16 იანვარი 2023, 14:16 / სანდო წყარო

პაატა მანჯგალაძე: New York Times-ის სტატიის უარყოფა არ შემიძლია, ამაზე ინფორმაცია არსებობდა, სხვა დეტალური ინფორმაცია მე არ მაქვს

პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე New York Times-ში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.

„იყო ბევრი საუბარი, რომ ორმაგი დანიშნულების ტვირთებთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს მიკროჩიპები გადიოდა რუსეთში. ამაზე ინფორმაცია არსებობდა, სხვა დეტალური, უფრო ღრმა ინფორმაცია მე არ მაქვს. მე New York Times-ის სტატიის უარყოფა არ შემიძლია. დარწმუნებულიც ვარ, რომ ბევრ შემთხვევაში ეს შესაძლოა სიმართლე ყოფილიყო“, - ამბობს მანჯგალაძე.

New York Times-ში რუსი ჟურნალისტის, ივან ნეჩეპურენკოს ავტორობით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ თითქოს საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს შესახებ New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიის მიზანი ქვეყანაში არეულობის შექმნაა.

ყველა სიახლე

27 იანვარი 2023, 19:15

სამართალი

პროკურატურაში, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამის მესამე ეტაპი გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამის მესამე ეტაპი გაიმართა.

27 იანვარი 2023, 19:08

მსოფლიო

Reuters: ბალტიის ქვეყნები 2022 წელს გაზს რუსეთისგან ყიდულობდნენ და უკრაინაში ჰყიდდნენ

2022 წელს რუსმა ექსპორტიორებმა სულ მცირე 2-ჯერ გაზარდეს ბალტიის ქვეყნებში თხევადი ნახშირწყალბადის გაზის გაყიდვები, რომლის ნაწილის შემდეგ უკრაინამ შეიძინა. ამის შესახებ რეგიონში მოქმედ ტრეიდერებსა და ტვირთგადამზიდავ კომპანიებზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

ჯონ კირბი

27 იანვარი 2023, 18:58

მსოფლიო

ჯონ კირბი: უკრაინისათვის Abrams-ის ტანკების მიწოდებას რამდენიმე თვე დასჭირდება

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინისათვის Abrams-ის ტანკების მიწოდებას რამდენიმე თვე დასჭირდება.

27 იანვარი 2023, 18:55

რეგიონი

„მთის ტრასების სააგენტოს“ განცხადებით, „ტვ პირველის“ ეთერში გასული მასალა მიზანმიმართულად ემსახურება არამხოლოდ საქართველოს კურორტების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას

მთის ტრასების სააგენტო ეხმაურება „ტვ პირველის“ ეთერში გასულ მასალას, სადაც აღნიშნული იყო, რომ ზამთრის კურორტებზე - გუდაურსა და ბაკურიანში ტურისტული სეზონი ჩავარდა, რადგან შესაბამისმა უწყებებმა ვერ შეძლეს კურორტების სათანადოდ მომზადება.

27 იანვარი 2023, 18:49

საზოგადოება

პროფესიული განვითარების საბჭომ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 11 ექიმს შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 14 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 11 ექიმს შეუჩერდა.

27 იანვარი 2023, 18:39

საზოგადოება

19 დევნილ ოჯახს თბილისში ოთხოთახიანი ბინები გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში, იძულებით გადაადგილებულ 19 ოჯახს ოთხოთახიანი ბინები გადაეცემა. აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

27 იანვარი 2023, 18:34

მსოფლიო

უკრაინული მედია: იულია ტიმოშენკომ ახალი წლის დასაწყისი დუბაიში გაატარა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ ახალი წლის დასაწყისი დუბაიში გაატარა.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 18:23

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: როგორც წესი, ეს ადამიანები გამოირჩევიან ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მიმართ სიძულვილის ენით

ტინი კოქსი სტაჟიანი და გამოცდილი პოლიტიკოსია ნიდერლანდებიდან და მნიშვნელოვანია, რომ მას მხარი დაუჭირა აბსოლუტურმა უმრავლესობამ. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ეს პირველი არ არის მათი მხრიდან. თუ მათ არ აქვთ ვინმეზე კონტროლი და მათი თანამოაზრე არაა, როგორც წესი, ყველა ან რუსეთის აგენტია, ან კაცობრიობის მტერი. ეს არის მათი სიძულვილის ენა და ნარატივი, რომელიც არაერთხელ გვინახავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 18:16

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ცოტა გული მწყდება, რომ თავმჯდომარის პოსტზე 4-ვე კანდიდატის ერთად არჩევა არ შეიძლება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს კიდევ უფრო კეთესი იქნებოდა

ცოტა გული მწყდება, რომ თავმჯდომარის პოსტზე 4-ვე კანდიდატის ერთად არჩევა არ შეიძლება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს კიდევ უფრო კეთესი იქნებოდა, - თავმჯდომარე უფრო მეტი იქნებოდა ამ პარტიაში, ვიდრე წევრი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 18:07

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: პოლარიზაცია ავტომატურად დასრულდება მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობა გაქრება პოლიტიკური ველიდან

ეს რეზოლუცია უმნიშვნელოვანესი და წინგადადგმული ნაბიჯია საქართვველოს ევროპული ინტერგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ზორან მილანოვიჩი

27 იანვარი 2023, 18:06

მსოფლიო

ხორვატიის პრეზიდენტი: რაც შეეხება ტანკებს, რუსული და ამერიკული ტანკები ერთნაირად იწვის

ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა გააკრიტიკა დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინისათვის საბრძოლო ტანკების მიწოდების შესახებ.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 18:04

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი კინზინგერის განცხადებაზე: არ წყდება მცდელობები, რომ საქართველო როგორმე ჩართული იყოს საომარ მოქმედებებში

