imedi /  15 დეკემბერი 2022, 20:55 / სანდო წყარო

პარლამენტმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

თეა ახვლედიანი

თეა ახვლედიანი

პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც დეპუტატებს მინისტრმა თეა ახვლედიანმა წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას როგორც შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, ასევე სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით.

მინისტრის განცხადებით, 2022 წელი განსაკუთრებით იყო დატვირთული ახალი გამოწვევებით, რაც დიდწილად უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვნად შეცვლილ გარემოს.

„სამწუხაროდ, საერთაშორისო საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის ხელყოფის რუსეთის უკანონო პოლიტიკა საქართველოსთვის კარგად ნაცნობია. ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებულად კონფლიქტის შედეგად უშუალოდ დაზარალებულ მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციის უმძიმეს შედეგებთან გამკლავება. როგორც უსაფრთხოების და ჰუმანიტარული გამოწვევების, ასევე ადამიანის უფლებების რეალიზების კუთხით“, - აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გაცნობის შემდეგ, თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე შესაბამის საერთაშორისო ფორმატში გრძელდებოდა საქართველოს ყველა შესაბამისი უწყების კონსოლიდირებული და ინტენსიური ძალისხმევა არსებული მექანიზმების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მეორე - ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
შეხვედრების, მათ შორის, 2022 წელს გამართული რაუნდის ფარგლებში, ქართული მხარის მიერ განიხილებოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, მათ შორის საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებდა დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ისაუბრა საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებსა და მიღებულ შედეგებზე,

„2022 წელს გამყოფი ხაზის გასწვრივ სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო მიმართულებებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების საერთო ღირებულებამ 85 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან, გაზიფიცირებულია სოფლების უმეტესობა; გათბობით უზრუნველყოფილია 14 000-ზე მეტი ოჯახი; განხორციელებული პროექტების ფარგლებში აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 სკოლის შენობას და 10 საბავშვო ბაღს. 2021-22 სასწავლო წელს სახელმწიფომ 2400-მდე სტუდენტს დაუფინანსა უმაღლესი განათლება, რისთვისაც 5 მილიონი ლარი გამოიყო. არსებული საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების და უკეთ ორგანიზების მიზნით, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ძალისხმევით, პარტნიორ უწყებებთან ერთად კომისიამ დაამტკიცა კონკრეტული ცვლილებების გეგმა, რის შედეგადაც შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, სადაც სტუდენტებს 2022-23 სასწავლო წლის დაფინანსების მისაღებად პირველად მიეცათ ელექტრონულად რეგისტრაციის საშუალება“.

შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შეჯამებისას მან აღნიშნა, რომ ამ ფარგლებში არსებითი პროგრესის მიღწევა დიდწილად დამოკიდებულია ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობაზე, სურვილის და ინტერესის შემთხვევაში დაუბრკოლებლად ისარგებლონ მათთვის გახსნილი პერსპექტივებით.

„აღმართული კედლები და მავთულხლართები, ფიზიკური კედლები და სხვა ბარიერები ადგილობრივ მოსახლეობაზე განხორციელებული წნეხი შეიძლება დაუძლეველ წინაღობად იქნეს მიჩნეული ნდობის მშენებლობის და შერიგების გზაზე, რისთვისაც ადამიანებს შორის კომუნიკაცია ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე და იმ შედეგებზე ისაუბრა, რაც მიღწეულია შარშან დამტკიცებული ახალი ათწლიანი სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პირველი ორწლიანი ციკლის განხორციელების ფარგლებში.

მისი თქმით, გრძელდებოდა ძალისხმევა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების, ისევე როგორც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

შერჩეული იყო 30 საჯარო სკოლა და მათ ბაზაზე ახალი „პროფესიული უნარების განვითარების პროგრამების“ ამოქმედებამ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს პროფესიული განათლების მიღების დამატებითი, უნიკალური შესაძლებლობა შექმნა.

სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტები.

„ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე პოზიტიურად აისახა მრავლობითი ინფრასტრუქტურული პროექტები შიდა გზების, საირიგაციო და სასმელი წყლის სისტემების, გარე განათების რეაბილიტაციის, სკვერებისა და სპორტული სივრცეების მოწყობის და სხვა მიმართულებებით. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამივე რეგიონის შესაბამის მუნიციპალიტეტებში 170-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, 130 მლნ. ლარამდე ჯამური ღირებულებით“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მან ასევე ისაუბრა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, მიმდინარე წელს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის (FCNM) მე-4 ციკლის ფარგლებში მომზადდა და ევროპის საბჭოს წარედგინა სახელმწიფო ანგარიში, რომელშიც კომპლექსურად აისახა ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობათა დაცვის მიმართულებით არსებული ვითარება და შექმნილი შესაძლებლობები.

„სამოქალაქო ინტეგრაცია მრავალ განზომილებიანი პროცესია, რაც მოითხოვს საზოგადოების თითოეული წევრის, როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის მხრიდან სრულფასოვან მონაწილეობას, მხარდაჭერასა და ქმედით თანადგომას. ისევე როგორც პასუხისმგებლობების გაზიარებას. სწორედ ასე ვხედავთ სტრატეგიის განხორციელების ეფექტიანობას და ამ მიმართულებით საზოგადოების კონსოლიდაციის დიდი იმედი გვაქვს“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

​ანგარიშის დასრულების შემდეგ, თეა ახვლედიანმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.

ყველა სიახლე

01 აგვისტო 2026, 13:11

მსოფლიო

The Telegraph: მაროკომ შესაძლოა ესპანეთში მიგრანტების მასობრივ გადასვლას ხელი შეუწყო

დასავლური სადაზვერვო წყაროები ვარაუდობენ, რომ მაროკომ ესპანეთის ექსკლავ სეუტაში დაახლოებით 60 ათასი მიგრანტის მოულოდნელ ნაკადს ხელი შეუწყო. ინფორმაცია The Telegraph-ი ავრცელებს.

გია აბაშიძე

01 აგვისტო 2026, 13:01

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საინტერესოა, გოგი და ელენე ხოშტარიები ქართულ სამასპინძლო სექტორში თანხას როგორ იხდიან - გადახურდავებული რუბლებით თუ რუსული საბანკო ბარათებით?

თუ ადამიანს პოლიტიკური შეხედულების გამო ეუბნები „ხინკალს ვერ შეჭამ“, ეს არის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, დამამცირებელი დამოკიდებულება ან პოლიტიკური ოპონენტის დეჰუმანიზაციის მცდელობა, რაშიც გაწაფულია ნაცსექტა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, “დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებაზე.

მიხეილ ყაველაშვილი

01 აგვისტო 2026, 12:56

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი: ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზეც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას

ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზეც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 11 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

გურამ ნიკოლაშვილი

01 აგვისტო 2026, 12:50

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მკაფიო ნიმუში პოლიტიკური რეციდივიზმისკენ მიდრეკილი ელენე ხოშტარიასგან მივიღეთ - შემთხვევითი არ არის, რომ საზოგადოების ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით პროვოცირების კამპანიებს სწორედ ხოშტარია უდგას ხოლმე სათავეში, რომელიც ამავე დროს სწორედ ოკუპანტი ქვეყნის უწყვეტი დაფინანსებით საზრდოობს

რეალობა გვიჩვენებს, რომ ფაშიზმი, როგორც უკიდურესად რეაქციული პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია შოვინიზმი, რასიზმი, ქსენოფობია და სიძულვილი, მშვენივრად ხარობს ფსევდო-ლიბერალურ გარემოში. ერთი ასეთი ნიმუში რამდენიმე დღის წინ უკვე შემოგვთავაზა “მკვლევარმა” ქალმა, რომელიც საბჭოთა რეჟიმისა და სისტემის მხილებაში იღებს დონორთა გრანტებს და გვითხრა, რომ კაცის მიერ ქალზე ძალადობას შეიძლება ჰქონდეს ეთნიკური გამონაკლისი, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.

