23 იანვარი 2023, 12:38 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: რუსეთზე არანაკლებად თუ მეტად არა, ჰიბრიდული ომების ტაქტიკას, მათთვის არასასურველი პოლიტიკური ჯგუფებისა თუ ქვეყნების წინააღმდეგ, დასავლეთის წამყვანი მედიის საშუალებებიც ხშირად იყენებენ

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

თუ როგორ ხდება რეალობას გამრუდება და სიცრუის ტირაჟირება, წამყვან უცხოურ მედია საშუალებებს თავი რომ დავანებოთ, თითქმის, ყოველდღიურ რეჟიმში ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებები არანაკლები „სიმძაფრით“ ტირაჟირებენ! ამ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ, საინფორმაციო ომში, ოპოზიციის დიდი ნაწილის მონაწილეობა არის სწორედ ყველაზე საგანგაშო, თუმცა მათი პრაქტიკულად განულებული რეიტინგები სხვა რამეზეც მიუთითებს!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, რუსეთზე არანაკლებად თუ მეტად არა, ჰიბრიდული ომების ტაქტიკას, მათთვის არასასურველი პოლიტიკური ჯგუფების თუ ქვეყნების წინააღმდეგ დასავლეთის წამყვანი მედიის საშუალებებიც ხშირად იყენებენ. ამის ნათელი მაგალითია წამყვანი დასავლური მედია პლატფორმის -სი-ენ-ენის ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია, საქართველოდან რუსეთში სანქცირებულ პროდუქციის შეტანაზე.

„სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთზე არანაკლებად თუ მეტად არა, ჰიბრიდული ომების ტაქტიკას, მათთვის არასასურველი პოლიტიკური ჯგუფების თუ ქვეყნების წინააღმდეგ დასავლეთის წამყვანი მედიის საშუალებებიც ხშირად იყენებენ, და კიდევ უფრო სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ როდესაც კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, თითქოსდა, რუსეთის ეკონომიკა რომ არ ჩამოიშალა, ეს ყველაფერი არც მეტი და არც ნაკლები საქართველოდან შეტანილი საქონლის შედეგად ხდება!

ამის ნათელი მაგალითია წამყვანი დასავლური მედია პლატფორმის -სი-ენ-ენის ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია, საქართველოდან რუსეთში სანქცირებულ პროდუქციის შეტანაზე! რუსეთში ექსპორტის წილი საქართველოს საერთო ექსპორტში 2022 წელს არათუ არ გაზრდილა, არამედ მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც სი-ენ-ენის ჟურნალისტმა არ შეიძლება არ იცოდეს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ანგარიშებშია ასახული, რაც გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს უტყუარად ადასტურებს!

საქსტატის მონაცემებით 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 7 პროცენტით გაიზარდა, მაშინ როდესაც საქართველოდან ექსპორტის ყველაზე დიდი ზრდა რეგიონის ქვეყნებზე მოდის: სომხეთში - 129 პროცენტით, აზერბაიჯანში - 27 პროცენტით, ხოლო თურქეთში - 35 პროცენტით და ყაზახეთში 148 პროცენტითაა გაზრდილი. ამასთან, აშშ-ში - 36 პროცენტით, ხოლო ბულგარეთში - 67-პროცენტიანი ზრდა არის დაფიქსირებული!

გარდა იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად (!) ასეულობით მილიონ ევროს უხდიან დღესაც კი, ევროპული და ამერიკული კომპანიების დიდი ნაწილი მიუხედავად დეკლარირებული რუსული ბაზრის დატოვებისა დღემდე აგრძელებს სხვადასხვა ფორმით ოპერირებას რუსულ ბაზარზე, რითაც დასაქმებასთან ერთად, რუსული ბიუჯეტში მილიარდობით რუბლის გადახდასაც ახორციელებს!

თვალსაჩინოებისათვის იელის უნივერსიტეტის ახალი მოხსენების თანახმად, 550-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია, ევროპიდან, კვლავ ახორციელებს ბიზნესს რუსეთში ნაკლებად ან უფრო გაზრდილ ბრუნვაში, რითაც ღიად ეწინააღმდეგებიან საზოგადოებრივ ზეწოლას რათა დატოვონ რუსეთი უკრაინის შეჭრის შემდეგ. აქედან 223 კომპანია აგრძელებს „ჩვეულებრივ საქმიანობას“, მათ შორის ცნობილი ფირმები იტალიიდან (Boggi, Benetton, Calzedonia), საფრანგეთიდან (Clarins, Etam, Lacoste), გერმანიიდან (Siemens Healthineers, B. Braun) და ნიდერლანდები (ფილიპსი).

