17 დეკემბერი 2022, 13:50 / სანდო წყარო

ვიქტორ ორბანი: ვაპირებთ, ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ, ეს არის ინოვაცია. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ გვაქვს საშუალება ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას

ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანი

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუმინეთში და ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ დღეს გვაქვს საშუალება ენერგოსექტორში ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პლენარულ სესიაზე - „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.

მისივე თქმით, ქვეყნების ლიდერებმა უნდა უზრუნველყონ ქვეყნების ეკონომიკური და ენერგო უსაფრთხოება.

„მოგესალმებით ყველას და რუმინეთს მადლობას ვუხდი მოწვევისთვის. მე რუმინეთში თვრამეტი წლის შემდეგ ჩამოვედი და განსაკუთრებული ცვლილებები დავინახე. ძალიან თვალშისაცემია წინსვლა და ვულოცავ ქვეყანას ამ პროგრესს. ეს განვითარება ცხადყოფს, რომ ნამდვილად დამსახურებულია რუმინეთის წევრობის განაცხადი შენგენის ზონაში. ჩვენ მცდარი გადაწყვეტილება მივიღეთ ევროკავშირში და ეს მცდარი გადაწყვეტილება უნდა გამოსწორდეს, რუმინეთი უნდა გახდეს რაც შეიძლება ძალიან მალე ამ ზონის წევრი. გარწმუნებთ, რომ რუმინელი მეგობრები ნამდვილად უნდა იყვნენ ჩვენს იმედზე და ჩვენ ამას ნამდვილად მივაღწევთ.

რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, ისეთი დამაბნეველია ეს სიტუაცია, რომ ასეთი არც გვახსოვს ჩვენ სამეზობლოში. მეზობელ ქვეყნებში სერიოზული ენერგოკრიზისი მიმდინარეობს, რაც არის როგორც მიწოდების, ასევე ფასების კრიზისი.

ამავდროულად, მთელი ევროპული ეკონომიკა ინფლაციის გამოწვევის წინაშე დგას და ევროპელ ლიდერებს მოსწონთ თუ არ მოსწონთ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, არჩევანის გაკეთება რუსულ ან ევროპულ ეკონომიკაზე. ამავდროულად ჩვენ უპრეცედენტო ღონისძიებები გვაქვს განსახორციელებელი ბაზრების დასაცავად, იმასთან შედარებით, რაც ოდესმე გვქონია. ეკონომიკის ისტორია ცხადყოფს, რომ ევროპაში როდესაც ხდება იაფი ენერგიის იმპორტი, ნედლეულის იმპორტი რუსეთში ეს უკვე წარსულს ჩაბარდა და აწმყოს აღარ ეკუთვნის. ჩვენ ეკონომიკური ზრდა და უსაფრთხოება უნდა დავაფუძნოთ ახალ ძალისხმევას. ახალი სტრატეგია არ გვქონდა, ახლა კი უკვე გვაქვს სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიება და ჩვენ ლიდერებმა უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ჩვენს ერებს, ჩვენს ქვეყნებს მივცეთ ეკონომიკური და ენერგოუსაფრთხოება. ჩვენ შევიკრიბეთ დღეს, იმდენად რამდენადაც შევთანხმდით, რომ ეს არის გამოსავალი. ჩვენ გამოვავლინეთ განახლებადი ენერგორესურსები, როგორც მომავლის გზა. დივერსიფიკაცია, მხოლოდ იქამდე არის ოცნება სანამ ფიზიკური მდგომარეობა და ურთიერთჩართვა არ იქნება მიღწეული. ევროპის ტერიტორიაზე, გონივრულ საზღვრებში კასპიის ზღვიდან გვაქვს ენერგორესურსის მოწოდების შესაძლებლობა. ევროკომისიის ძალისხმევით და ხელშეწყობით, აზერბაიჯანიდან წამოვიდა თანამშრომლობის ინიციატივა. მიხარია, რომ აზერბაიჯანი, პრეზიდენტი ალიევი ყოველთვის ღია იყო ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის იდეის მიმართ.

ევროკავშირს ყოველთვის შეუძლია ენდოს აზერბაიჯანს, როგორც სანდო პარტნიორს და მომწოდებელს. ჩვენ შეგვიძლია უნიკალური ინვესტიცია განვახორციელოთ მთელ მსოფლიოში, გავლენის მოსახდენად. როდესაც გაიზრდება იმპორტი, ეს იქნება სასურველი გადაწყვეტა ამ პრობლემისა. ჩვენ ვაპირებთ ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ. ეს არის ინოვაცია. მე რომ ვიყო 30 წლით ახალგაზრდა, ვიტყოდი, რომ ეს არის ნამდვილი Rock and roll, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუმინეთში და ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ დღეს გვაქვს საშუალება ენერგოსექტორში ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.

