22 დეკემბერი 2022, 00:08 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი სააკაშვილზე: უარს ამბობს იკვებოს, იმკურნალოს და არის მხოლოდ კაპრიზებით დაკავებული. ეს თვითდაზიანებად შეიძლება შეფასდეს

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

პატიმრობა არ არის ლხინი, ეს ყველასთვის გასაჭირი და მძიმე მდგომარეობაა. მაგრამ, პატიმრების უმრავლესობა, ვინც მე შემხვედრია, არის ადეკვატური. მაინც იცის, რომ დააშავა და სასჯელი უნდა მოიხადოს. არის უმცირესობა პატიმრობის, რომელიც უარყოფს სასჯელს. მე ვყოფილვარ ისეთ პატიმრებთან, რომელთაც საკუთარი თავი სერიოზულად დაუზიანებიათ და ჩვენ გადაგვირჩენია, თუმცა ის ზიანი ვერ გამოგვისწორებია რაც საკუთარ თავს მიაყენა, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„უამრავი ტიპის, რომც ვერ მოიფიქრებს ადამიანი ისეთი საქციელი ჩაუდენია ზოგიერთ პატიმარს, საკუთარი თავის წინააღმდეგ, იმიტომ რომ უარყოფს სასჯელს. ვფიქრობ იგივე მდგომარეობაშია სააკაშვილი, რომელიც პოლიტიკურად პრაქტიკულად განულებულია. მან ვერ მიაღწია საკუთარ მიზანს რაც ჰქონდა, რომ ეს ხელისუფლება ჩამოეგდო, რომ საქართველოში თეთრ ცხენზე ამხედრებული შემოსულიყო საქართველოში, შემოიპარა. მერე მოატყუეს, თუ მოატყუა საკუთარი თავი. გეგმის ნაწილი ალბათ იყო მისი ქვეყანაში შემოპარება, ესეც ჩაფლავდა და ის დათრგუნულობა, რომელშიც ის სავარაუდოდ იმყოფება აბსოლუტურად გასაგებია. მეორეს მხრივ, სასჯელის გადავადება-არ გადავადება მოსამართლის ხელშია. ის კადრები რაც ვნახეთ, აქედან ჩანს ცალსახად, რომ ის არავითარი წამების მსხვერპლი არ არის და მხოლოდ მარგველაშვილისნაირი თუ იკადრებს იმის თქმას, რომ ეს თურმე წამებაა, რომ პატიმარი ოროთახიან პალატაში, სამოქალაქო კლინიკაში ცხოვრობდეს პატიმარი და თავს ევლებოდეს ყველა მას. რომ ასეულობით ვიზიტორი ჰყავს, რაც სხვა პატიმრების შემთხვევაში ასე ვერ არის და არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ამ პირობებში ითქვას, რომ ეს არის წამება, აბსოლუტურად უნდა გაიწყვიტო სინდისი. თვითდაზიანებაა პროცესი, რასაც ის თავის თავის წინააღმდეგ ახორციელებს. უარს ამბობს ანალიზებზე, რომ გაირკვეს, მართალს ამბობენ თუ არა მისი დაქირავებული ექსპერტები, რომ თითქოს და მას აქვს გარკვეული ნივთიერებები. მოვისმინეთ, რომ უარს ამბობს იკვებოს, იმკურნალოს და არის მხოლოდ კაპრიზებით დაკავებული. ეს თვითდაზიანებად შეიძლება შეფასდეს, რომელსაც მოჰყვება ცუდი შედეგი. იქნება დასუსტებული, გაღიზიანებული. მაშინაც კი, როცა ის ხელისუფლების სათავეში იყო და მისი გაგებით ბედნიერებისთვის ყველაფერი ჰქონდა, დიდი გაწონასწორებული ქცევით არ გამოირჩეოდა“, - აღნიშნა წულუკიანმა.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2026, 13:29

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის რეგიონული ღონისძიების გახსნას დაესწრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის (PIVI) რეგიონული შეხვედრის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 13:25

მსოფლიო

გერმანიაში სამხედრო სამსახურზე უარის მთქმელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

გერმანიაში სამხედრო სამსახურზე უარს სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შესახებ 5 862 განაცხადი იყო შეტანილი. შედარებისთვის, მთელი 2025 წლის განმავლობაში სულ 3 867 ასეთი განაცხადი დაფიქსირდა, 2024 წელს კი 2 998.

