15 დეკემბერი 2022, 16:50 / სანდო წყარო

თეა ახვლედიანი: საქართველოსგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების იზოლაციის შემდგომი გაძლიერება, პირდაპირ მიმართულია საოკუპაციო ხაზით გაყოფილ ადამიანებს შორის ურთიერთობების, ნდობის აღდგენისა და შერიგების წინააღმდე

თეა ახვლედიანი

თეა ახვლედიანი

2022 წელი განსაკუთრებით იყო დატვირთული ახალი გამოწვევებით, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვნად შეცვლილ გარემოს.სამწუხაროდ, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლისა და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის ხელყოფის რუსეთის უკანონო პოლიტიკა, საქართველოსთვის, კარგად ნაცნობია, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახლედიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

„ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით, კონფლიქტის შედეგად უშუალოდ დაზარალებულ მოსახლეობას, ყოველდღიურად უწევს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციის უმძიმეს შედეგებთან გამკლავება, როგორც უსაფრთხოების და ჰუმანიტარული გამოწვევების, ასევე ადამიანის უფლებების რეალიზების კუთხით.

იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე კვირის წინ, მინისტრის საათის ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის დეოკუპაციის განზომილება, ხოლო, უსაფრთხოების განზომილება განხილული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის ფარგლებში, დღეს, თქვენ წინაშე, უწყების კომპეტენციიდან გამომდინარე, მე ყურადღებას გავამახვილებ ოკუპირებულ რეგიონებში იმ განვითარებებზე, გამოწვევებსა და სირთულეებზე, რომლებიც მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის საქართველოს მთავრობის სტატუს-ნეიტრალური და ადამიანზე ორიენტირებული ძალისხმევის ეფექტიანად განხორციელებას ჩართულობის და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში.

მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე ოკუპაციის შედეგად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უმძიმეს პოლიტიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებთან ერთად, ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურდა რიგი უკანონო გადაწყვეტილებების მიღებისა და ე.წ. დოკუმენტების გაფორმების პროცესი, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს ორივე რეგიონის რუსეთის სამართლებრივ, პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გაღრმავებას.

აღნიშნული უკანონო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია დანარჩენი საქართველოსგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების იზოლაციის შემდგომი გაძლიერება, რაც, ამასთან, პირდაპირ მიმართულია საოკუპაციო ხაზით გაყოფილ ადამიანებს შორის ურთიერთობების, ნდობის აღდგენისა და შერიგების წინააღმდეგ. სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი უკანასკნელ პერიოდში გადადგმული მიზანმიმართული ნაბიჯები თუ გაკეთებული განცხადებები კონფლიქტის შედეგად გაყოფილ მოსახლეობას შორის აქტიურად მიმდინარე ნდობის აღდგენის პროცესის შესაფერხებლად, რაც, მათ შორის, ხორციელდება აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის საქმიანობაზე კონტროლის გამკაცრებისა და შეზღუდვების დაწესების გზით. საერთაშორისო ორგანიზაციების ოპერირების კუთხით, კვლავ მიუწვდომელია ცხინვალის რეგიონი და მნიშვნელოვნად იზღუდება სამშვიდობო ინიციატივებში ადგილობრივი მაცხოვრებლების ჩართვის შესაძლებლობები.

ზემოხსენებულ შეზღუდვებთან ერთად, შერიგების პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გააქტიურებული დეზინფორმაციული კამპანიები და ანტიქართული პროპაგანდა, რაც ემსახურება საქართველოს მტრის ხატად წარმოჩენას, შიშისა და უნდობლობის გაღვივებას და კონფლიქტის ნიადაგზე შექმნილი ნეგატიური სტერეოტიპების შენარჩუნებას“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, გრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის რუსიფიკაციის და ასიმილაციის პოლიტიკა - ადგილზე, ქართული კვალის წაშლის მცდელობასთან ერთად, აფხაზური და ოსური ენა, ეთნიკური და კულტურული იდენტობა არასდროს ყოფილა ასე ახლოს გაქრობის საფრთხის წინაშე, როგორც ახლა.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ყოველდღიურად განიცდიან ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას და ისეთი ფუნდამენტური უფლებების უხეშ ხელყოფას, როგორიც არის ადამიანური უსაფრთხოების, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ხარისხიან ჯანდაცვასა და განათლებაზე წვდომის, საკუთრების და სხვა სოციალური და ეკონომიკური უფლებები. ამ კუთხით, ვითარება განსაკუთრებით მძიმე რჩება გალისა და ახალგორის რაიონებში.

