თეა ახვლედიანი: ადამიანების საჭიროებების საპასუხოდ, ვაგრძელებთ უფრო მეტად ხელშესახებ შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობას ყველა შესაბამისი მიმართულებით
თეა ახვლედიანი
ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ადამიანების საჭიროებების საპასუხოდ, ვაგრძელებთ უფრო მეტად ხელშესახებ შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობას ყველა შესაბამისი მიმართულებით - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ძირითად ფუნქციას პოლიტიკის ფორმირების, შემუშავებისა და განვითარების პროცესების, ასევე, შესაბამისი სტრატეგიების განხორციელების კოორდინაცია წარმოადგენს, რომელსაც ინკლუზიური მიდგომით ახორციელებენ.
„ადამიანზე ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს განუყოფელ ტერიტორიებთან - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში განიხილება და მიზნად ისახავს, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე შევქმნათ პირობები, ომით და საოკუპაციო ხაზით დროებით დაშორებულ ადამიანებს შორის მშვიდობიანი და ჰარმონიული, ისტორიულად დამკვიდრებული, უთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრების აღსადგენად. ამისათვის კი, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, როგორც ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის მშენებლობისა და შერიგებისკენ, ასევე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვისა და მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ - უკეთესი მომავლის პერსპექტივების გასაძლიერებლად. აღნიშნული, თავის მხრივ, უკავშირდება მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას და საერთო მომავლის ხედვას განვითარებულ, ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოში, სადაც თანაბრად დაცულია ყველა მოქალაქის უფლებები და ღირსება.
დემოკრატიის პრინციპები და ევროპული ღირებულებები, მეორე მხრივ, ერთმნიშვნელოვნად გაზიარებულია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებშიც, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილ ეთნიკურ უმცირესობათა მიმართებაში განიხილება. საუკუნეების განმავლობაში, საქართველოში კულტურით, ტრადიციებით, თუ მრწამსით განსხვავებული ადამიანების ღირსეულად თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილება, დღეს, უკვე სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებშია განმტკიცებული და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, განვითარების თანაბარი შესაძლებლობების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის სათანადო პირობების შექმნას, კონსტიტუციური და მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ორივე მიმართულებით აღნიშნული მიზნები კომპლექსური და მრავალგანზომილებიანია, რაც საჭიროებს დინამიური და მრავალსექტორული პოლიტიკის კონსოლიდირებულ და თანამიმდევრულ წარმართვას. სწორედ ეს ამოცანა განსაზღვრავს უწყების საქმიანობის სპეციფიკას, კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენს ძირითად ფუნქციას პოლიტიკის ფორმირების, შემუშავებისა და განვითარების პროცესების, ასევე, შესაბამისი სტრატეგიების განხორციელების კოორდინაცია წარმოადგენს, რომელსაც ინკლუზიური მიდგომით ვახორციელებთ“, - განაცხადა ახვლედიანმა.
მან ის აქტივობები ჩამოთვალა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამ მიზნით ახორციელებს.
„ჩვენ ინტენსიურად, ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში, ინდივიდუალურად თუ სპეციალურად შექმნილ სხვადასხვა ფორმატში ვთანამშრომლობთ პოლიტიკის განმახორციელებელ დარგობრივ სახელმწიფო უწყებებსა და სტრუქტურულ ერთეულებთან.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის ფორმატში, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის და სხვა დარგობრივი კომიტეტების ფარგლებში. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ორივე პოლიტიკის მიმართულებით 8 სამიზნე რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან; მათ შორის, ჩართული ვართ და რეგულარულად ვმონაწილეობთ ეთნიკური უმცირესობების საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობაში.
ერთიანი სამთავრობო ძალისხმევის მაკოორდინირებელი ფუნქციის სათანადოდ აღსრულების მიზნით, ვხელმძღვანელობთ ოთხ უწყებათაშორის კომისიას: თავმჯდომარის რანგში: 1. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიას; 2. ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილ სამთავრობო კომისიას; 3. შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების კომისიას; 4. თანათავმჯდომარის რანგში კი - გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიას.
განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ მოსახლეობასთან უშუალო კავშირს, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფლებში, ასევე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში რეგულარული ვიზიტებისა და ადგილზე, მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრების განხორციელების გზით, რაც პანდემიის დასრულების შემდგომ კიდევ უფრო ინტენსიური და სისტემური გავხადეთ. ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩატარებულმა მრავალმა შეხვედრამ საშუალება მოგვცა სიღრმისეულად გავცნობოდით მათ მოსაზრებებს ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შესახებ, მიგვეღო დეტალური ინფორმაცია კონკრეტულ საჭიროებებთან, თუ გამოწვევებთან დაკავშირებით და დაუყოვნებელი რეაგირება მოგვეხდინა პროფილურ განმახორციელებელ უწყებებთან მიზანმიმართული შუამდგომლობის ან/და შესაბამის სტრატეგიულ დოკუმენტებში სათანადო ნაბიჯების ასახვის გზით.
ჩვენი საქმიანობის ეფექტიანი განხორციელებისათვის, სახელმწიფოს ძალისხმევასთან ერთად, აუცილებლად მიგვაჩნია საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა. განვაგრძობთ სხვადასხვა პლატფორმების ფარგლებში ჩამოყალიბებულ თანამშრომლობას სამოქალაქო სექტორთან. მათ შორის, აღსანიშნავია ჩვენი წარმატებული პარტნიორული ურთიერთობები სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნული უმცირესობათა საბჭოს ფართე წარმომადგენლობასთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო დიალოგის გასაძლიერებლად სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით სპეციალურად შექმნილ ფორმატებში - ეს არის ექსპერტთა საბჭო და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმა, რომლებიც შედეგზე ორიენტირებულ და ეფექტიან მექანიზმებად ჩამოყალიბდა.
ორივე პოლიტიკის ფარგლებში დასახული ამოცანების გადასაჭრელად უაღრესად დიდი მნიშვნელობის მატარებელია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული თანამშრომლობა. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ჩართულია სხვადასხვა ფორმატებში - გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა პარტნიორი ქვეყნების ყველა იმ ინსტრუმენტის ფარგლებში, რომელიც უკავშირდება პოლიტიკის პრიორიტეტებს, დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებს. კომპეტენციის ფარგლებში, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან, ასევე პარტნიორი-სახელმწიფოების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების დელეგაციებთან.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წელს სამუშაო ვიზიტით ვეწვიე ბრიუსელსა და ვაშინგტონს, სადაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვიმსჯელეთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის შემდგომ განვითარებაზე, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, არსებულ გამოწვევებზე და მათ დასაძლევად, ჩვენი შემდგომი ერთობლივი ძალისხმევისა და კოორდინირებული ქმედებების გაძლიერების გზებზე.
აქვე, მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერი პოზიციისთვის; აგრეთვე, დონორი სახელმწიფოების მხრიდან ჩვენი ორივე პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ამოცანების შესაბამისად გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერისთვის.
ყველა ზემოაღნიშნული მიმართულებით წლის მანძილზე გაიმართა მრავალი შეხვედრა; გაძლიერდა კოორდინაცია; ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან მიმდინარეობდა მრავალმხრივი, ინტენსიური თანამშრომლობა, რაც უაღრესად შედეგიანი იყო, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით: უფრო ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული გახდა პოლიტიკის ხედვა, გაუმჯობესდა და დაიხვეწა სამოქმედო გეგმები, პროაქტიულად დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები და მიზნობრივი ქმედებები. შესაბამისი უწყებების, ისევე როგორც საპარლამენტო კომისიის ჩართულობით, ერთობლივად, რიგი საკითხების პრაქტიკაში უკეთ რეალიზების გზების გამონახვამ შესაძლებელი გახადა ურთიერთდაკავშირებული საკვანძო თემების კომპლექსურად გააზრება და მოკლე დროში გადაჭრა. ადამიანების საჭიროებების საპასუხოდ პოზიტიური განვითარებების კვალდაკვალ, უაღრესად დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით და ვაგრძელებთ უფრო მეტად ხელშესახებ შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობას ყველა შესაბამისი მიმართულებით.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ძირითადი განზომილებების ამ მოკლე მიმოხილვის დასასრულს, მსურს მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ მინისტრს არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივისა და უწყების საქმიანობის მხარდაჭერისთვის; საქართველოს პარლამენტს; ყველა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტს; სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს, და რა თქმა უნდა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მცირერიცხოვან გუნდს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს დასახული ამოცანების გადასაჭრელად“, - განაცხადა ახვლედიანმა.