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული „ჩვეულებრივი ბიზნესის“ სიაში ასევე წარმოდგენილია ზოგიერთი ცნობილი ამერიკული ფირმა, როგორიცაა Tom Ford, Tupperware და TGI Friday's, ისევე როგორც მრავალი ჩინური საწარმო, როგორიცაა Alibaba, Tencent და ZTE, და სამგზავრო გადაზიდვები, როგორიცაა Emirates Airlines, Egyptair, Qatar Airways და Turkish Airlines.

საერთო ჯამში, იელის მონაცემთა ბაზა შეიცავს 1,389 კომპანიას მთელი მსოფლიოდან, დაყოფილია ხუთ კატეგორიად: 223 კომპანია, რომლებიც ჯერ კიდევ ასრულებენ „საქმიანობას ჩვეულებისამებრ“, მათ შორის ზემოხსენებული ფირმებია. 162 კომპანია, რომლებმაც გადადო სამომავლო ოპერაციები, მაგრამ აგრძელებენ „არსებითი ბიზნესის“ კეთებას რუსეთში. 170 კომპანია, რომლებმაც შეამცირეს ზოგიერთი „მნიშვნელოვანი“ ოპერაციები, მაგრამ განაგრძეს საქმიანობა უკვე სხვა ფორმით. 493 კომპანია, რომლებმაც დროებით შეაჩერეს რუსეთში აქტიური ოპერაციები, მაგრამ შეინარჩუნეს ნარჩენი ფინანსური შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

და მხოლოდ 341 კომპანიაა, რომლებმაც „მთლიანად“ შეაჩერეს საქმიანობა რუსეთში. ჩვენს მიერ ნაჩვენები სამი ყველაზე დიდი ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა ფორმით კვლავ აგრძელებენ საქმიანობას რუსეთში და შესაბამისად, აფინანსებენ რუსეთის ბიუჯეტს, წარმოდგენილია 555 კომპანიის სახით, რაც შეადგენს მონაცემთა ბაზის თითქმის, 40%-ს, ხოლო იმ კომპანიების წილი, რომლებმაც მთლიანად შეაჩერეს საქმიანობა რუსეთში, მხოლოდ 24.5%-ია!

კომპანიებს შორის, რომლებმაც გადადო სამომავლო ოპერაციები, მაგრამ აგრძელებენ „არსებითი ბიზნესის“ კეთებას რუსეთში. არის მრავალი ცნობილი ფირმა, როგორც ევროკავშირიდან, ასევე G7-დან, როგორიცაა AstraZeneca (დიდი ბრიტანეთი), Barilla (იტალია), Bayer (გერმანია), BlaBlaCar (საფრანგეთი), Engie (საფრანგეთი), Giorgio Armani (იტალია), ING Bank (ნიდერლანდები), Merck (გერმანია), Nestle (შვეიცარია), Red Bull (ავსტრია), Total Energies (საფრანგეთი), Unilever (დიდი ბრიტანეთი) და Yves Rocher (საფრანგეთი) ზოგიერთი ევროპული კომპანია ასევე შედის ამ კატეგორიაში.

კიდევ უფრო საინტერესოა კომპანიები, ვინც ე.წ „დაბრუნების“ პროცესშია, ისეთი ცნობადი სახელებით, როგორიცაა: Adobe (აშშ), Allianz (გერმანია), Google-ის დედა კომპანია Alphabet (აშშ), Bosch (გერმანია), Coca-Cola (აშშ), Duolingo (აშშ), Eni (იტალია), Ferrero (იტალია), JPMorgan (აშშ), Microsoft (აშშ), Ørsted (დანია), Pirelli (იტალია), Spotify (შვედეთი), Toyota (იაპონია) და Vattenfall (შვედეთი).