მოგეხსენებათ, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების აკრძალვამ ცხინვალის რეგიონი ჰუმანიტარულ კრიზისამდე მიიყვანა და არაერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობის ძალისხმევის შედეგად, ახალგორის რაიონის მიმართულებით დაწესებული უკანონო შეზღუდვების ნაწილობრივმა მოხსნამ გარკვეულწილად შეამსუბუქა ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება შეუფერხებელი მიმოსვლის სრული აღდგენა.

მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, ასევე, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება და პატიმრობაში დატოვება. ამასთან, კვლავ დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე პირები, რაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუსჯელობის სინდრომს აღვივებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის კონტექსტში, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის უპრეცედენტო გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელიც რუსეთს, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ყველა სიახლე

ნანა კაკაბაძე

01 აგვისტო 2026, 09:00

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დღევანდელ ოპოზიციას ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიან პერიოდში მთელი დასავლური სამყარო „ლიბერალებს“ ეძახდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ოპოზიციაში ყოფნის 14 წლის განმავლობაში მათ სულ უფრო მეტად გამოავლინეს საკუთარი სახე, დაამტკიცეს, რომ მათი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი იდეოლოგია სწორედ ნაციზმია

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ლიბერალიზმსა და ნაციზმზე წერს და აღნიშნავს, რომ ხშირად დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც საქართველოს 9 წელი მართავდა, დასავლეთში „ლიბერალებს“ უწოდებდნენ.

01 აგვისტო 2026, 02:41

მსოფლიო

NBC News: აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება

აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.

01 აგვისტო 2026, 01:37

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს

აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

01 აგვისტო 2026, 01:20

მსოფლიო

CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ

რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ი იუწყება, რომ აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ, რაც, შესაძლოა, დღემდე განხორციელებულთაგან ყველაზე მასშტაბური საჰაერო კამპანია იყოს.

დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 01:01

მსოფლიო

ტრამპი: უკრაინა ძალიან მდიდარია, მას აქვს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იშვიათი ლითონების თვალსაზრისით - ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და შეგვიძლია იქ ნებისმიერ დროს შევიდეთ და თითქმის ყველაფერი ავიღოთ, რაც გვსურს, ეს საკმაოდ კარგი შეთანხმებაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, რაც შეერთებულ შტატებს გაწეული ფინანსური დახმარების უკან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 00:50

მსოფლიო

Reuters: ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინის მიერ Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის მიერ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება - მან ასევე დასძინა, რომ აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აძლევს მათი წარმოების უფლებას“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

ჯორჯია მელონი

31 ივლისი 2026, 23:39

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლისას და აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

31 ივლისი 2026, 23:22

მსოფლიო

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 23:06

მსოფლიო

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზე მოგზაურობის გაფრთხილება განაახლა. უწყებამ მე-2 დონის რეკომენდაცია გამოსცა, სადაც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო.

31 ივლისი 2026, 22:53

საზოგადოება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 22:35

მსოფლიო

The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა

დონალდ ტრამპმა უკან წაიღო დაპირება იმის შესახებ, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების საკუთარი ძალებით წარმოების უფლებას მისცემდა - კემპ დევიდში გამართულ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის გადაცემა „ადვილი ამბავი არ არის“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

31 ივლისი 2026, 22:27

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ვატო შაქარიშვილი

31 ივლისი 2026, 22:14

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით

ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია.

თამთა მეგრელიშვილი

31 ივლისი 2026, 21:48

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

პედრო სანჩესი

31 ივლისი 2026, 21:24

მსოფლიო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა იმ ევროპული ქვეყნების მოთხოვნას, რომლებიც სეუტაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ესპანეთთან შენგენის ზონის ჩაკეტვას ითხოვენ.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 ივლისი 2026, 21:18

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

31 ივლისი 2026, 21:06

სამართალი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის ქუჩებიდან მაღალმთიან რეგიონებამდე - საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. სამასამდე ახალი, თანამედროვე და ჰიბრიდული ავტომანქანა ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა.

31 ივლისი 2026, 21:01

მსოფლიო

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 60 000 მიგრანტი ანკლავ სეუტაში შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 21:01

ეკონომიკა

მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. „„ქრონიკის“ სიუჟეტი

გლობალური კრიზისის ფონზე დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ზრდის სწრაფ ტემპს განაგრძობს.

31 ივლისი 2026, 20:57

პოლიტიკა

შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი ღრმავდება. ახლა დავა დაიწყო, თუ ვის ეკუთვნის ავატარის იდეა. პარალელურად ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ თავმჯდომარეებს იწუნებს, თინა ბოკუჩავა კი თანაგუნდელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომის ჩატარებისთვის აკრიტიკებს.