01 აგვისტო 2026, 12:48

მსოფლიო

მედია: დიდ ბრიტანეთში 1500-ზე მეტ ადამიანს ბრალი წაუყენეს ისრაელის მიერ ღაზაში პალესტინელების „გენოციდის“ საწინააღმდეგო პლაკატების გამო

დიდ ბრიტანეთში 1500-ზე მეტ ადამიანს ბრალი წაუყენეს ისრაელის მიერ ღაზაში პალესტინელების „გენოციდის“ საწინააღმდეგო პლაკატების გამო. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

01 აგვისტო 2026, 12:45

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მოსახლეობას მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და დაგეგმილი პროექტები დეტალურად გააცნო. სტრატეგიულ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ტურიზმის განვითარებაზე, საგზაო, საგანმანათლებლო, სპორტული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რაც მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

01 აგვისტო 2026, 12:27

სამართალი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა

ლევან მაისურაძემ სტუმარს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკა და კომპეტენციაში შემავალი ძირითადი საკითხები გააცნო. მხარეებმა, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერმა ნაყოფიერი შეხვედრისთვის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.

მარკო რუბიო

01 აგვისტო 2026, 12:19

მსოფლიო

მარკო რუბიო: ნებისმიერი კონფლიქტი აშშ-სა და ჩინეთს შორის კატასტროფის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ეკონომიკური ან სამხედრო კონფლიქტი ჩინეთთან იქნება კატასტროფის მომტანი როგორც ორივე ქვეყნისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.

01 აგვისტო 2026, 12:13

სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველოში „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და „ბარსელონას" აკადემიის თანამშრომლობით საქართველომ ხელბურთის ბანაკს - Barça Academy Handball Camp Georgia 2026 ისტორიაში პირველად უმასპინძლა. ბანაკში მონაწილეობა 100-მა სპორტსმენმა მიიღო. ხელბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალებზე შეირჩნენ.

დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 11:51

მსოფლიო

Euronews: აშშ-ის სენატის კანონპროექტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ შესაძლოა ევროპელი მოკავშირეები დააზარალოს

Euronews-ის ინფორმაციით, ბოლო წლინახევრის განმავლობაში ევროპელები ვაშინგტონს მოუწოდებდნენ, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები გამოეყენებინა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაეწესებინა, თუმცა, შესაძლოა, მალე თავად ინანონ ამ მოწოდების გამო.

მაკა ბოჭორიშვილი

01 აგვისტო 2026, 11:42

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაზე: მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ სწორედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან მზარდი ეკონომიკები და რომლებიც აცნობიერებენ დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს მნიშვნელობას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზეა ორიენტირებული.

გივი მიქანაძე

01 აგვისტო 2026, 11:33

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღოს - ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდის უნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღოს კრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 აგვისტო 2026, 11:26

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ გასულ ღამეს მხოლოდ ერთი რუსული რაკეტის ჩამოგდება შეძლო, რადგან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისთვის საჭირო საბრძოლო მასალა აღარ აქვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გასულ ღამეს რუსეთმა ათეულობით რაკეტით დაბომბა უკრაინა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მხოლოდ ერთის ჩამოგდება შეძლეს.

01 აგვისტო 2026, 11:21

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, „სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სგპ „სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის - 79 აბი „სუბოტექსი”, ასევე 12 აბი „მდმა“ და „მარიხუანა“ აღმოაჩინეს.

01 აგვისტო 2026, 11:17

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ადამიანის უფლებების დაცვისა და იურიდიული დეპარტამენტების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.

01 აგვისტო 2026, 11:14

სამართალი

სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს

სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყო ჩართული. შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდა და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, მის სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდა.

01 აგვისტო 2026, 11:07

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

01 აგვისტო 2026, 11:02

სამართალი

პოლიციამ ქუთაისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

01 აგვისტო 2026, 10:58

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

01 აგვისტო 2026, 10:57

მსოფლიო

POLITICO: პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას თავს ანებებს

პენტაგონი გერმანიაში განთავსებული, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ნატოს სამხედრო სტრუქტურის მართვაზე უარს ამბობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.