კახა კალაძე

14 ივლისი 2026, 13:18

პოლიტიკა

კახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ

ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, სადაც მან უპასუხა შეკითხვას ამერიკული გამოცემის Washington Examiner სტატიის შესახებ, რომ თითქოს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტპატიმრებით ვაჭრობს.

14 ივლისი 2026, 13:14

მსოფლიო

ირანში განაცხადეს, რომ აშშ-ის სანქციების აღდგენის მიუხედავად, ნავთობის გაყიდვას აგრძელებენ

ირანული ნავთობის ექსპორტი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას გაუქმდა აშშ-ის მიერ ნავთობის სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან 60-დღიანი გამონაკლისი, - განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა, მოჰსენ პაკნეჯადმა განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

14 ივლისი 2026, 13:10

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: უაზროდ წაიღეს ყველაფერი ჩვენგან - მთაწმინდის პარკი, „სტანდარტ ბანკი“, „იმედი“, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, დაგვარტყეს „ბორჯომზე“, ერთ დღეში დაგვარტყეს ხუთ აქტივზე - სააკაშვილს „იმედი“ დავაბრუნებინეთ როცა არჩევნები წააგო

საქართველოში ჩამოვედი მას შემდეგ, რაც ყველაფერი დავაბრუნებინეთ სააკაშვილს. [დაბრუნების პროცესი ხდებოდა] მოლაპარაკებით, საქართველოს გარეთ, ოღონდ ყველაფერი - "იმედის" გარდა. "იმედზე" მოლაპარაკება საქართველოში მოხდა, ეგეც სააკაშვილს დავაბრუნებინეთ ოღონდ უკვე მერე, როცა არჩევნები წააგო, - განაცხადა ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ, გადაცემაში "საქართველოს დაბადება".

ირაკლი რუხაძე

14 ივლისი 2026, 13:09

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების, საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“ - დადიოდა აშშ-ის საელჩოში, როგორც პირველი მოადგილე ადეიშვილის და უმტკიცებდა, რომ მე ვიყავი დასაჭერი

ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“, - განაცხადა ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ, გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ და დაასახელა მიზეზი, რის გამოც მის დაჭერას ვერ ახერხებდა „ნაციონალური მოძრაობა“.

ირაკლი რუხაძე

14 ივლისი 2026, 12:58

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ

ირაკლი რუხაძე პოდკასტში "საქართველოს დაბადება" ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს.

14 ივლისი 2026, 12:54

საზოგადოება

თბილისის №120 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის №120 საჯარო სკოლის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტუსკი

14 ივლისი 2026, 12:52

მსოფლიო

ტუსკმა განმარტა, რატომ არ აპირებს პოლონეთი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტები გადაცემას

„თქვენ ასევე შენიშნეთ ხმაური, რომელიც გამოიწვია ჩვენმა გადაწყვეტილებამ Patriot-ის ხუთი რაკეტის გადაცემის შესახებ, რაც სრულად იყო შეთანხმებული ნატოსთან და ამერიკელებთან... ამჟამად ჩვენ მსგავსი დახმარების გაწევას არ ვგეგმავთ“, - განაცხადა მან.

14 ივლისი 2026, 12:47

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა.

კახა კალაძე

14 ივლისი 2026, 12:43

პოლიტიკა

კახა კალაძე ეუთო-ს მხარდაჭერილ რეზოლუციაზე: ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ რაიმე არგუმენტებზე დაყრდნობით კეთდება ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები ან მიღებული რეზოლუციები, სიცრუით და ცილისწამებით იფუთება ეს ყველაფერი

„ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ რაიმე არგუმენტებზე დაყრდნობით კეთდება ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები ან მიღებული რეზოლუციები. სიცრუით და ცილისწამებით იფუთება ეს ყველაფერი. გულდასაწყვეტია, რომ ამ ტიპის რეზოლუციას იღებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ეუთოა. მიჩვეულები ვიყავით ევროპარლამენტარების მხრიდან არანაირი ფასის მქონე რეზოლუციებს. ამ კონკრეტულ რეზოლუციის შინაარსსაც თუ ვნახავთ, მივხვდებით, რომ სიცრუეს ეფუძნება. როგორ უნდა მოიწვიოს განვითარებულმა ქვეყანამ ამ ტიპის ორგანიზაცია არჩევნების დასაკვირვებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

14 ივლისი 2026, 12:43

პოლიტიკა

კახა კალაძე ევროპელ პოლიტიკოსებზე: უნდათ გადატეხვით, მუქარებითა და შანტაჟით მიიღონ გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით - ამ ფორმით დამოკიდებულება არ გამოვა

გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი. ზოგადად, ამ პროექტის განხორციელება საქართველოს გარეშე წარმოუდგენელი მგონია, - ამ კომენტარით თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიის საქართველოს გარეშე განხილვა შეაფასა.