თუ როგორ ხდება რეალობას გამრუდება და სიცრუის ტირაჟირება, წამყვან უცხოურ მედია საშუალებებს თავი რომ დავანებოთ, თითქმის, ყოველდღიურ რეჟიმში ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებები არანაკლები „სიმძაფრით“ ტირაჟირებენ! ამ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ, საინფორმაციო ომში, ოპოზიციის დიდი ნაწილის მონაწილეობა არის სწორედ ყველაზე საგანგაშო, თუმცა მათი პრაქტიკულად განულებული რეიტინგები სხვა რამეზეც მიუთითებს!“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რითიც იგი 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით სი-ენ-ენის ინფორმაციას ეხმიანება. კობახიძის განცხადებით, საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო.

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2026, 17:16

თემა

მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?

მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.

თამარ ბაგრატიონი

24 აგვისტო 2026, 16:11

პოლიტიკა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა

SFLG Global Platform საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურთა მეუღლეებს აერთიანებს, ყოველწლიურად პლატფორმა კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე.

ენტონი ჰოპკინსი

24 აგვისტო 2026, 16:04

კულტურა

ენტონი ჰოპკინსმა პირველი მუსიკალური ალბომი გამოუშვა

ჰოლივუდის მსახიობმა ენტონი ჰოპკინსმა, თავისი პირველი მუსიკალური ალბომი Life Is a Dream წარადგინა. ფირფიტა მან ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ჩაწერა, გუსტავო დუდამელის დირიჟორობით. ჩანაწერი ბოლო 60 წლის განმავლობაში ჰოპკინსის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს მოიცავს. კრებულის პირველი ტრეკი - Bracken Road მსახიობმა 10 ივლისს გამოუშვა. სულ ალბომში 12 კომპოზიცია შევიდა.

24 აგვისტო 2026, 15:47

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ მცენარეები დაამუშავა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, იმ ტერიტორიებზე, სადაც ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერები აღინიშნებოდა, მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით დაამუშავეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 15:27

ჯანდაცვა

NCDC-ის თანამშრომლებს მართვის თანამედროვე მიდგომებისა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ინსტიტუციური გაძლიერებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიზნით, სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები გაიმართა.

24 აგვისტო 2026, 15:17

სამართალი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა პირს შეურაცხყოფა მიაყენა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა.

გივი მიქანაძე

24 აგვისტო 2026, 15:14

საზოგადოება

გივი მიქანაძე: მეექვსეკლასელები, რომლებიც წელს ფორმას ჩაიცვამენ, სკოლას ისე დაამთავრებენ, რომ მათ ფორმა ეცმევათ, რადგან ყოველ წელს თითო კლასი დაემატება

მეექვსეკლასელები, რომლებიც წელს ფორმას ჩაიცვამენ, სკოლას ისე დაამთავრებენ, რომ მათ ფორმა ეცმევათ, რადგან ყოველ წელს, თითო კლასი დაემატება - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

24 აგვისტო 2026, 15:13

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გივი მიქანაძე

24 აგვისტო 2026, 15:08

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ბანკებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები გარკვეულ შეღავათებზე, ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან განსაზღვრულ ტარიფთან შედარებით იაფად შეიძენს სასკოლო ფორმებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ონლაინ ელექტრონული პლატფორმის შექმნის მიზანია ფორმების შეძენის ხელმისაწვდომობის გამარტივება.

მარკ კარნი

24 აგვისტო 2026, 14:54

მსოფლიო

მედია: კანადის მთავრობა ელოდება, რომ აშშ-სთან სავაჭრო ომი ხანგრძლივი იქნება

როგორც Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, კანადის მთავრობა ამუშავებს შიდა დახმარების პაკეტს ამერიკული ტარიფებისგან დაზარალებული ბიზნესის მხარდასაჭერად და ვარაუდობს, რომ საჭიროების შემთხვევაში გაძლებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

მიხეილ ყაველაშვილი

24 აგვისტო 2026, 14:42

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი: ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს - ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს ულოცავს.

24 აგვისტო 2026, 14:39

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთმა არ ქნას, თეორიულად დაუჯერა ქართულმა საზოგადოებამ ჰერჩინსკის, აირჩია ეს პოლიტიკური აჯაფსანდალი ხელისუფლებაში და დაიწყეს მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის განაწილება. ხომ წარმოგიდგენიათ რა პოლიტიკური ორომტრიალი დატრიალდება საქართველოში?!

