ილჰამ ალიევი: დასახული მიზნების განხორციელებისთვის აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და ევროკავშირთან მჭიდროდ თანამშრომლობდეს
ილჰამ ალიევი
ფოტო: არქივი
დასახული მიზნების განხორციელებისთვის აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან-ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პლენარულ სესიაზე, - „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.
ილჰამ ალიევის თქმით, აღნიშნული შეთანხმების განხორციელება ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში.
„ძვირფასო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ იოჰანესს მოწვევისთვის და მასპინძლობისთვის აი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რომელსაც ხელს ვაწერთ დღეს, იქნება ძალიან დიდი წვლილი ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი მწვანე ენერგიის დერეფნის განვითარების კუთხით. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს მისი უწყვეტი მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანის მიმართ ენერგოუსაფრთხოების და ენერგო დივერსიფიკაციის პროექტების თაობაზე. წელს, ივლისში, ქალბატონი ურსულას ვიზიტი აზერბაიჯანში აღინიშნა ურთიერთგაგების შეთანხმების და მემორანდუმის ხელმოწერით აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგოუსაფრთხოების სფეროში და ამ დოკუმენტის განხორციელება უკვე დაიწყო. გასულ წელს, ჩვენი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე 8,2 მილიარდი კუბური მეტრი ენერგია იყო, წელს 11,3 მილიარდი, მომავალ წელს იქნება სულ მცირე 11,6 მილიარდი. ჯამური ექსპორტი, ბუნებრივი აირისა, მომავალ წელს, თითქმის 24 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. შესადარებლად მინდა ვთქვა, რომ 2021 წელს იყო 19 მილიარდი. გუშინ, „სოკარმა“ და „რომგაზმა“ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე აზერბაიჯანსა და რუმინეთში, რომელიც მომდევნო წლის 1 იანვრიდან დაიწყება. ამდენად, აზერბაიჯანი აფართოებს თავის გეოგრაფიულ არეალს, ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით, ევროპის მიმართ. ეს არის ორივე მხარისთვის მომგებიანი პოზიცია. ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი ენერგო უსაფრთხოება, აზერბაიჯანმა კი უნდა მოიპოვოს უსაფრთხო ბაზარი გასაღებისთვის. დღეს ვიწყებთ კიდევ ერთი ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას, აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით. ჩვენი ქვეყნები აპირებენ, რომ სანდო მიმწოდებლები გახდნენ ევროპის მიმართ და ეს ძირითადად ეხება მწვანე ენერგიას. აზერბაიჯანის განახლებადი ენერგო პოტენციალი 27 გიგავატია. ეს არის მზის და ჰიდრო, ასევე ქარის ენერგია კასპიის ზღვიდან. ერთად, ჩვენ, სტრატეგიული პარტნიორები, ვაპირებთ სამ გიგავატიანი ქარის და ერთ გიგავატიანი მზის ენერგიის გამომუშავებას 2027 წლისთვის და ექსპორტზე გატანას. 2027 წლისთვის ვაპირებთ, რომ დამატებითი წარმადობა შევქმნათ თითქმის 6 გიგავატის ოდენობით. ერთადერთი კომპანია აპირებს 10 გიგავატიანი მწვანე ენერგიის წარმოებაში განახორციელოს კაპიტალ დაბანდება. 2 დღის წინ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ ხელი მოაწერა ჩარჩო შეთანხმებას კიდევ ერთ გლობალურ კომპანიასთან, ეს კომპანია აპირებს კაპიტალ დაბანდება განახორციელოს 12 გიგავატი ქარის და მზის ენერგიის გამომუშავებაში აზერბაიჯანში. ამიტომ, მინიმუმ 3 გიგავატი მიწოდების წარმადობა შეიქმნება აზერბაიჯანული ექსპორტის პირველ ფაზაში. იმისთვის, რომ ეს მიზნები იქნეს დაკმაყოფილებული, ჩვენ ქმედითად უნდა ვიმუშაოთ. აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან. მე ყველა ჩვენგანს წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 17:19
მსოფლიო
ევროკავშირი 13 წლამდე ბავშვებისთვის სოცქსელებით სარგებლობის აკრძალვას გეგმავს
ევროკავშირი სოციალური მედიის მოხმარებაზე მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს დააწესებს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა ექსპერტთა მიერ შედგენილი ანგარიში, რომლის თანახმად 13 წლამდე ასაკის მოზარდებს, სოციალურ მედია პლატფორმებზე წვდომა მხოლოდ შეზღუდული დროით და მშობლების ზედამხედველობის ქვეშ უნდა ჰქონდეთ.
