17 დეკემბერი 2022, 12:33 / სანდო წყარო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი

მიხარია რომ აქ ვიმყოფები ამ მნიშვნელოვან დღეს, ეს შეთანხმება ევროკავშირს უფრო დააახლოებს ჩვენს პარტნიორებთან სამხრეთ კავკასიის რეგიონში. დაეხმარება ჩვენს რეგიონებს, რომ უფრო სუფთა ენერგორესურსების და ენერგომატარებლების მიწოდება მოხდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურუსლა ფონ დერ ლაიენმა ბუქარესტში განაცხადა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე საუბრისას.

რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წიაღისეულისა და რუსული ენერგიისთვის გვეთქვა უარი და გაგვეძლიერებინა ჩვენი პარტნიორობა, აი, ეს პარტნიორობა რომელიც ამ დარბაზშია - და ეს მუშაობს. ევროკავშირმა შეძლო შეემცირებინა რუსული რესურსების გამოყენება, და ეს არ არის ახალი გეოპოლიტიკური ენერგოუსაფრთხოების გზა. ეს არის, ასევე, სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა, სუფთა, ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების მიზნით. ეს ეხება განახლებად ენერგიას, ეს ეხება პლანეტის დაცვას და ჩვენს ქვეყნებში გამომუშავებულ ენერგიას, სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას, უსაფრთხოებას დამოუკიდებლობას. ძალიან მიხარია, რომ ეს შეთანხმება ასეთ აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიაზე. განახლებადი ენერგიის მზარდი წვლილის ინტეგრაციისთვის ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ჩართვა და ამისთვის არის მნიშვნელოვანი რუმინეთის, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ეს ახალი ელექტროკაბელი. ეს ძალიან ამბიციური პროექტია, რომელიც დაგვაკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას. ეს იქნება ციფრული კომუნიკაციის და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ჩვენ დაგვეხმარება ეს ინიციატივა მიწოდების უზრუნველყოფაში, ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან შემოვა ევროკავშირში რუმინეთისა და უნგრეთის გავლით. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობების ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს. ის საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. საბოლოო ჯამში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი დაეხმარება ჩვენს მეზობლებს მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში. ის დაეხმარება რა თქმა უნდა უკრაინას. ეს დაეხმარება ამ ქვეყანას ამ წარმოებაში და ქვეყნის რეკონსტრუქციაში. როგორც ხედავთ, ჩემს სიტყვებში ეს პროექტი ბევრ დაპირებას გვთავაზობს და ჩვენზეა მისი შესრულება. ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ეს მიზნები, ენერგომიწოდება, ეკონომიკების ჰარმონიზაცია, სწორედ ამიტომ მოუთმენლად ველით ამ კვლევის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას, იმიტომ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ფინანსურად იმ პროექტებს, რომელიც საერთო ინტერესებს ემსახურება და ეს საერთო ინტერესები ძალიან თვალსაჩინოა ამ პროექტში. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით უზრუნველყოფილია შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი. ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს რუმინელ მასპინძლებს და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა აქ ყოფნა და მადლობა, რომ ეს შესაძლებელი გახადეთ, - აღნიშნა მან.

ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ამ წუთებში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2026, 08:16

სპორტი

სპორტის მინისტრმა MMA-ის ცნობილ ქართველ მებრძოლებთან, ალექსანდრე თოფურიასა და გურამ ქუთათელაძესთან შეხვედრა გამართა

მინისტრმა მათ ქართული სპორტის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში MMA-ის განვითარების პერსპექტივებსა და თბილისში UFC-ის ღონისძიების ჩატარების მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.

26 თებერვალი 2026, 08:14

საზოგადოება

„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა“ და „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მხარეები თანხმდებიან, ხელი შეუწყონ იუსტიციის სამინისტროს სისტემის, ასევე, სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების თანამშრომელთათვის ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და უწყებათაშორისი კონფერენციების ჩატარებას.

