის „დამსახურება“ იყო ის უბედური შედეგები, რაც მან მოუტანა საკუთარ ქვეყანასა და ხალხს 2004-2012 წლებში“, - განაცხადა კობახიძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ვიდეოკადრები სხვადასხვა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ასახავს.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

31 აგვისტო 2026, 17:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

31 აგვისტო 2026, 16:59

სამართალი

პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.

პენიტენციურის ლოგო

31 აგვისტო 2026, 16:12

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა

„ღარიბაშვილი ზის დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.

31 აგვისტო 2026, 16:11

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.

დავით ქართველიშვილი

31 აგვისტო 2026, 16:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ

სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ნინო წილოსანი

31 აგვისტო 2026, 15:47

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ

არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ილჰამ ალიევი ნიკოლ ფაშინიანი

31 აგვისტო 2026, 15:40

მსოფლიო

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 15:20

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

31 აგვისტო 2026, 15:17

პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სოსო შატბერაშვილი

31 აგვისტო 2026, 15:01

პოლიტიკა

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

დონალდ ტრამპ უმცროსი

31 აგვისტო 2026, 14:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ

დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.

31 აგვისტო 2026, 14:42

საზოგადოება

თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა

Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:40

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.

ვახტანგ ცინცაძე

31 აგვისტო 2026, 14:38

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ

ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

იოჰან ვადეფული

31 აგვისტო 2026, 14:32

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:30

სამართალი

საგარეჯოში მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ხუთასი ლარით დააჯარიმა

საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.

31 აგვისტო 2026, 14:29

სამართალი

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.

ირაკლი ქადაგიშვილი

31 აგვისტო 2026, 14:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია

ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე.

ნინო წილოსანი

31 აგვისტო 2026, 14:26

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა

არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.

31 აგვისტო 2026, 14:18

საზოგადოება

ჯაბა სამუშია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები. შესაბამისად, ჩვენს აბიტურიენტებს შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.