13 ივლისი 2026, 17:17
ეკონომიკა
Aqualia-ს რეგიონული დირექტორი: მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი
„მოხარული ვარ ფორუმში მონაწილეობით. Aqualia 2022 წლიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას წყალმომარაგების სფეროში არსებულ საკითხებზე. დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ კომპანიის საქმიანობის პოზიტიურ შედეგებზე თბილისში, რუსთავსა და ქალაქ მცხეთაში. პროგრესი თვალსაჩინოა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სადაც მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინვესტიციების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მსგავსი დისკუსიები გვეხმარება მუდმივად ვიცოდეთ ქვეყნის პრიორიტეტები და მკაფიოდ დავინახოთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი” - ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
13 ივლისი 2026, 17:09
მსოფლიო
ევროკავშირმა ФСБ-ს სტრუქტურების, ასევე პლატფორმების - MAX-ისა და VK-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ კიბერსანქციების უმსხვილესი პაკეტი მიიღო და მოსკოვის კიბერსივრცის მავნე მოქმედი პირები, მათ შორის რუსეთის უშიშროების სამსახური გამოააშკარავა. სანქციების პაკეტი შეზღუდვებს უწესებს 11 ინდივიდსა და 5 კომპანიას: სამხედრო დაზვერვის ოფიცრებს, კიბერ-დამნაშავეებს და ჰაკერებს, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნების სამთავრობო თუ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებისთვის.
13 ივლისი 2026, 17:02
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და მცენარე „კანაფის“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და მცენარე „კანაფის“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
13 ივლისი 2026, 16:35
მსოფლიო
The New York Times: ისრაელის გეგმის ფარგლებში, რომელიც მაჰმუდ აჰმადინეჟადის ირანის ლიდერად დასმას ითვალისწინებდა, ყოფილი პრეზიდენტი მოსადის ხელმძღვანელს შეხვდა - ამჟამად აჰმადინეჟადი დაკავებულია
გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, ისრაელი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, ირანის ლიდერად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაებრუნებინა.
13 ივლისი 2026, 16:28
პოლიტიკა
სადღობელაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ახალი ყაიდის ევროპელებს, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ე.წ. ომის პარტიას წარმოადგენენ, ერთი რამ ვერ გაუგიათ - ეს საქართველოა, აქ ქართველების მიწაა და სწორედ საქართველოს მოქალაქეები წყვეტენ, ვის მიანიჭონ ქვეყნის მართვის მანდატი. ამიტომ, გაუგებარია, ვის რაში სჭირდება გარედან თავსმოხვეული მხარდაჭერა
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.
13 ივლისი 2026, 15:46
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს
სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის პასუხად, რომ მათ არ სურთ მთავრობის მხარდაჭერა და სურთ რომ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს.
13 ივლისი 2026, 15:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც ობიექტური შეფასება ხდება, ფაქტია, რომ საქართველო არის ლიდერი. როდესაც არის პოლიტიკური ინტერესები და ქვეყნის დაზიანების სურვილი უცხოელებში, მაშინ ვხედავთ ხოლმე როგორ კატასტროფას წარმოაჩენენ საქართველოსთან დაკავშირებით
როდესაც ობიექტური შეფასება ხდება, ფაქტია, რომ საქართველო არის ლიდერი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
13 ივლისი 2026, 15:22
რეგიონი
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას კიდევ ერთი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი შეემატა - VR Holding-მა, პროექტ VR Shekvetili Forest Beach-ის ფარგლებში, შეკვეთილში ლეგენდარული საერთაშორისო ბრენდის Café del Mar-ის Beach Club-ი გრანდიოზულად გახსნა.
