09 იანვარი 2023, 13:38 / სანდო წყარო

ლევან ნიკოლეიშვილი: ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ გაცილებით ძლიერი და ულმობელი ბრძოლა მიმდინარეობს, ვიდრე ხმლით, ზარბაზნებით თუ ტანკებით იყო შესაძლებელი, მოწინააღმდეგემ უნდა გაიგოს, ამ ბრძოლის ადვილად მოგება შეუძლებელი იქნება

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

დიახ, საქართველოს თავისი ისტორიით წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომელსაც საკმაოდ მრავალმხრივი და დიდი გამოცდილება გააჩნია. სამწუხაროდ ამას ზოგიერთი ვაი ქართველი არ ითვალისწინებს. რაც შეეხება „მსოფლიოს მამებს“, სწორედ აქ უშვებენ დიდ შეცდომას, როდესაც ამ გამოცდილების გათვალისწინების მაგივრად, თავიანთ ერთმნიშვნელოვნად აღიარებული იდეოლოგიებისა თუ მიმართულებების ჩვენთვის თავს მოხვევას ცდილობენ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს.

როგორც ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს, გაცილებით ძლიერი და ულმობელი ვიდრე ხმლით, ზარბაზნებით თუ ტანკებით იყო შესაძლებელი, მაგრამ მოწინააღმდეგემაც უნდა გაიგოს, ამ ბრძოლის ასე ადვილად მოგება შეუძლებელი იქნება.

მისივე თქმით, საუკუნეების მანძილზე იმისთვის არ გვიომია, რომ ვიღაცის, (ვინც გინდა იყოს), ჭკუაზე ვიაროთ, მით უმეტეს როცა ეს ჭკუა ჩვენთვის მისაღები არ გახლავთ და უფრო მეტიც ღირსების მაგივრად უღირსობას მატებს ადამიანს.

„ძნელია არ დაეთანხმო ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილში მოყვანილ აზრებს, ჩემში კი პირადად განსაკუთრებული ინტერს სწორედ ეს წინადადება იწვევს „საქართველო, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რისი მიღწევაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.“ დიახ, საქართველოს თავისი ისტორიით წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომელსაც საკმაოდ მრავალმხრივი და დიდი გამოცდილება გააჩნია. სამწუხაროდ ამას ზოგიერთი ვაი ქართველი არ ითვალისწინებს, ხოლო რაც შეეხება „მსოფლიოს მამებს“, სწორედ აქ უშვებენ დიდ შეცდომას, როდესაც ამ გამოცდილების გათვალისწინების მაგივრად, თავიანთ ერთმნიშვნელოვნად აღიარებული იდეოლოგიებისა თუ მიმართულებების ჩვენთვის თავს მოხვევას ცდილობენ. ეს გახლავთ მათი შეცდომა, უმჯობესი იქნებოდა ჩვენ ისტორია, კულტურა, ტრადიციები, მენტალიტეტი შეესწავლათ და ამის შემდეგ დაეწყოთ ჩვენთან მუშაობა, აღარაფერს ვამბობ ჩვენი ტრადიციულ რელიგიებისადმი დამოკიდებულებაზე. რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ღირსეული დამოკიდებულებას, ამის იგნორირებას რომ არ ვხედავდეთ ეს საკითხი არც წამოიჭრებოდა. ძალიან გახშირდა ჩვენს სუვერენიტეტში ჩარევის უხეში მცდელობები, ხან სასამართლოს დამოუკიდებლობას ხელყოფენ, ხანაც პირდაპირ მოგვიწოდებენ იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. აქაც შეცდომას უშვებენ, ჩვენში იმდენადაა გამჯდარი დამოუკიდებლობის განცდა, რაც საუკუნეების განმავლობაში სწორედ დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტისკენ ბრძოლამ გამობრძმედა, რომ ასე ადვილად ამას არ და ვერ შევეგუებით. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კი მცირე, არაპოპულარულ და ავტორიტეტის არმქონე ჯგუფებზე დაყრდნობა, კი მათ შეცდომას უფრო აღრმავებს.

აბსოლუტურად ვეთანხმები ზაზა შათირიშვილს, რომ ჩვენს მიმართ ღირსეულ დამოკიდებულებას მიღწევაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ეს არამარტო პასუხისმგებლობაა, არამედ ერთგვარი ვალიცა, ჩვენი წინაპრების, ჩვენი ქვეყნის, ისტორიის, კულტურისა და მართლმადიდებლობის წინაშე. საუკუნეების მანძილზე იმისთვის არ გვიომია, რომ ვიღაცის (ვინც გინდა იყოს!), ჭკუაზე ვიაროთ, მით უმეტეს როცა ეს ჭკუა ჩვენთვის მისაღები არ გახლავთ და უფრო მეტიც ღირსების მაგივრად უღირსობას მატებს ადამიანს. ყველამ უნდა გავიაზროთ და გავითავისოთ ჩვენი, დიახ ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს, გაცილებით ძლიერი და ულმობელი ვიდრე ხმლით, ზარბაზნებით თუ ტანკებით იყო შესაძლებელი, მაგრამ მოწინააღმდეგემაც უნდა გაიგოს ამ ბრძოლის ასე ადვილად მოგება შეუძლებელი იქნება. შეიძლება დავიხოცოთ, მაგრამ ღირსებას და სამშობლოს ასე ადვილად არ დავთმობთ. ქართული სიტყვებია მტერ-მოყვარე, რაც იმას ნიშნავს, რომ მტერიც ვიცით და მოყვარეც, საჭირო დროს ორივეს ღირსეულად ვხვდებით ხოლმე, რაც მართლაც თითოეული ჩვენგანის ვალია“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ვინ მართვას ამერიკას - ამ სათაურით წერილს ზაზა შათირიშვილი აქვეყნებს. ფილოსოფოსი წერს, რომ საკითხის შესწავლას დიდი დრო დაუთმო და მივიდა დასკვნამდე, რომ შტატებს რამდენიმე ოჯახი მართავს.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

ლევან მახაშვილი

26 აგვისტო 2026, 20:59

პოლიტიკა

მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა

დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.