14 ივლისი 2026, 12:39

სამართალი

,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს მონეტების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის, კუთვნილი ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, აუცილებელ დეკლარირებას დაქვემდებარებული 5 ცალი ოქროს მონეტა (საერთო წონით 71 გრამი) აღმოაჩინეს.

14 ივლისი 2026, 12:37

მსოფლიო

საფრანგეთში ბასტილიის აღების დღის აღნიშვნა ფოიერვერკითა და დრონების შოუთი დაიწყო

დღეს კი ტრიუმფალურ თაღთან მასშტაბური აღლუმი გაიმართება, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 30-მდე სახელმწიფოს ლიდერს მასპინძლობს.

14 ივლისი 2026, 12:23

საზოგადოება

გლდანის რაიონში N14 საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა დაიწყო

„დღეს სიმბოლურად საფუძველს ვუყრით მომავალს, რადგან თითოეული ახალი საბავშვო ბაღი არის ინვესტიცია ჩვენს შვილებში, ჩვენს ოჯახებსა და ჩვენი ქვეყნის მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სწორედ აქ, ამ ერთ კონკრეტულ მუნიციპალურ ბაღში, აღიზრდებიან ბავშვები, რომლებიც მომავალში ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იქნებიან. სწორედ აქ ისწავლიან მეგობრობას, ერთმანეთის პატივისცემას, გუნდურობასა და იმ ღირებულებებს, რომლებიც ძლიერი საზოგადოების საფუძველია. ამიტომ საბავშვო ბაღის მშენებლობა არ არის უბრალოდ ინფრასტრუქტურული პროექტი - ეს არის დიდი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

14 ივლისი 2026, 12:13

საზოგადოება

კახა კალაძე: თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გასცა მას შემდეგ, რაც ყველა არქიტექტურული მოთხოვნა დაკმაყოფილდა

დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ე.წ. რიყის დოქების ტერიტორიაზე ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან. მისი თქმით, ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილება მესაკუთრე კომპანიამ მიიღო, ხოლო თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა მას შემდეგ გასცა, რაც ყველა არქიტექტურული მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

კახა კალაძე

14 ივლისი 2026, 12:03

პოლიტიკა

კახა კალაძე: კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება

ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებიც გარე ძალებს ემსახურებიან, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიას კითხვაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების შესაძლო ჯაშუშურ საქმიანობას შეეხებოდა.

კახა კალაძე

14 ივლისი 2026, 12:01

პოლიტიკა

კახა კალაძე გარე ვაჭრობაზე: ეს ქალაქი ყველასია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მეტროსადგურ „სადგურის მოედნისა“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება აუცილებელი იყო, რადგან უკანონო გარე ვაჭრობა, გადაადგილების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ირაკლი რუხაძე

14 ივლისი 2026, 12:00

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ბადრი პატარკაციშვილი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა

ბადრი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ, პოდკასტში "საქართველოს დაბადება" განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

14 ივლისი 2026, 11:55

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: სააკაშვილთან ბადრი პატარკაციშვილის დაპირისპირება დაიწყო გირგვლიანით. „იმედმა“ როცა აჩვენა, რომ გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ, ეს იყო, რამაც ფაქტობრივად გააჩერა და დაძაბა ჩვენი ურთიერთობა მთავრობასთან

სააკაშვილთან [ბადრი პატარკაციშვილის] დაპირისპირება იწყება გირგვლიანით. როცა მოხდა გირგვლიანი, იყო როცა აფეთქდა ბოლოს და ბოლოს. შეიძლება ეს ყველაფერი მზადდებოდა და ორთქლი გროვდებოდა, მაგრამ აფეთქება გამოიწვია გირგვლიანმა, - განაცხადა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „საქართველოს დაბადება“.