13 ივლისი 2026, 15:19
სამართალი
სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ფეისბუქ მომხმარებელი გოჩა ადამია ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ფეისბუქ მომხმარებელი გოჩა ადამია ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა.
13 ივლისი 2026, 15:17
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: აუცილებელია მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ ეიძულებინათ მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში. ამაში ჩართული იყვნენ ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები
აუცილებელია მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ ეიძულებინათ მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში, ამაში ჩართული იყო ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები,- განაცხადა პარლამენტი თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
13 ივლისი 2026, 15:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ნათელია რატომ მოხდა პატიმრების რაოდენობის ასე ზრდა - დაახლოებით 2000 ან უკვე მეტი ადამიანი დაკავებულია მარტო ნარკოდანაშაულის გამო, ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შსს აწარმოებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ
დაახლოებით 2000 ან უკვე მეტი ადამიანი დაკავებულია მარტო ნარკოდანაშაულის გამო, ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შსს აწარმოებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2026 წელს პატიმრების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით.
13 ივლისი 2026, 15:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე: მოტივზე თავად ელისაშვილმა ილაპარაკა. ილაპარაკა, როგორ გეგმავდა თავდაპირველად, რომ ეყიდა ავტომატები, დახვედროდა მოსამართლეს და პროკურორს და დაეცხრილა. სიტყვა-სიტყვით ეს თქვა. ყველა ტერორისტი ამას ამბობს, რომ უსამართლობას ებრძვის
თავად ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ჩაიდინა დანაშაული და თქვენ არ გჯერათ?! - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც აღნიშნა, რომ ვიდეო-კადრებში არსებული პირი იდენტიფიცირებული არ არის. საუბარია კადრებზე, რომელიც საქმეში მტკიცებულების სახით დევს და სადაც ჩანს, როგორ ცდილობს ალეკო ელისაშვილი საქალაქო სასამართლოში ცეცხლის წაკიდებას.
13 ივლისი 2026, 15:13
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმი - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები“ გახსნა
ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმის - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
13 ივლისი 2026, 15:12
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 15:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყველას მოვუწოდებ, ნუ აჰყვებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და მსგავს ანტიკონსტიტუციურ დაჯგუფებებს, რომლებიც ერთ რამეს ფიქრობენ მხოლოდ, დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ხალხი
გასაკვირია, რა საჭიროა ასეთი ხუთწუთიანი ტყუილი, თან მაშინ, როდესაც ხალხის ბიუჯეტიდან გაქვს მიღებული უკვე თანხა. ამის დამალვა და პირიქით, პრეტენზიის წაყენებას რა შინაარსი აქვს, არ ვიცი, - განუცხადა თელავში მედიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
13 ივლისი 2026, 15:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას, მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები. შემდეგ მათ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას. ქალბატონ კალასს და კოსს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები
„ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას და მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები, მათ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას და ქალბატონ კალასს და კოსს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები, ისინი, რომლებიც 4 ოქტომბრის გადატრიალებაში მონაწილეობენ, ისინი, რომლებიც პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
13 ივლისი 2026, 15:07
მსოფლიო
ზელენსკი რადას სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის აგვისტოდან გაგრძელებას სთავაზობს
საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის მოქმედების ვადა კიდევ 90 დღით გაგრძელდეს.
13 ივლისი 2026, 15:05
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს
საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
13 ივლისი 2026, 15:05
პოლიტიკა
პაპუაშვილი კალასის განცხადებაზე: ეს ყველაზე სამარცხვინო განცხადებაა, ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია - ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ იქნება თავდასხმა ქართველ ხალხზე ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლისგან? - იქნება ადეკვატური პასუხი
ეს ყველზე სამარცხვინო განცხადებაა, რაც ხაზს უსვამს იმას, რამდენად არის ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილი და წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს დემოკრატია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას.