26 თებერვალი 2026, 08:05

კულტურა

გივი მიქანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემის რეფორმების ძირითადი მიმართულებები და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ სასკოლო ფორმებს, სახელმძღვანელოებისა და პროგრამების განახლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

26 თებერვალი 2026, 08:00

საზოგადოება

ნალექი, ქარი, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

26 თებერვალი 2026, 03:16

მსოფლიო

AXIOS: ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს

უკრაინელი მაღალჩინოსნისა და სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმირებული კიდევ ორი წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთთან ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მიღწევა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი

26 თებერვალი 2026, 03:01

მსოფლიო

ვენსის განცხადებით, აშშ-მა იხილა მტკიცებულებები, რომ ირანი ბირთვული იარაღის აღდგენას ცდილობს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ ხედავს მტკიცებულებებს, რომ ირანი ბირთვული პროგრამის აღდგენას ცდილობს მას შემდეგ, რაც ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშები განხორციელდა.

26 თებერვალი 2026, 02:52

მსოფლიო

CNN: კუბის ძალებმა ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი მოკლეს

კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოთხშაბათს დილით კუბის ძალებმა ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი მოკლეს. ხომალდზე მყოფი კიდევ ექვსი პირი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი

26 თებერვალი 2026, 02:08

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: პრეზიდენტი მაქსიმალურად მკაფიო იყო - ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნები ირანის მიმართ, რეგიონში სამხედრო ძალების მასშტაბური ზრდის ფონზე, „ძალიან ნათელია“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა - ქვეყანა არ უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს.

იოჰან ვადეფული

26 თებერვალი 2026, 01:21

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის აქტივების კონფისკაციის თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა

უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხის გამოყოფაზე უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ევროკავშირი არ დაუბრუნდება კიევის მხარდაჭერის სხვა ვარიანტის განხილვას, რომელიც რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას გულისხმობს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

ირაკლი კირცხალია

26 თებერვალი 2026, 01:01

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ამ დიდი და ბოროტი ძალისგან ისევე, როგორც ვიცავდით. გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც აირჩია ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მეათედ

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ამ დიდი და ბოროტი ძალისგან ისევე, როგორც ვიცავდით. ჩვენ გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელი სამშვიდობო პოლიტიკაც აირჩია ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მეათედ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

ილონ მასკი

26 თებერვალი 2026, 00:59

მსოფლიო

ილონ მასკი ბრიტანულ პოლიტიკურ პარტია Restore Britain-ს მხარდაჭერას უცხადებს - „ის გაიმარჯვებს. მან უნდა გაიმარჯვოს. ბრიტანეთის გადასარჩენად“

ტექნოლოგიური გიგანტი და პლატფორმა X-ის მფლობელი, ილონ მასკი ბრიტანეთის პოლიტიკურ ლანდშაფტში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება. მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ინფორმაცია ახალი მოძრაობის, Restore Britain-ის შესახებ, რომლის რეიტინგიც უკვე 7%-ს აღწევს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 00:50

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2"-ის გადაცემა „ღამის კურიერში" დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ქართული ტელეკომპანიების დასანქცირების შესახებ ისაუბრა. მინისტრის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ცინიკური, საფუძველს მოკლებული და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელია.

26 თებერვალი 2026, 00:40

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება პოლიციის მიერ იმ პენსიონერი მამაკაცის მიმართ დაწყებული გამოძიების გამო, რომელმაც კანცლერ ფრიდრიხ მერცს „პინოქიო“ უწოდა

მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება პოლიციის მიერ იმ პენსიონერი მამაკაცის მიმართ დაწყებული გამოძიების გამო, რომელმაც კანცლერ ფრიდრიხ მერცს „პინოქიო“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ირაკლი კირცხალია

26 თებერვალი 2026, 00:36

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: BBC-ის სიუჟეტი კამიტზე, ბუმბულგაცვენილი თუთიყუში, სარეცხი მანქანები გააქვთ ქვეყნიდან, რომ დრონები დაამზადონო - ეს არის ის „ფაქტები“, რაზედაც დგანან. სრული მარაზმია

რა ხდებოდა 2022 წლიდან, ვინმე დაინტერესდა რუსეთის ეკონომიკა რა ვითარებაში იყო? სტაბილური ზრდა ჰქონდა და სრულიად მანიპულაციაზე იყო ის განცხადებები აწყობილი, რაზედაც მათივე მოსახლეობამ ხმა ამოიღო, როდესაც შვიდჯერ და რვაჯერ ძვირად იგივე ქვეყნის - რუსეთის ბუნებრივ რესურსებს ყიდულობდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე კომენტირებისას.