ძალიან მძიმე სანახავია ადამ კინზინგერის განცხადება, იმიტომ რომ ოდესღაც ის კონგრესმენი იყო და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობდა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იაგო ხვიჩია

27 იანვარი 2023, 18:01

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია სამი პარტიის მიერ დაანონსებულ აქციაზე: ადგილს იბევებენ პარლამენტთან, რომ სხვამ არ დაასწროთ

„მე რომ რაღაცის იმედი მქონდეს და ვთქვა, რომ ეს [გაერთიანება] შეიძლება პერსპექტიული იყოს, უნდა ვიცოდე, რომ ამხელა გაერთიანებაში ორი კაცი მაინც გულწრფელად მეგობრობს, ან გულწრფელი თანამოაზრეა. ამ სამეულში, ვისზეც ვსაუბრობთ, ყველამ ვიცით, რომ ორი ასეთი კაცი არ არის. იქ თუ მოძებნით ორ ადამიანს, რომელიც თანამოაზრეა, შეიძლება დავიჯერო რაიმე წარმატების, მაგრამ რადგან ვიცი, რომ იქ საერთოდ არავის ერთმანეთი არ მოსწონს, არ დგას ეს გაერთიანება არც იდეებზე, არც გულწრფელობაზე, უბრალოდ მგონია ადგილს იკავებენ, რომ 24-სთვის დაბევებული იყოს პარლამენტთან ტერიტორია და ვინმე სხვამ არ დაასწროთ დაანონსება“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ლევან ნიკოლეიშვილი

27 იანვარი 2023, 17:58

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი გახარიას და „ნაცმოძრაობის“ კოალიციაზე: როდესაც გუშინ ადამიანს მოღალატეს და ჯალათს ეძახდი და დღეს მასთან ერთად თანამდებობებს ინაწილებ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ხალხმა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე მოგისროლოს

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ღირებულებებისგან დაცლილმა ორმა პარტიად წოდებულმა გააფორმეს კოალიცია და თან ხალხს უმტკიცებენ, ეს ხალხის გამო გავაკეთეთო.

იაგო ხვიჩია

27 იანვარი 2023, 17:51

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია 12 პუნქტზე მუშაობაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ შენიშვნები მქონდა ოპოზიციის დესტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მათ ფაქტობრივად ყველა პუნქტთან დაკავშირებით ქნეს

მთავარი შეშფოთებისა და შექების მიღების ობიექტიც ერთი და იგივეა - ეს არის საქართველოს ხელისუფლება. ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვები ამაში ანგელოზები არიან, მაგრამ მთავარი ობიექტი შენიშვნებისა და მთავარი გამომსწორებელიც არის ხელისუფლება, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ კიდევ ერთი რეზოლუციას.

მეუფე იაკობი

27 იანვარი 2023, 17:38

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ჩვენ სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს ვიცხოვრებთ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავისი დღის წესრიგი, ქრისტეს, ღვთისმშობლის ერი ვართ. წმინდა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს დღეს, რა უნდა გავაკეთოთ და რა არა?!

ვიღაცები ცდილობენ, უცხოელებმა რაღაც გვითხრან და მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს იცხოვრებს.

იაგო ხვიჩია

27 იანვარი 2023, 17:37

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობამ“ ვერ შეიმეცნა საკუთარი შეცდომები, არ აქვს წარმოდგენა საკუთარ ცოდვებზე, არ აპირებს მონანიებას, ამიტომ შიდა არჩევნები ვერაფერს შეცვლის

„ნაცმოძრაობამ“ ვერ მოახერხა 2012 წლის შემდეგ ვერცერთი გამოწვევის დაძლევა, ვერ შეიმეცნა საკუთარი შეცდომები, არ აქვს წარმოდგენა საკუთარ ცოდვებზე, არ აპირებს მონანიებას და ადამიანების დამშვიდებას იმ თვალსაზრისით, რომ ამას მომავალში ნამდვილად არ გაიმეორებენ, ამიტომ შიდა არჩევნები ვერაფერს შეცვლის, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

27 იანვარი 2023, 17:35

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი კინზინგერზე: როდესაც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი ხარ, სულ მცირე, ის მაინც უნდა გქონდეს წაკითხული, რომ 15 წელია, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს

მისივე თქმით, კინზინგერმა, რომელიც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის ელჩს ვერ დაიბარებს, რადგან 15 წელია, რუსეთს საქართველოში ელჩი არ ჰყავს.

გიორგი ვოლსკი

27 იანვარი 2023, 17:27

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ემპათიაზე“: პირდაპირ შეიძლება დაარქვა ამ ორგანიზაციას მხარე

„თუ დასკვნა [სამხარაულის ბიუროს დასკვნა], მაღალი დონის ავტორიტეტული ექსპერტიზისა, არის ის, რომ „ემპათია“ აკეთებს თავის შეფასებებს სამედიცინო დარგში, რომელიც არ ეფუძნება იმ მონაცემებს, რომლითაც შეიძლება ეს დასკვნები გაკეთდეს, რასაკვირველია პირდაპირ შეიძლება დაარქვა ამ ორგანიზაციას მხარე. ამ შემთხვევაში, კონკრეტულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფი მხარე“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ვახტანგ ცინცაძე

27 იანვარი 2023, 17:19

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე გაეროს კვლევაზე: საქართველო მოწინავეა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის, ხოლო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია

„ანგარიშის თანახმად საქართველო მოწინავეა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის. ხოლო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. ეს ყველაფერი განპირობებულია იმ ახალი შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებით, რასაც საქართველოს მთავრობა იყენებს და ასევე იმ ნაბიჯებითა და იმ გონივრული ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.