ყველა სიახლე
01 აგვისტო 2026, 10:10
მსოფლიო
POLITICO: ესპანურ სეუტაში შესული თითქმის ყველა უკანონო მიგრანტი მაროკოში დააბრუნეს
მაროკოდან ესპანეთის ექსკლავ სეუტაში შესული დაახლოებით 50 ათასი მიგრანტიდან 48 300-ზე მეტი უკვე მაროკოში დაბრუნდა. ინფორმაციას POLITICO ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 10:06
პოლიტიკა
„ბლექ სი პეტროლიუმი“ (ყულევის ნავთობტერმინალი): ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი. ბლექ სი პეტროლიუმი განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, თანამშრომლობს ევროკომისიასთან და შესაბამის ინსტიტუტებთან
„ბლექ სი პეტროლიუმი“ (ყულევის ნავთობტერმინალი) ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი.
01 აგვისტო 2026, 09:45
მსოფლიო
ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული უფლებების ნაწილობრივი გასხვისების გეგმაზე უარი თქვა
FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის კომერციულ უფლებებში წილის გაყიდვის გეგმაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან Sky News-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
01 აგვისტო 2026, 09:27
მსოფლიო
Bloomberg: პენტაგონი ირანთან ომში გამოყენებული რაკეტების მარაგის შესავსებად 18,2 მილიარდ დოლარს ითხოვს
პენტაგონმა საგანგებო დაფინანსების სახით მოთხოვნილი 67 მილიარდი დოლარიდან 18,2 მილიარდი დოლარის გამოყოფა მოითხოვა აშშ-ის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვისა და მაღალი სიზუსტის შეიარაღების მარაგის შესავსებად.9 ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 09:00
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: დღევანდელ ოპოზიციას ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიან პერიოდში მთელი დასავლური სამყარო „ლიბერალებს“ ეძახდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ოპოზიციაში ყოფნის 14 წლის განმავლობაში მათ სულ უფრო მეტად გამოავლინეს საკუთარი სახე, დაამტკიცეს, რომ მათი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი იდეოლოგია სწორედ ნაციზმია
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ლიბერალიზმსა და ნაციზმზე წერს და აღნიშნავს, რომ ხშირად დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც საქართველოს 9 წელი მართავდა, დასავლეთში „ლიბერალებს“ უწოდებდნენ.
01 აგვისტო 2026, 02:41
მსოფლიო
NBC News: აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება
აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 01:37
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს
აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
01 აგვისტო 2026, 01:20
მსოფლიო
CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ
რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ი იუწყება, რომ აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ, რაც, შესაძლოა, დღემდე განხორციელებულთაგან ყველაზე მასშტაბური საჰაერო კამპანია იყოს.
01 აგვისტო 2026, 01:01
მსოფლიო
ტრამპი: უკრაინა ძალიან მდიდარია, მას აქვს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იშვიათი ლითონების თვალსაზრისით - ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და შეგვიძლია იქ ნებისმიერ დროს შევიდეთ და თითქმის ყველაფერი ავიღოთ, რაც გვსურს, ეს საკმაოდ კარგი შეთანხმებაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, რაც შეერთებულ შტატებს გაწეული ფინანსური დახმარების უკან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.
01 აგვისტო 2026, 00:50
მსოფლიო
Reuters: ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინის მიერ Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის მიერ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება - მან ასევე დასძინა, რომ აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აძლევს მათი წარმოების უფლებას“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
31 ივლისი 2026, 23:39
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლისას და აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
31 ივლისი 2026, 23:22
მსოფლიო
Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 23:06
მსოფლიო
სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზე მოგზაურობის გაფრთხილება განაახლა. უწყებამ მე-2 დონის რეკომენდაცია გამოსცა, სადაც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო.
31 ივლისი 2026, 22:53
საზოგადოება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.
31 ივლისი 2026, 22:35
მსოფლიო
The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა
დონალდ ტრამპმა უკან წაიღო დაპირება იმის შესახებ, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების საკუთარი ძალებით წარმოების უფლებას მისცემდა - კემპ დევიდში გამართულ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის გადაცემა „ადვილი ამბავი არ არის“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
31 ივლისი 2026, 22:27
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
31 ივლისი 2026, 22:14
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით
ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია.
31 ივლისი 2026, 21:48
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
31 ივლისი 2026, 21:24
მსოფლიო
პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა იმ ევროპული ქვეყნების მოთხოვნას, რომლებიც სეუტაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ესპანეთთან შენგენის ზონის ჩაკეტვას ითხოვენ.
31 ივლისი 2026, 21:18
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს
„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.