ირაკლი კირცხალია

26 თებერვალი 2026, 00:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენ მზად ვართ, თვისობრივად ახალი ურთიერთობებისთვის სრულიად დავივიწყოთ, რაც იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში, რადგან წინა ადმინისტრაციის დროს რაც იყო, ივიწყებს თვითონ ამერიკა და მსოფლიო, ფაქტია

ჩვენ მზად ვართ თვისობრივად ახალი ურთიერთობებისთვის, სრულიად დავივიწყოთ რაც იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში, იმიტომ, რომ წინა ადმინისტრაციის დროს რაც იყო ივიწყებს თვითონ ამერიკა და მსოფლიო ფაქტია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოლოდინებზე საუბრისას. კირცხალიას თქმით, ხელისუფლება აშშ-სთან ღირსეულ და პარტნიორულ ურთიერთობებს ელოდება.

ირაკლი კირცხალია

26 თებერვალი 2026, 00:29

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: სიტყვა სანქცია ამ ბოროტებასთან მიმართებით სრულიად არარელევანტურია, ვინაიდან თითოეული მათი ნაბიჯი იყო თავდასხმა დამოუკიდებელ ქვეყანაზე, საქართველოზე

პასუხი არის ძალიან მარტივი, ცოტა მეტი წვალება უწევთ და ძალიან ბევრი ფიქრი კოლექტიურ ლომჯარიასთან, გიგაურთან ერთად ამ საკანონმდებლო ბაზას როგორ აარიდოს თავი, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ წამყვანის კითხვას, თუ რატომ აწუხებს ევროკავშირს და არამხოლოდ ევროკავშირს „ენჯეოების“ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებული კანონები.

ირაკლი კირცხალია

26 თებერვალი 2026, 00:14

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: თითოეული მათი ნაბიჯი არის მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ ეკონომიკურად ჩამოვიქცეთ, იმიტომ რომ ეკონომიკურად მოწყვლადი ქვეყანა არის ადვილად დასაჩოქებელი, ამას ჩვენ არ დავუშვებთ

რაც შეეხება ყულევს და ასეთ დიდ პროექტებს, ყველაფერი რაც გარანტია სამშვიდობო პოლიტიკასთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ურტყამენ ამ ყველაფერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ჩამოქცევისკენ.

26 თებერვალი 2026, 00:09

პოლიტიკა

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიურ „State of the Union” გამოსვლას დაესწრო

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოველწლიურ „State of the Union” გამოსვლას დაესწრო. პრეზიდენტმა ტრამპმა მიმართა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას და გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებსა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა.

26 თებერვალი 2026, 00:05

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია რასა იუკნევიჩიანეზე: ეს ქალბატონი ევროპის და დემოკრატიის სახელით ძირს უთხრის ევროპას და იმ ყველაფერს, რაზედაც ევროპა იდგა. ჩალის ფასი აქვს მათ რეზოლუციებს და ანგარიშებს

ჩალის ფასი აქვს ამ ყველაფერს, მათ თითოეულ რეზოლუციას და მათ შორის ანგარიში, რომელიც დღეს ქალბატონმა რასამ [იუკნევიჩიანე] გამოაქვეყნა, ძალიან ნიშანდობლივია დღევანდელ დღეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, რითაც უპასუხა კითხვას - ემუქრება თუ არა საქართველოს სანქციები ევროკავშირისგან?

ირაკლი კირცხალია

25 თებერვალი 2026, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: სიტყვა სანქცია არასწორია ყველა მიმართებით, „იმედთან“ მიმართებით ჩვენ სანქციაზე გვაქვს საუბარი? ეს არის თავდასხმა

სიტყვა სანქცია არასწორია ყველა მიმართებით, „იმედთან“ მიმართებით ჩვენ სანქციაზე გვაქვს საუბარი? ეს არის თავდასხმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ქართული საზოგადოებას ყველაფერს ხედავს და მსგავსი ნაბიჯები კონტრპროდუქტიულია.