ყველა სიახლე

პრინცი ჰარი

12 ივლისი 2026, 13:04

ტაბლოიდი

ჩარლზ III პრინც ჰარისა და მის ოჯახს შეხვდა

მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში შეხვედრის დეტალებსა და მის ხანგრძლივობაზე კომენტარს არ აკეთებენ, არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დედოფალი კამილაც ესწრებოდა. Vanity Fair-ის წყარო იტყობინება, რომ საზოგადოებისთვის არანაირი ფოტო არ გასაჯაროვდება, პრინცმა ჰარიმ კი მეფე ჩარლზი დაარწმუნა, რომ ოჯახურ შეხვედრაზე საჯაროდ არ ისაუბრებს.

12 ივლისი 2026, 12:33

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხინოს მონასტრის რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ და მეორე ეტაპზე ნაეკლესიარზე განხორციელდა საკონსერვაციო სამუშაოები, რაც არსებული ისტორიული კედლების გამაგრებასა და გაწმენდას ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. დასრულებულია ფასადის მოპირკეთება, მოწყობილია გუმბათი და შესრულებულია გადახურვის სამუშაოები. დარჩენილია შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

12 ივლისი 2026, 12:13

რეგიონი

ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალზე, მსმენელის წინაშე სოულის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი არტისტი ერიკ ბენე წარდგა

ფესტივალს დღეს მსოფლიოში ცნობილი და გრემის მრავალგზის ნომინანტი ჯგუფი "გოსთ ნოუთი" დახურავს. ჯაზფესტივალი მსოფლიო დონის არტისტებსა და ჯაზის მოყვარულებს ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად აერთიანებს და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება

12 ივლისი 2026, 12:13

მსოფლიო

ირანმა სპარსეთის ყურეში ამერიკულ ობიექტებს შეუტია

ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-სთან დაკავშირებულ სამიზნეებზე დარტყმების შესახებ განაცხადა. ირანული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ ბალისტიკური რაკეტები კატარში მდებარე ალ-უდეიდის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ. კატარის ხელისუფლებამ ირანული რაკეტების გადაჭერისას სამი ადგილობრივი მცხოვრებლის დაშავების შესახებ განაცხადა, რომელთა შორის ერთი ბავშვია.

12 ივლისი 2026, 11:54

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

12 ივლისი 2026, 11:51

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

12 ივლისი 2026, 11:48

სამართალი

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

დონალდ ტუსკი

12 ივლისი 2026, 11:43

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: არ შეიძლება მეხსიერება სიძულვილის იარაღად იქცეს

„მოკლულები უსახელოდ არ უნდა დარჩნენ. პოლონეთის რესპუბლიკა არცერთ მათგანს არ დაივიწყებს. მაგრამ მეხსიერება სიძულვილს არ უნდა ემსახურებოდეს“, - აღნიშნა მან.

12 ივლისი 2026, 11:37

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვას ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს.

კაროლ ნავროცკი

12 ივლისი 2026, 11:29

მსოფლიო

კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა

„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.

12 ივლისი 2026, 11:25

მსოფლიო

CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება

CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.

12 ივლისი 2026, 11:24

სპორტი

თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.

პლატონ კალმახელიძე

12 ივლისი 2026, 11:18

რეგიონი

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული თელავში სტიქიაზე: სამაშველო სამსახურები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ

წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ თელავში ხევები აადიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.

თეონა გვაზავა

12 ივლისი 2026, 11:18

სამართალი

ადვოკატის ცნობით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა

„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მსვლელობას, საკუთარი ნება-სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ვფლობთ არაერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, „ტვ პირველზე“ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ გააჟღერა, არ შეესაბამება რეალობას. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში ცვლილება და როტაცია, რაც არ ითვლება იოსებ სიგუას დაწინაურებად“, - განმარტა ადვოკატმა.

12 ივლისი 2026, 11:01

რეგიონი

სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა

თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.

ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 10:25

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

12 ივლისი 2026, 09:42

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

12 ივლისი 2026, 09:36

მსოფლიო

აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია

ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.

მარკო რუბიო

12 ივლისი 2026, 09:20

მსოფლიო

The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს

„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.

12 ივლისი 2026, 09:02

მსოფლიო

ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს

მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.