ილჰამ ალიევი: სამხრეთ კავკასიაში არსებობს შანსი, დაიწყოს კონსულტაციები რეგიონული ინტეგრაციისთვის, ახლახან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები შეხვდნენ ერთმანეთს, ეს პოზიტიური ნიშანია
ილჰამ ალიევი
ფოტო: არქივი
სამხრეთ კავკასიაში არსებობს შანსი, დაიწყოს კონსულტაციები რეგიონული ინტეგრაციისთვის, პირველი კონსულტაციები ახლახან გაიმართა საქართველოში- ერთ-ერთი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები შეხვდნენ ერთმანეთს, ვფიქრობ, ეს პოზიტიური ნიშანია,- ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ADA-ს უნივერსიტეტში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პოლონელმა ჟურნალისტმა იაკობ კარეიბამ ილჰამ ალიევს კითხა, ხედავს თუ არა რაიმე შანს რეგიონული ინტეგრაციისათვის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიერ ერთგვარი ბენელუქსის მოდელის შექმნისათვის.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი მოდელის შექმნა სავსებით რეალისტურია და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან დისკუსიის დროს ეს საკითხიც განიხილეს.
ილჰამ ალიევის თქმით, საქართველოს ენერგო უსაფრთხოება სრულიად დაცულია, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება დიდ მოთამაშეებს შორის, რადგან ეს არის მიწოდების სანდო წყარო, ინტერდაკავშირებულობა, ურთიერთდამოკიდებულება, რაც კარგია და რაც მეგობრობაშია გადაზრდილი.
„არსებობს შანსი სამხრეთ კავკასიისათვის, რომ დავიწყოთ პროცესი, კონსულტაციებით მაინც. შეიძლება ჯერ ადრეა ვილაპარაკოთ ინტეგრაციაზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ კონსულტაციებით. და ვფიქრობ, პირველი კონსულტაციები გაიმართა საქართველოში, ახლახანს ერთ-ერთი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში. სამხრეთ კავაკასიის სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები შეხვდნენ ერთმანეთს იქ. ვფიქრობ, ეს პოზიტიური ნიშანია.
ვფიქრობ, ამას ძალიან პრაქტიკული გავლენა შეუძლია ჰქონდეს ამ თანამშრომლობაზე. თუ მაგალითად შევხედავთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობას ბოლო წლების, დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ არის ორი ქვეყანა ინტეგრირებული, როგორ ახორციელებს ორი ქვეყანა საერთო პროექტებს ურთიერთ სარგებლიანობისათვის და როგორ გახდა ეს ორი ქვეყანა ერთად უფრო მნიშვნელოვანი ევროპისათვის, ვიდრე ისინი იქნებოდნენ ცალ-ცალკე. შეუძლია სომხეთს შეუერთდეს ამ უკვე არსებულ პროექტებს? დიახ, როცა ხელს მოვაწერთ სამშვიდობო ხელშეკრულებას, ბუნებრივია. რა წვლილი შეუძლია სომხეთს შეიტანოს ამ თანამშრომლობაში, ამ ეტაპზე ეს ღია კითხვაა, რადგან აქ არა მარტო უფლებებზეა საუბარი, არამედ მხარეებს აქვთ ვალდებულებებიც. საქართველოს და აზერბაიჯანს უკვე აქვთ დიდი კონტრიბუცია ამ მიმართულებით, ნავთობის მილსადენები, ბუნებრივი აირის მილსადენები, ტრანსპორტირება, სარკინიგზო გზები, ენერგო კაბელი, უსაფრთხოების საკითხები. სულ ახლახან, ბაქოში შედგა სამი ქვეყნის, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, ეს უკვე ტრადიციული გახდა. ჩვენ გვაქვს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, არა მარტო თავდაცვის, არამედ სხვა სფეროებში, რომელიც მოიცავს ეკონომიკისა და ა.შ. საქართველოს მთავრობა სრულად იზიარებს ამ ხედვას, ჩვენ კვლავ არ გვაქვს ნათელი პოზიცია სომხეთის მხრიდან, თუ ვიგრძნობთ მათგან ამას, ჩვენ შეგვიძლია დაწყება. ისინი უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს. ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა იციან, რომ საქართველოს ენერგო უსაფრთხოება სრულიად დაცულია, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება დიდ მოთამაშეებს შორის. რადგან ეს არის სანდო წყარო მიწოდებისა, ეს არის ინტერდაკავშირებულობა, ურთიერთდამოკიდებულება, რაც კარგია და რაც მეგობრობაშია გადაზრდილი“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 12:13
რეგიონი
ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალზე, მსმენელის წინაშე სოულის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი არტისტი ერიკ ბენე წარდგა
ფესტივალს დღეს მსოფლიოში ცნობილი და გრემის მრავალგზის ნომინანტი ჯგუფი "გოსთ ნოუთი" დახურავს. ჯაზფესტივალი მსოფლიო დონის არტისტებსა და ჯაზის მოყვარულებს ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად აერთიანებს და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება
12 ივლისი 2026, 12:13
მსოფლიო
ირანმა სპარსეთის ყურეში ამერიკულ ობიექტებს შეუტია
ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-სთან დაკავშირებულ სამიზნეებზე დარტყმების შესახებ განაცხადა. ირანული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ ბალისტიკური რაკეტები კატარში მდებარე ალ-უდეიდის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ. კატარის ხელისუფლებამ ირანული რაკეტების გადაჭერისას სამი ადგილობრივი მცხოვრებლის დაშავების შესახებ განაცხადა, რომელთა შორის ერთი ბავშვია.
12 ივლისი 2026, 11:54
სამართალი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
12 ივლისი 2026, 11:51
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.
12 ივლისი 2026, 11:48
სამართალი
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
12 ივლისი 2026, 11:43
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: არ შეიძლება მეხსიერება სიძულვილის იარაღად იქცეს
„მოკლულები უსახელოდ არ უნდა დარჩნენ. პოლონეთის რესპუბლიკა არცერთ მათგანს არ დაივიწყებს. მაგრამ მეხსიერება სიძულვილს არ უნდა ემსახურებოდეს“, - აღნიშნა მან.
12 ივლისი 2026, 11:37
საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვას ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს.
12 ივლისი 2026, 11:29
მსოფლიო
კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა
„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.
12 ივლისი 2026, 11:25
მსოფლიო
CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება
CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.
12 ივლისი 2026, 11:24
სპორტი
თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.
12 ივლისი 2026, 11:18
რეგიონი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული თელავში სტიქიაზე: სამაშველო სამსახურები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ
წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ თელავში ხევები აადიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
12 ივლისი 2026, 11:18
სამართალი
ადვოკატის ცნობით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა
„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მსვლელობას, საკუთარი ნება-სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ვფლობთ არაერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, „ტვ პირველზე“ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ გააჟღერა, არ შეესაბამება რეალობას. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში ცვლილება და როტაცია, რაც არ ითვლება იოსებ სიგუას დაწინაურებად“, - განმარტა ადვოკატმა.
12 ივლისი 2026, 11:01
რეგიონი
სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა
თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.
12 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
12 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.
12 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
12 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