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთმა არ ქნას, თეორიულად დაუჯერა ქართულმა საზოგადოებამ ჰერჩინსკის, აირჩია ეს პოლიტიკური აჯაფსანდალი ხელისუფლებაში და დაიწყეს მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის განაწილება. ხომ წარმოგიდგენიათ რა პოლიტიკური ორომტრიალი დატრიალდება საქართველოში , - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას „ქრონიკასთან“.

24 აგვისტო 2026, 14:35

მსოფლიო

ალის ვაიდელი: ჩვენ შენგენის ზონიდან გავალთ, რათა ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც მაგალითად სეუტის გავლით ხვდებიან ევროპაში, ჩვენამდე არ ჩამოაღწიონ

„ევროს შემოღებამდე გერმანია გაცილებით უკეთესად იყო უზრუნველყოფილი. ვხედავთ მშრომელი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გაღარიბებას. ჩვენ აღარ ვართ ქვეყანა ძლიერი ვალუტით. ევრო კი სუსტდება. ასევე ვხედავთ სამუშაო ადგილების შემცირებას. ჩვენ შენგენის ზონიდან გავალთ, რათა ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც მაგალითად სეუტის გავლით ხვდებიან ევროპაში, ჩვენამდე არ ჩამოაღწიონ. შენგენი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუკი გარე საზღვრები დაცულია“, - მიიჩნევს ვაიდელი.

24 აგვისტო 2026, 14:28

საზოგადოება

საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ყვარელში ახალგაზრდებს შეხვდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს ამჯერად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 აგვისტო 2026, 14:24

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინს იმედი აქვს, რომ დავიღალეთ. ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია

„პუტინს იმედი აქვს, რომ დავიღალეთ. ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია. მას ჩვენი არასდროს ესმოდა. ახლა კი უკვე ვეღარც მოასწრებს ჩვენს გაგებას. თქვენ გსურდათ მთელი ჩვენი უკრაინის, მთელი ჩვენი მიწის წართმევა, სანაცვლოდ კი დაკარგეთ თქვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ფლოტი, თქვენი შემოსავლები და მთელი თაობა, რომელიც ხორცსაკეპ მანქანაში გაუშვით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

24 აგვისტო 2026, 14:15

საზოგადოება

მედიაწიგნიერების სწავლების მსურველი მასწავლებლებისთვის ვებინარი „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება?“ გაიმართა

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლის მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის გაიმართა საინფორმაციო ვებინარი თემაზე - „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება?". ვებინარს მედიაწიგნიერების სწავლების მსურველი 450-მდე მასწავლებელი დაესწრო, რომლებმაც მედიაწიგნიერების სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ნიკოლ ფაშინიანი

24 აგვისტო 2026, 14:14

მსოფლიო

ფაშინიანი: „ტრამპის მარშრუტი“ სომხეთის ბლოკადას დაასრულებს. პროექტის განხორციელება ასევე გახსნის სარკინიგზო მიმოსვლას სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის, ირანის, ნახიჩევანის, სომხეთისა და საქართველოს გავლით, რაც მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს ირანს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს

„პროექტი, რომელიც განხორციელდება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპებზე დაყრდნობით, სომხეთის ბლოკადას დაასრულებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

24 აგვისტო 2026, 14:14

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სნოს საჯარო სკოლაზე: ზოგიერთი მედიასაშუალება ცდილობს, თემის სენსიტიურობა გამოიყენოს იმისთვის, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. ეს არ შეესაბამება რეალობას

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 14:08

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შპს ,,აი გემო“ (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაჭახელას ქ. პირველი შესახვევი N 20) შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, წარმოების და შენახვის პროცესში ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 14:02

მსოფლიო

ნევადაში ტყის ხანძრის გამო ევაკუაციის ბრძანება 100 ათასამდე ადამიანმა მიიღო

აშშ-ში, ნევადის შტატის ქალაქ რინოსთან ახლოს, მასშტაბური ხანძრის გამო, ათობით ათას ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. დაახლოებით 42 0000მა ადამიანმა საცხოვრებელი ადგილის დაუყოვნებლივ დატოვების ბრძანება მიიღო, კიდევ 45 000-ს კი მოუწოდეს, ევაკუაციისთვის მზადყოფნაში იყვნენ.